Jump to content


ფოტო

სატურნირო სტრატეგია


  • Please log in to reply
41 პასუხი ამ თემაზე

#1 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 27 01 2015 - 23:07

მეგობრებო, ვფიქრობ დროული იქნება გავხსნათ თემა, სადაც განვიხილავთ იმ ფაქტორთა ერთობლიობას, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენ წარმატებას ფიდერით თევზჭერაში არა ჩვეულებრივ სამოყვარულო სასიებზე, არამედ მკაცრ სატურნირო პირობებში. 

ამ თემის გახსნის იდეა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ფორუმზე გამუდმებით გვაქვს საუბრები არომატიკაზე, ნემსკავებზე და სხვადასხვა ფიდერულ საკითხებზე და ატრიბუტიკაზე, მაგრამ არ ვსაუბრობთ ამ ატრიბუტიკის ერთობლივ გამოყენებაზე და ეფექტურობაზე სატურნირო პირობებში. 

გთავაზობთ თემას, სადაც ერთმანეთს გავუზიარებთ  და განვიხილავთ ტურნირებზე მიღებულ ჩვენს გამოცდილებას. საიდულო "ფიშკებზე" არ მაქვს საუბარი  :D ეს ხუმრობით, რადგან ყველამ ვიცით, რომ წარმატების მთავარი საიდუმლო სათანადო ცოდნა, ტექნიკა და გამოცდილებაა. ნუ ცოტა იღბალიც არ გვაწყენს ხოლმე ;)

 

თემის დასაწყისში ვეცდები პირადად ჩემი პოზიცია ჩამოვაყალიბო და ჩამოვთვალო ის ფაქტორები, რომლებიც ჩემთვის ფიდერით თევზჭერაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

ფიდერით თევზჭერაში წარმატების მიღწევა ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. საუბარი მაქვს ტურნირის რეჟიმში თევზაობაზე, როცა ძალიან ზუსტად უნდა გათვალო ყველაფერი და ყველა შეცდომა დაკარგულ ქულებს ნიშნავს. თორე სამოყვერულო თევზაობა ბევრ რამეს "გპატიობს". შევეცდები გაგიზიაროთ პირადად ჩემი შეხედულებები იმ ფაქტორებზე, რომლებიც განაპირობებენ ტურნირზე წარმატებას. კიდევ ვიმეორებ, ეს ჩემი ხედვაა. ამ ფაქტორებს დავალაგებ მნიშვნელობის მიხედვით.

  1. ფსიქოლოგია. ანუ წარმატების ლომის წილი სწორ განწყობაზეა დამოკიდებული. საუბარია მყარ ფსიქიკაზე, როცა განწყობილი ხარ მოგებაზე და რაც ყველაზე მთავარია, უშუალოდ თევზაობის დროს არ შფოთავ მეზობელი სპორტსმენის მიერ დაჭერილი ყველა თევზის შემდეგ, დროულად ახორციელებ ცვლილებებს და არ იბნევი ბრიჯივით :) , თუნდაც საქმე ისე არ მიდიოდეს, როგორც ჩაფიქრებული გქონდა. ჩემი აზრით ეს ნომერ პირველი ფაქტორია.
  2. სათევზაო სექტორში სწორად მოძებნა იმ ადგილისა (წერტილისა), რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე ინტენსიურ კენკვას. ამისათვის უნდა კარგად ვიცოდეთ ფსკერის ზონდირების ტექნიკა და უნდა ვიპოვოთ საჭირო დისტანცია.
  3. სატყუარას ეფექტური პრეზენტაცია. უპირველეს ყოვლისა ამ ფაქტორის ეფექტურობას განსაზღვრავს სწორად აწყობილი და სწორად შერჩეული მონტაჟი – სადავეს სიგრძე და დიამეტრი, საკვებურას ტიპი, ზომა და წონა, ნემსკავების ზომა და ა.შ.
  4. თავად სატყუარა – ანუ უნდა გვქონდეს მრავლი ტიპის სატყუარები. ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია სატყუარას ნემსკავზე წამოცმის ტექნიკა – ჭიების რაოდენობა, ზომები და ა.შ.
  5. ზუსტი წერტილოვანი კვება. ანუ ყოველ ტყორცნაზე საკვებურა უნდა ერთსადაიმავე ადგილას დეაშვას. ამისათვის კარგად უნდა ვფლობდეთ ფიდერით ტყორცნის ტექნიკას და სათევზაო მანძილის განსაზღვრის და შენარჩუნების ტექნიკას.
  6. კარგად დამზადებული დასაკვები – სწორად შერჩეული ფრაქციები და შემადგენლობა. ანუ დასაკვები უნდა მუშაობდეს ისე როგორც ჩვენ გვინდა – მძუმედ წვებოდეს ფსკერზე ან პირიქით "მთვერავდეს", მოკლედ ასრულებდეს ჩვენ ჩანაფიქრს.
  7. ნემსკავი. ხარისხიან ნემსკავზე ვფიქრობ ნახევარი წარმატებაა დამოკიდებული.
  8. არომატიკა. 
  9. ჯოხი.
  10. კოჭა.
  11. ძუა.
  12. ერგონომიკა, ანუ სექტორში სათევზაო აღჭურვილობის სწორად და სარგებლიანად განლაგება. საუკეთესო ვარიანტია პლატფორმით თევზაობა, რადგან ამ დროს ზედმეტი მოძრაობების რაოდენოპბა მინიმუმზეა დაყვანილი. 

სიამოვნებით მოვისმენ სხვა პოზიციებს. ვფიქრობ ყველასთვის ვინც ტურნირებზე აპირებს გამოსვლას ან უკვე გამოდის, ამ საკითხების განხილვა მეტად საინტერესო იქნება.



#2 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 28 01 2015 - 00:33

თენგოს მივესალმები ! :)

ეს ყველაფერი მოკლედ ალბათ ასე ითქმის : - სათევზაოდ განეწყო - თევზი მოიზიდო - წამოაგო - გამოიყვანო ;)

მაგრამ რამხელა გამოცდილება, დაკვირვება, ცოდნა და მობილიზება ჭირდება ყოველივე ამასსსს ... არა-და რა რთული და სასიამოვნო პროცესია :)


  • Dentist likes this

#3 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1436 posts

პოსტი დაწერილია 28 01 2015 - 00:36

   მშვენიერი თემაა თენგო და მეც მივესალმები ამ თემის წამოწევას და ვიტყვი რომ ჩემი ხედვა ტურნიშრი წარმატების მისაღწევად განისაზღვრება შემდეგნაირად:

 

1. წინასატურნირო გუნდური ვარჯიშები რომელიც ერთერთი გადამწყვეტია და ჩემთვის პირველ ადგილზეა ამ სიაში

2.ფსიქოლოგია

3. თევზის მოძებნა

4. წერტილოვანი დაკვება

5. საკვების სწორად შერჩევა

6. სატყუარის სწორად შერჩევა

7. არომატიკა

8. დიპი (საჭიროებისამებრ)

9.  სადავის სიგძე

10. ნემსკავი

11. კოჭა

12. სათევზაო ჯოხი

13. მთავარი ძუა

14. პლატფორმა და მისი აბვესი სრული კომფორტისათვის . . .



#4 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 28 01 2015 - 00:43

თენგოს მივესალმები ! :)

ეს ყველაფერი მოკლედ ალბათ ასე ითქმის : - სათევზაოდ განეწყო - თევზი მოიზიდო - წამოაგო - გამოიყვანო ;)

მაგრამ რამხელა გამოცდილება, დაკვირვება, ცოდნა და მობილიზება ჭირდება ყოველივე ამასსსს ... არა-და რა რთული და სასიამოვნო პროცესია :)

ხოდა სწორედ იმიტომ, რომ რთულია დავით, გავხსენი ეს თემა, განვიხილოთ სათითაოდ ყველა მომენტი. ყველა ტურნირის შემდეგ ამ თემაში გავწეროთ შთაბეჭდილებები და ის მომენტები, რამაც წარმატება ან წარუმატებლობა მოგვიტანა. ასე დავაგროვებთ ძალზედ სასარგებლო ინფორმაციას და თაობები მადლობას გვეტყვიან  :rolleyes:


  • kvipriane likes this

#5 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3266 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 28 01 2015 - 00:46

ბოლო ტურნირზე დაშვებული შეცდომებიდან გამომდინარე----

1) წინასატურნირო გუნდური ვარჯიშები

2)განწყობა,აღჭურვილობა.კაუჭის ზუსტად შერჩერვა-გამოცნობა.

3)თევზის მოძებნა, წერტილოვანი დაკვება,საკვების სწორად შერჩევა,სატყუარის სწორად შერჩევა არომატიკა,სადავის სიგძე

4) სათევზაო აღჭურვილობის სწორად  განლაგება

5)დასახული გეგმისა და სტრატეგიდან არ გადახვევა.(იშვიათი გამონაკლისის გარდა)


  • კობა ლაფაჩი likes this

#6 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 28 01 2015 - 10:02

1. ფსიქოლოგიური განწყობა

 

2. კარგი ადგილის შეხვედრა, სატურნირო ზოლში თუ კარგ ადგილზე მოხვდი, კარგ ორმოზე დადექი, ანუ ადგილის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია

3. იღბალი


  • კობა ლაფაჩი likes this

#7 Andro

Andro

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 656 posts
  • ადგილმდებარეობა
    Tbilisi

პოსტი დაწერილია 28 01 2015 - 10:14

ვეთანხმები ნიკას, იღბალი ერთად ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია,  მაგრამ წარმატებული თევზაობა შედგება კიდევ ბევრ ნიუანსებისგან.

 

ჩემი სია ასე გამოიყურება.

 

1. წინასატურნირო გუნდური ვარჯიშები.

2. გუნდური ფსიქოლოგია (ჯანსაღი და სპორტული ატმოსფერა გუნდში) და სტრატეგია. (ჯანსაღი ატმოსფერის გარეშე სტრატეგია არ დაგჭირდებათ)

3. ნემსკავი (ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი თევზაობის პროცესში. თუ ნემსკავი არ გივარგათ დანარჩენი პუნქტები არ არის საჭირო)

4. სასადავე ძუა (უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის რაც არ უნდა ღირდეს) 

5.  სადავის დიამეტრი და სიგრძე (ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი) 

6. მთავარი ძუა

7. სატყუარის სწორად შერჩევა.

8. საკვების + არომატიკის სწორად შერჩევა.

9. თევზის მოძებნა.

10. დიპი (აუცილებელია თანამედროვ სათევზაო სპორტში )

11. კოჭა

12. სათევზაო ჯოხი (ჯოხს საერთოდ ამოვიღებდი ამ სიიდან, ჯოხი როგორც ქალი ძალიან ინტიმური და სერიოზული საკითხია :) )

13. სამუშაო ადგილის მოწყობა ( სავარძელი, პლატფორმა, აბვესი და ა.შ.)

რათქმა უნდა ყველა აღჭურვილობა უნდა იყოს ხარისხიანი და საიმედო. გუნდი და პირადათ თქვენ უნდა იყოთ კარგ ფიზიკურ და ტექნიკურ ფორმაში, და საერთოდ თევზაობაში ყველა ნიუანსი მნიშვნელოვანია. 

ეს არის ჩემი გამოცდილიდან გამომდინარე სუბიექტური აზრი.


  • Dentist likes this

#8 გლახუნა

გლახუნა

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 216 posts
  • ადგილმდებარეობა
    TBILISI

პოსტი დაწერილია 28 01 2015 - 11:19

მოგესალმებით მეგობრებო

ჩემი აზრით ტურნირზე წვრილმანი არ არსებობს, საკმარისია რომელიმე კომპონენტი ჩათვალო უმნიშვნელოდ და აუცილებლად უდროოდროს იჩენს თავს და სანანებელი გაგიხდება.

კიდევ ერთს ვიტყვი,  აუცილებელია იმის უნარი და საშუალება გქონდეს ყოველთვის რომ ტურის ნებისმიერ მომენტში შეგეძლოს რადიკალურად შეცვალო წინასწარ დაგეგმილი სტრატეგია და და ტაქტიკა, ხშირად ყოფილა შემთხვევა როცა წინა სატურნირო ერთობლივ ვარჯიშზე თითქოს ყველაფერი ნათელია, დისტანციაც იპოვე, სატყუარაც სწორად შეარჩიე, მონტაჟიც და შესაბამისად რეზულტატიც საუცხოოა, იჭერ და იჭერ თევზს...., მაგრამ იწყება ტური, იგივეს იმეორებ და ნურას უკაცრავად, ფაფუ თევზი. ზუსტად ამ დროს გჭირდება ცივი გონება, ხასიათის სიმტკიცე და სწორი გადაწყვეტილრბის სწრაფად მიღება, სწრაფად იმიტომ რომ ტურნირზე დრო ისე შეუმჩნევლად გადის რომ ყოველი დაკარგული წუთი დაკარგული თევზია, შესაბამისად დაკარგული წონა და დაკარგული ქულები. და ყველაზე მთავარი, იბრძოლეთ ბოლო წამამდე.  ბოლო წამს გადაგდებულმა მონტაჟმა შეიძლება რადიკალურად შეცვალოს სატურნირო სიაში თქვენი ადგილი.

გისურვებთ ყველას წარმატებებს.

თქვენი გლახუნა



#9 Jano

Jano

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1410 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 28 01 2015 - 11:22

თქვენ გაიხარეთ !!!!!!!!!!!! თურმე რამხელა თავსატეხებისაგან ვარ შორს  :)  :D  :lol: .


  • nika likes this

#10 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2123 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 28 01 2015 - 11:52

1. სატურნირო ადგილის შესწავლა (წინა სატურნირო ვარჯიში,ამინდის განსაზღვრა)

2. ტურნირის დროს მეტნაკლებად ნორმალურ ადგილას მოხვედრა  (იღბალი ,მეზობლები :) )

3. გააზრება რა თევზზე აკეთებ  აქცენტის გაკეთებას 

4. ადგილიდან ,დისტანციიდან ,სიღმიდან  გამომდინარე სათევზავო  ანკესის შერჩევა (ჩაკვრის სიგნალიზატორი),შეხამება კოჭის ზომის ,+ ძირითადი ძუის სისქის

5. სატყუარა 

5. ნემსკავი

6. სადავის სისქე ,სიგრძე  და თვისებები ( სატყუარის პრეზენტაცია)

7. საკვებურა 

8. დასაკვები 

9. არომატიკა

10. სწორად განლაგება აღჭურვილობის და სათადარიგო ხელსაწყოების .( სავარძელი ,შესანახი ბადე და ასე შემდეგ ,რომ ნაკლები დრო და ენერგია დაიხარჯო)



#11 bubamara

bubamara

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 109 posts

პოსტი დაწერილია 28 01 2015 - 12:40

მეგობრებო რა მანტერესებს. როგორ გადანაწილდება გუნდები? ანუ როგორ შეიძლება გავიგო ვისთან ერთად მომიწევს გუნდში ყოფნა? რო შესაბამისად რაც ყველაზე მეტად მაკლია წინასატურნირო მომზადება გავიარო? თუ მე უნდა შევკრა გუნდი ან უკვე შეკრულ გუნდს შევეკედლო?  :lol:



#12 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2123 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 28 01 2015 - 12:46

მეგობრებო რა მანტერესებს. როგორ გადანაწილდება გუნდები? ანუ როგორ შეიძლება გავიგო ვისთან ერთად მომიწევს გუნდში ყოფნა? რო შესაბამისად რაც ყველაზე მეტად მაკლია წინასატურნირო მომზადება გავიარო? თუ მე უნდა შევკრა გუნდი ან უკვე შეკრულ გუნდს შევეკედლო?  :lol:

 

გუნდები არის უკვე ჩამოყალიბებული  , ახალი გუნდი  უნდა შეკრა .



#13 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3266 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 28 01 2015 - 13:18

მეგობრებო რა მანტერესებს. როგორ გადანაწილდება გუნდები? ანუ როგორ შეიძლება გავიგო ვისთან ერთად მომიწევს გუნდში ყოფნა? რო შესაბამისად რაც ყველაზე მეტად მაკლია წინასატურნირო მომზადება გავიარო? თუ მე უნდა შევკრა გუნდი ან უკვე შეკრულ გუნდს შევეკედლო?  :lol:

გამოჩნდება აუცილებლად პირველივე ტურნირის დასაწყიში მსურველები  რომლებიც არცერთი გუნდის წევრები არ არიან,შესაბამისად ჩაიწერებიან სიაში ცალკე უგუნდოდ,სია განახლდება ტურნიორის თემაში ყოველდღიურად და გექნებათ საშუალება დააკვირდეთ  და დაუკავშირდეთ ერთმანეთს..



#14 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 28 01 2015 - 16:22

თენგო და მეგობრებო, ფრიად საინტერესო საჭირო და სადისკუსიო თემაა. ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ასპექტს ვეთანხმები, მხოლოდ ჩემი მხრიდან დავამატებდი: წინა სატურნირო ვარჯიშების ტურნირის მოდელით ჩატარება და აუცილებლად როგორც ვარჯიშის ასევე ტურნირის შედეგების განხილვა და გაანალიზება გუნდის წევრებთან ერთად და აქედან გამომდინარე დაშვებული შეცდომების ან წარმატების მიზეზების პოვნა სტრატეგიის გასაუმჯობესებლად.



#15 vladimer zarkaliani

vladimer zarkaliani

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 554 posts

პოსტი დაწერილია 28 01 2015 - 23:06

გამარჯობათ,,, 

1. არ დანებდე და იბრძოლო ბოლომდე  :)

2. სახლიდან მაქსიმალურად მომზადებული წახვიდე ტურნირზე.

3. ტურნირამდე გადაამოწმო სათევზაო მოწყობილობები.

4. სწორად შეარჩიო თევზაობის სტრატეგია.

5. ტურნირის წინა დღეს კარგად უნდა დაისვენო და არუნდა დალიო  :D.   



#16 bubamara

bubamara

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 109 posts

პოსტი დაწერილია 28 01 2015 - 23:19

ჩემს კითხვაზე პასუხი გასაგებია მეგობრებო და მადლობა. 
ჩემი გუნდის წევრების გაცნობა მომიწევს მომავალში.  სხვა გუნდი როდესაც აპირებს გასვლას წინა სატურნიროდ შეიძლება გაყოლა? აქ იგეგმება თუ ცალკე? თუ როგორ ხდება? მოკლედ მე რა მინდა გთხოვოთ ამდენი ტლიკინის მერე მეგობრებო  :D მე მჭირდება ამ მეთოდში პრაკტიკა და თუ ვინმე გადაწყვეტთ ოდესმე წინა სატურნირო გასვლას, ან არა წინა და უბრალოდ სიამოვნების მისაღებად, ან ვანაში საკვებურის ჩაშვებას გადაწყვეტთ და იქ ჩემი ყოფნა ხელს არ შეგიშლით ძალიან გთხოვთ გამაგებინოთ და ბაბაჯანას კალოშებივით მანდ ვარ :D :D :D არა მართლა მინდა რა სწავლა და მერე უფრო დიდი სიამოვნების მიღება ჩემი რეკორდი მხოლოდ 1.200 კგ  ია და  წელს უნდა გავაუმჯობესო



#17 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1436 posts

პოსტი დაწერილია 28 01 2015 - 23:48

   შოთა ძალიან კარგია რომ ფიდერი აირჩიე და დამიჯერე აქ ბევრი გასვლები იქნება და ბევრი ვარჯიშები სადაც აუცილებლად მოხვდები და დიდ გამოცდილებასაც მიიღებ...

 

   რაც შეეხება კი რეკორდს წონაში დამიჯერე მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს სპორტულ ასპარეზობაში, ეგ მხოლოდ სამოყვარულო თევზაობის დროს შეიძლება დაგაინტერესდეს ხოლო ტურნირები სულ სხვა რამაა და ეს საკუთარი თვალთ უნდა ნახო რომ ყველაფერი კარგად გაიგო . . .


  • bubamara likes this

#18 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 28 01 2015 - 23:57

რადგან ასე გინდა შოთა, კუმისის ტურნირამდე გვექნება საერთო სატესტო და სავარჯიშო გასვლები და შემოგვიერთდი :) მარტის ბოლოდან უკვე დავიწყებთ


  • კობა ლაფაჩი and bubamara-ს მოეწონა ეს

#19 bubamara

bubamara

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 109 posts

პოსტი დაწერილია 29 01 2015 - 00:07

კიბატონო. ;)



#20 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3266 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 29 01 2015 - 00:10

წამოხვალ,ისწავლი,პირველ ტურნირებში მსაჯადაც მოგვეხმარები---და მერე გუნდსაც შექმნიი :)


  • კობა ლაფაჩი and bubamara-ს მოეწონა ეს