Jump to content

ფოტო

სპინინგით ბორჯომის ხეობა-ჯავახეთის ზეგანი

  • Please log in to reply
13 პასუხი ამ თემაზე

#1 miga

miga

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 50 posts

პოსტი დაწერილია 26 02 2015 - 23:40

          მოგესალმებით მეგობრებო.

    დღეს დავრეგისტრირდი თქვენს შესანიშნავ ფორუმზე, და უკვე ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მივიღე.

         სპინინგით თევზაობა ჩემთვის ახალი ხილია და ძალიან მაგრად "მოვიწამლე" ამ მეთოდით...
მხოლოდ ერთხელ გამიმართლა და ფოთში სტუმრობის (საქეიფოდ) დროს დავიჭიე ერთადერთი თევზი, პატარა ქარიყლაპია. ამ 1-1.5 წუთიანმა მონაკვეთმა იმხელა სიამოვნება მომანიჭა, რომ ტივტივა (ჩემი საყვარელი თევზაობის სახეობა) საერთოდ გადამავიწყდა. კბილების კაწკაწით ველოდები როდის მოვა ზაფხული, რომ გავძვრე აგარაკზე ბაკურიანში და სპინინგით თევზაობას მივუძღვნა მთელი შვებულება :)))

    აქვე მინდა გთხოვოთ, თუ გაქვთ ვინმეს გამოცდილება ამ მხარეში სპინინგით თევზაობაში, კალმახის გარდა რა მტაცებელი ბინადრობს?  თუ უთევზავია ვინმეს მიზანმიმართულად სამცხე-ჯავახეთში მტაცებელზე სპინინგით, იქნებ გამიზიაროთ გამოცდილება.... რომელი მდინარე, კონკრეტული ადგილები და ა.შ.

მადლობა წინასწარ.

  • salamandra and ლიფსიტა-ს მოეწონა ეს

#2 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 27 02 2015 - 00:39

კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ფორუმზე :) ბორჯომის ფარგლებში ლეგალურად სპინინგზე ქაშაპს თუ დაიჭერ. კალმახზე ჭერა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია. არიან მეთევზეები, რომლებიც თევზაობენ კალმახზე დაიჭირე–გაუშვი პრინციპით, მაგრამ კანონით ესეც აკრძალულია (ასეთი უშნო კანონმდებლობა გვაქვს სამწუხაროთ). ასე რომ საკალმახე ადგილებს აქ შეგნებულად არავინ დაგიწერს :) თან ასეთი ადგილების საჯაროთ გახმაურება უპირველეს ყოვლისა მიიზიდავს მათკენ ბრაკონიერებს.

  • ლიფსიტა and ozera-ს მოეწონა ეს

#3 Qobela

Qobela

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 47 posts

პოსტი დაწერილია 27 02 2015 - 09:06

ბორჯომში ქაშაპზე შეგიძლია თევზაობა.წელს უნდა გავიდე პირველად მაქეთ სათევზაოდ.

#4 miga

miga

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 50 posts

პოსტი დაწერილია 27 02 2015 - 10:42

ბორჯომში ქაშაპზე შეგიძლია თევზაობა.წელს უნდა გავიდე პირველად მაქეთ სათევზაოდ

ბორჯომში მტკვარზე თუ სადმე სხვა პატარა მდინარეზე?

#5 Qobela

Qobela

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 47 posts

პოსტი დაწერილია 27 02 2015 - 16:02

ბორჯომში მტკვარზე თუ სადმე სხვა პატარა მდინარეზე?

მტკვარზე

#6 parnavazi

parnavazi

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 13 posts

პოსტი დაწერილია 07 03 2015 - 23:10

ტაბაწყურზე თუ არის რამე სასპინინგო?

#7 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 08 03 2015 - 00:43

ტაბაწყურზე თუ არის რამე სასპინინგო?

ტაბაწკურზე ცოტა ხნის წინ გაუშვეს კალმახი, მაგრამ ამ თევზზე თევზაობა აკრძალულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით

#8 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 10 08 2015 - 13:06

უკანასკნელი რამდენიმე პოსტი გადავიტანე მდინარე მტკვრის თემაში http://sportfishing....-მტკვარი/page-6

  • KAA likes this

#9 ვანო მეხრიშვილი

ვანო მეხრიშვილი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 583 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 10 08 2015 - 17:41

რაც შეეხება კალმახის ჭერას! 
ადგილობრივი ენდემი კალმახის ჭერა აკრძალულია. კალმახი წითელ წიგნშია!
ცისართყელა კალმახის მოპოვება შეიძლება და არ არის კანონით აკრძალული.

#10 axali

axali
  • Members
  • 5 posts
  • ადგილმდებარეობა
    ქუთაისი

პოსტი დაწერილია 05 01 2017 - 17:50

გამარჯობა
მეგობრებო 3 კვირაა სპინინგით "თევზაობა" დავიწყე, ოღონდ ჯერ თევზი ვერ დავიჭირე ((( ისეც 1 წელია დავიწყე თევზაობა, იქნებ მითხრათ დასავლეთში, უკეთესია იმერეთში სად არის კარგი ადგილები სპინინგით თევზაობისთვის. მდინარე ან ტბა

#11 Davitus

Davitus
  • Members
  • 8 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 05 01 2017 - 19:06

ნოღელა - აბაშასთან, საუკეთესო სასპინინგო ადგილია, გულს იჯერებ თევზაობით.. ფასიანია - კაცი 20 ლ.

ასევე ფოთის თითქმის ყველა ტბაზეა მტაცებელი თევზი..

წარმატებები..

  • axali likes this

#12 axali

axali
  • Members
  • 5 posts
  • ადგილმდებარეობა
    ქუთაისი

პოსტი დაწერილია 09 01 2017 - 11:55

ნოღელა - აბაშასთან, საუკეთესო სასპინინგო ადგილია, გულს იჯერებ თევზაობით.. ფასიანია - კაცი 20 ლ.

ასევე ფოთის თითქმის ყველა ტბაზეა მტაცებელი თევზი..

წარმატებები..

მადლობა ყურადღებისთვის და რჩევისთვის, ეხლა არის სპინინგით თევზაობის? დამწყები ვარ და რჩევები მჭირდება

#13 მეთევზე უჩა

მეთევზე უჩა

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 76 posts

პოსტი დაწერილია 09 01 2017 - 16:44

მადლობა ყურადღებისთვის და რჩევისთვის, ეხლა არის სპინინგით თევზაობის? დამწყები ვარ და რჩევები მჭირდება

ქარიყლაპიაზე და ქორჭილაზე შეგიძლია ითევზავო, იმ ადგილებში, რაც მოგწერეს ზევით.

ქაშაპი ანაბიოზშია ახლა (ზამთრის ძილი), მაგრამ მაინც იჭერენ ხანდახან, გამართლებაზეა ალბათ. იმერეთის მდინარეებში ბევრგანაა. მარტი-აპრილიდან "გაიღვიძებენ".

#14 axali

axali
  • Members
  • 5 posts
  • ადგილმდებარეობა
    ქუთაისი

პოსტი დაწერილია 09 01 2017 - 18:28

ქარიყლაპიაზე და ქორჭილაზე შეგიძლია ითევზავო, იმ ადგილებში, რაც მოგწერეს ზევით.

ქაშაპი ანაბიოზშია ახლა (ზამთრის ძილი), მაგრამ მაინც იჭერენ ხანდახან, გამართლებაზეა ალბათ. იმერეთის მდინარეებში ბევრგანაა. მარტი-აპრილიდან "გაიღვიძებენ".

დიდი მადლობა აუცილებლად შემოგიერთდებით მომავალში ჩემი რჩევებით, თქვენს გუნდში ვარ !

  • მეთევზე უჩა likes this