Jump to content


ფოტო

მონტაჟი BLOWBACK RIG

მონტაჟი BLOWBACK RIG

  • Please log in to reply
39 პასუხი ამ თემაზე

#1 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • Super_Moderator
  • 905 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 08 03 2015 - 21:43

მონტაჟი BLOWBACK RIG

 

A
 

          მონტაჟი Blowback-ის მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია თმაზე დამაგრებული რგოლის მოძრაობაზე, რომელიც სატყუარასთან ერთად თავისუფლად მოძრაობს ნემსკავის ყუნწის მიმართულებით. ვეცდები  დაწვრილებით აგიხსნათ, ჩვენ ვიცით რომ კობრის მიერ სატყუარის აღებული  10 შემთხვევიდან  7-8 შემთხვევაში კობრი სატყუარას უკან აგდებს, და აი ამ მომენტში Blowback-ის მონტაჟის შემთხვევაში, სატყუარის გადმოგდებისას თმაზე დამაგრებული რგოლი მოძრაობას იწყება ნემსკავის ყუნწის მიმართულებით და ამ დროს კი ხდება ნემსკავის შეიჭრება კობრის ქვედა ტუჩში. რათქმაუნდა ეს მონტაჟი სხვადასხვა ნემსკავის გამოყენების შემთხვევაში სხვადასხვაგვარ პოზიციაში აღმოჩნდება, ამიტო სატყუარასთან ერთად ნემსკავის სწორი შერცევაც აუცილებელია. Blowback-ის მონტაჟი შეიძლება გამოყენებულ pop-up-ის შემთ ხვევაშიც.

ეხლა კი ვნახოთ თუ როგორ ხდება ამ მონტაჟის ინსტალაცია, პირველ რიგში ვიტყოდი რომ ძალიან გავს კლასიკური თმიანი მონტაჟას.

 

1A
2A
3A
4A
5A
6A

       

      მონტაჟის ასაწყობად საჭირო კომპონენტები:

 

·         წნული - სპეციალურად სადავეებისთვის განკუთვნილი.

·         ნემსკავი - შეიძლება გამოყენება სხვადასხვა სახის, უმეტეს შემთხვევაში იყენებენ Wide Gape-ის და Longshank-ის ტიპის ნემსკავებს.

·         თერმო მილაკები

·         მცირე ზომის მონტაჟის რგოლები ეგრეთ წოდებული „Micro Rig Rings

 

         მონტაჟის აწყობის თანმიმდევრობა „Korda”-ს აქსესუარების გამოყენებით:

 

 კომპონენტები რომლებსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოვიყენებთ

1
 

სადავეს რომელსაც გამოვიყენებთ თუ ის დაფარულია სპეციალური დამცავი შრით მას გავთლით  დაახლოებით 15 სანტიმეტრზე

2
 

გავაკეთებთ ყულფს სატყუარის სტოპორისათვის

3
 

გავუკეთებთ სადავეზე სატყუარას

4
 

 შემდეგ გავუკეთებთ სადავეზე რგოლს რომელსაც გავკვანძავთ სატყუარიდან დაახლოებით 2სმ-ის დაშორებით

5
 

აქ კი ნაჩვენები ტუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს  თმაზე დამაგრებული რგოლი

6
 

 ჩვენს მიერ არჩეულ ნემსკავს ყუნწში გავუყრით სადავის ბოლო ნაწილს

7
 

შემდეგ კი თმაზე დამაგრებულ რგოლში გავაძვრენთ ნემსკავის წვერს.

8
 

 ვაკეთებთ უკვანძო კვანძს, ოღონდ გაითვალისწინეთ რგოლის მდებარეობა, ის დაახლოებით უნდა იმყოფებოდეს ნემსკავის მოხრის ადგილას

9
 

გავამზადებთ 2 სმ-მდე ზომის თერმო მილაკს (სხვადასხვა ზომის ნემსკავის შემთხვევაში სავარაუდოდ დაგვჭირდება სხვადასხვა ზომის თერმო მილაკის გამოყენება)

10
 

 თერმო მილაკში გავატარებთ სადავეს ნემსის დახმარებით

11
12
13
 

შემდეგ კი მილაკს წამოვაცმევთ ნემსკავის ყუნწზე

14
 

მოვხრით მას სურათზე ნაჩვენები კუთხის შესაბამისად და ისე გავატარებთ ორთქლზე

15
 

საბოლოდ კი მივიღებთ აწყობილ მონტაჟს სახელად Blowback-ს

16
 
ესეც ვიდეო:
 

 

სტატიის ავტორი: "საქართველოს კარპფიშერთა კლუბი"



#2 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 08 03 2015 - 21:52

ჩემი საყვარელი მონტაჟია, :)


  • ლევანიკა and kvipriane-ს მოეწონა ეს

#3 მირიანი

მირიანი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 192 posts

პოსტი დაწერილია 08 03 2015 - 22:39

მაგარია ლევან!!  :)

ერთი კითხა მაქვს, მეშვიდე ფოტოზე რომაა ახსნილი, გადმოგდების შემდეგ საწყის პოზიციაში ვერცერთი ნემსკავით ვერ დაბრუნდება ხო? 

ნუ პოპაპს არ ეხება ეს. :)



#4 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • Super_Moderator
  • 905 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 08 03 2015 - 22:45

მირო ვერ მივხვდი რომელ ფოტოზე მეუბნები, ამაზე? 

6A


#5 მირიანი

მირიანი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 192 posts

პოსტი დაწერილია 08 03 2015 - 22:50

კი მაგაზე. 

ბანან ნემსკავზე არ გასწორდებაო თმა და ნებიესმიერ ნემსკავზე ეგრე არ იქნება? თუ პოპაპმა ზემოთ არ დაქაჩა.



#6 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • Super_Moderator
  • 905 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 08 03 2015 - 23:01

მირო მე ვფიქრობ რომ ახლიდან აღების შემთხვევაში წესით უნდა დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას და იგივე ეფექტი უნდა ქონდეს, აი მაგალითად როდესაც ჩვენ გადავაგდებთ მონტჟს ფსკერზე როცა მოხვდება რავიცით რომ ესეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდება როგორც თევზის მიერ გადმოგდების დროს?! ესეიგი მაშინაც დაკარგული გვაქვს შანსი?! რავიცი ესე ვფიქრომ რომ დიდი სხვაობა არ უნდა ქონდეს, თუმცა შეიძლება ვცდები :)


  • მირიანი likes this

#7 მირიანი

მირიანი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 192 posts

პოსტი დაწერილია 08 03 2015 - 23:02

გასაგებია :) 



#8 david82

david82

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 111 posts

პოსტი დაწერილია 08 03 2015 - 23:45

საინტერესო მონტაჟია, მეც მაქვს აწყობილი ესეთი, თუმცა, ზუსტად გაცნობიერებული არ მქონდა როგორ მუშაობდა და მადლობა ლევან ინფორმაციისათვის :) საინტერესო ვიდეო ვნახე სადაც ზუსტად ესეთი მონტაჟი ჩანს თუ როგორ მუშაობს და ასევე, ზოგადად კარგად არის გადაღებული თუ რა შანსი აქვს ალბათ ნებისმიერ მონტაჟს კარპის წინააღმდეგ. :)

 


  • ლევანიკა, მირიანი და _GM_-ს მოეწონა ეს

#9 Kikva

Kikva

    ახალი წევრი

  • Administrator
  • 44 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 09 03 2015 - 13:03

მეგობრებო მეც ვიტყვი ორ სიტყვას ამ მონტაჟზე.

1. ეს არის 100% ძირვადი ან თოვლის ბაბუა სატყუარის მონტაჟი და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენება პოპ-აპზე. უბრალოდ სისულელეა იმდენად არასწორად ჯდება.

2. ძირვადი მონტაჟებიდან ერთერთი საუკეთესოა, ჩემი აზრით N1.

3. მირიან, არა აქვს მნიშვნელობა თევზის თამაშის მერე როგორ დაჟდება ეს მონტაჟი. მთელი მისი უნიკალურობა მაგაშია რომ სწორად ზის სულ :)

4. მხოლოდ გადაგდებისას ჩემი რჩევა იქნება გამოიყენოთ PVA გუბკა, სხვა 50% შემთხვევაში ძაან ცუდად ჩაიხვევს. უფრო კარგია პვა ბადეთი, ანუ ამ დროს ნემსკავი ბადეში იმალება.

5. ესეც ჩემი ზამთრის მონტაჟი, შარშან იანვარში მაგრად ივაჟკაცა :D

gallery_1_32_454557.jpg


  • ლევანიკა, nika, მირიანი -ს და 3 სხვებს მოგეწონათ ეს

#10 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 09 03 2015 - 20:03

სრულიად ვიზიარებ კიკვას პოზიციას, ბლოუბექი არის ძირვადი სატყუარების მონტაჟი



#11 david82

david82

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 111 posts

პოსტი დაწერილია 09 03 2015 - 22:13

3. მთელი მისი უნიკალურობა მაგაშია რომ სწორად ზის სულ :)

 

 

ამაში რას გულისხმობ კიკვა? სატყუარა, რომ არ გადაიხლართება ნემსკავზე?



#12 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 09 03 2015 - 22:26

ამაში რას გულისხმობ კიკვა? სატყუარა, რომ არ გადაიხლართება ნემსკავზე?

თუ ეს  მონტაჟი სწორად არის აწყობილი, სატყუარის ნემსკავზე გადახლართვა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ თევზი ეცდება პირიდან სატყუარის გადმოგდებას რგოლი დაიწყებს მოძრაობას ნემსკავის ყუნწისკენ, რაც უზრუნველყოფს ნემსკავის წვერის მოდებას თევზის ქვედა ტუჩზე, თუ თამაშის დროს მაინც მოახერხა თევზმა მისი პირიდან გადმოგდება, რგოლის მეშვეობით ასევე ადვილად ხდება სატყუარის გასწორება და მონტაჟი ისევ საბრძოლო მდგომარეობაში დგება. თოვლის პაპის შემთხვევაში ქვედა შედარებით დიდი ბოილი აუცილებლად ძირვადი უნდა იყოს და მეორე (პატარა) ნაწილი პოპ აპი, ასევე ეს მონტაჟი უნდა აეწყოს სპეციალურად გრძელყუნწიან ნემსკავზე. 


  • david82 likes this

#13 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • Super_Moderator
  • 905 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 09 03 2015 - 22:59

ნიკა არ არის აუცილებელი გრძელყუნწიანი ნემსკავი იყოს :)


  • david82 likes this

#14 david82

david82

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 111 posts

პოსტი დაწერილია 09 03 2015 - 23:11

თუ ეს  მონტაჟი სწორად არის აწყობილი, სატყუარის ნემსკავზე გადახლართვა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ თევზი ეცდება პირიდან სატყუარის გადმოგდებას რგოლი დაიწყებს მოძრაობას ნემსკავის ყუნწისკენ, რაც უზრუნველყოფს ნემსკავის წვერის მოდებას თევზის ქვედა ტუჩზე, თუ თამაშის დროს მაინც მოახერხა თევზმა მისი პირიდან გადმოგდება, რგოლის მეშვეობით ასევე ადვილად ხდება სატყუარის გასწორება და მონტაჟი ისევ საბრძოლო მდგომარეობაში დგება. თოვლის პაპის შემთხვევაში ქვედა შედარებით დიდი ბოილი აუცილებლად ძირვადი უნდა იყოს და მეორე (პატარა) ნაწილი პოპ აპი, ასევე ეს მონტაჟი უნდა აეწყოს სპეციალურად გრძელყუნწიან ნემსკავზე. 

გასაგებია :) ეს კითხვა აქედან დამებადა

 

3. მირიან, არა აქვს მნიშვნელობა თევზის თამაშის მერე როგორ დაჟდება ეს მონტაჟი. 

 

და კიდევ ლევანის მიერ მე-4 პოსტში დადებული სურათიდან.

სურათში როგორც განმარტებიდან ჩანს გრძელყუნწიანზე ცუდად რჩება სატყუარა, ხოლო, მოკლეზე არა და თუ რაიმე შანსი არის იმისა, რომ გრძელყუნწიანის აღებისა და გადმოგდების შემდეგ უკან არ დაბრუნდეს სატყუარა, მაშინ ძალიან ცუდ პრეზენტაციას მიიღებს მონტაჟი.



#15 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 09 03 2015 - 23:13

სტოპორი რო დაყენდეს რგოლთან არ ივარგებს? აგარ წამოვა ყუნწისკენ რგოლი  :rolleyes:



#16 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • Super_Moderator
  • 905 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 09 03 2015 - 23:18

სტოპორი რო დაყენდეს რგოლთან არ ივარგებს? აგარ წამოვა ყუნწისკენ რგოლი  :rolleyes:

მთელი მუღამი მაგაშია რომ რგოლი არ იყოს ფიქსირებული :)



#17 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • Super_Moderator
  • 905 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 09 03 2015 - 23:19

გუშინ მე და მირიანი ვსაუბრობდით მონტაჟების ტესტირებაზე და მირომ ეს ვიდო მომცა, აქაც დავდებ, ნახეთ თუ როგორ უნდა დაიტესტოს მონტაჯი კუსტარულად :D 

 


  • david82 likes this

#18 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 09 03 2015 - 23:21

წრილუად მაინც იმოძრავებს :)  სამაგიეროდ არ გაფუჭდება მონტაჟი, რიავიცი 



#19 david82

david82

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 111 posts

პოსტი დაწერილია 09 03 2015 - 23:37

გუშინ მე და მირიანი ვსაუბრობდით მონტაჟების ტესტირებაზე და მირომ ეს ვიდო მომცა, აქაც დავდებ, ნახეთ თუ როგორ უნდა დაიტესტოს მონტაჯი კუსტარულად :D

 

PVA-ს სისტემას იყენებს ხო :)



#20 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • Super_Moderator
  • 905 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 09 03 2015 - 23:42

ხო მგონი, მეც ეგეთი შტაბეჭდილება დამრჩა :) მაგის მეტი რა მაქვს, ერთი აკვარიუმი და მიდიიი :D :D :D