Jump to content


ფოტო

შოლტის ჯოხი დამწყებთათვის


  • Please log in to reply
16 პასუხი ამ თემაზე

#1 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 14 03 2015 - 14:23

ჯოხი ყველაზე მთავარი კომპონენტია გაშოლტვით თევზაობისას, ამიტომაც არავის ვურჩევ იყიდოს მოწყობილობა
გაურკვეველი წარმოების, ნუ დაიზარებთ შეისწავლოთ საინფორმაციო მატერიალები და გამოიწეროთ თქვენთვის მისაღები
მწარმოებელის ნაწარმი.
ჯოხის ყიდვის დროს თუ მწარმოებელი არ არის სპეციალიზირებული გაშოლტვის ჯოხების წარმოებაში, შესაძლებელია იმედგაცრუება დაგეუფლოდ, ჯოხის რეალური კლასი არ დაემთხვევა მითითებულს და დიდი პრობლემა გახდება შნურის შერჩევისას.
არ არის გამორიცხული მოგიწიოთ არაერთი შნურის ყიდვა სანამ საჭიროს მიაგნებთ.
რატომ ვლაპარაკობთ ამაზე ? იმიტომ რომ უამრავი მაგალითია იყო და იქნება.
შესაძლოა გამოვიდეს რომ ჯოხზე გაწეული ეკონომია ზედმეტი ფულის ყრის მიზეზი გახსეს შნურის შერჩევისას, ამიტომაც
თუ ხელში გაშოლტვის ჯოხი აიღეთ ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს შნურებზე. აჯობებს მწარმოებლებს დავუჯეროთ ან გამოცდილების რჩევა გავითვალისწინოდ. 
წინაარმდეგ შემთხევაში დასაწყისი წარუმატებელი იქნება, ამიტომაც მთავარი კომპონენტი გახადეთ ძვირიან კომპონენტად.
ძვირიან კომპონენტზე როდესაც ვლაპარაკობთ მხოდველობაში კოლოსალური თანხები ნამდვილად არ მაქვს, მოგეხსენებათ
არიან ასეთი მწარმოებლებიც რომლებიც უნიკალურ და საკმაოდ ძვირად ღირებულ ჯოხებს ამზადებენ.
არიან ისეთი მწარმოებლებიც რომელიც პროდუქციას ქმნის მასიურ მომხმარებლებზე, ასეთ მწარმოებლებს აქვთ სისტემა
კოჭის და შნურის შერჩევისა, ასეთი სისტემის შეფასება ახალბედასაც კი შეუძლია.
რომელი ანკესით დავიწყოთ, რომელი კლასით, როგორი სიგრძის, ყველა ამ კითხვაზე ერთი ხელის მოსმით პასუხის გაცემა
არც თუ ისე ადვილია.
მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით
 
ჯოხის ძალა
გაშოლტვის ჯოხების ძალა ისაზღვრება კლასებით (როგორც სპინინგებში ტეტსტები)
მათი დაყოფა შემდეგნაირადაა შესაძლებელი:
0-2 ძალიან რბილი კლასი
3-4 რბილი კლასი
5-7 საშუალო კლასი
8-12 ძლიერი კლასი
13-14 ძალიან ძლიერი კლასი
თითო კლასში არის სხვა და სხვა ხარისხის სიმყარე, ასევე სხვა და სხვა სიგრძისა, ასეთი აზრი იყო რომ დაწყება უფრო მარტივია 5/6 კლასის
2,7 მეტრის სიგრძის რბილი ჯოხით, შესაძლოა ეს ცნება ერთ დროს პუპულარული წიგნით იყოს გამოწვეული,
(ავტორი შტაინფორდი, გამოცემულია 30 წლის წინ) სადაც მითითებული ეს პარამეტრები იყო.
ჩემი აზრით არ გვაწყენდა ყურადღების მიქცევა თუ სად, რითი და რა სახეობაზე აპირებთ თევზაობას.
 
საკუთარი გამოცდილებიდან, 4/5 ან 5/6 კლასის ჯოხი საკმაოდ ნორმალურია დასაწყისისათვის.
რბილი წობის ჯოხი დაგეხმარებათ უფრო ადვილად დაეუფლოთ სროლის ტექნიკას. 
 
თუ პიროვნება აპირებს მცირე მდინარეეში თევზაობას არც თუ ისე დიდი ზომის თევზებზე, მცირე თევზი სათანადოთ ვერ მოღუნავს
თქვენს აკნესს, ამ შემთხვევაში თევზის გამოყვანის დროს მეთევზის ემოციაზე ზედმეტია ლაპარაკი.
სხვა მომენტია როდესაც აპირებთ ქარიყლაპიას დაჭერას, ამისათვის საჭიროა მოზრდილი ზომის სატყუარა და 5 კლასის
ჯოხი არ გამოგადგებათ, ამისათვის არ არის რეკომენდირებული 7/8- კლასზე ნაკლების გამოყენება.
თუ თქვენ ცხოვრობთ ზღვის სანაპიროზე სადაც დიდი მტაცებელი თევზებია, 5 კლასზე ფიქრის კი გამორიცხულია.
ჯოხის არჩევის დროს უნდა გვახსოვდეს ასეთი ნიუანსი: რაც მეტია ჯოხის კლასი მით მოზრდილი სატყუარას გამოყენება შეიძლება,
ამიტომაც დამწყებებს ურჩევენ ხოლმე 5/6 კლასის ჯოხს, ამ კლასით შესაძლებელია მშრალი სატყუარითაც თევზაობა ქაშაპზე და ნაფოტაზე და ვარჯიში სატყუარის წაღება-გამოკვრის პროცესისა, ნიმფაზეც შესაძლებელია თევზაობა, ასევე არც თუ ისე დიდი ზომის სტრიმერის გამოყენება ქარიაყლაპიაზე ან ქორჭილაზე თევზაობისთვის.
 
ჯოხის წყობა
ბევრი ადამიანი ვიცი ვინც რბილი წყობის ჯოხით დაიწყო თევზაობა და შემდეგ გადავიდნენ სწრაფი წყობის ჯოხებზე და აღწევდნენ
მათთვის მეტად მისაღებ რეზულტატს.
არიან ისეთებიც რომლებიც პირიქით იქცეოდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ აღწევდნენ მისაღებ რეზულტატს, მრჩეველთა ერთი ნაწილი
დამწყებს ურჩევს რბილი წყობის ჯოხს, მეორე ნაწილი სწრაფი წყობის ჯოხს, მე მივემხრობი მათ ვინც თვლის რომ დასაწყისისთვის არ არის რეკომენდირებული სწრაფი ჯოხის გამოყენება, ეს რჩევა მათთვისაა ვინც იწყებს 5/6 კლასით.
ასეთი ჯოხი გამოგიმუშავებთ სროლის დროს რითმის გრძნობას, დამწყებების უმეტესობა სროლის დროს არ აკეთებენ პაუზას შნურის მოტრიალების დროს და თავიდანვე ვერ ხვდებიან შნურის მიერ ჯოხის მოღუნვის პროცესს.
თუ სათანადო დროს დავუთმობთ რა თქმა უნდა 1 კვირაშიც შესაძლებელია დაუფლება მაგრამ დამწყებების უმეტესობა უკვე თევზაობის დროს უელება სროლის ტექნიკას.
სწრაფი წყობის ჯოხი ნაკლებად დაეხმარება დამწყებს პირველ ეტაპზე, ეს დახმარება გამოიხატება იმაში რომ დამწყები მშრალი სატყუარათი იწყებს წყლის ზედაპირზე თევზაობას და რბილი ჯოხები უფრო აკურატულად და ხმაურის გარეშე მოატრიალებს შნურს, ასევე რაღაც რაღაც შეცდომებსაც პატიობს, სხვა საკითხია თუ თევზი დიდია და სატყუარაც მოზრდილი ზომისაა,
ქარიაყლაპიასთვის უფრო მისაღებია ნახევრად სწრაფი და სწრაფი წყობის ჯოხები, დიდი სატუარას გადაგდება შორ მანძილზე,
ქარის დროს სწრაფი ჯოხით ბევრად ადვილია.
 
ასევე მნიშვნელოვანია ისიც რომ, ჩვენი კლუბი მართავს სისტემატიურ სემინარებს, სადაც მიმდინარეობს სწავლება- დაკვირვება.
ასეთ სემინარებზე ყველას თავისი აღჭურვილობა თან აქვს და საუკეთესო რჩევა ის იქნება რომ, ჯერ ვცადოთ ერთმანეთის ჯოხის სროლა,
მერე უფრო ადვილია გადაწყვეტილების მიღება რომელი კლასის და წყობის ჯოხი უფრო მისაღები იქნება ჩვენთვის.
 
სროლის ტექნიკის დაუფლება მთავარია და ამ დროს გამოცდილის რჩევა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი გართულდება,
მომავალში ჯერ უნდა გადავეჩვიოთ რაც ვისწავლეთ ჩვენით და შემდეგ ვისწავლოთ წესით როგორც უნდა იყოს.
ამიტომ ნუ ვიჩქარებთ რაიმეს შეძენას სანამ არ გვეცოდინება გამოგვადგება თუ არა. 
ეს იგივეა ვიყიდოთ, კარპის, ტივტივას, ფიდერის და სპინინგის აღჭურვილობა და მერე დავიწყოთ ფიქრი რომელი უფრო მისაღებია.
ამიტომ უმჯობესია ჯერ დავადგინოთ წინასწარ. 
მე ვეცდები სტატიები არ გამოვიდეს ძალიან დიდი და ამიტომაც მცირე ზომებით შემოგთავაზებთ ეტაპობრივად.
კითხვების შემთხვევაში დიდი სოამოვნებით ვეცდები ამომწურავი პასუხი გაგცეთ.
 
შოთა ჯოხაძე, GEORGIAN FLY FISHING CLUB
86c5732242ad.jpg


#2 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 14 03 2015 - 18:19

შოთა იქნებ ჯოხების მწარმოებელი ბრენდებიც დადო, დაბალი, საშუალო და მაღალი ხარისხის მიხედვით,



#3 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 14 03 2015 - 20:35

მადლობა ნიკა, 

ასეთი მწარმოებლები არიან: 

შექსპირი
კაბელასი
ეს სწორედ ხარისხიანი ჯოხების მწარმოებლები არიან. ამათ გარდა რა თქმა უნდა კიდევ არის მაგრამ თავს ვიკავებ
რადგანაც პირადათ არ მქონია შესაძლებლობა გამომეცადა მათი ნაწარმი,


  • nika likes this

#4 levani10

levani10
  • Members
  • 3 posts

პოსტი დაწერილია 21 05 2015 - 20:50

გამარჯობა მეგობრებო, დღეს შევეცადე ჩემით მესწავლა შნურის სროლა,  დზაან  გამიჭირდაა დაა ძაან ბევრი კითხვები გამიჩდა. ცოტაა კიი დავამუღამე ლისის ტბაზე ვიყავი დაა  2 ცალი კარასიც დავიჭირე  :o იქნებბ  შევიკრიბოთ დამწყებები და ვთხოვოთ კომპეტენტურებს ზოგადაი კონსულტაცია გაგვიწინნ :wub:


  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#5 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 21 05 2015 - 22:02

მეორე თემაში გავეცი უკვე პასუხი და აქაც იგივე რომ არ ვწერო, ახლო მომავალში ვგეგმავთ სემინარებს. 
შემდეგ მოსამზადებელ ტურნირს გამოცდილების დასაგროვებლად მთავარ ტურნირამდე.


  • levani10 likes this

#6 gio133

gio133

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 224 posts

პოსტი დაწერილია 02 06 2015 - 22:05

მაგალითად უნივერსალური ჯოხი და კოჭა კარგი ხარისხის რა ფასში შეიძლება ყიდვა თავის შნურით და სატყუარებით?

#7 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 04 06 2015 - 17:35

დაახლოებით 65-100$  კომპლექტი. ასე მერყეობს.
 



#8 gio133

gio133

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 224 posts

პოსტი დაწერილია 04 06 2015 - 18:32

გმადლობთ.
  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#9 shagrent

shagrent

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 154 posts
  • ადგილმდებარეობა
    ქუთაისი

პოსტი დაწერილია 29 02 2016 - 19:42

დაახლოებით 65-100$  კომპლექტი. ასე მერყეობს.
 

სად შეიძლება ამ ფასში მთელი კომპლექტის შეძენა?



#10 IKA-FLY

IKA-FLY

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 106 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 29 02 2016 - 22:46

სად შეიძლება ამ ფასში მთელი კომპლექტის შეძენა?

კაბელასზე შეიძლება კარგი კომპლექტის არჩევა

http://www.cabelas.c...E?WTz_stype=GNU



#11 SCORPIONS

SCORPIONS

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 92 posts
  • ადგილმდებარეობა
    ჟინვალი

პოსტი დაწერილია 22 01 2017 - 08:51

დაახლოებით 65-100$  კომპლექტი. ასე მერყეობს.
 

უკაცრავად,მაგრამ განა მასე იაფია ყველაზე აქტიური და საინტერესო თევზჭერის ხერხის (ხარისხიანი) მოწყობილობა?! მე სადღაც,500-1000$ მდე გავიხედე:) საქართველოში თუა შესაძლებელი ყიდვა ნორმალური აღჭურვილობის? დაიჭირე გაუშვი-ს აღჭურვილობას ვგულისხმობ:)



#12 gio133

gio133

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 224 posts

პოსტი დაწერილია 31 10 2017 - 00:42

გამარჯობათ.  დახმარება მინდა, მირჩიეთ დამწყებისთვის ესენი თუ გამომადგება. 

http://www.cabelas.c...42.uts?slotId=0

https://www.ebay.co....WP3BcfTxY4p86ww
 



#13 gio133

gio133

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 224 posts

პოსტი დაწერილია 31 10 2017 - 00:43

იბეიზე 34 ფუნტი ღირს. ეგ თუ გამომადგება? 



#14 თავისუფალი მეთევზე

თავისუფალი მეთევზე

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 105 posts

პოსტი დაწერილია 09 03 2018 - 00:37

ფლაის  კოჭა რამდენად გამოსადგეია ბოლონეზე  მონო ძუაზე გატრებით თევზაობისას ან ვინმეს თუ უხმარია?



#15 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 27 03 2018 - 15:13

ფლაის  კოჭა რამდენად გამოსადგეია ბოლონეზე  მონო ძუაზე გატრებით თევზაობისას ან ვინმეს თუ უხმარია?

 

 

არ გამოგადგება, თავისუფალი სვლა არ აქვს ფლაის კოჭას 



#16 თავისუფალი მეთევზე

თავისუფალი მეთევზე

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 105 posts

პოსტი დაწერილია 29 03 2018 - 10:34

დიდი მადლობა



#17 kaparoli

kaparoli

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 144 posts

პოსტი დაწერილია 14 08 2018 - 14:04

გამარჯობა. ორი კვირის  უკან პირველად ვცადე მთის ჩქარ მდინარეში კალმახის დაჭერა ჩემი მატჩის ჯოხით. პირველ წასვლაზე ორი დავიჭირე და ოთხი გამექცა, მეორეზე ექვსი დავიჭირე და ექვსი გამექცა. საკმაოდ კარგი ზომების. მაგრამ, ბევრი მაგრამაა :) ძალიან ბევრი ვიწვალე მატჩით, ძალიან ბევრი ტოტი და ხე იყო მდინარის მთელ გაყოლებაზე, მიჭირდა სატყუარის შერჩევაც, ხშირად მქონდა ეწ "ზაცეპის" ეპიზოდებიც. რამდენიმეჯერ თევზი მივიდა სატყარასთან (შეიძლება მომეჩვენა :) ) მაგრამ ვერ დავსვი ანკესზე. 

მოკლედ ძალიან მოვიწამლე. ძალიან მინდა საფუძვლიანად სწავლა, რა თქმა უნდა დაიჭირე ფოტო გადაუღე გაუშვის პრინციპით ვთევზაობ. მინდა კარგი ხარისხის ჯოხის, შნურის და საჭირო აღჭურვილობის შეძენა, ვარჯიში, სწავლა და გამოცდილი ადამიანების დახმარება. მეც ბევრ რამეში გამოგადგებით :)

ამ ეტაპზე იმ ჩემი სოფლის მდინარის (პატარა, ძალიან ჩქარი მდინარეა, ახალციხის რაიონია, ურავლის ხეობაში, მიუხედავად აპარატით და ბადით განუწყვეტელი თვზაობისა, მაინც არის ხოლმე იმ დალოცვლიში თვზი) და მსგავსი მდინარეების პრიორიტეტით მინდა აღჭურვილობსი შეძენა.

წინასწარ დიდი მადლობა