Jump to content


ფოტო

ქაშაპზე თევზაობის ტაქტიკა და სასარგებლო რჩევები.


  • Please log in to reply
19 პასუხი ამ თემაზე

#1 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 14 03 2015 - 14:45

527b84dd5b57.jpg
მდინარეში ქაშაპზე თევზაობისას მეთევზე გადაადგილდება დინების საწინააღმდეგოდ, სიარულის დროს წყალი
იმღვრევა და ეს თევზს დისკოფორტს უქმნის.
ამიტომ ვთევზაობთ მდინარის განზე და დინების საწინააღმდეგოთ. თუ გადაადგილებას ვერ ვახერხებთ ან ვთევზაობთ
დამდგარ წყალში ან ტბაში, მთავრია მაქსიმალურად ჩუმად ვიმოძრაოდ წყალში რომ თევზი არ დავაფრთხოდ.
ქაშაპს ძალიან უყვარს დგომა ჩაძირულ ხეებთან, ხეების ჩრდილის ქვეშ, მდინარეში ჩაძირულ ხეს თუ ნახავთ იმის უკან დინების ქვემოთ აუცილებლად იდგება ქაშაპი. ასევე ხშირი შემთხვევა როდესაც დაბალ წყალში გამოდის ხოლმე და დინების მიერ ჩამოტარებულ სხვა
და სხვა მწერებს მიირთმევს.
თუ მდიანრის პირას ცოტა ხნით უხმოდ გავჩერდებით, შესაძლებელია თევზის დანახვაც, ამისათვის დაგვჭირდება პოლარიზებული სათვალეები, რომელიც არც თუ ისე ძვირია და იყიდება თითქმის მეთევზის ყველა მაღაზიაში.
მცირე ზომის თევზები შედარებით უშიშრები არიან და თუ საკვებს ჩავყრით წყალში მომენტალურად დაესევიან, მაგრამ მოზრდილი
ზომები საკმაოდ ფრთხილები არიან, წყლის ზედაპირიდან საკვებს (კალია, ხოჭო და სხვა მწერები) თითქმის უჩუმრად ყლაპავენ.
თუ ნორმალურად კომუფლირებულები ვიქნებით შესაძლოა ამის ექსპერიმენტის ჩატარებაც.
დავიჭერთ რამოდენიმე მწერს, ჩავაგდებთ ნელ დინებაში და დავაკვირდებით თევზის რეაქციას.
თუ ვთევზაობთ ხის ჩრდილის ქვეშ, სატყურა რომელიც არ უნდა გვქონდეს უნდა მივაწოდოთ ნაპირთან მაქსიმალურად ახლოს და უჩუმრად, (ხიდან ჩამოვარდნილი მწერის იმიტირებას უნდა გავდეს) ამ დროს შნურით ნელა ნელა მოვქაჩოდ ჩვენსკენ, თითქოს მწერი
მოძრაობს.
თუ ჩაძირულ ხესთან ვთევზაობთ სადაც ხის უკან სავარაუდოთ უნდა იდგეს თევზი, ამ შემთხვევაში ხის ცოტათი ზემოთ, დინების
საწინააღმდეგოდ ვაწვდით სატყუარას და ეს დინების მიერ ჩამოტარებულ მწერის იმიტაციას ემსგავსება.
აუცილებელია ვიყოთ მზად თევზის მწერზე შეტევისათვის, შნური მაქსიმალურად სწორედ უნდა გვეკავოს.
რას ნიშნავს შნურის სწორედ დაკავება:

შნური უნდა გვეკავოს მოჭიმულ მდგომერეობაში, როდესაც თევზი სატყუარას ჩაყლაპავს მაქსიმალურად მოკლე მოქაჩვა რომ
დაგვჭირდეს (პოდსეჩკა) და ზედმეტი მოძრაობები რომ არ ვაკეთოთ.

ქაშაპი საკმაოდ იმპულსური თევზია და როდესაც აქტიურია ყოველთვის რეაგირებს სატყუარას წყალზე დავარდნისას, ასე რომ
სატყუარის დატაცება მომენტალურია ხოლმე.
თუ მომენტალური დატაცება არ მოხდა მაშინ სატყუარა ცოტათი შევეთამაშოთ შნურით. (ჩვენკენ მოვქაჩოთ ნელა ნელა )
ყოველი თევზაობისას თევზი უნდა შევისწავლოთ, სად ბუდობს, რომელ სატყუარას ანიჭებს უპირატესობას, როგორ მივაწოდოთ სატყუარა და სხვა.
არის შემთხვევა როდესაც არ ეკარება მშრალ სატყუარას და მცირე ზომის თევზები ზარმაცულად გაეთამაშებიან ხოლმე. ამ დროს სასურველია მძიმე სატყუარაზე გადასვლა. ასეთი მოქმედებებით ვგებულობთ თუ რომელი სატყუარა უფრო წარმატებულად
გამოიყენება კონკრეტულ დღეს კონკრეტულ თევზზე.

დიმიტრი ვოლჟინი

ერთ ერთი უმთავრესი ფაქტორი ქაშაპის მოზიდვის არის მწერის იმიტაციის წყალზე დაცემით გამოწვეული ხმა. ამას ყველა ადვილად მივხვდებით
როცა არც თუ სუფთა წყალში ვთევზაობთ. ჯერ ჯერობით ქაშაყზე ყველაზე რეზულტატიანი არის ხოჭოს იმიტაციები, რომელსაც დაცემისას საკმაოდ დიდი ხმა აქვს და ძალიან ემსგავსება ნამდვილი ხოჭოს დაცემისაგნ გამოწვეულ ტყაპანს. შარშან მდინარე კინტრიშზე ვითევზავეთ. და მდიანრის ძირითად ტანში თითქმის არ დაგვიჭერია მოზრდილი ქაშაყი. სულ ნაპირთან ახლოს,თხელ წყალში იდგნენ , ჩრდილში, ტოტების ქვეშ ინტერნეტიდან შეძენილი გამოცდილების მიხედვით და 10 ჯერ უფრო მეტი შედეგი მოგვცა ხოჭომ, ვიდრე მაგალითად რუისელმა, ან ჭიანჭველის იმიტაციამ.
რუსი მეგობრებისგან გვაქვს ნასწავლი - ზამთარშიც კი, როცა მფრინავი მწერები დიდად არ არღვევენ ცივ სიმშვიდეს, მაშინაც კი ხოჭო
არის ყველაზე კარგი სატყუარაო, ოღონდ ფერები უფრო ნათელი და მყვირალა უნდა იყოს, ყვითელი,სალათისფერი, სტაფილოსფერი ა.შ.

თუ მოხდა სასწაული და ხოჭოს არ გამოყვა ქაშაპი..ოო აი მაშინ საქმეში შემოდის სტრიმერის ტიპის სატყუარები, ფერი ჯერჯერობით
ჩემი გამოცდილებიდან შავ-თეთრი ლიფსიტის იმიტაციაა მოზრდილი თვალებით.
მაგალითად
ნემსკავი ნომერი 10/12 - თვალები ვერცხლისფერი, ოქროსფერი - 1,5 მმ დიამეტრის, ტანი თეთრი მარაბუ, ზურგი შავი მარაბუ
თეთრზე ორჯერ ნაკლები ოდენობით,და ერთი ორი ღერო "კრისტალ ფლეში" ეფექტისთვის. დასველების შემდეგ ეს ძალიან გავს ქაშაპის
ლიფსიტას. იქიდან გამომდინარე რომ, როცა ქაშაპი არ ეტანება მწერებს, მაშინ იკვებება თავისივე მონათესავე ლიფსიტებით,(კანიბალ)
ეს საკმაოდ შედეგეიან სატყუარად მიმაჩნია. მაგრამ ამ შემთხვევაში არ უნდა ვიქნიოთ სატყუარა ჩრდილში, ხეების ქვეშ.
ამისთვის უფრო მზიანი ადგილი გვინდა, ღრმა და თითქმის დამდგარი წყალი, სადაც მოსაღონიერებლად ბანაკდებიან ლიფსიტები.
ამ თემას გავაგრძელებთ სულ მალე, და დავასურათებთ ჩვენივე გადაღებული ფოტოებით.

სანდრო კახობერაშვილი, GEORGIAN FLY FISHING CLUB 



#2 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 23 03 2015 - 14:52

სულ მალე დაიწყება აქტიურობა, სულ მალე )))

 

3 კლასის ჯოხი და დიდი ხოჭო : ) 

 

საღამოს ვეცდები დავდო პატარა სტატია ქაშაპის სატყუარებზე (ჩემეული ვერსიები იქნება სატყუარების რათქმაუნდა )



#3 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2121 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 23 03 2015 - 15:16

მე მაქვს სანდროს გასვლა ნანახი ქაშაპზე ,ერთი დიდი სიამოვნებაა ეს სანახაობა . სანდრო ,ვიდეო თუ გაქვს შენი თევზაობის  დადე  :)


  • ლიფსიტა and FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#4 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 23 03 2015 - 15:20

;) 

 

არა გიო, სამწუხაროდ ვერაფერს ვიხსენებ ქაშაპისას. 

 

ხო ვერ დააჭერინებ კამერას ზოგ ზოგიერთებს : ))))


  • Gia Chit 74 and FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#5 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2121 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 23 03 2015 - 15:32

Go Pro  ან  Sony Compact POV   და არ დარჭირდება ხვეწნა -მუდარა :)



#6 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 23 03 2015 - 16:48

მართალია : ) 

 

არის სურვილების სიაში მოწინავე რიგებში



#7 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 26 03 2015 - 14:28

პატივცემული სანდროს და ჩემი ნადავლი, 
კარგი დღე იყო. 

62c5595d24bc.jpg



#8 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 26 03 2015 - 22:03

ვა სერიოზული ეგზემპლარებია! :)


  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#9 Giorgi Phutkaradze

Giorgi Phutkaradze

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 33 posts

პოსტი დაწერილია 31 03 2015 - 10:02

სულ მალე ავავსებ ამ გვერდს ქაშაპის სურათებით უკვე კარს მოგვადგა მაისი  :)


  • GigaG and FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#10 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 31 03 2015 - 10:55

საკმაოდ სასიამოვნო სათევზაოა ქაშაპზე, სიჩუმეა საჭირო წყალში მოძრაობის დროს, მოძრაობ ნელა ნელა, 

ეძებ ადგილებს სადაც თევზი უნდა იდგეს, ხის ქვეშ, ჩრდილში, ჩაძირულ ხეებთან.
თევზაობის დროს გადაადგილდები. ტიპიური ნადირობაა თევზზე. 
რა თქმა უნდა მოზრდილი ეგზემპლიარები საკმაოდ ძლიერები არიან და ასეთ თევზაობაზე 1 დღე სასიამოვნო იქნება. 

მე და სანდროს ამის გამოცდილება გვაქვს არც თუ ისე ცოტა. სანდრო ისე ოსტატურად იჭერდა ქაშაპებს, ხუმრობით ქაშაპაც გავარქვი :)))

სათევზაოთ საჭიროა მაქსიმალურად წვრილი სადავე (ტიპეტი) ნაკლებად შესამჩნევი რომ იყოს. 0,12 / 0,14  ზომა, 
მშრალი სატყუარები, ხოჭო, ჭიანჭველა და სხვა ...  სატყუარების ზომები 16 / 14 / 12 / 10 ნორმალურია. ქაშაპს პირი დიდი აქვს.
შუადღეზე როგორც ყველა თევზი პასიურობს მაგრამ დილით და საღამოთი საკმაოდ აქტიურია.
ქაშაპი როგორც წესი ჯგუფებად გადაადგილდებია. თუ ფრთხილად ვითევზავებთ ერთ ადგილას შესაძლებელია რამოდენიმე თევზის დაჭერა.
დიდი ზომის ქაშაპი ძალიან ფრთხილია და მის დაჭერას პრაქტიკა ჭირდება. 
ცადეთ და პირობას გაძლევთ სასიამოვნო დღეს გაატარებთ. 

 
 


  • giga_bai, don04 და ვანო მეხრიშვილი-ს მოეწონა ეს

#11 moriak007

moriak007

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 47 posts
  • ადგილმდებარეობა
    გორი

პოსტი დაწერილია 01 04 2015 - 00:12

გამარჯობათ! თუ საიდუმლო არ არის სად თევზაობთ ქაშაპზე? :) ჩვენთან შიდა ქართლში, აგარის მახლობლად მდინარე "ფცაზე" მოდიოდა ხოლმე კარგად  ტივტივაზე, ეს ბოლო წლები კი ძალიან შემცირდა...



#12 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 01 04 2015 - 09:53

სალამი, ფცაზე მარტო ქაშაპი არ მოდის, 
ქაშაპი თითქმის ყველა მდინარეშია, (მთის მდინარეს არ ვგულისხმობ) ასევე ტბებზე სადაც მდინარის წყალი შედის, 



#13 moriak007

moriak007

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 47 posts
  • ადგილმდებარეობა
    გორი

პოსტი დაწერილია 01 04 2015 - 14:13

სალამი, ფცაზე მარტო ქაშაპი არ მოდის, 
ქაშაპი თითქმის ყველა მდინარეშია, (მთის მდინარეს არ ვგულისხმობ) ასევე ტბებზე სადაც მდინარის წყალი შედის, 

კი ბატონო ვიცი რომ მარტო ქაშაპი არ მოდის, მაგრამ ყველაზე კარგად ქაშაპი მოდიოდა ტივტივაზე, რადგან ქაშაპისთვის ძალიან ხელსაყრელი პირობებია, როგორც ვიცი ქაშაპს უყვარს მდორე და სუფთა წყლები, წყალმცენარეებით უხვი მდინარეები.  ვიცი რომ ჩქარ წლებშიც არის მაგრამ არა იმ რაოდენობით რაც ფცაზეა, მაგალითად ლიახვში. უბრალოდ მაინტერესებდა კონკრეტული ადგილი ან ადგილები სადაც კარგად მოდის ქაშაპი, შიდა ქართლში მგონი ვიცი ყველა ადგილი თუ სად მოდის ქაშაპი. 



#14 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 01 04 2015 - 14:23

კონკრეტულ ადგილს ვერ დაგისახელებ ნამდვილად მაგრამ, მე ვიცი რომ ყველა მდინარეშია, 
თუ ნელი დინება და შენაკადია აქვს გაკეთებული მითუმეტეს.  მტკვარზე მოდის კარგათ, არავგზე მოდის, სკრაში რო ტბები იყო იქვე არხია და იქაც 
კარგათ მოდიოდა. 

 



#15 moriak007

moriak007

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 47 posts
  • ადგილმდებარეობა
    გორი

პოსტი დაწერილია 01 04 2015 - 14:26

კონკრეტულ ადგილს ვერ დაგისახელებ ნამდვილად მაგრამ, მე ვიცი რომ ყველა მდინარეშია, 
თუ ნელი დინება და შენაკადია აქვს გაკეთებული მითუმეტეს.  მტკვარზე მოდის კარგათ, არავგზე მოდის, სკრაში რო ტბები იყო იქვე არხია და იქაც 
კარგათ მოდიოდა. 

 

გასაგებია, მადლობა ყურადღებისთვის :)



#16 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 01 04 2015 - 15:05

გასაგებია, მადლობა ყურადღებისთვის :)

ქაშაპზე ხშირად დავდივართ, შეგვეხმიანე გორში ;) იმედია სასარგებლო რჩევებს მოგცემთ.


  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#17 moriak007

moriak007

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 47 posts
  • ადგილმდებარეობა
    გორი

პოსტი დაწერილია 01 04 2015 - 20:23

ქაშაპზე ხშირად დავდივართ, შეგვეხმიანე გორში ;) იმედია სასარგებლო რჩევებს მოგცემთ.

ვიყავი გუშინ თქვენთან და რჩევებიც მომცეს :) ფიდერით თევზაობის სწავლაც მინდა, სემინარზეც ვიყავი, ასე თუ ისე თეორიულად რაგაცეები ვისწავლე, კარგ ამინდებს ველოდები რომ ნადარბაზევზე წავიდე და პრაკტიკა გავიარო :) და საერთოდ კლუბშიც და ფედერაციაშიც მინდა გაწევრიანება, ამ საქმის დიდი მოყვარული ვარ. სამსახურიდან მიწევს წასვლა 4 თვით საქართველოდან სადგაც აპრილის თვეში და მაგიტომ ტურნირში მონაწილეობაზე ვიკავებ თავს, აი ასეა ჩემი ამბები :)


  • RANGER64 likes this

#18 moriak007

moriak007

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 47 posts
  • ადგილმდებარეობა
    გორი

პოსტი დაწერილია 01 04 2015 - 20:24

მგონი თემას გადავუხვიე, მაპატიეთ :)



#19 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 06 04 2015 - 14:26

მოდის მეგობრებო ქაშაპის სეზონიც - და სანამ დაცხება და ქაშაპი აქტიურად დაიწყებს ზედაპირიდან მწრებით კვებას მანამდე გირჩევთ ამ სატყუარას სტიმულატორის ვარიანტში - სიღრმეში რო მოვატყუპთ ქაშაპი

 

qza05.jpg

 

საჭირო მასალა:

ნემსკავი: TMC dry fly standard #14/12

ძაფი - ტექსტრიმ 8/0 შავი ფერის

კუდი: ხოხბის კუდის ბუმბული 3-4 ცალი

ტანი: ხოხბის კუდის ბუმბული 3-4 ცალი

სეგმენტაცია: სპილენძის მავთული 

კისერი: ვოლფრამის ბურთულა ( BEAD )

ფეხები: კაკბის ბუმბული

თავი: ძირითადი ძაფი

 

დასამძიმებლად შეგიძლიათ დაამატოთ ტყვიის მავთულიც ტანის ქვეშ.

 

გატარების პრინციპი იქნება როგორც CLASSIC WET FLY (სატყუარას ვაწოდებთ დინების პერპენდიკულარულად და ვატანთ დინებას, შნური გვიჭირავს შეძლებისდაგვარადად მოჭიმული) ასევე UPSTREAM INDICATOR NYMPHING (ეგრეთ წოდებული ტივტივას გამოყენებით, სატყუარიდან სადღაც ერთი მეტრის სიმაღლეზე ვამაგრებთ მჩირე ძომის ტივტივას, ვაწოდებთ სატყუარას დინების საწინააღმდეგოდ შნურის ნელ ნელა აკეცვით სატყუარის  ჩვენთან მოახლოებისას), ორივე შედეგი ეფექტური და გამოცდილია ქართველ ქაშაპზე.

 

მადლობა


  • misha, ვანო მეხრიშვილი და FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#20 IKA-FLY

IKA-FLY

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 106 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 02 2016 - 14:11

ოო ახლოვდება ქაშაპზე თევზაობის სეზონი  :)

 

392111510dac.jpg

 

ესეც ჩემი მცირე ნადავლი      ;)

fcc7f4634479.jpg

 

696bc591e024.jpg

 

3835cbea96fa.jpg

 

141ca1fc31af.jpg

 

457869738cc3.jpg

 

d78d6f4df866.jpg


  • SandroFly, RANGER64, vladimer zarkaliani -ს და 2 სხვებს მოგეწონათ ეს