Jump to content


ფოტო

სატყუარების ქსოვა, ვიდეო გაკვეთილები


  • Please log in to reply
6 პასუხი ამ თემაზე

#1 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 14 03 2015 - 14:53

ვინც დაინტერესებულია სატყუარების ქსოვით, ვფიქრობ ჩემი ეს ვიდეო გაკვეთილი გამოადგება.







#2 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 23 03 2015 - 11:08

: ) მევასები რა


  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#3 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 26 03 2015 - 11:17

ესეც ჩემი ლომი :) კადის პუპა, 

ca5e16903d71.jpg

ესეც პრიგინალი, ცხვირი გავს ? 
6fc046e2a17f.jpg

როდესაც ვნახულობთ ორიგინალ მწერს, კარგი ფოტო გადავუღოთ, შემდეგ მისი მსგავსი იმიტაცია ადვილი შესაქმნელია,
ასევე შესაძლებელია მწერის შენახვა შემდგომში დაკვირვების მიზნით. 
არაა სავალდებულო 100% მსგავსება, ასეთი სატყუარები არის მეთევზისთვის და არა თევზისთვის.
საკმარისია ზომაში  ფერებში იყოს მსგავსება და ასევე ვიცოდეთ ეს მწერი წყლის რომელ მონაკვეთში ცხოვრობს, სიღრმეში თუა
ნემსკავზე სიმძიმეს ვამატებთ.
ამისათვის გვჭირდება:
ნემსკავი, 8/10/12 ზომა, ფრთების იმიტაციას ვაკეთებთ ყავისფერი მასალით (ამ შემთხვევაში ხოხობის კუდია გამოყენებული)
უკანა ნაწილზე იმისათვის რომ ტანის ფორმა იყოს ლამაზი და მძიმე, ვახვევთ ტყვიის ფირფიტას, 
ტანზე ჯერ ვახვევთ მწვანე დაბინგს ან მწვანე ძაფით შევმოსავთ, ზემოდან რეზინის მაგვარ მასალას გადავატარებთ, 
თვალებს ვუკეთებთ, 0,4 / 0,6 სისქის, 1სმ სიგრძის ზუას, პინცეტით დავიკავებთ და სანთებელას ცეცხლით გამოვიყვანთ თვალებს.
ტანის წინა ნაწილს შეძლებისდაგვარად შევმოსავთ, ნასკვებს გავუკეთებთ რომ არ დაიშალოს და შეგვიძლია ვითევზაოთ.


  • Dentist and ვანო მეხრიშვილი-ს მოეწონა ეს

#4 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 27 03 2015 - 13:09

მინდა კიდევ ერთი საინტერესო სატყუარა განვიხილოთ, 

ერთხელ მდინარესთან დიდი ხნის თევზაობის მერე (როცა ვერაფერი დავიჭირე) მივადექი დიდ ქვას სადაც პატარა ზომის თევზები იყო,

დავიწყე სატყუარების გამოცვლა იმისათვის რომ მენახა რომელს მიეკარებოდა, საკმაოდ გასაკვირი იყო და არცერთს არ ეკარებოდა.
იმედი რო თითქმის გადამეწურა ბოლოს ვცადე მწვანე "ნიმფა" 12 ნომერი და ჩავაგდე თუ არა მომენტალურად აიღო. 
თევზს ვერ ვცნობდი და არც ვიცოდი რა თევზი იყო. როდესაც თევზი დაჭირე და შევათვალიერე ძალიან გავდა ჩვენს წვერას, პირი 
დახრილი ქონდა რაც იმას ნიშნავდა რომ, ფსკერიდან იკვებებოდა. 
როდესაც უკვე ვიცოდი რომელი სატყუარა უნდა შემეთავაზებინა თევზისათვის, დაიწყო სიამოვნება :)))
ნიმფას ვაგდებდი დიდ მორევში, ვაცდიდი ჩაძირვას და პირველივე მოძრაობაზე თევზი იღებდა, მანამდე 1 კოლოფი სატუარები ვცადე.
ასევე დინებაში გატარებით ვითევზავე და საკმაოდ კარგი შედეგი იყო. 
მართალია მე ვიჭერდი "ლაქებიან ოსმანს" ყაზახეთში, რომელიც მთის მდინარეში ბინადრობს მაგრამ, ჩემი აზრით იგივე პრინციპით და იგივე ნიმფით შესაძლებელია
წვერას, მურწას და სხვა თევზების დაჭერა. 

82c215e44c2f.jpg

ამ სატყუარის გასაკეთებლად საჭიროა, 10/12/14/16 ნომერი ნემსკავი, 
ნემსკავი აუცილებლად უნდა დავამძიმოთ ტყვიის ფირფიტით. 
დავახვიოთ იგივე ფერის "დაბინგი", კუდი და ფეხები უნდა გავუკეთოთ იგივე ფერის "ბიოტით"

f06134aa1d19.jpg
ასეთი ზომის ლაქებიანი ოსმანები მოდიოდა ოხრად. 

bcf01138fed9.jpg

536a384b09ab.jpg


ცადეთ მეგობრებო და გავუზიაროთ ერთმანეთს ვის რა შედეგი ექნება. 
 


  • Dentist and misha-ს მოეწონა ეს

#5 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 03 04 2015 - 16:17

წითელ კუდა "რედ თაგი"   უნივერსალური სატყუარა.

5c28ae702a54.jpg

 

მიმაგრებული მინიატურები

  • red tag.jpg

  • ვანო მეხრიშვილი likes this

#6 Tozi777

Tozi777
  • Members
  • 9 posts

პოსტი დაწერილია 05 06 2018 - 22:51

სატყუარებს თუ ქსოვს ვინმე დაკვეთით? 

 

ნომერი მომწერეთ პმ-ში.



#7 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 01 02 2019 - 13:18

გამარჯობათ. ვინმე თუ ამზადებს სატყუარებს იქნებ შემეხმიანოთ ან ნომერი მომცეთ? მადლობა წინასწარ