Jump to content


ფოტო

მთის კალმახის მოშენება* კეთილი საქმე*


  • Please log in to reply
50 პასუხი ამ თემაზე

#1 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 03 2015 - 10:46

cfcae48dd128.png

მეგობრებო, ჩვენი კლუბი ცდილობს პოპულაციის მიზნით მოვაშენოთ მთის კალმახი და გავუშვათ საქართველოს,
სხვა და სხვა მდინარეებში. 
სიახლე არ არის ის რომ, კალმახი გადაშენების გზაზეა და მას მომრავლება სჭირდება. 
რადგანაც საქართველოში თითქმის აღარ არსებობს საკალმახე მეურნეობები სადაც გამოყავთ კალმახის ეს სახეობა,

გადავწყვიტედ, ბუნებრივ პირობებში მოვაშენოთ და შემდეგ გავუშვათ მდინარეებში.

თავდაპირველად გადაწყვეტილი იქნა მთის კალმახის პიფსიტის მოძიება, ყიდვა და შემდეგ გაშვება.
დიდი ხნის პერიოდში ვერ მივაგენით ქართული გენეტიკის მქონე კალმახს და გადაწყდა მის მოშენებას ჩავდგომოდით სათავეში.
ამისათვის გვაქვს გახსნილი ანგარიში და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეძლებისდაგვარად ჩარიცხოს თანხა.

მოგეხსენებათ ეს მხოლოდ ჩვენი კლუბის ინტერესი არ არის, ეს მთელი საქართველოს ინტერესია.
რადგანაც თვითნებური მოშენება ისჯება კანონით, გარემოს დაცვის სამინისტროში,შეხვედრა გავმართეთ 
მინისტრის მოადგილესთან და ბიომრავალფეროვნების სამსახურის უფროსთან. საქმის კურშია გარემოს დაცვის მინისტრიც.
მივიღეთ თანხმობა და მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა.

ბუნებრივ პირობებში კალმახის მოშენების ფაქტები, როგორც გავიგეთ არსებობდა და სისტემატიუსი სახე აქვს საჩზერეს რნ-ში.
ეს სორედ ის რაიონია სადაც გოჩა ბახტურიძის წყალობით, ბრაკონიერები სანთლით საძებრები არიან. 

ამ დღეებში დაგეგმილია შეხვედრა ბატონ გოჩასთან და ვეცდები ყველა დეტალი ეტაპობრივად შეგატყობინოთ ხოლმე.
 

ანგარიშის ნომერი სადაც გროვდება გასაშვები კალმახის თანხები:

ს.ს. „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
GE61TB7844145061600004
მიმღები: შოთა ჯოხაძე
მობ: 577 444 984 

აუცილებლად უნდა შეგვატყობინოთ სახელი და გვარი რომ ვიცოდეთ რომელი ჩარიცხვაა თქვენი. 
აქციის შემდეგ დასახელდება ყველა ის პირი რომელიც მონაწილეობას მიიღებს.
წინასწარ გმადლობთ და ვიმედოვნებთ რომ, ეს კეთილი საქმე წარმატებით გაგრძელდება სისტემატიურად.

პატივისცემით, შოთა ჯოხაძე, GEORGIAN FLY FISHING CLUB.
 

 


  • Dentist, Gia Chit 74, Zurabi-Mereklishvili -ს და 10 სხვებს მოგეწონათ ეს

#2 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 03 2015 - 12:44

კარგი საქმეა შოთა, აუცილებლად ჩავრიცხავ :)


  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#3 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3259 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 03 2015 - 15:47

შემოგიერთდებით +


  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#4 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 03 2015 - 16:25

აქვე მინდა მცირე ინფორმაცია გავავრცელო. 
2014 წელს, ილიას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული იქნა კალმახის პოპულაციის და გენეტიკური კვლევა, 
ამ კვლევის შედეგები მოვიპოვე ბიომრავალფეროვნების სამსახურში, 
აქ მოყვანილი მთელი კვლევის შედეგი და ერთმა საკითხმა ჩემი ყურადღება მიიპყრო.
 
ციტატა მათ მიერ რეკომენდაციიდან. 
4) ზემოთქმულიდან გამომდინარე, დასაშვებია ანკესით ან სასროლი ბადით (20 მილიმეტრიანი უჯრედით)მაქსიმალურ ზომასთან მიახლოვებული კალმახების მოპოვება (სხეულის სიგრძე არანაკლებ 25 სმ-სა). ამ ზომაზე მცირე კალმახების ჭერაზე აუცილებელია ჯარიმის შენარჩუნება. ასევე აუცილებელია მკაცრი ღონისძიებები დენით თევზაობის სრული აღკვეთისთვის მცირე და საშუალო, სწრაფი დინების მქონე მდინარეებში.
 
მე გავეცანი 
Stoni Bruck -ის (USA) მეცნიერები 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ თევზის პოპულარიზაციას. 
ისინი იკვლევდნენ თევზის საშუალო ეგზემპლიარების შემცირებას, რომელი პროცესიც  უფრო ადრე ბიოლოგებმა შენიშნეს. 
ერთ ერთი მეცნიერის, David O. Conover სიტყვებით, შემცირების პროცესი გამოწყეულია  ადამიანის მოქმედებით.
ასწლეულობით მეთევზეები დასაჭერად არჩევდნენ შედარებით დიდ ზომის თევზებს, რაც შეფასდა როგორც   „არასწორი ქმედება“ 
სწორედ ამ პროცესმა გამოიწვია თევზის მოზრდილი ზომების შემცირება და ხელი შეუშალა გამრავლებას, რამაც  გამოიწვია უკუპროცესი. 
მეცნიერების აზრით საჭიროა დიდი ზომების თევზების დაჭერის შეზღუდვა.
წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი პროცესები გამოიწვევს კატასტროფულ შედეგს, გადაშენებას !
 
იქნებ თქვენ დამეხმაროთ რომ გავიგოთ რომელი დასკვნაა მართალი ?

ჩემი პირადი აზრით, ამ ეტაპზე დაშვებული უნდა იქნას მხოლოდ "დაიჭირე-გაუშვი"-ის პრინციპით თევზაობა ! 
ეს არის "სპორტული თევზაობა" და არ არის სამოყვარულო თევზაობა. 
 

  • misha and ვანო მეხრიშვილი-ს მოეწონა ეს

#5 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3259 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 03 2015 - 16:40

ორივე აზრს ააქვს არსებობის უფლება--მეორე აზრი უფრო ამერიკასა და თევზუხვ ადგილებს ესადაგება.თევზუხვ ადგილებში სახეობებიდან ამოვარდნილი ეგზემპლიარები და სიდიდით განსხვავებულები იძლევიან შთამომავლობას რომლებიც სავარაუდოდ ასევე დიდი ზომისა იზრდება,აი მათ დაჭერაზეა ალბათ საუააბარი რადგან ისინი ალბათ ახალ ქვესახეობას უყრიდნენ სათავეს.



#6 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 03 2015 - 16:45

შესაძლებელია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას რომ, დიდი თევზის ქვირითი უფრო ჯამრთელ ლიფსიტას იძლევა და პატარასი რა თქმა უნდა 
შედარებით სუსტს. 
მაშინ გამოვა შემდეგი: დღეს თუ კალმახი პოპულაცია ნაკლებია, დაშვების შემდეგ როგორ უნდა მოხდეს მათი პოპულაციის აღდგენა ? 

არ დავმალავ რომ მეც მხარს ვუჭერ თევზაობის დაშვებას მაგრამ ამის სანაცვლოთ თუ პოპულაციის ამაღლება არ მოხდება, მაშინ 
უახლოეს წყელბში ხომ არ დაგაგვიშენდება ეს სახეობა ? 
 



#7 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 03 2015 - 16:45

შოთას ვეთანხმები იმაში, რომ კალმახის ჭერაში უნდა მოქმედებდეს მხოლოდ პრინციპი ”დაიჭირე-გაუშვი” მინიმუმ 5 წლის განმავლობაში. ანუ იმის თქმა მინდა, რომ, თუ გვეღირსა და სამინისტრომ ამოიღო კალმახი წითელი ნუსხიდან (რასაც უკვე აპირებენ) და დაუშვა მასზე სპორტულ-სამოყვარულო თევზაობა, აუცილებელია ლიცენზიების გაცემა. ანუ ის ადამიანი, რომელიც გადაწყვიტავს დაკავდეს კალმახის ჭერით, ვალდებული იქნება გაიაროს გასაუბრება სპეციალურ კომისიასთან, ჩააბაროს ერთგვარი გამოცდა და მოიპოვოს ამ თევზის ჭერის უფლება ლიცენზიის სახით. სწორედ ამ გამოცდაზე მას მოეკითხება კალმახის ცხოველმყოფელობის , მისი გამრავლების და ზრდის თავისებურებების ზედმიწევნითი ცოდნა. ასეთი ადამიანი ყველაზე კარგად მოუფრთხილდება ამ თევზს. ასეთი რეგულაციის შემოტანით მივიღებთ საუკეთესო პრეცენდენტს იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ცივილური მიდგომა ძვირფასი ჯიშის თევზთან და მის მოპოვებასთან. მოხდება პრეცენდენტი ლიცენზიის გაცემისა და უკვე შემდგომში აღარ გაუკვირდება არავის, რომ მსგავსი ლიცენზიები გავრცელდეს სხვა იშვიათი ჯიშის და მოსაფრთხილებელ თევზებზეც, მაგალითად ჭანარზე. ის ადამიანი, რომელსაც შემოწმებისას ნადავლში აღმოაჩნდება ულიცენზიოდ მოპოვებული კალმახი (ან დაუშვათ ჭანარი) ჩაითვლება ბრაკონიერად და დაისჯება კანონით. ასე მივაღწევთ თევზის სწრაფ გამრავლებასაც და ჩვენს მეთევზეთა საზოგადოებასაც უფრო მაღალ და ცივილურ დონეზე დავაყენებთ. 



#8 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 03 2015 - 16:52

აბსოლიტურად გეთანხმები თენგო !  100%
რაც შეეხება კონკრეტულ ცოდნას, ამაზე უკვე ვიმუშავე და დედა ენასავით მაქვს დაზეპირებული და ჩამოწერილი. 
იხილეთ აქ 


#9 ვანო მეხრიშვილი

ვანო მეხრიშვილი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 583 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 03 2015 - 18:24

მეგობრებო კალმახს რაც შეეხება. ჩემი პატარა გამოცდილებიდან.

ზრდასრული, ანუ გამრავლებისთვის გაზრდილი კალმახი, სულ არ ნიშნავს მაინც და მაინც 25სმ–ს და მეტს. პატარა მდინარეებში, ფშანებში მე პირადად ადრე (ელექტრიკოსებამდე) უფრო პატარა კალმახიც დამიჭერია აბსოლუტურად მომზადებული საქვირითოდ. უბრალოდ იმ პირობებში მეტი ვერ იზრდებოდა. წყალსატევის ზომას და საკვები ბაზის   სიუხვეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

მოგეხსენებათ კალმახის ქვირითობის პერიოდი (ნოემბერი–იანვარი)  არ ემთხვევა საქართველოში მობინადრე ყველა სხვა თევზის ქვირითობის პერიოდს. თუ დაუშვეს კალმახზე თევზაობა, მხოლოდ პრინციპი ”დაიჭირე-გაუშვი” მინიმუმ 5 წლის განმავლობაში (თენგოს ვეთანხმები) და ქვირითობის პერიოდში ყველანაირი თევზაობის აკრძალვა საკალმახე მდინარეებზე.

,,ელექტრიკოსებთან" ბრძოლის გაძლიერება და კანონის გამკაცრებაა საჭირო, ისეთ დონეზე, რომ აპარატის ხსენებაზე აძაგძაგებდეთ.

კალმახის და ყველა სხვა თევზის პოპულაციის გაზრის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია წყლის სისუფთავეა. ბოლო პერიოდში მთაში ბევრი ფერმა აშენდა და მათი ფეკალური მასები ძირითადათ მდინარეებში ჩაედინება. მე პირადად არ მინახია რომელიმეს რაიმე სახის ელემენტარული წყლის გამწმენდი ქონდეს. ამ საკითხს გარემოს დაცვამ სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციოს და არა მარტო მთაში.

ვეთანხმები თენგოს აზრს ლიცენზირების შესახებ (ოღონდ ლიცენზია ხელმისაწვდომი და ადვილად ასაღები უნდა იყოს. როგორც სანადირო ლიცენზია ისეთი საშინელება არა)

ასევე უნდა დაწესდეს დაჭერილი  თევზის რაოდენობის კვოტა, წონით ან რაოდენობით,  არასარეველა თევზის ჯიშებზე.

კალმახზე სათევზაო ნემსკავი უკაუჭო ან მინი კაუჭიანი უნდა იყოს. 

P.S. ცოტა აბდაუბდა გამომივიდა მომიტევეთ. ორშაბათია დავიღალე. ;)



#10 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 03 2015 - 18:31

გეთანხმები ბატონო ვანო, 

რაც შეეხება ბრაკონიერებთან ბრძოლას, კულვარული ინფორმაცია მაქვს, 
გარემოს დაცვის ცხელი ხაზის მაგივრად ცდილობენ ეს მიაბან 112, რეაგირებას მოახდენს საპატრულო ეკიპაჟი, 
შემდეგომ გადასცემს გარემოს დაცვის ზედამხედვლობის სამსახურს. 
ასეთი აზრი არის და კონკრეტული ადამიანები მუშაობენ ამ საკითხზე. 

ანუ, როდესაც შევა ზარი ბრაკონიერობის შესახებ, რეაგირებას მოახდენს საპარტულო პოლიცია, 
შემდეგ უკვე დეტალების გარკვევა მოხდება უკვე გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის მიერ. მათი მეტი გამოცდილება აქვთ.

მე პირადათ მხარს დავუჭერ ასეთ გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით ეს ბევრად მოამრავლებს ბრაკონიერების დაკავებას და შეამცირებს.
გარემოს დაცვის ზედამხედველობას 12 ეკიპაჟი ყავს, საპატრულო პოლიციას უამრავი. 

მოკლედ ერთი პატიოსანი და ბუნების მოყვარული თანამდებობის პირი ცდილობს ამ საქმის გაკეთებას.

რაც შეეხება ლიცენზიას, სრულად მხარს ვუჭერ, ლიცენზიის საკითხი პირადათ გავაცანი შეხვედრაზე როდესაც ვიყავი. 
არამგონია მხარი დაუჭირონ :(  წესით ეს ლიცენზირებადი უნდა იყოს ! 
 


  • Dentist, misha, ვანო მეხრიშვილი -ს და 2 სხვებს მოგეწონათ ეს

#11 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2121 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 03 2015 - 20:28

კვლევებზე ვერაფერს ვიტყვი ,მაგრამ ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე  ჩემს მოსაზრებას გამოვხატავ .გურიაში ,კერძოდ მდინარე ბჟუჟზე ,სადაც უხვად ბინადრობდა კალმახი და წვერა ,25 წლიანი პრესინგის და უბედურობის შემდეგ  თევზი თითქმის აღარ დარჩა ამ დალოცვილ მდიანრეში .რითი და როგორ სპობდნენ ჩემზე უკეთ იცით .კალმახი მაქსიმუმ მე რაც მინახია და დაუჭერიათ ეს იყო 2,200 (ორაგული) ,წვერაც არა ნაკლები ზომის და წონის .დღევანდელ დღეს მინახია ბავშვების დაჭერილი კალმახი,რომელიც 10-15 სანტიმეტრის სიგრძის თუ იქნებოდა .ჩემის აზრით საკვები ბაზა არის განადგურებული ,თევზის საჭმელი იმ რაოდენობით აღარ აქვს და ამიტომაც ვერ იზრდება .მთის მდინარეა და ზევით ტოტალურმა ხის ჭრამ წყალი მოაკლო კალაპოტს ,ამან წყლის თბობაც გამოიწვია .თევზის საკვებიც ამის გამო ისე ვერ მრავლდება და თითქმის აღარც არის .ერთ ქვას როცა ამოვატრიალებდი ბავშვობაში მთელი დღის სატყუარას ვაგროვებდი ,ეხლა კი ალბათ 50-100 მეტრის მანძილზე რომ ამოაბრუნო ქვა 5 ცალს თუ დაიჭერ . 

განსაკუთრებით სავალალო და კატადტროფული  მდგომარეობაა გურიის მხარეს ,კაციშვილს არ ადარდებს ეს საკითხი ,არც ერს და არც ბერს .


  • misha and nika-ს მოეწონა ეს

#12 Badri.Chakvetadze

Badri.Chakvetadze

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 12 posts

პოსტი დაწერილია 17 03 2015 - 12:00

ძალიან კარგი იქნება, თუ პატიოსან მეთევზეებს ლეგალურად შეგვეძლება კალმახზე თევზაობა.  ამ ეტაპზე კანონი ფაქტიურად დენით მოთევზავე ბრაკონიერთან გვაიგივებს მიუხედავად იმისა თევზს ვუშვებთ თუ არა.  ჩემი აზრით აუცილებელი იქნება ლიცენზირების საკითხის მოგვარება და ელემენტარული ცოდნის შემოწმება ლიცენზიის გაცემის დროს.  ასევე სასურველია პირველ ეტაპზე მხოლოდ "დაიჭირე-გაუშვის " პრინციპი ამოქმედდეს ან მკაცრი კონტროლი რაოდენობაზე და ზომაზე, თუმცა როგორც ბატონმა ვანომ ახსენა ზომა არ შეიძლება იყოს ყველა მდინარისთვის საერთო და ინდივიდუალურად უნდა მიუდგნენ ამ საკითხს(ბევრ მცირე ზომის ღელეში კალმახი არ იზრდება 25სმ-მდე).  


  • Dentist likes this

#13 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 06 04 2015 - 11:02

სალამი ყველას,
კვირას მე და თენგო ვიყავით ასულები ალგეთის საკალმახეში, მეპატრონესთან შევთანხმდით რომ, 

სადედების განთავსება მოხდება მათ ბასეინში. 
აღნიშნულ საკალმახეს აქვს თავისი ლაბორატორია სადაც მოხდება ლიფსიტების გამოყვანა. 
ამ საკალმახეში შევძლებთ სისტემატიურად შევინახოთ სადედე ეგზემპლიარები და ლიფსიტების გაშვება გავხადოთ ყოველწლიური.
რადგანაც სადედე კალმახის შოვნა ძალიან რთულია, ამიტომაც უკვე გვექნება ადგილი სადაც ჩამოვიყვანთ ხოლმე ჩვენს დაჭერილ კალმახებს
და გავუშვებთ ბასეინში. 

პარალელურად მიდის მუშაობა რეგიონებში ბუნებრივ პირობებში გამრავლებაზე. 

 


  • misha and ვანო მეხრიშვილი-ს მოეწონა ეს

#14 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 06 04 2015 - 14:15

კაი, ძვრები რო არის მიხარია - ეხა მთავარია ერთად დგომა და მონდომებით მიყოლა - ისევე როგორც დავიწყეთ.


  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#15 misha

misha

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 07 04 2015 - 03:38

ძალიან მაგარია, არ მჯერა რომ შეიძლება კალმახი ქვევითაც გაჩნდეს მდინარეში :) 


  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#16 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2121 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 07 04 2015 - 09:51

ვუერთები ამ სასიკეთო საქმეს ,ახლო მომავალში ჩავრიცხავ თანხას .



#17 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 07 04 2015 - 10:49

ერთად დგომით, ერთიანი მონდომებით უნდა მივაღწიოთ იმას რო კალმახზე სათევზაოდ გამიზნულად წასვლასაც ქონდეს აზრი ჩვენ მდინარეებზე.


  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#18 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 29 04 2015 - 21:25

მოკლედ ეს თემა რაღაც მივიწყებულს დაემსგავსა და მინდა გითხრათ რომ საერთოდ არ არის მივიწყებული.
ფოტოზე იხილეთ ადგილი სადაც ბუნებრივ პირობებში მოხდება სადედე კალმახების ქვირითობა.
სიგრძე 50-55 მეტრი, სიგანე 4 მეტრი, სიღრმე 1 მეტრი, ნაპირებში შედარებით დაბალი.
არხი იკვებება ბუნებრივი გრუნტის წყლებით რაც მთელი წლის განმავლობაში კალმახისათვის იდეალურ გარემოს ქმნის.
ზამთარში როდესაც დიდი ყინვებია ეს არხი არ იყინება, პირადათ რამოდენიმეჯერ მოვინახულე და არ იყო გაყინული.
ყველა მოთხოვნებს აკმაყოფილებს რაც გარეული კალმახის იდეალურ პირობათ იქნა დასახელებული.
ზაფხულში წყლის ტემპერატურა არ აღემატება +12 გრადუსს.

პირადათ ვთხოვე სტეფანწმინდის მეუფეს კურთხევა ამ ადგილის გამოყენებაზე რაზეც რა თქმა უნდა მივიღეთ.
ეს ტერიტორია არის საპარტრიარქოს კუთვნილება და იქვე მონასტერია განთავსებული.
ადგილობრივი ბერები დიდი სიხარულით შეხვდნენ ჩვენს წამოყებას და მაქსიმალურ დახმარებას შეგვპირდნენ.
ეს ადგილი არის სოფელ სნოში, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ასევე აქვე მინდა ავღნიშნო რომ, სნოს ტბაზე თევზაობისაგან ყველამ თავი უნდა შევიკავოთ. ვესაუბრე ადგილობრივ ბერებს 
და წინააღმდეგები არიან იმ ტბაზე თევზაობის. როდესაც ვინმე ავა სნოს ტბაზე სათევზაოთ ადგილობრივი ბერები აუცილებლად დამირეკავენ და 
შემატყობინებენ, 
ესეც ჩვენი ადგილის ფოტო. 

fb72c034ed1c.jpg


  • Dentist, don04, გლახუნა -ს და 2 სხვებს მოგეწონათ ეს

#19 xevsuri

xevsuri

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 352 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 29 04 2015 - 21:46

სნოში ვარ ნათევზავები და როგორც ვიცი შარშანაც თევზაობდნენ ანკესებით მანდ ანკესით თევზაობას ბერები არავის უშლიდნენ

#20 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 29 04 2015 - 22:08

არ უშლიდნენ მეგობარო ნამდვილად, მეც ხშირი სტუმარი ვიყავი მაგ ტბის. 
ახლახანს როდესაც ვიყავი ვესაუბრე ბერებს და რა ვქნათო მკითხეს, წინააღმდეგები კი ვართ მაგრამ ჩვენ არ ვართ

ის ხალხი მკაცრად დავუდგეთო როდესაც კაცი თბილისიდან ჩამოვაო.
ასეთი თხოვნაა მეგობრებო და მაქციმალურად გავითვალისწინოთ.

ყველაფერი თუ კარგათ წავიდა 2 წელიწადში მაგ ტბაში უამრავი კალმახი გვეყოლება.
  


  • ვანო მეხრიშვილი likes this