Jump to content


ფოტო

კარავი

აქსესუარები კარავი ეკიპირება

  • Please log in to reply
ამ თემას პასუხები არ აქვს

#1 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 19 12 2013 - 22:56

როგორ ავირჩიოთ კარავი? 

1482-1792-thickbox.jpg

მოთხოვნები კარვების მიმართ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ ჩამოყალიბდა. პატარა წონა და დამონტაჟების სიმარტივე, წყალგაუმტარობა და ქარგაუმტარობა, კარგი ვენტილაცია, კომფორტულობა - აი, ძირითადი კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრავდა კარვის არჩევას წინათ და რომლებიც განსაზღვრავს მას დღესაც. 

დღეს კარვების ფართო არჩევანია - დაწყებული უნივერსალური კარვებით, დამთავრებული სპეციალიზებული კარვებით (სპელეოლოგიური ექსპედიციებისთვის ან ბაიდარებით ლაშქრობისთვის ). ამიტომ  კარვის მიმართ მოთხოვნების სია  ექსპლუატაციის პირობების მიხედვით უნდა განისაზღვროს.

მაგალითად, ტაიგაში ღამისთევისათვის მთავარია კოღოებისაგან დაცვა, წყალგაუმტარობა, მცირე წონა და კარგი ვენტილაცია. ამიტომ სრულიად მისაღებია ორფერდა კარავი კარკასის გარეშე. მაგრამ მათი კარავი, ვისაც ველოსიპედით მოგზაურობა უყვარს, აუცილებლად კარკასიანი უნდა იყოს, კარგი ვენტილაციით, წყალგაუმტარი და ძალიან კომპაქტური.  

მაგრამ, როგორც წესი, ყველაზე გავრცელებულია ჩვეულებრივი, უნივესალური კარვები ქალაქგარეთ ღამისთევისთვის ან ხანმოკლე ტურისტული ლაშქრობისთვის. ჩვეულებრივ, ასეთი კარვები 2-3 ადამიანს იტევს, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ოთხი კაციც დაეტევა. ამგვარი კარვები გამძლე და საიმედო უნდა იყოს, კომფორტული და კომპაქტური, ადვილად დასამონტაჟებელი. მერწმუნეთ, ამ მოთხოვნების შესრულება სრულიად შესაძლებელია.

 უნივერსალური კარვები ერთმანეთისგან განსხვავდება: მასალა, კარკასის ტიპი, ფასი - ყველაფერი განსხვავებული შეიძლება იყოს.

თანამედროვე კარვების უმეტესობას ორი ფენა აქვს. ზედა ფენა, როგორც წესი,  ქარისა და ნალექებისაგან დაცვას ემსახურება. ქვედა ფენა - შიდა კარავია. ხოლო სივრცე ორ ფენას შორის აუცილებელია იმისათვის, რომ  გაიყვანოს სუნთქვის შედეგად წარმოქმნილი კონდენსატი. შიდა ტენტი არ უნდა ედებოდეს გარეს - სხვაგვარად კარავში მალე ტენიანობა  დაისადგურებს.

ჩვეულებრივ, ტენტი მზადდება ნეილონისგან - მსუბუქი და მტკიცე სინთეტიკური ქსოვილისგან, რომელიც დაფარულია წყალგაუმტარი ფენით. იმისათვის, რომ კარვის ნაკერებში წყალი არ ჩავიდეს, მათ სპეციალური ლენტით აწებებენ, მაგრამ ამგვარი კარვები ძვირადღირებულ კატეგორიას მიეკუტვნება.

რაც შეეხება კარვის ფორმას, ის ნებისმიერი სახის შეიძლება იყოს. მაგრამ კარვის ძირითადი ფორმებია ”ნახევარკასრი” და ”ნახევარსფერო”. ამასთან, ”ნახევარკასრები” გამოირჩევა დიდი, სასარგებლო მოცულობით, მაგრამ ნაკლებად მყარია, ”ნახევარსფეროები” კი გაცილებით მყარია, მაგრამ ნაკლებად ტევადი.

”ნახევარკასრს” შეიძლება ორი-სამი რკალი ჰქონდეს. რასაკვირველია, გვხვდება რკალების მეტი რაოდენობაც, მაგრამ მხოლოდ დიდ კარვებში. მესამე რკალი მთელს კონსტრუქციას უფრო ამძიმებს (რაც ცუდია ტრანსპორტირებისას), მაგრამ ამავე დროს ამყარებს მას და ტენტს არ აძლევს ჩაზნექის საშუალებას (რაც პლუსია ექსპლუატაციისას).

”ნახევარსფერო” დგას კარკასის ორ გადაჯვარედინებულ რკალზე. თუმცა,  დღეს მრავლადაა სხვა მოდელებიც, რომლებშიც შეიძლება იყოს 1-დან 6 რკალამდე. მაგრამ ეს უკვე მოდიფიკაციებია. რაც მეტია რკალი, მით უფრო მოკვერცხილია კარვის ფორმა და  ნაკლებია ტენტის ჩაზნექის შესაძლებლობა. ნაკლი - ამგვარი კარვის დაშლა, მით უმეტეს, დაკეცვა, რთული იქნება.

კარკასზე საუბრისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ მასალას, რომლისგანაც ის მზადდება. ჩვეულებრივ, ამ მიზნით გამოიყენება პლასტმასის მილები (იაფი მსუბუქი და არც ისე ხანგამძლე მოდელებისთვის) ან ალუმინის შენადნობების მილები. ადრე ხელმარჯვე ადამიანები კარკასს ტიტანის მილებისგან ამზადებდნენ, მაგრამ დღეს ეს მეტად ძვირი სიამოვნებაა.  თანაც, თვითნაკეთი კარვებიც წარსულს ჩაბარდა.  

პლასტმასის კარკასი, როგორც უკვე აღინიშნა, გამოსადეგია მხოლოდ ”პლაჟის კარვებისთვის”, მეტიც, თუკი ასეთ კარავს მთაში დაატარებთ, ერთ-ორ წელიწადში ახალი კარვის ყიდვა მოგიწევთ  - ულტრაიისფერი გამოსხივება მთაში მეტია და პლასტმასი უბრალოდ იშლება.

ალუმინის შენადნობები გაცილებით ხანგამძლეა. მთავარია, რომ კარკასი დამზადებული იყოს ისეთი შენადნობისგან, რომელიც უზრუნველყოფს სიმტკიცეს და არ დეფორმირდება დატვირთვის შემდეგ. თუკი შენადნობი სწორადაა შერჩეული, ასეთი კარავი 5 წელიწადსაც გემსახურებათ, მილები კი არ იქნება დეფორმირებული. იმისათვის, რომ შემოწმდეს შენადნობის ხარისხი, ჩაატარეთ მარტივი ტესტი: აწყობილი კარავი ერთი რკალით ასწიეთ. თუკი ფორმა შენარჩუნდა, თამამად შეგიძლიათ კარვის შეძენა. ეს ტესტი აჩვენებს არა მხოლოდ კარკასის  სიმტკიცესა და დრეკადობას, არამედ კარვის წონასაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

განლაგების  მიხედვით კარვის კარკასი სეიძლება იყოს გარე– ან შიდა.

თუკი კარავის გაშლა ხშირად ძლიერი ქარის დროს გიწევთ, უპირატესობა მიანიჭეთ გარე კარკასის მქონე კარავს - ასეთი კარავი წამებეში გაიშლება.

2035167.jpeg

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - შესასვლელი მოწყობილობა. ყველაზე მარტივი და ხანგამძლე არის ”ტუბუსი” ან ”სახელო”. მაგრამ ასეთი შესასვლელი ყველზე მოუხერხებელიცაა. დღეისათვის ”ტუბუსი” მხოლოდ ზამთრის კარვებს აქვს - რათა თავიდან იქნას აცილებული ”ელვა-შესაკრავის” გაყინვა და თოვლის მოხვედრა კარვის შიგნით. სხვათა შორის, კარვების უმეტესობას აქვს პლასტმასისგან დამზადებული ელვა-შესაკრავიანი შესასვლელი .

თანამედროვე კარვებს (არა ”არქტიკულს”) ორი შესასვლელი უკეთდება. პირველი ფენა - ანტიმოსკიტური ბადე, მეორე ფენა - შიდა კარვის ქსოვილი. შეიძლება დაიკეტოს მხოლოდ პირველი ფენა, შეიძლება - ორივე, ეს დამოკიდებულია ამინდზე.

ვენტილაცია. ვენტილაცია კარავში უმნიშვნელოვანესია. რაც უფრო გონივრულადაა მოწყობილი ვენტილაციის სისტემა, მით უკეთესად ითვლება კარავი. სავენტილაციო ნახვრეტი შიგნიდან უნდა იკეტებოდეს, მასში არ უნდა მოხვდეს წვიმა ან თოვლი.

ყოველი კარვისთვის ნიშვნელოვანია კომფორტი, ამიტომ აუცილებელია შიდა ჯიბეები, სპეციალური ყულფები ჭერის ქვეშ - გაზის ლამფისთვის ან მაღვიძარასთვის, მტკიცე და მოხერხებული იატაკი. გარდა ამისა, კარგი კარავი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქარე დასაჭიმებით, ხოლო ის ადგილები, რომლებზეც მიკერებულია ეს დასაჭიმები, აუცილებლად უნდა იყოს გამაგრებული ზედსადებით. თუკი კარავი მთაში სასიარულოდ გესაჭიროებათ, ყურადღება მიაქციეთ ე.წ. ”ქვედაბოლოს”, რომელსაც ტენტის ქვემოთ აკერებენ. ამგვარი ”ქვედაბოლო” უზრუნველყოფს დამატებით დათბუნებას და გიცავთ ორპირისგან. გარდა ამისა, ”ქვედაბოლო”  დამატებით სიმტკიცეს ანიჭებს კარავს.

კარვის ფერი. თითქოს ეს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ სულაც არაა ასე - წარმოიდგინეთ, თენდება და იღვიძებთ შავ-თეთრ კარავში... სულ სხვა განწყობა იქმნება, თუკი თვალს გაახლეთ  ფერად კარავში, რომელიც მხოლოდ თვალის შევლებითაც კი განწყობას გაგიხალისებთ.

შეაჯამეთ ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ. კარგი კარავი უნივერსალური უნდა იყოს ხმარებაში. არანაირი კომპრომისი დამზადების ხარისხთან დაკავშირებით! მხოლოდ ხარისხიანი კარავი გემსახურებათ დიდხანს და იქნება თქვენი ერთგელი თანამგზავრი ნებისმიერ ლაშქრობაში. 

Palatka-komfortnoe-pokhodnoe-zhilje.jpg


  • GigaG, beka და კობა ლაფაჩი-ს მოეწონა ეს





მიმაგრებული თეგები: აქსესუარები, კარავი, ეკიპირება