Jump to content


ფოტო

შნურის სროლის ტექნიკა, ვარჯიში.


  • Please log in to reply
15 პასუხი ამ თემაზე

#1 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 17 03 2015 - 13:33

როდესაც სრულად აღვიჭურვებით ანკესით და მისი ყველა კომპონენტით გადავდივართ შემდეგ ეტაპზე,
სროლის ტექნიკა, ამისათვის მდინარის ან ტბის პირას გასვლა სავალდებულო არ არის.
ტექნიკა არის რა თქმა უნდა მრავალფეროვანი, რომლებსაც სხვა და სხვა დასახელება აქვს.
ჩემი აზრით ყველაზე განვითარებული ტექნიკაა როდესაც შნურს ჯერ უკან გავიქნევთ და შემდეგ წინ გავისვრით.
ამას შესაბამისად მანძილიც ჭირდება, როგორც ვიცით სროლის დროს საშუალოდ შნურის მუშა ნაწილია ჰაერში 7-10 მეტრი,
ესეიგი უკან მინიმუმ 7 მეტრი მაინც უნდა გვქონდეს რომ შნური ნორმალურად გავშალოდ და დანიშნულების ადგილას გავისროლოთ.
ნახეთ ვიდეო: http://youtu.be/jBmredZwB1o

aee4f.jpg

ვინც ინგლისური კარგათ იცით გაგიადვილდებათ ბევრად, მაგრამ თუ ენის პრობლემა გაქვთ უბრალოდ
ვიდეოც ვფიქრობ დაგეხმარებათ იმის გაგებაში თუ როგორი პრინციპით უნდა გავისროლოთ შნური.
მაგრამ, პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე, როდესაც ვთევზაობთ მცირე ზომის მდინარეებში, ან სხვა კუთხიდან,
შეაბამისად უკან არ გვჩება თუნდაც მინიმალური მანძილი, თევზთანაც შესაბამისად ახლოსაც ვერ მივდივართ,
დაფრთხება და დაიმალება, ამისათვის არსებობს შნურის გასროლის სხვა ტექნიკა: "როლ ქასთი"
ასეთი პრინციპით შნურის წინ გასასროლად არ გვჭირდება უკან დიდი მანძილი, საკმარისია სულ რაღაც 1,5 - 2 მეტრიც.
ნახეთ ვიდეო: http://youtu.be/UFDPIn0L0Uw
ჩემი აზრით, რაც არ უნდა ბევრი ვიდეო ნახოთ, რაც არ უნდა რჩევები მიიღოთ, ყველაფერი გასაგები ხდება როდესაც
ჯოხით ხელში, ფაქტის წინაშე აღმოჩნდებით, აი აქ გვჭირდება გამოცდილის რჩევა და ყველაფერს ნათელი მოეფინება.
არავითან შემთხვევაში ხელი არ უნდა იღლებოდეს თევზაობის ან ვარჯიშის დროს, ესეიგი არასწორედ ვისვრით.
არავითარ შემთხვევაში შნურს "ტკაცანი" არ უნდა ქონდეს როდესაც უკან გასროლილი შნურის წინ გასროლას ცდილობთ,
უკან რომ გავისვრით უნდა ვაცალოდ რომ შნური უკან გაიშალოს და მხოლოდ მერე უნდა გავისროლოთ წინ.
მაგალითისათვის გავაკეთოთ ასეთი რამ, ავიღოთ ჩვეულებრივი საღებავი ფუნჯი, დიდი ზომის, დავასველოთ წყალში და შევეცადოთ წყლის წვეთები რაც შეიძლება შორს გავისროლოთ, თუ ხელს ადგილიდან სწრაფად მოვიქნევთ წყალი ფეხებთან დაიღვრება, თუ ცოტა ტექნიკას მივმართავთ და ნაზი მოძრაობით გავიქნევთ ხელს წინ და ბოლოსკენ ხელის მაჯით მივცემთ დამატებით ძალას, ამ შემთხვევაში წყლის წვეთები ბევრად შორს წავა, დაახლოებით იგივე პრინციპით შეგვიძლია შნურის სროლის დროსაც მოვიქცეთ, ჯერ ცადეთ და ვფიქრობ უფრო ადვილი იქნება.
ამ ყველაფერს ჭირდება ვარჯიში და პრაქტიკა, რა თქმა უნდა ასფალტზე ვერ ვივარჯიშებთ, შნური გაფუჭდება,
არსებობს კიდევ დამატებითი მინუსი- მეზობელი არც გეტყვით თევზი თუ მოდისო და არც იფიქრებს რა დაემართა ამ კაცსო ეს ხუმრობით.
კარგია მინდორი, ხელოვნური სტადიონი ან საერთოდ წყალი.
შნურის უკან გასროლის დროს ჯოხი უკან დიდზე არ უნდა გადადიოდეს, 13-14 საათზე მეტი და წინ 11-10 საათი, ეს შნურს კარგათ ვერ გაისვრის,
შნურს როცა უკან გავისვრით მიწას არ უნდა ეხებოდეს,
ჩემი მასწავლებლისაგან მახსოვს, როდესაც იწყებ ვარჯიშს და ვერ აკონტროლებ ჯოხის უკან გადაწევის სიდიდეს,
არსებობს მარტივი გამოსავალი, რომელ ხელშიც გვიკავია ჯოხი, იგივე ხელის იღლიაში უნდა ამოიდო წიგნი (500 ფურცლიანი არა )
ბროშურა ან რამე არც თუ ისე მძიმე ნივთი, ასეთ დროს ხელი უკან ზედმეტად არ გაგვექცევა.
ეს პრაქტიკაში ბევრად მარტივია ვიდრე თქვენ გგონიათ.
შნურის გასროლის დროს მთავარ ფუნქციას ასრულებს ხელის მაჯა და ჯოხის წვერი, ამიტომ გასროლის დროს მცირე ძალას მხოლოდ წვერს ვატანთ.

 

მიმაგრებული მინიატურები

  • tzwdv.jpg
  • 47yif.gif

  • GigaG, Dentist, Zurabi-Mereklishvili -ს და 4 სხვებს მოგეწონათ ეს

#2 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 18 03 2015 - 12:34

რაც შეეხება თუ როგორ უნდა ვიქნიოთ ჯოხი და როგორ უნდა ვმართოთ შნური, 
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენით ვნახოთ და რჩევა მივიღოთ დასაწყისშივე. 

როდესაც მსურველები შეიკრიბება დავთქვათ დღე და საათი, შევიკრიბოთ და დიდი სიამოვნებით ავხსნი იმას რაც ვიცი. 
სემინარებს ხშირად ვნიშნავთ მაგრამ როცა მსურველი ბევრია სემინარზე მოდის 1 ან 2 კაცი. 
ამიტომ მეც რომ ტყუილად არ ვიწვალო ჯობს ჯერ წინასწარ დავთქვათ ვინ და რამდენი კაცი მოდის და დიდი სიამოვნებით. 
სემინარის დღეებია შაბათი, 4 დან 6 საათამდე. შეხვედრის ადგილია ხელოვნური სტადიონი ან კუსტბა როცა ამინდი კარგია.


 



#3 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 18 03 2015 - 22:31

ამ შაბათს იქნება სემინარი?



#4 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 19 03 2015 - 10:03

სალამი ნიკა, თუ მსურველები იქნებიან რა თქმა უნდა ჩატარდება.

აქ დავწერ დეტალებს პარასკევს.



#5 levani10

levani10
  • Members
  • 3 posts

პოსტი დაწერილია 21 05 2015 - 20:53

გამარჯობა მეგობრებო, დღეს შევეცადე ჩემით მესწავლა შნურის სროლა,  დზაან  გამიჭირდაა დაა ძაან ბევრი კითხვები გამიჩდა. ცოტაა კიი დავამუღამე ლისის ტბაზე ვიყავი დაა  2 ცალი კარასიც დავიჭირე  იქნებბ  შევიკრიბოთ დამწყებები და ვთხოვოთ კომპეტენტურებს ზოგადაი კონსულტაცია გაგვიწინნ

  • GigaG, SandroFly და FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#6 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 21 05 2015 - 22:01

სალამი ლევან, 
კი გნახეს დღეს ლისზე და დამირეკეს კიდეც, :) ჩვენი სამყარო ჯერ პატარაა და თვალში საცემი. 
მივესალმები შენს წამოწყებას და მხარში დაგიდგებით მთელი კლუბი ! 
რაც შეეხება სემინარებს ცუდია რომ შენ გამორჩი და გვიან მოხვედი ჩვენთან მაგრამ, არ იდარდო სემინარებს 
ისევ განვაახლებთ, რადგანაც ჩვენი მიზანია ყველა დამწეყები შევკრიბოთ და გადავცეთ ის რაც ვიცით, 
შემდეგ ერთად გავაგრძელოთ ყველამ სწავლა. 
დარჩი ჩვენთან და ახლო მომავალში გამოვაცხადებთ სემინარს. 


  • levani10 likes this

#7 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 22 05 2015 - 18:22

 

გამარჯობა მეგობრებო, დღეს შევეცადე ჩემით მესწავლა შნურის სროლა,  დზაან  გამიჭირდაა დაა ძაან ბევრი კითხვები გამიჩდა. ცოტაა კიი დავამუღამე ლისის ტბაზე ვიყავი დაა  2 ცალი კარასიც დავიჭირე  იქნებბ  შევიკრიბოთ დამწყებები და ვთხოვოთ კომპეტენტურებს ზოგადაი კონსულტაცია გაგვიწინნ

 

სალამი,

 

გილოცავ და კეთილი იყოს შენი კლუბთან შეერთება.

 

კარასი დაგიჭერია - ყოჩაღ - ბარემ მოგვიყევი შესაბამის ტემაში - რაზე და როგორ მოვიდა კარასი )) 


  • levani10 likes this

#8 levani10

levani10
  • Members
  • 3 posts

პოსტი დაწერილია 22 05 2015 - 21:15

გაიხარეთ ტქვენ მალევთ ძაან დიდ სტიმულს :) ვვარჯიშობდი შნურის სროლაში და ექსპრონტატ ადგილზეე დავამზადე პატარა ტივტივა დზზან მსუბუქიი და პურს ვუკეტებდი ნემსკავს რომელიც ადზლევდა ცოტა სიმძიმეს და ტივტივა მგრდზნობიარე ხდებოდაა :D

პაპლაუკი – ტივტივა (ფორუმზე ვსაუბრობთ ქართულად :) )
  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#9 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 22 05 2015 - 23:01

ჩვენ სტილში პატარა ტივტივა გამოიყენება და "სთრაიკ ინდიკატორი" ქვია, სხვა თემაში იპოვი მაგაზე სტატიას. 
კაი რამეა



#10 კოკობა

კოკობა

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 93 posts

პოსტი დაწერილია 23 05 2015 - 00:17

შნური არაა ქართული სიტყვა, ამიტომ უკეთესი იქნება თუ თემის სათაური იქნება ასე : 1,გაშოლტვის ტექნიკა, ვარჯიში. 2,გაშოლტვაში ვარჯიში.  :rolleyes:  ეს წაშალეთ წაკითხვის შემდეგ.



#11 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 05 2015 - 10:28

სხვა სიტყვას რომ მოვუფიქრებთ შესატყვისად აუცილებლად შევცვლით.



#12 კოკობა

კოკობა

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 93 posts

პოსტი დაწერილია 25 05 2015 - 11:32

არ უნდა მოფიქრება, შოლტი რით არ ვარგა? 



#13 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 05 2015 - 11:39

ვარგა "საქართველოს  გაშოლტვით მეთევზეთა კლუბი" მაგიტომ გვქვია ))

 

უბრალოდ ამ შემთხვევში შოლტი არის მთლიანი მოწყობილობა - არა მარტო "შნური" - ამიტომ იყოს ჯერ ჯერობით ასე. 

შოლტი - მარტო წინა ელასტიური ნაწილი ხომ არ არის , არის ასევე ტარი "სახელური", შემდეგ მხარი და შემდეგ ელასტიური ნაწილი (შნური).



#14 კოკობა

კოკობა

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 93 posts

პოსტი დაწერილია 25 05 2015 - 12:04

შნური საერთოდ ელ.სადენს ნიშნავს გერმანულად  :)  



#15 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 05 2015 - 12:21

გერმანულად ეგრეა )) 

 

გავს კიდეც ელ სადენს და სახელი პირობითია )) 



#16 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 31 05 2016 - 12:25

de09f487e7bd.gif

ფოტოზე ვხედავთ 4 ფოტოს,
სადაც ნაჩვენებია როგორ მოძრაობს ჯოხი სროლის დროს, 
ახლა იმისათვის რომ ადვილად გავიგოთ მოძრაობის დეტალები უნდა შევისწავლოღ ოთხივე ფოტო. საკმაოდ კარგათაა ნაჩვენები.
ფოტო 1 (მარცხნიდან)  ნაჩვენების სროლის დროს ჯოხის უკან გადაწევის მაქსიმალური კუთხე. ამ დროს სანამ წინ გავისვრით, ჩვენს უკან ეწ შნური უნდა გასწორდეს და ამ დროს წინ გასროლის დროს მეტი ძალა ექნება შნურს და ბევრად ლამაზად და კომფორტულად წავა წინ.
ეს ნიშნავს რომ როდესაც უკან გავისვრით შნურს საჭიროა მცირე პაუზა რომ შნურს ქონდეს დრო უკან გადავიდეს და გაიშალოს. თუ მანამდე გავისვრით წინ არც გამოგვივა და სროლის დროს უსიამოვნო ხმასაც გავიგონებთ. 

ფოტო 2  დააკვირდით მარჯვენა და მარცხენა ხელს, ანუ ხელის ზემოთ აწევა არ არის საჭირო, სწორედ ასე უნდა გვეკაოს ხელი სროლის დროს და მგონი ადვილადაა გასაგები ხელის რომელი ნაწილია სროლის დროს პასუხისმგებელი. მარცხენა ხელს კი უკავია შნური და როდესაც წინ გავისვრით ამ დროს მარცხენა ხელით შნურს რომელიც ჰაერშია ვამოკლებთ, ანუ ქვემოთ ვწევთ შნურს რომ გასროლის დროს შედარებით მოკლედ გავისროლოდ შნური და როცა წინ გადავა მაგ დროს მარცხენა ხელს ვუშვებთ რაც ეხმარება შნურს მეტი ძალის დატანებაში.

ფოტო 3 
აქ ნაჩვენებია ჯოხის რომელ მონაკვეთზე უნდა დავატანოთ ძალა რომ შნურმა დაიწყოს წინ მოძრაობა. თუ შნური არ არის კარგათ უკან გაშილი შესაბამისად გასროლა არ გამოვა. მარტივი მაგალითი, ჩვეულებრივი თოკი დავდოთ იატაკზე გაჭიმულ მდგომარეობაში, შემდეგ ერთი მხრიდან მყისიერად მოვქაჩოდ და დავინახავთ რომ თოკი წამოვა ჩვენკენ სწორად, თუ თოკი იქნება დაგრეხილი შესაბამისად ეს პროცესი არ გამოგვიგა. თუ თოკს მოვქაჩავთ მაჯით მაშინ უფრო კარგათ წაოვა ჩვენკენ და თუ თოკს მოვქაჩავთ მთელი ხელით ამ დროს ხელი დაგვეღლება და თოკიც არასწორედ წამოვა. იგივე პრინციპია სროლის ტექნიკის დროს. სროლის დროს მცირე ძალის დატანება საჭიროა მონაკვეთში რომელიც ნაჩვენების ფოტო 3 და ფოტო 4 ზე. 

ფოტო 4 
აქ ნაჩვენებია სადამდე მიდის ჯოხის ტრაექტორია როცა ვისვრით და სად ჩერდება ჯოხი, როცა ჯოხი ჩერდება შნური მისი ტრაექტორიით მიდის წინ და თუ ჯოხის წვერს წინ ნაჩვენებზე მეტად გადავწევთ შნური ხმაურიანათ დაეცემა წყალზე რაც თევზის დაჭერას შეამცირებს. დააკვირდით ჯოხის წვერი ჩერდება თითქმის თავის სიმაღლეზე. სადაც ნაჩვენებია ჯოხის გაჩერება ამ მაგ დროს პარალელურად მარცხენა ხელს ვუშვებთ შნურს და როდესაც შნური გასწორდება წინა მხარეს, შნურის მონაკვეთი რომელიც ჯოხს ქვემოთაა მოქცეული ავტომატურად გაყვება გაშლილ შნურს.

საუკეთესო გაკვეთილია როდესაც პრაქტიკაში გამოვცდით, შემდეგ ვინმე გადაგვიღებს ვიდეოს, ჩვენს სროლას ვნახავ ვიდეოზე და შევადარებთ სხვისი სროლის ვიდეოს, ამ დროს კარგათ დავინახავთ რა შეცდომას ვუშვებთ,
გახსოვდეთ, თუ 2-3 საათიანი თევზაობის დროს ხელი გეღლებათ ესეიგი არასწორად ისვრით. ხელი არ უნდა იღლებოდეს.

ვინც დაკვირვებულია ფარიკაობას, იმან იცის რომ "შპაგის" წვერი მოძრაობს მხოლოდ და არა ხელი, უბრალოდ მაჯით სწორდება წვერი როდესაც მიზანში იგზავნება. 
ესეც ვიდეო სადაც უკვე ნაჩვენებია როგორ უნდა იმოძრაოს შნურმა, გთხოვთ კარგათ დააკვირდეთ შნურის და ხელის მოძრაობას.





 


  • ვანო მეხრიშვილი likes this