Jump to content


ფოტო

ნიმფინგი - თევზაობა ჩქარ მდინარეში


  • Please log in to reply
6 პასუხი ამ თემაზე

#1 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 03 04 2015 - 13:49

ჩქარ მდინარეში თევზაობა ერთი შეხედვით ცოტა სირთულესთანაა დაკავშირებული, 
როგორც წესი ყველა დამდგარ ადგილს არჩევს, სადაც წლის მოძრაობა ნაკლებია. 

რატომ არის შოლტით თევზაობა ყველა მეთოდზე მეტად წარმატებული, ამას ეტაპობრივად დავამტკიცებთ ასეთი მეთოდებით.

თევზაობა ჩქარ მდინარეში "ნიმფინგი"  ჩეხური სტილი, არსებობს ასევე ფრანგული ნიმფინგი მაგრამ ეს სხვა თემაა, 
ასეთი სტილის თევზაობისათვის დაგვჭირდება შედარებით მძიმე "ნიმფები" 
ნიმფების ბევრი სახეობაა და რახან ჩეხურ ნიმფინგზე ვლაპარაკობთ მაშინ ჩეხური ნიმფები განვიხილოთ.
ჩეხური ნიმფა ქვია სატყუარას რომელის მომრგვალებულ ნემსკავზეა დახვეული, მომრგვალებულ ნემსკავს ქვია 
ჩეხური ნემსკავი. 
6cf595ff395e.jpg
ნიმფები სხვა და სხვა ფერისაა და ზომის.  ნიმფის დახვევის დროს ტანზე ემატება ტყვიის ფირფიტა სიმძიმისათვის.
რაც მეტია სიმძიმე მით უფრო ჩქარ დინებაში გამოვიყენებთ. გამოყენება შეიძლება 1,2 ან 3 ნიმფის ერთდროულად.
როდესაც ჩავაგდებთ წყალში, ჯოხის წვერს ვაყოლებთ დინებას, ნიმფა ფსკერზე უხახუნება და ყურადღებას იპყრობს.
საინტერესო ისაა რომ ამ პრინციპით შესაძლებელია არამარტო შოლტის ჯოხით თევზაობა, თითქმის ნებისმიერი 
ანკესითაა შესაძლებელი ნიმფინგით თევზაობა. ნიმფას თავისი სიმძიმე აქვს და სასროლად არ არის ძნელი. 
აუცილებელია რომ ჯოხის წვერი იყოს აწეული და შნური მოჭიმულ მდგომარეობაში.
ასევე გამოიყენება ზედა მხარეს მშრალი სატყუარა და ქვედა მხარეს ნიმფა. 
ასევე გამოიყენება ნიმფის ზემოთ პატარა ტყვიის ბურთულა დასამძიმებლად.
ასევე გამოიყენება ტყვიის ბურთულა ნიმფის ქვემოთ ისევ დასამძიმელად.
ასევე გამოიყენება "სტრაიკ ინდიკატორი" ეს იგივე ტივტივაა იმისათვის რომ ნიმფა ერთ სიმაღლეზე მოძრაობდეს წყალში.
21b46e32d960.jpg

უნდა გვახსოვდეს რომ თევზაობის დროს მაქსიმალურად დამალულები უნდა ვიყოთ, ქვის უკან, ჩაკუზული, დაწოლილი,
ნებისმიერი ფორმით, მთავარია თევზისთვის ნაკლებად შესამჩნევი ვიყოთ.
ერთ ადგილას უნდა ჩავატროთ ჩვენი ნიმფა ბევრჯერ, 20 - 30 ჯერ, მერე 1 მეტრის მოშორებით იგივეს ვაკეთებთ და ნელა ნელა 
გადავაადგილდებით. 
ნიმფინგი შეიძლება როგორც ნაპირიდან ასევე წყალში დგომითაც. 
კარგათ დააკვირდით ვიდეოს, თუ ინგლისური არ იცით უბრალოდ დააკვირდით და ადვილად მიხვდებით.



 

მიმაგრებული მინიატურები

  • nymphing.jpg

  • Dentist, მირიანი და SHOTA-ს მოეწონა ეს

#2 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 03 04 2015 - 14:25

ჩქარ მდინარეში მხოლოდ ნიმფინგით არ ვთევზაობთ, ასევე შესაძლებელია სტრიმერის გამოყენებაც (ლიფსიტას იმიტაცია) 

მაგრამ ამას სხვა სტატიაში განვიხილავთ 
შოლტით ვთევზაობთ ნებისმიერ ადგილას დასაც წყალია :) მიუდგომელ ადგილებშიც კი. 
რაც შეეხება რთულ ადგილებში თევზაობას, ეს უკვე ჩვენი ცოდნის და გამოცდილების საკითხია.

 



#3 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 04 04 2015 - 00:50

შოთა, სეზონზე ძალიან დიდი სტიმული იქნება ყველასათვის, თუ დაიდება ფლაით დაჭერილი სხვადასხვა თევზები. აი მერე ნახე ფლაის პოპულარიზაცია. მაინც ვფიქრობ ხალხი სკეპტიკურად უყურებს ამ ეტაპზე ფლაის უნივერსალურობას ;) 


  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#4 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 10 2015 - 14:50

ნიმფინგის მცირე დანამეტი მინდა გავაკეთო საკუთარი გამოცდილებიდან, 
როდესაც ვამაგრებთ მძიმე ნიმფას, წყლის სიღრმიდან გამომდინარე, ნიმფის ზემოთ ვამაგრებთ ინდიკატორს, 
ეს სიმაღლე შეიძლება იყოს 20 სმ შეიძლება იყოს 100 სმ, მაგრამ ჩაგდების დროს გასათვალისწინებელია,
თუ დინებაზე ინდიკატორი უფრო წინ ჩავარდება ვიდრე ნიმფა, მაშინ ინდიკატორი უფრო სწრაფად იმოძრავებს დინებაზე
და ნიმფა უკან დარჩება, ეს არ მისცემს ნიმფას საკმარისად ჩაძირვის საშუალებას, ამიტომ,
ჩაგდების დროს გაითვალისწინეთ, დიმენის მიმართულებით ნიმფა უნდიკატორზე წინ უნდა ჩააგდოთ და ასეთ
შემთხვევაში ნიმფა მაქსიმალურად ჩაიძირება. ამ დროს შნური ჯობს ინდიკატორის წინ იყოს მოქცეული.
როდესაც ინდიკატორი გაქრება ესეიგი უკვე თევზია, მცირე თევზსაც შეუძლია ინდიკატორის ჩაძირვა. 
დაიმახსოვრედ, თუ კალმახზე თევზაობთ, კალმახს ეგრედწოდებული "პადსეჩკა" არ ჭირდება, თვითონ ებმევა ნემსკავზე და ზედმეტი
მოქაჩვით შესაძლოა თევზის პირის ღრუ დააზიოანოთ. 
ეს მეთოდი გამოცვდაცე და ძალიან წარმატებულია. 


  • Dentist, ვანო მეხრიშვილი და riko-ს მოეწონა ეს

#5 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 29 08 2016 - 12:46

გამარჯობა მეგობრებო, 

 

დიდი ხანია არაფერი დამიწერია (ისევ) 

 

ეს პოსტი მინდა დავუთმო კალმახის ჭერის ერთ ერთ ყველაზე ეფექტურ ტაქტიკას: ეს არის ქინქლის იმიტაციების გამოყენება (MIDGE FISHING TECHNIQUES)

 

მდინარეზე ყოფნისას ყველას შეგვიმჩნევია ძალიან პატარა ზომის მწერები, რომლებიც ჰაერში თუ წყლის ზედაპირზე გუნდ გუნდად დაფრინავენ / დადიან. ეს არის ქინქლები / ქინქლისნაირები. და არავითარ შემთხვევაში კოღო. 

 

თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ფოტო

 

lsnkf.gif

 

77nlc.jpg

 

ქინქლა კოღოზე 2-3 ჯერ პატარაა როგორც წესი. 

 

 

ამ მწერის და მისი იმიტაციის ხიბლი მდგომარეობს შემდეგში - ქინქლები იჩეკებიან მტელი წლის მანძილზე თითქმის ერთნაირი ინტენსიობით და შესაბამისად ის კალმახის კვების რაციონში მთელი წლის მანძილზეა. არ არსებობს პერიოდი როცა ეს მწერი და მისი იმიტაცია არ იზიდავს კალმახს. ბევრი ბლოგი თუ ფორუმ მაქვს გადაკითხული ამ თემაზე და ნელ ნელა ვრწმუნდები რომ ასეა. 

 

მახასიათებლები: ქინქლის ჭუპრი ფსკერზე ლავრდან ჭუპრად გადაქცევის შემდეგ მიემართება წლის ზედაპირისკენ რათა გადაიქცეს ზრდასრულ მწერთან და გაფრინდეს (როგორც ზედა ფოტოზე ვხედავთ). თუმცა მათი დიდი უმრავლესობა მსუბუქი წონის გამო ვერ ახერხებს წყლის ზედაპირის გაჭრას და რჩება გამოკიდებული წლის სულ ზედა ფენაში:

ys3ow.jpg

 

რის გამოც წარმოადგენს ადვილად მოსაპოვებელ საკვებს. როგორც წესი ეს პროცესი ხდება შედარებით ნელ დინებაში ან თითქმის დამდგარ წყალში, როგორც უკვე ითქვა კალმახისთვის ქინქლა ადვილად მოსაპოვებელი და ერთ ერთი უსაყვარლესი საკვებია - ამიტომ მწერის "აღება" ხდება ნაზად, ზედმეტი ენერგიის დანახარჯის გარეშე, თითქმის შეუმჩნეველი რგოლები წყლის ზედაპირზე სწორედ ამის მომასწავებელია. ამ დროს ვერ ვხედავთ მწერს - მხოლოდ თევზის მოძრაობას ვამჩნევთ. სწორედ ამ დროს უნდა დავივიწყოთ ყველა სხვა სატყუარა - და ვიხმაროთ 20-22-24-26 ზომის ქინქლის ჭუპრის იმიტაციები (ემერჯერი) . რომლებიც შემდეგნაირად გამოიყურება 

 

ერთ ერთი უძლიერესი სატყუარა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე - ZEBRA MIDGE

 urhxk.jpg

hqv6m.jpg

mcr0s.jpg

 

უმარტივესი დასამზადებელია, და უმაგრეს შედეგს იძლევა - როგორც იტყვიან " გენიალურობა სიმარტივეშიაო".

 

არის ბევრნაირი ვარიაციები - მოგვიანებით დავდებ ჩემ გაკეთებულებსაც. 

 

xxr5l.jpg

 

რაც შეეხება თევზაობის ტექნიკას:

 

პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ რომ 20-26 ზომა სატყუარისთვის ძალიან წვრილი სადავე დაგვჭირდება 0,1-0,12 მმ.

 

როგორც წესი თევზაობა პატარა "ჩაკვრის ინდიკატორის" გამოყენებით, გრძელი ლიდერით (ჯოხის სიგრძე მაინც) და მასზე მიმაგრებული 30-40 სმ 0,1-0,12 მმ სადავეებით ხდება. მე პირადად უპირატესობას ვანიჭებ 2 სატყუარიან მონტაჟს - ზედა და ქვედა. როგორც წესი ქვედა სატყუარა უფრო მძიმეა და ის შეიძლება სულაც არ იყოს ქინლა და იყოს მაგალითად დამძიმებული ღორტავი  ან რუისელის მატლი (ზამთარში).   თბილ პერიოდში დამძიმება საერთოდ არ არის საჭირო - საკმარისია ზედაპირიდან 2-3 სმ დაბლა მოექცეს ჩვენი სატყუარა - ის კალმახის ნადავლი გახდება. თითქმის სველ ისატყუარის ეფექტი აქვს, ზოგჯერ მშრალისაც. თუ მაინცდამაინც ვერ მოტყუვდა თევზი - შეგვიძლია პატარა ტყვიის ბურტულა დავამატოთ სატყუარებს შორის და უფრო ღრმად ჩავძიროთ ჩვენი სატყუარები. საღამოს სიღმეში ჩაძირვა საერთოდ არ დაგვჭირდება - განსაკუთრებული კონცენტრაციით ზუსტად საღამოს იჩეკებიან ეს პატარა მწერები.

 

ქინქლის იმიტაციით თევზაობისას არ აუცილებელი არ არის გვერდული სადავის მიბმა მთავარ სადავეზე - შეგვიძლია უბრალოდ ზედა სატყუარის ნემსკავს მივაბათ ქვედა სატყუარის სადავე და ისე ვითევზაოთ. 

 

ორივე ვარიანტია ფოტოზე

 

jhng1.jpg

 

 

 

ყველაზე საჭირო მასალა ამ სატყაურებისთვის არის პატარა ზომის ვოლფრამის თავები 1,5-2 მმ, და ვერცხლისფერი მავთული xsmall an small. 

ნემსკავი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის Curved, straight, spider, midge pupa, და ა.შ.

 

სატყუარის მიწოდება ხდებ სველი სატყუარის ან დინების საწინააღმდეგო ნიმფინგის პრინციპით. გააჩნია სიტუაციას და სწყლის სიღმეს. 

 

 

თუ დამიჯერებთ და მოიმარაგებთ ამ ციცქნა სატყუარებს არ ინანებთ. ზედა ნიმფად მაინც დააყენეთ ხოლმე - გაგაოცებთ შედეგი. 

ეფექტური ფერები - შავი, ყავისფერი, კრემისფერი - ზომა 18-20-22-24 ზოგი ასანთის თავზე პატარაც კი შეიძლება იყოს. 

 

 

კითხვები გამოუშვით ) 

 

 

მადლობა ყურადღებისთვის 


  • ვანო მეხრიშვილი likes this

#6 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 05 09 2016 - 13:19

გამარჯობა მეგობრებო,

 

როგორც დაგპირდით ვდებ ჩემი გაკეთებული ქინქლების იმიტაციებს + რამდენიმე მძიმე ნიმფა - მათთან ტანდემში სამშაოდ

 

ZEBRA MIDGE ვოლფრამის თავით და მის გარეშე. შესაბამისად : ღრმა და თხელ წყალში სათევზაოდ.  ზომები 20-22-24

 

nyrle.jpg

 

ესეც სხვა დასხვა ვარიანტები - ზოგი დატესტილია, ზოგი არა - მაგრამ დარწმუნებული ვარ "ჰოთ სფოთის" ხარჯზე უნდა იმუშაონ კალმახზე.  ზომები 18-20-22

 

9eoyk.jpg

 

ატრაქტორ ჯიგ ნიმფ - დიზაინი ჩემი, ტანის მასალა ჯერ არ გამოსულა სერიულ წარმოებაში თუმცა პატივი დამდო HENDS-მა რომ გამეტესტა "pearl quill" - უძლიერესი მასალაა. 

168uj.jpg

 

ასევე ატრაქტორის კატეგორიის ჯიგ ნიმფა - ესაა რაცაა ) ავტორი - მე , დიზაინიც მე . რათქმუნდა ყველა პროტოტიპულია თუმცა ფერების შერჩევა და ზომის გათვლაც არაა პატარა საქმე. 

vwfan.jpg

 

ნახევრად რეალისტრუი რუისელის ემერჯერი, ლატუნის თავით. საკმაოდ ძლიერი ნიმფაა (დათო თელიას კთხეთ თუ არ გჯერათ ))) 

ua7cx.jpg

 

ესეც ძალიან მძიმე ჯიგ ნიმფა, მე არ გამომიცდია პირადად ჯერ - თუმცა იმედებს ვამყარებ. ზოგადად რეალისტური სატყუარები არ მიყვარს.

uvhf0.jpg

 

რაღათქმაუნდა რეზინის ფეხება "pheasant tail nymph" - უკვდავი და ლეგენდარული 

wdd1y.jpg

 

ბუზერის ტიპის სატყუარები კალმახისთვის - ჩემეული ვარიანტი

 

მორიგი ატრაქტორები - 16 ზომა. ჩემი ევროპელი მეგობარი ხარიუსს იჭერს წარმატებით ამ სატყუარაზე. მიხარია

wmfdv.jpg

 

 

ეს დიდი ზომის ნიმფები მე პირადად ქინქლის იმიტაციებთან ტანდემში სამუშაოდ გავაკეთე. ქვედა სატყაურა დიდი ატრაქტორი / ნიმფა - ზედა სატყუარა ქინქლა. 

 

 

 

იმედია მოგეწონათ



#7 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 22 09 2016 - 18:01

რამდენიმე ახალი ნამუშევარი ჩქარი დინებისთვის.

 

ფოლფრამის თავებით - მძიმე. 

 

ჯიგები

13rnr.jpg

 

 

აქ ცოტა სქელი მავთული ვიხმარე სეგმენტებზე, წესით ურიგო არ უნდა იყოს. 

o8c87.jpg

 

 

ეს პატარა ღორტავები დიდ ნემსკავზე - იქნებ სადმე დიდ თევზს გადავეყარო 

2zzub.jpg


  • ვანო მეხრიშვილი, FlyFishing GeorgiaCaucasus და shagrent-ს მოეწონა ეს