Jump to content


ფოტო

შოკ-ლიდერი


  • Please log in to reply
61 პასუხი ამ თემაზე

#1 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3259 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 20 12 2013 - 23:24

ფიდერით თევზაობისას მოთხოვნადია შოკ-ლიდერის დაყენება,რაც დრო გადის მეთევზეების  უფრო მეტი რაოდენობა იყენებს შოკ-ლიდერს.

ამ სტატიაში განვიხილოთ შოკ-ლიდერის რაობა,საჭიროა თუ არა მისი გამოყენება. გავარჩიოთ შოკ-ლიდერის მიბმის კვანძები და ავარჩიოთ კვანძის ოპტიმალური ვარიანტები.

 

შოკ-ლიდერის საჭიროება

ფსკერული(ფიდერით)  თევზაობისას ხშირ შემთხვევაში მეთევზეს უწევს მძიმე წონის სიმძიმის ან საკვებურის გამოყენება, ამ შემთხვევაში არც თუ მცირე დატვირთვა ადგება ძირითად ძუასა თუ წნულს.  სიმძიმის ტყორცნის დროს სიმძიმის მასა მნიშვნელოვნად იზრდება, ამისთვის საჭიროა მტკიცე ძუა თუ წნული რაც თავისთავად ძირითადი(основной) ძუის დიამეტრის გაზრდას ითხოვს, ეს მომენტი ფიდერით თევზაობისას არცთუ მიზანშეწონილია.

ფიდერით თევზაობისას გამოიყენება სპეციალური ფიდერის ძუა ან წნული, რომლის დიამეტრი მნიშვნელოვან გალვენას ახდენს მთლიანად მონტაჟის ქარმედეგობაზე(парусность), ასევე დინებისას ძირითადი ძუის დიამეტრი თავისი წყალთან წინაღობის ძალით იწვევს საკვებურის გადაჩოჩება-გადაადგილებას  დაკვებილი ადგილიდან. ეს პროცესი რომ ავიცილოთ გვიწევს საკვებურის დამძიმება, რაც უფრო მცირეა ძუის ან წნულის დიამეტრი, მით უფრო მცირეა მასზე წყლის მიერ გაწეული წინაღობა.

მაგრამ შეიძლება გამოყენებულ იქნას შეძლებისდაგვარად მინიმალური კვეთის დიამეტრის ძირითადი ძუა, ამისთვის აუცილებელია,  რომ ძირითადი ძუის ბოლოში დავამატოთ მაღალი გამძლეობის დამატებითი "შოკური" ნაწილი--ეგრეთწოდებული შოკ-ლიდერი.

მაგალითად-ძირითადი 0.22 ძუის შემთხვევაში ვაბავთ 0.28 შოკ-ლიდერს, ასევე 0.1 წნულის შემთხვევაში იგივე 0.28 ძუის შოკ-ლიდერს.

შოკ-ლიდერი  თავის თავზე იღებს პირველ "შოკურ" დატვირთვა-დარტყმას ანკესის მოქნევის დროს. ანუ თუ ძირითადი ძუა გათვლილია 3-4კგ დატვირთვაზე შოკ-ლიდერი უნდა უძლებდეს 10-12 კგ დატვირთვას. ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება თამამად გადავაგდოთ დიდი სიმძიმეები, 100გ და მეტი.

 

შოკ-ლიდერის გამოყენება იძლევა შესაძლებლობას გამოვიყენოთ მცირე კვეთის ძირითადი ძუა თუ წნული, რაც თავის მხრივ ამცირებს ძირითადის წინაღობის ძალას წყალში, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი პლუსი შოკ-ლიდერის გამოყენებისა ფიდერით თევზაობაში.

ფიდერით თევზაობისას ხშირად ხდება მონტაჟის გადაგდება ქვიან, წინაღობიან ან ნიჟარებით მდიდარ ფსკერზე,  ზუსტად  ასეთი ადგილები  იზიდავს თევზს. ჩვეულებრივი მონო ძუა უფრო მეტად გამძლეა ამ ადგილებში თევზაობისას, ხრეშიან და ნიჟარიან ფსკერზე ხახუნს უფრო მეტად უძლებს ვიდრე  პატარა კვეთის ძუა, ხოლო წნული ძალიან ადვილად იხეხება და იჭრება ნიჟარებზე და წვრილ წვეტიან(წალკაში)  ქვებზე--რის შედეგადაც  ყოველი თევზაობის შემდეგ გვიხდება ძვირადღირებული წნულისა თუ სპეციალური ფიდერის ძუის რამოდენიმე მეტრით დამოკლება.  ამ დანაკარგს კი აგვაცილებს შოკ-ლიდერი,რომელიც ყენდება იაფიანი და მსხვილი ძუისგან.

 

შოკ-ლიდერის გამოყენებისას  სროლის მომენტში ნაკლებად საშიშია თითის დაზიანება- წვრილი წნული ადვილად გაჭრის თითს გადაგდების დროს, ფიდერით თავზაობისას კი ხშირი გადაგდებები გვიწევს.

 

შოკ-ლიდერს, რომელიც გაკეთებულია მონო ძუისგან გააჩნია თავისი წელვადობა და იძლევა ამორტიზაციას თევზის გამოყვანის პროცესში.რაც კიდევ ერთი პლუსია დიდი თევზის გამოყვანისას 

 

ზოგიერთი მეთევზე ფიდერის მონტაჟს(არასიმეტრიული,პატერნოსტერი) აწყობს პირდაპირ ძირითად ძუაზე(წნულზე), რაც იწვევს ძირითადის ისევ და ისევ დამოკლებას ყოველი თევზაობის შემდეგ, შოკ-ლიდერის გამოყენებისას მონტაჟის აწყობა შეიძლება პირდაპირ მასზეც და ამ შემთხვევაშიც ვუფრთხილდებით ძვირადღირებულ ძირითადს.

                 

შოკ-ლიდერის უარყოფითი მხარეები 

შოკ-ლიდერის მიბმის ოპტიმალურ კვანძებზე ქვემოთ გვექნება საუბარი, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს კვანძი, თვით კვანძის დიამეტრი რამოდენიმეჯერ დიდია  ძირითადი ძუის თუ წნულის  დიამეტრზე,ხოლო ფიდერის ანკესზე იყენებენ მსუბუქ და წვრილ გამტარ რგოლებს. უფრო მეტად ეს ეხება  მსუბუქ (light) ფიდერს და პიკერს.

გამტარი რგოლების მცირე დიამეტრი გარკვეულწილად ართულებს შოკ-ლიდერის გამოყენებას ფიდერის ანკესზე, 0.4 ზომის მონო ძუის შოკლიდერის შემთხვავაში შეიძლება საერთოდ არ გაეტიოს კვანძი ზოგიერთი მოდელის ფიდერის ანკესზე, 0.3 ის გამოყენებისას კი საკმაო ძალისხმევაა საჭირო რათა კვანძი გაძვრეს გამტარ რგოლში, რომლის დროსაც გადაგდების მომენტში შევიგრძნობთ დარტყმას რაც გარკვეულწილად ამცირებს სროლის მანძილს.

 

როგორიც არ უნდა გვეყენოს კვანძი-ხშირ შემთხვევაში აგროვებს "ნაგავს", მონტაჟის ამოხვავისას ეს ნაგავი იჭედება ქვივერის რგოლში, თუ არ ვიქნებით საკმაოდ ყურადღებიანი შეიძლება მივიდეთ ქვივერის გატეხვამდეც კი.

ამისთვის აუცილებელია ვაკონტროლოთ კვანძი, ვწმინდოთ ნაგვისგან და თვით კვანძის დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს 3მმ-ს(გამტარი რგოლების დიამეტრი).

შევაჯამოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები და გავარკვიოთ რას გვაძლევს შოკ-ლიდერის გამოყენება.

 

დადებითი:

--იძლევა დიდი ტვირთის თამამად გადაგდების საშუალებას

--შეგვიძლია დავაყენოთ მცირე დიამეტირის ძირითადი ძუა ან  წნული 

--შოკ-ლიდერი რომელიც არის მსხვილი მონო  ძუისგან აწყობილი ძნელად იხლართება

--არ აზიანებს სასროლ თითს სროლის მომენტში

--მისი წელვადობის ხარჯზე მეთევზეს პატიობს მცირე შეცდომებს დიდი თევზის ამოყვანის პროცესში.

--ფიდერის საკვებურის მონტაჟები შეიძლება აიწყოს პირდაპირ  შოკ-ლიდერზე,რის ხარჯზეც იზოგება ძირითადი ძუისა თუ      წნულის სიგრძე.

 

უარყოფითი:

--კვანძი რომლითაც მიერთებულია შოკ-ლიდერი ძირითადთან ძნელად გადის ქვივერის წვრილ გამტარ რგოლებში,რაც იწვევს

 სროლის მანძილის შემცირებას

--არის საშიშროება რომ კვანძმა შეაგროვოს ნაგავი და გაიჭედოს ქვივერის გამტარ რგოლში

--შოკ-ლიდერი ამცირებს მგრძნობელობას, ეს განსაკუთრებით აისახება  ფსკერის გამოკვლევისას თევზაობის დაწყებამდე.

--ადიდებს ძუის(წნულის) ქარმედეგობის (парусность) ძალას დინებაში თევზაობისას.

 

 

 

როგორც ვხედავთ შოკ-ლიდერს გააჩნია როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები,მისი გამოყენებისას (როგორც ყველა სფეროში) მეთევზე ჭკუით უნდა მიუდგეს საკითხს და  აირჩიოს მისთვის მისაღები პრიორიტეტები.

 

შოკ-ლიდერის დაყენება

დავიმახსოვროთ ირთი წესი--შოკლიდერი ყენდება ერთი თევზაობისთვის,შემდგომი თევზაობისას იკვრება სხვა შოკ-ლიდერი.შოკ-ლიდერისთვის გამოიყენება მხოლოდ მონოფილური ძუა დიამეტრით :  0.22---0.28 მმ..100 და მეტი სიმძიმის გამოყენებისას ვაყენებთ 0.28-0.30მმ ძუას

შოკ-ლიდერის სიგრძე საშუალოდ 2-3 ჯერ დიდია თვით ანკესის სიგრძეზე, დაახლოებით 8-12მ. + - ერთი მეტრა დიდ მნიშვნელობას არ იძენს.  მაგრამ თუ თევზის ჭერა მიმდინარეობს ახლო დისტანციაზე მაგ-20მ,მაშინ შოკ-ლიდერი ყენდება მინიმალური სიგრძის რათა მონტაჟმა არ დაკარგოს მგრძნობელობა.

 

შოკ-ლიდერის კვანძები

ძირითად ძუაზე შოკ-ლიდერის მიბმისათვის ყველაზე ხშირად გამოიყენება სამი ტიპის უბრალო და მტკიცე კვანძი--blood knot,albrigh და klinch, ასევე ეგრეთწოდებული კვანძი--"სტაფილო".

გამტარ რგოლებთან ხახუნის შემცირების მიზნით კვანძებზე ხმარობენ სუპერწებოს ისეთ სახეობას რომელიც არ წვავს მონოძუას.ერთ წვეთ წებოს დამატება  მზა კვანძზე საკმარისია. ეს კვანძს შეჰმატებს მეტ გლუვობას,კარგად გასრიალდება რგოლებში და ნაკლებ "ნაგავს" მიიზიდავს წყალში.

 

blood knot-თავისი გავრცელება და სისხლიანი სახელწოდება ამ კვანძმა მე-15 საუკუნეში მიიღო, აბავდნენ რა დასასჯელ ინგლისელ მატროსებს ინგლისურ ფლოტში.

მისი გამძლეობა ადის 75%-მდე.

ამ კვანძის გამოყენებისას რეკომენდირებულია რომ შოკ-ლიდერის ძუის დიამეტრი  ძირითადზე იყოს მინიმუმ 1.5-ით მეტი. 

ეს არის იოლი კვანძი რომელიც უნდა იცოდეს ყველა მეთევზემ 

http://www.youtube.c...h?v=ufncs42S8G8

 

 

კვანძი albright 

 

http://www.youtube.c...h?v=SNuNPlTUsqw

 

კვანძი "სტაფილო"

 

http://www.youtube.c...h?v=ZzsqwsSdEXY

 

 

კვანძი klinch

 

http://www.youtube.c...h?v=znNnY7BfT64



#2 Xorxe

Xorxe

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 10 posts

პოსტი დაწერილია 09 09 2014 - 12:21

პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, კეთილი იყოს ჩემი კლავიატურა ამ ფორუმზე :)

 

ეს თემა ნამდვილად საჭირო და აქტუალურია ჩემი გადმოსახედიდან და თქვენის ნებართვით დავამატებ Facebook-ის "ფიდერით სპორტული თევზჭერა" ჯგუფიდან ერთ კომენტარს ჩემს პოსტზე (რომელიც უბრალოდ გადმოვაქართულე ანუ ქართული შრიფტით დავწერე):

 

Andro Syarg ყველაზე ადვილი დათვლა 100გ სიმძიმეზე - 10კგ შოკ-ლიდერი. ძუის დიამეტრი და სიმძიმის ფორმა არანაირ მნიშვნელობას არ თამაშობს. შოკლ-ლიდერის სიგრძე = ანკესის სიგრძე x 2 ანუ 8-10 მეტრი მაქსიმუმ (ეს ყველაფერი ეკუთვნის კარპფიშინგს).

ფიდერში სიტუაცია სხვანაირია. ფიდერში ტყორცნა ხდება სხვანაირი ტექნიკით და შოკ-ლიდერი ითვლება სხვანაირად, სიმძიმის წონა გამრავლებული 50-ზე ანუ 100გ სიმძიმე = 5კგ ძუის ტესტი + 2 კგ = 7კგ. და რა თქმა უნდა თუ ანკესის რგოლების დიამეტრი გაძლევს საშუალებას რომ შოკ-ლიდერი იხმარო.


  • GigaG, Gia Chit 74 და salamandra-ს მოეწონა ეს

#3 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3234 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 09 09 2014 - 12:38

პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, კეთილი იყოს ჩემი კლავიატურა ამ ფორუმზე :)

 

ეს თემა ნამდვილად საჭირო და აქტუალურია ჩემი გადმოსახედიდან და თქვენის ნებართვით დავამატებ Facebook-ის "ფიდერით სპორტული თევზჭერა" ჯგუფიდან ერთ კომენტარს ჩემს პოსტზე (რომელიც უბრალოდ გადმოვაქართულე ანუ ქართული შრიფტით დავწერე):

 

Andro Syarg ყველაზე ადვილი დათვლა 100გ სიმძიმეზე - 10კგ შოკ-ლიდერი. ძუის დიამეტრი და სიმძიმის ფორმა არანაირ მნიშვნელობას არ თამაშობს. შოკლ-ლიდერის სიგრძე = ანკესის სიგრძე x 2 ანუ 8-10 მეტრი მაქსიმუმ (ეს ყველაფერი ეკუთვნის კარპფიშინგს).

ფიდერში სიტუაცია სხვანაირია. ფიდერში ტყორცნა ხდება სხვანაირი ტექნიკით და შოკ-ლიდერი ითვლება სხვანაირად, სიმძიმის წონა გამრავლებული 50-ზე ანუ 100გ სიმძიმე = 5კგ ძუის ტესტი + 2 კგ = 7კგ. და რა თქმა უნდა თუ ანკესის რგოლების დიამეტრი გაძლევს საშუალებას რომ შოკ-ლიდერი იხმარო.

ველქომ თუ Fემილი ხორხე:)



#4 ozera

ozera

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1588 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 27 02 2015 - 01:15

რომელი სუპერ წებია ძუას რო არ წვავს არ იცით??? იქნებ სურათი დააგდოთ ვინც იციის რაააა



#5 Jano

Jano

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1407 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 27 02 2015 - 20:05

რომელი სუპერ წებია ძუას რო არ წვავს არ იცით??? იქნებ სურათი დააგდოთ ვინც იციის რაააა

http://nexus-kiev.com/product/64608/

http://www.flytying.ru/item1878.html

http://triwavefishin...article647.html

http://www.cathedral...product_id=3098

http://www.ebay.ie/i...=item1c38b57221

http://www.ebay.ie/i...=item540d6ab8ff

http://www.ce-angels...en-knotenkleber



#6 ozera

ozera

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1588 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 27 02 2015 - 22:30

მადლობა ჯანო.



#7 paata 540

paata 540

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 994 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 03 2015 - 14:48

 მაინტერესებს თუ ჩვენ ძირითად წნულს უპრთხილდებით, შოკ ლიდერის დაყენების შემდეგ თუ მონო უფრო ძლიერია,ზაცეპის დროს ხომ მაინც ძირითად წნულს ვკარგავთ?, ესეიგი არ შეიძლება რომ შოკ ლიდერათ უფრო სუსტი მონო გამოვიყენოთ ძირითად წნულთან შედარებით? 



#8 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2121 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 03 2015 - 15:38

 მაინტერესებს თუ ჩვენ ძირითად წნულს უპრთხილდებით, შოკ ლიდერის დაყენების შემდეგ თუ მონო უფრო ძლიერია,ზაცეპის დროს ხომ მაინც ძირითად წნულს ვკარგავთ?, ესეიგი არ შეიძლება რომ შოკ ლიდერათ უფრო სუსტი მონო გამოვიყენოთ ძირითად წნულთან შედარებით? 

შოკ ლიდერი ყენდება   :

1. ტყორცნის დროს ხელი (თითი) რომ არ გადაუხერხოს წნულმა მეთევზეს .

2. როცა ძირითადი ძუა ან წნული დაბალი კვეთის არის (შორ დისტანციაზე მონტაჟის სასროლად)

3. როცა  ძუა ან წნული დაბალი კვეთის არის  ,თევზის დასმის შემდეგ  ფორსირებულად (უფრო გაბედულად)  არ ხდება თევზის გამოყვანა ,სანამ  შოკ ლიდერი არ დაეხვევა კოჭას . 

4. როცა წნული  დგას ძირითადზე და მეთევზეს ძუაზე სურს მონტაჟის აგება 



#9 paata 540

paata 540

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 994 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 03 2015 - 16:03

გასაგებია.მადლობა გია დიდი



#10 paata 540

paata 540

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 994 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 03 2015 - 16:07

აუ ერთხელაც შეგაწუხებთ რა. წებო აუცილებელია? ჩავახვიე კოჭებზე წნულები და არ ვიცი,წელს პირველად უნდა ვცადო და იმიტომ გეკითხებით ამდენს



#11 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2121 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 03 2015 - 16:33

აუ ერთხელაც შეგაწუხებთ რა. წებო აუცილებელია? ჩავახვიე კოჭებზე წნულები და არ ვიცი,წელს პირველად უნდა ვცადო და იმიტომ გეკითხებით ამდენს

პაატა ეს საიტი აქ იმისთვის შევქმენით რომ კითხვა დასვას ხალხმა . ვერ გავიგე რას გულისხმობ ამ კითხვაში ,სად რა ჩაახვიე და წებო რისთვის არის საჭირო  .



#12 paata 540

paata 540

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 994 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 03 2015 - 17:00

ჩემს კოჭებზე წნული ძუები დავაყენე, მინდა დავაყენო შოკ ლიდერი, შოკ ლიდერის კვანძზე წებო თუა აუცილებელი? რამდენად აუცილებელია რომ კვანძზე წაუსვათ წებო? ეს მაინტერესებს გია



#13 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3259 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 03 2015 - 17:08

ნუ წებო სასურველია-ოღონდ კარგი ხარისხისა და დარწმუნებული უნდა იყო რომ ძუას არ დაწვავს.ან ისე დაასხი 40 თეთრიანი წებო როო მარტო კვანძს შეეხოს და  მონოზე არ გადავიდეს.



#14 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2121 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 03 2015 - 17:13

მე წებოს არ ვხმარობ . და რამოდენიმე  თევზაობის შემდეგ  ვჭრი და ახლიდან ვაბავ შოკლიდერს .



#15 Jano

Jano

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1407 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 03 2015 - 17:16

გია.”პერეხვატს”ვაკეთებ,თუ რამე შემეშალა,შემისწორეთ. თუ კვანძი ზედმიწევნით კარგად გააკეთე,აბსოლუტურ უმრავლესობას წებო არ ჭირდება,თუ ჭირდება,წებო უნდა იყოს დრეკადი გაშრობის შემდეგ,ასე ვთქვათ  - სპეციალური.არის ვიდეოების სერიები,სადაც ანიმაციაში კარგად ჩანს რომელი კვანძი ითხოვს წებოს. მაგალითად ამ კვანძზე ხშირად ხმარობენ images.jpg



#16 paata 540

paata 540

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 994 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 03 2015 - 17:21

მადლობა. წებოს გარეშე დავიწყებ და თუ შემექმნა მალმალე პრობლემა, მერე ვცდი წებოს უკვე



#17 paata 540

paata 540

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 994 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 24 03 2015 - 17:26

ჩავახვიე პოვერ პროს წნული ძუები 0.2  ხომ გამოდგება? თუ არადა  მირჩიეთ რა რომელი ფირმის ვიყიდო ხოლმე



#18 achiko

achiko

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 357 posts

პოსტი დაწერილია 04 05 2015 - 15:08

მოგესალმებით მაინტერესებს 0,25 კვეთის მონო ძუა მაქ ძირითადი  ეს კვეთი ფიდერში მცირე კვეთად ითვლება და აუცილებელია თუ არა ჩემს შემთხევაში შოკ ლიდერი შორს დისტანციაზე სროლისათვის და კიდევ თუ ძირითადი მონო 0,3 კვეთისააა ეს თავისთავად გამორიცხავს შოკ ლიდერის საჭიროებას ????? მე ეხლა ვამუღაბებ ფიდერს რამოდენიმე მონტაზი გამოვცადე ნადარბაზევზე რაღაც შორს დისტანციაძე გამიჭირდა ვიცი რო გამოუცდელი ვარ ამ საქმეში და ჩემს გამოუცდელობას დავაბრალე მაგარმ ცოტა ძირითაი მონო ძუის კვეთმაც ხომ არ შეუწყო ამას ხელი თქვენი გამოცდილება მინტერესებს ამ საქმეში იქნებ ვინემ გამომეხმაუროთ 



#19 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3259 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 04 05 2015 - 15:32

შოკ ლიდერი  ყენდება როცა მთავარი ძუად--ანუ ძირითადად გაქვს წნული,ან ძალიან წვრილი მონო ძუა.

როცა გიყენია ისეტი კვეთის მონო ძუა როგორიცაა 0,25--შოკლიდერის საჭიროება თითქმის აღარაა.

ფიდერით თევზაობა იმითაც არის კარგი რომ ხარისხიანი ჯოხის ელასტიურობა იძლევა იმის საშუალებას რომ აღარ დავაყენოთ  მონო ძუები როგორიცაა 0,3 და უფრო მეტი --.რათქმაუნდა ძუას იმიტომ ვაწვრილებთ რომ უპირატესობა მოგვცეს მანძილსა და ჩარტყმის რეალიზებაში,ანუ ფიდერის ჯოხი იძლევა იმის საშუალებას რომ წვრილი ძუებით ვითევზავოთ საშუალო და მოზრდილ თევზზე.--მითუმეტეს როცა მიდიხარ ისეთ ადგილას როგორიც ნადარბაზევია--იქ ძირითადად საშუალო ზომის საზანი,კობრი და მცირე ზომის კარჩხანაა.,რომლიოსთვისაც სავსებით საკმარისია 0,25 ძუა,კი არის იქაც იშვიათი ეგზემპლიარებ-6კ და ზემოთ მაგრამ ხარისხიანი ძუითა და სწორად შერჩეული კოჭის ფრიქციონით თავისუფლად შეიძლება დიდი თევზის ამოყვანა

მე ძირითად ძუად მიყენია 0,24 მონო და არც შოკლიდერი მჭირდება და არც მიჭირს დიდი თევზის გამოყვანა,ნუ თუ რათქმაუნდა 15-20 კილოიანი არ დაახტა რამე :)

 

შორ მანძილზე სროლას რაც შეეხება--აქ მარტო ძუის კვეთი არ არის მთავარი--ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული-მთავარი---შენი სროლის ტექნიკა,შემდეგ,ძუის კვეთა,.ძუის ხარისხი(თუ ძუა უხარისხოა და ზამბარასავით იკუმშება მაგით შორს ვერ გაისვრი),დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე თუ როგორ არის ძუა კოჭის მაქოზე დახვეული--როგორც წესი მაქო ბოლომდე უნდა იყოს შევსებული ძუით რათა კარგად გაიშალოს,და ბოლოს თვითონ კოჭისა და ანკესის ხარისხიც.



#20 paata 540

paata 540

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 994 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 04 05 2015 - 15:44

0,25 და 0,30 ორივე კარგია ზომაა ფიდერისთვის ძირითადათ, გაააჩნია რა გრამის საკვებურით თევზაობ და რა ზომის თევზზე, ორივე კარგი ზომაა და არ გექნება პრობლემა ისეთი, დანარჩენს თვითონ გადაწყვეტ რომ შეხედავ და ითევზავებ, 0,25 0,28 0,30 ეს ძირითადად ის ზომებია რაც იხმარება ფიდერით თევზაობისას, რა ც შეეხება შოკლიდერს, თუ ძირითადი მონო ძუა გაქვს, არაფერი შოკლიდერი არ ჭირდება, ფედერზე შოკლიდერი გამოიყენება როცა წნული გაქვს ძირითადად, 6-7 მეტრ მონოს აყენებ შემდეგ სპეციალური კვანძით. 0,3 მონო თუ ძირითადი გაქვს, არანაირი შოკლიდერი არ ჭირდება, ეს რათქმა უნდა ჩემი აზრია :)