Jump to content


ფოტო

შოკ-ლიდერი


  • Please log in to reply
61 პასუხი ამ თემაზე

#21 achiko

achiko

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 357 posts

პოსტი დაწერილია 04 05 2015 - 15:51

დიდი მადლობა  გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს ჩემი დაკვირებით დატესტვის დროს მეც მაგ დასკვნამდე მივედი პრინციპში და ყველა ხარვეზი ჩემს თავზე ავიღე მაგარამ თვენი აზრიც მაინტერესებდა რამდენად სწორი დასკვნები მქონდა გამოტანილი აი წნულს რაც შეეხება მაგ თემამ ნამდვილად დამაინტერესა და მომავალი სეზონიდან როცა ფიდერს კარგად დავუმეგობრდები წნულსაც ვცდი 


  • paata 540 likes this

#22 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2121 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 04 05 2015 - 16:04

ანკესის გამტარ რგოლებსაც აქვს დიდი მნიშვნელობა  ძუის ან წნულის გამტარიანობაზე .დისტანციაზე ვერ გახვალ თუ პატარა გამტარი რგოლებია და ძუა  დიდი კვეთის გიყენია .


  • paata 540 likes this

#23 achiko

achiko

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 357 posts

პოსტი დაწერილია 04 05 2015 - 16:10

მაგას კი დავაკვირდი ისე ზალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მე რაც ჯოხი ვიკიდე არც ისე პატარა რგოლები აქვს და ძირითადიც 0,25 მიყენია მაგრამ ყველაფერი რომ სრულად წესრიგში გქონდეს შორ დისტანციას გამოცდილება უნდა დამწყებისთვის მაქსიმუმი ალბათ 50  მეტრია ეს ჩემი აზრია რათქმაუნდა 



#24 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2121 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 04 05 2015 - 16:18

კიბატონო .დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე ,ანკესის სიგრძე ,,ანკესის ბლანკი ,ანკესის წყობა ,გამტარი რგოლი ,კოჭა ,კოჭაზე რა აყენია რა კვეთის ,სროლის ტექნიკა ,საკვებურის ან სიმძიმის წონა და ასე შემდეგ .



#25 paata 540

paata 540

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 994 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 04 05 2015 - 16:20

აჩიკო დისტანცია 50მეტრი არც ისე პატარაა, გააჩნია რა გრამის სიმძიმეს ისვრი, როცა შორ დისტანციაზე თევზაობენ,მაგალითად 80-120 მეტრი, ამ დროს სიმძიმეებიც დიდია, მაღალი ტესტის ანკესები და ასევე მონო იქნება თუ წნული, დიდი ზომებია. ჩემი დისტანცია რითიც ვთევზაობ, მაქსიმუმ 70 მეტრია :)  კიდე იმასაც აქვს მნიშვნელობა როგორი ფორმის საკვებურას ისვრი, აეროდინამიკა და ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა,მე მაინც უმეტესად 60 70მეტრზე ვთევზაობ, არის მომენტი უფრო ახლოს იდგეს თევზი



#26 achiko

achiko

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 357 posts

პოსტი დაწერილია 04 05 2015 - 18:20

მე პირადად 40 გრამიანი მრგვალი და 50 გრამიანი ოთკუთხედი  საკვებურები დავტესტე ნადარბაზევზე  50 მეტრი ნამდვილად არ არ არის პატარა უბრალოდ დამწყება რო სწორება ანუ დამუღამება ამ დინსტანციაზე ცადოს თავიდან ეს მინდოდა რო მეთქვა ცოტა ხისტი ჯოხით ფსკერულით კი მითევზავია და კარგადაც კი მისვრია  მარა დიდი ხანია ანკესი არ მჭერია ხელში და  ფიდერის ჯოხი კიდევ  არ მქონია არასდროს და ტესტვისას ცოტა ჯოხიც კი დავინდე ქვივერის შემეშინდა არ გამტეხოდა ნელ ნელა მე და ფიდერი შევეწყობით ერთმანეთს იმედია


  • paata 540 likes this

#27 Jano

Jano

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1407 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 04 05 2015 - 19:08

ეტყობა რაღაც ვერ გავიგე :huh: !იმხელა დისტანციებზე ლაპარაკობთ და მონო ძუის დიამეტრებზე მსჯელობთ. მონო მაქსიმუმ 40მეტრამდე,მერე წნული,და ეს ჩემი მოგონილი არ არის.მერე შეგიძლია დაუყენო მონო შოკლიდერი  წნულის დიამეტრიდან და საკვებურის სიმძიმიდან გამომდინარე.

და თუ ჩემს მსჯელობას გავყვებით,საშუალოდ 30მეტრის ფარგლებში არ გვჭირდება მძიმე საკვებურები,შესაბამისადაც მონოს დიამეტრი დაგვჭირდება მაქსიმუმ 0,24.

ველი თავდასხმებს :) !


  • kvanto likes this

#28 paata 540

paata 540

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 994 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 04 05 2015 - 19:23

ჯანო სრულიად გეთანხმები რომ შორ დისტანციაზე წნულით იტთევზავება, რადგან ადვილად გადის გამტარ რგოლებში და ასევე არარის მონოსავით წელვადი, შოკ ლიდერზე იყო საუბარი, ანუ მონო მაქვს კოჭაზე ძირითადიო და და შოკ ლიდერი როგორ დავაყენოო,ეს ავხსენით რომ შოკ ლიდერი მაშინაა სააჭირო როცა ძირითადი წნულია, მეტი არაფერი :) სად ვიცოდი წნული რა იყო, ვტევზაობდი მონოთი 70 მეტრზე :) ეხლა წნული მიყენია და ყველა ჩაკვრის სიგნალი უცბათ მოდის ჩემ ჯოხებზე :)



#29 misha

misha

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 06 05 2015 - 02:51

ეს ავხსენით რომ შოკ ლიდერი მაშინაა სააჭირო როცა ძირითადი წნულია,

 

როცა დაბალი კვეთის ძუა გიყენია, ამ შემთხვევაში შეიძლება დააყენო  წნულის შოკლიდერი და არანაირი პრობლემა არ იქნება, მოკლედ შოკლიდერი იხმარება მისი დანიშნულების და საჭიროების მიხედვით, ნებისმიერ კომბინაციაში. მთავარია შოკლიდერმა თავისი ფუნქცია შეასრულოს. 


  • Gia Chit 74 likes this

#30 SHALVA_AL

SHALVA_AL

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2358 posts

პოსტი დაწერილია 18 05 2015 - 23:15

გამარჯობათ :) თქვენი ფორუმის საშუალებით შევისწავლე ძალიან ბევრი რამ და ამ სეზონისთვის აღვიჭურვე ფიდერზე სათევზაოდ. 

რამდენიმე კითხვა მაქვს და შესაბამის განყოფილებებში დაგისვამთ :) რაც შეეხება შოკ-ლიდერს და მონტაჟს: ვიყიდე ტრაბუკოს ფიდერ-კოჭა კასტ-ფორსი 4,9 5000 (მაქოს ჭრილი ღრმა არაა), დახვეული მაქვს ძირითად ძუად წნული "სალმოს" ფირმის 0,14-იანი. ვაპირებ დავაყენო შოკ-ლიდერი "მიკადოს" 0,36 მონო (მაქვს "ტრაბუკოს" მონო 0,25-იც), რომელი ჯობია?



#31 SHALVA_AL

SHALVA_AL

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2358 posts

პოსტი დაწერილია 18 05 2015 - 23:17

ნადარბაზევზე მინდა წასვლა და ფიდერი და ფლეტი მინდა ვცადო 15 და 30 გრამიანები (ჯოხი მაქვს ტრაბუკოს 120 გრ. ტესტის). სწორი მონტაჟი გამომდის? 



#32 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 18 05 2015 - 23:22

გამარჯობათ :) თქვენი ფორუმის საშუალებით შევისწავლე ძალიან ბევრი რამ და ამ სეზონისთვის აღვიჭურვე ფიდერზე სათევზაოდ. 

რამდენიმე კითხვა მაქვს და შესაბამის განყოფილებებში დაგისვამთ :) რაც შეეხება შოკ-ლიდერს და მონტაჟს: ვიყიდე ტრაბუკოს ფიდერ-კოჭა კასტ-ფორსი 4,9 5000 (მაქოს ჭრილი ღრმა არაა), დახვეული მაქვს ძირითად ძუად წნული "სალმოს" ფირმის 0,14-იანი. ვაპირებ დავაყენო შოკ-ლიდერი "მიკადოს" 0,36 მონო (მაქვს "ტრაბუკოს" მონო 0,25-იც), რომელი ჯობია?

ტრაბუკო 0,25 საკმარისია

ნადარბაზევზე მინდა წასვლა და ფიდერი და ფლეტი მინდა ვცადო 15 და 30 გრამიანები (ჯოხი მაქვს ტრაბუკოს 120 გრ. ტესტის). სწორი მონტაჟი გამომდის? 

15 და 30 გრამიანი ფლეტი ვერ გადატვირთავს 120 გრამიან ჯოხს


  • kvanto and SHALVA_AL-ს მოეწონა ეს

#33 SHALVA_AL

SHALVA_AL

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2358 posts

პოსტი დაწერილია 18 05 2015 - 23:31

მადლობა, ბ-ნო თენგო, პასუხისთვის. უბრალოდ ჭნული 0.14 და მონო 0,25 (რომ წავიკითხე) ორივეს ერთი და იგივე გამძლეობა აქვს 7,2 კგ დაახლოებით. ხოდა ვიფიქრე მონო ცოტა ძლიერი დავაყენო მეთქი... კარგით 0,25-ს დავაყენებ :)



#34 SHALVA_AL

SHALVA_AL

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2358 posts

პოსტი დაწერილია 18 05 2015 - 23:34

გადატვირთვაში რა იგულისხმება? პატარა წონებია? 15 და 30 გრამიან ფლეტებს საკვების წონაც ხომ ემატება? მაქვს აგრეთვე 40-50 გრამიანი ფიდერის საკვებურებიც. ამ ჯოხით ვერ ვითევზავებ?



#35 paata 540

paata 540

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 994 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 18 05 2015 - 23:37

მაინცდამაინც თუ შოკ ლიდერის დაყენებას აპირებ,  0,25 საკმარისია მაგ გრამებზე,არაა საჭირო მეტი. თორემ ნასკვი დიდი გამოვა და მაგ გრამებზე კიდე უფრო შეგიმცირებს ტყორცნის მანძილს.  ითევზავე 30 გრამიანით, ნასკვი კი გირჩევ გააკეთო ეგრედ წოდებული მარკოვკა, თუ არ იცი, მოიძიებ იუთუბზე, თუ ვერ ნახე, დაწერე და ლინკს გამოგიგზავნი ;)



#36 paata 540

paata 540

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 994 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 18 05 2015 - 23:51

გადატვირთვაში რა იგულისხმება? პატარა წონებია? 15 და 30 გრამიან ფლეტებს საკვების წონაც ხომ ემატება? მაქვს აგრეთვე 40-50 გრამიანი ფიდერის საკვებურებიც. ამ ჯოხით ვერ ვითევზავებ?

რაც ჩამოთვალე ყველა საკვებურით შეგიძლია ითევზაო 120 გრამიანი ჯოხით, ცოტა კიდე მეტითაც :) არაა პრობლემა დაბალი გრამები, დააყენე შესაბამისი ქვივერი და ისიამოვნე,ჩემი აზრით 15 გრამიანი ნადარბაზევზე ცოტა პატარა იქნება და 30 იანით ითევზავე, მომავალსჰი კი შეიძინე კიდე, 40-60 გრამიანი ფლეტებიც, ასევე გააჩნია რა ამინდია, თუ ქარია ძაან უჭირს 15 გრამიან საკვებურას გაჩერება ერთ ადგილას დინების გამო. შეხედავ თვითონ და დაამუღამებ, თვითონ მიხვდები დანარჩენს უფრო კარგად, ნადარბაზევის ამბავს გაგვაგებინებ ხო :)


  • maxo06 likes this

#37 SHALVA_AL

SHALVA_AL

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2358 posts

პოსტი დაწერილია 20 05 2015 - 12:37

ჯანო, გამარჯობათ.

ჩვენთან რომ იყიდება მაღაზიებში ჩვეულებრივი 20 თეთრიანი წებო ეგ არ წავა შოკ-ლიდერზე?



#38 Jano

Jano

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1407 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 20 05 2015 - 14:33

ჯანო, გამარჯობათ.

ჩვენთან რომ იყიდება მაღაზიებში ჩვეულებრივი 20 თეთრიანი წებო ეგ არ წავა შოკ-ლიდერზე?

ერთ-ერთი საუკეთესო კვანძებია სქელი მონო და წვრილი წნულისთვის. შეიძლება რთულად მოგეჩვენოს,მაგრამ ორ-სამჯერ წაივარჯიშებ და ეგ არის,თანაც გაითვალისწინე,რომ ამ კვანძს სახლში აკეთებ და მინიმუმ თევზაობის ბოლომდე შეცვლა არ დაგჭირდება,ამიტომ დინჯად და ხარისხიანად უნდა გააკეთო.ამათ არანაირი წებო არ სჭირდება!!!

     წებოს  კარპისტები ხანდახან იყენებენ ამ კვანძზეdownload (1).jpg

    ჩემი აზრით 20 თეთრიანი მაინც დააზიანებს ძუას.



#39 dato_janashvili

dato_janashvili

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 291 posts

პოსტი დაწერილია 23 04 2018 - 13:13

სალამი მეგობრებო.

მოკლედ, მინიმუმ 3ჯერ მაინც გადავიკითხე ეს თემა თავიდან ბოლომდე და მაინც გამიჩნდა რაღაც შეკითხვა მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი დაწვრილებითაა ახსნილი შოკლიდერზე.
ეხლა კი ჩემი შეკითხვა: შოკლიდერად გამოიყენება "სპეეციალური" ძუა თუუ უბრალოდ ძირითად წნულზე მაღალი კვეთის ნებისმიერი (ხარისხიანი) ძუა??

0,16 წნულს 0,25-0,3 შოკლიდერი თავისუფლად ყოფნის ხომ?

#40 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2121 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 23 04 2018 - 14:08

სალამი მეგობრებო.

მოკლედ, მინიმუმ 3ჯერ მაინც გადავიკითხე ეს თემა თავიდან ბოლომდე და მაინც გამიჩნდა რაღაც შეკითხვა მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი დაწვრილებითაა ახსნილი შოკლიდერზე.
ეხლა კი ჩემი შეკითხვა: შოკლიდერად გამოიყენება "სპეეციალური" ძუა თუუ უბრალოდ ძირითად წნულზე მაღალი კვეთის ნებისმიერი (ხარისხიანი) ძუა??

0,16 წნულს 0,25-0,3 შოკლიდერი თავისუფლად ყოფნის ხომ?

მოკლედ , შოკლიდერს აყენებენ შემდეგ შემთხვევაში :

1. თუ ძირითადი წნული ან ძუა  დაბალი კვეთის არის (დაბალი კვეთის წნულით ან ძუით უფრო შორ დისტანციაზე გადის მეთევზე ,ასევე გვერდითი დაწოლა დინებიდან ნაკლებია წნულსა თუ ძუაზე ) .ამ შემთხვევაში ბონუსური თევზის დაჯდომის  შემთხვევაში  მეთევზე ცდილობს ის დაღალოს ან მიიყვანოს ანკესის ბლანკისა და  კოჭის ფრიქციონის მეშვეობით  იქამდე ,სანამ შოკ ლიდერი არ დაეხვევა კოჭას და შემდგომში  უფრო გაბედულად ებრძოლოს თევზს .

2. როცა ძირითადზე წნული უყენია და ძალისებრი ტყორცნაა საჭირო ( იმ შემთხვევაში როცა სათითური არ გააჩნია)

3. მონტაჟს უფრო კარგად აწყობს ლიდერზე .

4 და 5 ვარიანტი თუ არსებობს არ დაგზარდებიან ბიჭები .


  • beka bashi likes this