Jump to content


ფოტო

ნავი

ნავი ეკიპირება აქსესუარები

  • Please log in to reply
11 პასუხი ამ თემაზე

#1 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 21 12 2013 - 22:24

გასაბერი ნავი

ekcpluataciya-lodki.jpg

გასაბერი ნავი - ესაა ტურისტების საოცნებო ნივთი  ტბაზე გასეირნებისა და ღამით თევზაობისთვის. დღეს გასაბერი ნავები მეტად პოპულარულია.  ეს გასაგებიცაა - გასაბერი ნავები მსუბუქია, კომპაქტური, სწარაფად იწყობა  და მათი ტრანსპორტირებაც იოლია. გასაბერი ნავების  თანამედროვე მოდელები სულ უფრო კომფორტული და მოსახერხებელი ხდება.

გასაბერი ნავები შეიძლება  დაიყოს ორ ტიპად - დამზადების მასალის მიხედვით. დღეისათვის გასაბერი ნავების დასამზადებლად გამოიყენება ჰიპალონი და პვქ  (პოლივინილქლორიდი). 

ჰიპალონი ხელოვნური რეზინაა, რომელიც გამოირჩევა შესანიშნავი ჰიდროსაიზოლაციო თვისებებითა  და გარემოს სხვადახვაგვარი ზემოქმედების მიმართ გამძლეობით. ჰიპალონისგან დამზადებულ ნავს  შიგნიდან გამოკრული აქვს ნეოპრენი (სინთეტიკური კაუჩუკის ნაირსახეობა), ხოლო ამ ორ ფენას შორის ჩაფენილია ქსოვილის ფენა - მეტი გამძლეობისთვის. ამიტომ ჰიპალონის ნავები საკმაოდ საიმედო და გამძლეა.

cadet-fastroller-360-acti-v-int-l-1-2009.jpg

 

მეორე ტიპის ნავები პვქ-ით დაფარული ქსოვილისგან მზადდება. ამგვარი ნავების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მსუბუქია და შესაძლებელია  ნაკერების ვულკანიზცია.  ნაკლი - ამგვარი ნავის შეკეთება რთულია.

naduvnie_lodki_pvh_veles-272.jpg  int68370.jpg

 

ნავის საიმედოობისა და სიმტკიცისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნაკერებს, უფრო ზუსტად კი მათი დამზადების მეთოდს. დღეისათვის ნაკერების დასამზადებლად გამოიყენება შეწებება (პირისპირი და პირგადადებით), ვულკანიზაცია და შედუღება. საკმაოდ ხშირად ნაკერებს დამატებით ამტყარებენ  ზესადებებით, შიგნიდან და გარედან. ამგვარი შეერთება უზრუნველყოფს დიდ სიმტკიცეს და წყალგაუმტარობას.

ჰიპალონის შეერთების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი არის შეწებება. ჰიპალონის შესაწებებლად გამოიყენება წებო, რომელიც თავისი შედგენლობით  ყველაზე ახლოსაა მასალასთან. ამგვარი წებოს გამოყენება შესაძლებლობას იძლევა, მივიღოთ მტკიცე, ჰაერგაუმტარი შეერთება. ხშირად ნაკერი ნავზე გამძლე გამოდგება ხოლმე - ნავის მასალა დროთა განმავლობაში ცვდება, ხოლო ნაკერები ისეთივე იდეალური რჩება. მაგრამ თვითონ შეწებების პროცესი საკმაოდ რთულია, ამიტომ ასეთი ნავები უფრო ძვირი ღირს.

პვქ-სგან დამზადებული ნავების ნაკერებისთვის, როგორც წესი, გამოიყენება შედუღება ან ვულკანიზაცია, რადგან პვქ ცუდად წებდება. შედუღება და ვულკანიზაცია საიმედო, მაგრამ არაქარხნულ პირობებში რთულად საწარმოებელი მეთოდებია.

მზა ნავის ფასი დამოკიდებულია შედუღების სახეზე - ავტომატური შედუღება ნავის თვითღირებულებას ამცირებს.

ზოგიერთი მწარმოებელი მეტი გამძლეობისთვის ნაკერებზე საგანგებო ნაკერის ლენტს ამატებს, რომელიც გარედან ეკვრება  და  დეკორატიულ ფუნქციასაც ასრულებს.

ნავის არჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად და რა სიხშირით აპირებთ მის გამოყენებას. მაგალითად, ერთი ან ორი მგზავრისათვის  ოპტიმალური ვარიანტი იქნება მცირე ზომის კანჯო. მასზე შეიძლება დააყენოთ პატარა ძრავი ან ისარგებლოთ ნიჩბებით. თევზაობის ან ოჯახური დასვენების მოყვარულებს ამგვარი ნავი მიიზიდავს დაბალი ფასითა და კომპაქტური ზომებით.

მკვლევარებისთვის,  წყალზე ხანგრძლივად მოგზაურობის მოყვარულებისთვის უფრო შესაფრისია სპორტული ნავები. ამგვარი ნავები დაკომპლექტებულია მტკიცე, გამძლე ხის ან პლასტმასის ხარიხებით, გააჩნია გამძლე გემბანი, გასაბერი ან მყარი კილი. სპორტული ნავების ფიცარნაგი შეიძლება სხვადასხვა მასალისგან დამზადდეს. სპორტული ნავი შეიძლება მოძრაობდეს იალქნის დახმარებით, მასზე შეიძლება დამონტაჟდეს პატარა ძრავიც. ნავი კომპაქტურია შენახვისა და ტრანსპორტირების თვალსაზრისით - ყველა ზესადები დეტალი იხსნება (ძვრება),  თვითონ ნავი კი იკეცება. 

 

14.jpg

 

RIB-ნავებში შეხამებულია გასაბერი ნავების სიმსუბუქე და კატარღების  სიმყარე.  ასეთი ნავების კონსტრუქცია მარტივია: მყარ კილზე მაგრდება გასაბერი მილები. RIB-ნავები შეიძლება აღჭურვილი იყოს მრავალფეროვანი მოწყობილობებით: ჰიდროტექნიკით, საწვავის ავზებით, შხაპის კაბინებით. ამიტომ RIB-ნავები სერიოზული მიზნებისთვის გამოიყენება, მაგალითად, სანაპირო დაცვისთვის. რასაკვირველია, RIB-ნავებს ვერ ვუწოდებთ ვერც კომპაქტურს და ვერც მოსახერხებელს ტრასპორტირების თვალსაზრისით - მათ გადასატანად საჭიროა მისაბმელი.

main.jpg 20624_brig_eagle_780_hypalon_neu_photo_0_img.jpg  kiev-katera__motornye_lodki__naduvnye_lodki_-_RIBs___pricepy__podvesnye_dvigateli__394507.jpeg  324828_30070.jpg



#2 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 30 12 2014 - 02:09

დღეს ვათვალიერებდი კანოებს და ბაიდარკებს,გადავედი კაიოკებზე.მინდა ვთქვა რომ მშვენიერი რამ არის ჩვენთან სათევზაოდ.დიდი ტვირთამწეობა 300-450კგ,მსუბუქი,თავისუფლად გადაიტანს ერთი კაცი მანქანიდან წყალსატევამდე.იოლი სამართი და საკმაოდ სწრაფიც.

 

c8b832e135df.jpg
 
47cdb9cf8ccc.jpg
 
ამ მშვენიერ ტრანსპორტს,ფასიც მშვენიერი ჰქონია,დაახლოებით 1000$-1500$ მერყეობს.შემდეგ კი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებზე გადავედი,რომლებიც როლს-როისად მოიხსენია ერთმა მეგობარმა კაიოკებს შორის,ფასიც შესაბამისი აქვთ,ვინაიდან ყველა ხელით ნამუშევარია და ნამდვილად რომ სილამაზის განსახიერებაა.
1f7b5762b53e.jpg
 
8e2f6a039369.jpg
 
f7c0690e6899.jpg
 
263cf92849fc.jpg
 
35ddb0e59638.jpg
 

  • Dentist and Gia Chit 74-ს მოეწონა ეს

#3 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 30 12 2014 - 02:13

ნამდვილად რომ ხელოვნების ნიმუშია.

aef6ef8510b7.jpg
 
ecf2f6eab311.jpg
 
403d91297363.jpg
 
fab9a79dce23.jpg
 
0ff7930b0c0b.jpg
 
17aa62097bc4.jpg


#4 kvasito

kvasito

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 11 posts

პოსტი დაწერილია 06 07 2016 - 22:24

არიქა იქნებ დამეხმაროს ვინმე ღვთისნიერი:) მაჩუქეს Intex-ის გასაბერი ნავი მაგრამ უშვებს ნაკერიდან იქნებ ვინმე მითხრათ სადაც მივიტან და გავაკეთებ დავალატკავებ. მარტო მე როგორ ვიზავ არ ვიცით

 

დაწერეთ ასევე თქვენი გამოდილება ნავის დალატკავებასთან დაკავშირებით )



#5 achiko

achiko

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 359 posts

პოსტი დაწერილია 07 07 2016 - 14:15

პირადში მოგწეერ ნომერი დარეკე და იქნებ დაგეხმაროს 



#6 Shon

Shon

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 70 posts

პოსტი დაწერილია 08 07 2016 - 21:45

მასეთი რეზინის ნავით ფრთხილად იყავი განსაკუთრებით ცივ წყალში.
აუცილებლად ჩაიცვი მაშველი ჟილეტი.
ახლობელს ნაკერზე გაუსკდა ახალი მაღაზიაში ნაყიდი მაგაზე ხარისხიანი ნავი. რომ არა ახლომახლო მოთევზავე მოხუცი პატარა ნავით საწყალი დაიხრჩობოდა. შემოდგომა იყო და წყალი საკმაოდ ცივი იყო.

#7 dato_janashvili

dato_janashvili

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 291 posts

პოსტი დაწერილია 10 01 2019 - 13:16

სალამი მეგობრებო.
დიდი ხანია მაწუხებს ნავის შეძენის იდეა, მაგრამ ძალიან მაღალი ტყემლის ხის კენწეროში ვზივარ ამ საკითხში.
შეგიძლიათ მირჩიოთ დღესდღეობით ჩვენს ბაზარზე არსებული ნავებიდან რომელია ოპტიმალური ფასი/ხარისხის მიხედვით, რა ფირმის, რომელი ქვეყნის წარმოებული.
მოთხოვნები:

გასაბერი.

ბიუჯეტი დაახლოებით 600-700 ლარი.

თავისუფლად თავსდებოდეს 2 ადამიანი (არაჩინელი :D)

ძრავი არ მაინტერესებს, ნიჩბები და იმის ჯანი.
თუ გაქვთ ვინმეს, რა ფირმის გაქვთ, კმაყოფილი ხართ თუ არა.

#8 dato_janashvili

dato_janashvili

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 291 posts

პოსტი დაწერილია 10 01 2019 - 14:31

Bark-ზე გსმენიათ რამე?

https://www.mymarket...6616/BARK B-300

ეს მესიმპატიურება ცოტა
ჩემს მოთხოვნებს აკმაყოფილებს

#9 Jano

Jano

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1410 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 10 01 2019 - 18:15

ჩემს მეგობრებს აქვთ,ორ და სამ კაციანი,სამჯერ ვითევზავე ჯანდარაზე ადრე გაზაფხულებზე დაგვიან შემოდგომებზე,ოთხნი მივდიოდით,მე ყოვეთვის სამკაციანში ვიჯექი,ძალიან კომფორტულია სამკაციანი ორისთვის,ორკაციანიც წავა ორზე,მაგრამ ძალიან სივიწროვეში გიწევს,ეგ ერთისთვისაა მისწრება :) .მასალა ალბათ საკმაოდ ხარისხიანია,რადგან აი უკვე 5 თუ 6 წელია ნავები ისევ ისე არიან. ძალიან მომწონდა მყარი ძირი.ფეხზე დადგომა არაა პრობლემა.აი რაც ვიცი.



#10 ovikus

ovikus

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 309 posts

პოსტი დაწერილია 11 01 2019 - 03:08

Bark-ზე გსმენიათ რამე?

https://www.mymarket...6616/BARK B-300

ეს მესიმპატიურება ცოტა
ჩემს მოთხოვნებს აკმაყოფილებს

 

ჩვენთან გავრცელებული ნავებიდან საუკეთესოა KOLIBRI, არმირებული მასალა აქვს. ჩემი ნავი დიდ ტალღაში ქვებზე ხოხიალს არაერთხელ გაუძლო ისე რომ კაწრიც არ დარჩენია ზედ. მაგრამ ძვირებიც არის. გუდვილში 2,80-3,00 მეტრიანების ფასი ეხლა 1000 ლარს აღემატება

BARK არის ხარისხიანი ეკონომ ვარიანტი, მყიდველი ნამდვილად არ ინანებს. ასე რომ მოთხოვნებს თუ აკმაყოფილებს და არმატურაზე ან გატეხილ შუშაზე თუ არ წამოაგე გამოგადგება


  • Jano likes this

#11 dato_janashvili

dato_janashvili

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 291 posts

პოსტი დაწერილია 11 01 2019 - 12:05

მადლობთ მეგობრებო გამოხმაურებისთვის.
მოსკოვში ვნახე ძალიან ხელსაყრელ ფასად კოლიბრის 3,3მ ნავი და გაზაფხულის დასაწყისისკენ მაგას დავესაკუთრები.

#12 Mary

Mary
  • Members
  • 1 posts

პოსტი დაწერილია 18 10 2019 - 15:10

გამარჯობა, 
ნავს ვეძებ 10 ნოემბრისთვის, ერთჯერადად, რომლითაც 4 ადამიანი შეძლებს ნიჩბით ცურვას თბილისის ზღვაზე. 
ერთადერთი სივრცე აღმოჩნდა სადაც რაიმე ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი და იქნებ მირჩიოთ რამე? 
მადლობა დიდი წინასწარ <3 







მიმაგრებული თეგები: ნავი, ეკიპირება, აქსესუარები