Jump to content


ფოტო

სხვადასხვა ჭიები

ჭიები ჭაობის ჭია წყლის ჭია მდინარის ჭია

  • Please log in to reply
7 პასუხი ამ თემაზე

#1 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 21 12 2013 - 22:51

მწვანე ჭია

ზომით მიწის ჭიას არ ჩამოუვარდება, მაგრამ მასზე  გამძლეა. ფერი მერყეობს ნაცრისფერიდან მუქ მწვანემდე. ბინადრობს უპირატესად მდინარეთა აუზებში, უმეტესად ნესტიან ადგილებში - ტენიან მდინარეთა ნატანებში, ჭაობების ბურცობების ქვეშ, ცხიმიან მინდვრის ნიადაგში, წყლის პირებზე. ამ ჭიის მოსაპოვებლად ნიჩბით თხრიან მისი  ბინადრობის სავარაუდო ადგილებს.   საქართველოში ითვლება ერთერთ საუკეთესო სატყუარად წვერას ჭერის დროს.

зеленный червь.jpg

 

ჭაობის ჭია

ღია ფერის, ხშირად მოყვითალო ელფერით, სიგრძით 2-3 სმ. ბინადრობს წყალსაცავების ფსკერზე, წყალმცენარეებს  ფესვებსა და ღეროებზე, მათ მკვდარ თანაყვავლედებში. ყველაზე დიდი ზომის ჭაობის ჭია ცხოვრობს ისლისებრთა ოჯახის წყალმცენარეებთან, უპირატესად ტბის ლელქაშებში.  მათ მოსაპოვებლად  მცენარეებს ამოგლეჯენ და ყურადღებით ათვალიერებენ.

болотный червь.jpg

 

წყლის ჭია

ამ ჭიაზე განსაკუთრებით უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ის ბინადრობს მდინარეების ნაპირებზე, უმეტესად ძლიერ ლამიან ადგილებში. ხშირად გვხვდება მუდმივ ნავმისადგომებთან, ტივებთან, ხე-ტყის დაცურების ჯორგსაჭერებთან. თვითონ ჭია მონაცრისფრო-მოწითალი ფერისაა, ხშირად იისფერი ელფერით, ხელის შეხებით თითქოს ხორკლიანი, ხაოიანი. მისი სიგრძე 20 სმ-ს აღწევს,  სისქე 5 მმ-ს. ეს ჭია ძალიან ადვილად წყდება, რადგან მეტად ნაზია. ნემსკავზე მთლიანად აცმევენ (მარყუჟებად), მაგრამ უმეტესად საჭირო სიგრძის ნაჭრებად (ნემსკავის მიხედვით). ის  უყვარს კობრისებრთა ოჯახის  ევზებს განსაკუთრებით კი კაპარჭინას, თუმცა უარს არც სხვა თევზები ამბობენ. გვხვდება როგორც ლამიან, ისე ლამიან-ქვიშიან გრუნტში. უფრო გამძლე ჭიები - ლამიან-ქვიშიანში.

მათ მოსაპოვებლად ფეხსაცმლის გახდა , ხოლო ზოგ ადგილზე კი ტანსაცმლის გახდაც მოგიწევთ. ღრმად შესვლა საჭირო არ არის - საკმარისია 30-40 სმ. სიღრმეზე შეხვიდეთ და მოძებნოთ შედარებით რბილი გრუნტი. ხელს ვყოფთ ლამში და იქიდან ვიღებთ რაც შეიძლება მეტი მოცულობის გრუნტის პლასტს. სწორედ მასშია ჭიები, რომლებიც უნდა ამოვარჩიოთ.

poisk-vodjanogo-chervja.jpg  водяной червь.jpg

თუკი ამის გაკეთება წყალში მოუხერხებელია, გრუნტის პლასტი გამოგვაქვს ნაპირზე. ჭიები მაშინვე ჩანს, ამიტომ  მათი ამორჩევაც შესაძლებელია. ამგვარი სატყუარას მოპოვებისას უმჯობესია წყალსაცავიდან ჯერ რამდენიმე გრუნტის პლასტი ამოიღოთ  და მხოლოდ მერე დაიწყოთ ჭიების მოძიება. მართალია, ეს დროს არ შეამცირებს, მაგრა მ გაცილებით მოსახერხებელია. გრუნტი ამოგვაქვს ნაპირზე და ამოვაბრუნებთ. როდესაც ას ნაპირზე გამოიტანთ, აუცილებელია, მოამზადოთ ქილა, რომელშიც იქნება ჭიები , აავსოთ ის წყლით და აუჩქარებლად დაშალოთ გრუნტი. წყლის ჭია შეიძლება აღმოაჩინოთ დსთ-ის ევროპული ნაწილის ბევრ მდინარეში, სადაც შესაფერისი ზემოაღნიშნული პირობებია. წყლის ჭიების ბინადრობის ძირითადი ადგილებია ლამიანი გრუნტი სუსტ დინებებში მდინარეებსა და მდინარეთა ნაპირებზე , ნახევარი მეტრიდან ორ მეტრამდე სიღრმეზე. 

ასეთი ადგილები უმეტესად ნავმისადგომებთან და მდინარის სანაპირო ზოლში არსებულ წყალმცენარეებთან არის, სადაც ლამის დიდი რაოდენობის მარაგია.

რაღაც გაუგაბერი მიზეზით ნაზი გრუნტი ადვილად იმტვრევა იმ ადგილებში, სადაც არის ჭია. ამიტომ მათი აღმოჩენა რთული არ არის. ისინი მოგვაგონებს მაგარ მავთულს, ხოლო მათ ფერი მერყეობს  ”ჭუჭყიანი” ყვითლიდან მწვანემდე, წითელ ფერამდეც კი. ჩვეულებრივ, წყლის ჭია კოლონიებად ცხოვრობს და თუკი თქვენი ”ნადირობა” იღბლიანი გამოდგა, ორ ათეულამდე ჭიაც კი შეიძლება იშოვოთ.

არსებობს  წყლის ჭიის კიდევ ერთი ნაირსახეობა - წყლის ”ფოთლის” ჭია. ის უნდა მოძებნოთ დუმფარისა და წყლის შროშანის ფოთლების ქვედა მხარეს. ის მჭიდროს ეკვრის მცენარეებს , იმდენად, რომ ასეთ ადგილებში მობინადრე მკვირცხლსა და მარდ ფარფლწითელასაც კი უჭირს მისი ფოთლიდან მოცილება. სხვათა შორის, ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საკვებია.

შეგროვილი წყლის ჭიების შენახვა უმჯობესია მინის ქილაში, რომელშიც ჩასხმულია იმავე წყალსაცავის წყალი, სადაც მოიმარაგეთ ეს ჭიები. წყლის ჭიაზე კარგად მოდის ასევე ქორჭილა და ნაფოტა.

 

მოამზადა თენგო ბინიაშვილმა


  • ვანო მეხრიშვილი and kvanto-ს მოეწონა ეს

#2 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 22 12 2013 - 11:49

კარგია თენგო. ისე, ჭაობის და მწვანე ჭიას ხანდახან ერთი და იგივე ჭიასთან აიგივებენ. აქვე დავდებ ვიდეოს "მწვანე ჭიის" შესახებ.

 

 


  • Dentist, Gio და ვანო მეხრიშვილი-ს მოეწონა ეს

#3 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 22 12 2013 - 15:50

კი აიგივებენ, მაგრამ ეს სხვადასხვა ჭიებია – მწვანე ჭია ცხოვრობს მდინარეების ნაპირზე, მიწაში, ხოლო ჭაობის ჭია ბინადრობს წყალსატევების შლამში.

 

ძალიან თვალსაჩინო ვიდეოა, არადა ბევრ მეთევზეს აინტერესებს, თუ როგორ უნდა ამ ჭიის მოპოვება. ეხლა უკვე ყველაფერი გასაგებია :) მაგარი სატყუარაა, გაცილებით უკეთესია, ვიდრე  წითელი ჭია ამ შემთხვევაში.



#4 Osprey

Osprey
  • Members
  • 3 posts

პოსტი დაწერილია 05 08 2015 - 15:13

გამარჯობათ , ხომ არ იცით მახრა ხო არ იყიდება სადმე მაღაზიაში ? :)

#5 Misho Khid.

Misho Khid.

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 256 posts

პოსტი დაწერილია 05 08 2015 - 15:43

მახრა რამდენჯერმე მაქვს ნაყიდი გარის მაღაზიაში, რუსთაველის მეტროს წინ, იტალიურ ეზოში რომ არის.

 

ნახე მანდ, სავარაუდოდ ექნება.



#6 Osprey

Osprey
  • Members
  • 3 posts

პოსტი დაწერილია 05 08 2015 - 15:53

კი ვიცი ეგ მაღაზია :), გავივლი ვნახავ , მადლობა დიდი :)

#7 Osprey

Osprey
  • Members
  • 3 posts

პოსტი დაწერილია 05 08 2015 - 17:28

ვიყავი ეხლა და არ გვაქვსო :(

#8 GiorgiC

GiorgiC

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 71 posts

პოსტი დაწერილია 18 05 2018 - 20:02

მწვანე ჭია როგორ შევინახო და რამდენ ხანს ინახება?





მიმაგრებული თეგები: ჭიები, ჭაობის ჭია, წყლის ჭია, მდინარის ჭია