Jump to content


ფოტო

ფიდერის ძირითადი მონტაჟები

ფიდერი მონტაჟები პატერნოსტერი გარდნერი ასიმეტრიული ინ–ლაინ სპორტული

  • Please log in to reply
547 პასუხი ამ თემაზე

#1 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 22 12 2013 - 14:37

ფიდერის ძირითადი მონტაჟები

 

ფიდერით თევზჭერა წარმოუდგენელია სწორად აწყობილი და კარგად დაბალანსებული მონტაჟის გარეშე. ამ მიზნით შემუშავებულია რამდენიმე ტიპის მონტაჟი, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისაგან და თევზჭერის სხვადასხვა პირობებისთვისაა განკუთვნილი.

ინტერნეტში მრავლადაა წარმოდგენილი ფიდერის მონტაჟები (დაახლოების 20–მდე ვნახე), მაგრამ აქვე გეტყვით, რომ უმრავლესობა მათგანი აბსოლუტურედ გამოუსადეგარია და ეწინააღმდეგება ფიდერით თევზჭერის ძირეულ პრინციპებს.

ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ რამდენიმე მონტაჟს, რომლებითაც თევზაობენ მთელს მსოფლიოში ცნობილი მეთევზეები. ამ მონტაჟების ეფექტურობა დამტკიცებულია და ისინი აღიარებულია ფიდერით სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის პრაქტიკაში, როგოც ყველაზე ეფექტური.

 

ესენია:

  • გარდნერის მარყუჟი ან პარენოსტერი;
  • არასიმეტრიული მარყუჟი;
  • სპორტული ინ–ლაინ მონტაჟი.

აქვე ვიტყვი, რომ სხვადასხვა ანტიჩამხვევი მილაკებით აწყობილ მონტაჟებს არ განვიხილავთ, რადგან ისინი ხელს უშლიან ფიდერით მოთევზავეს პროფესიონალურ ზრდას და რაც უფრო ადრე დაიწყებს მეთევზე კლასიკური მონტაჟებით თევზაობას, მით უფრო სწრაფად დაეუფლება ის ფიდერით თევზჭერის ხელოვნებას.

 

მაშ ასე, გარდნერის მარყუჟი ან პატერნოსტერი

 

მე შეგნებულად ვთქვი „ან“ და არა „ანუ“, რადგან ბევრს ჰგონია, რომ ერთი და იგივე მონტაჟებია, მაგრამ ეს ასე არ არის. პატერნოსტერი ეწოდება მონტაჟს, რომელიც მზადდება ძუის ცალკეულ მონაკვეთზე და მერე მაგრდება ძირითად ძუაზე, ხოლო გარდნერის მარყუჟი პირდაპირ მზადდება ძირითად ძუაზე. თუმცა, კონსტრუქციულად ეს ორი მონტაჟი რა თქმა უნდა იდენტურია.

ჩემი ინფორმაციით, გარკვეული უპირატესობა ენიჭება მონო–ძუაზე ცალკე დამზადებულ პატერნოსტერს, რადგან მონო–ძუის გარკვეული სიხისტის გამო ასეთი მონტაჟი ნაკლებად იხლართება ტყორცნის დროს, თუმცა თუ ამ მონტაჟს სწორად დავამზადებთ პირდაპირ ძირითად წნულ ძუაზე, გადახლართვები მაინც მინიმალური იქნება.

 

როგორ ვამზადებთ?

თავდაპირველად უნდა გავკვანძოთ პატარა მარყუჟი, სადაც შემდგომში დამაგრდება სადავე.

11.jpg

შემდეგ მოვცილდებით ამ მარყუჟს 20–25 სანტიმეტრით და გავკვანზავთ კიდევ ერთ, უფრო დიდ მარყუჟს (8–10 სმ სიგრძის), რომელშიც შემდგომში დავამაგრებთ საკვებურას. ესაა და ეს, მონტაჟი მზადაა.

12.jpg  13.jpg  145.jpg

საკვებურას დამაგრება ხდება მარყუჟის მარტივი გადაცმით. სადავეც მაგრდება მეთოდით „მარყუჟი–მარყუჟში“. შესაბამისად გარდნერის მონტაჟში არ გამოიყენება ლითონის ელემენტები, რაც დამატებით სიმსუბუქეს და სიმარტივეს ანიჭებს.

ivopmfyn.jpg mrczanlb.jpg hpzjchez.jpg

ინტერნეტში აღწერილია ამ მონტაჟის დამზადები სხვადასხვა მეთოდები, ზოგჯერ გამოყენებულია სახაზევები და სხვადასხვა მოწყობილობები, რაც ჩემი აზრით სრულიად ზედმეტია, რადგან ტბის ნაპირზე არავინ ამოიღებს სახაზავს და ამაზე დროს არ დაკარგავს.

არავითარი დამატებითი მოწყობილობები საჭირო არ არის, მთავარია დავიცვათ ერთი წესი –

სადავის დასამაგრებელი ყულფი 7–8 სანტიმეტრით უნდა სცილდებოდეს საკვებურას ქვედა კიდეს, რათა მონტაჟის ბალანსი იყოს დაცული და არ მოხდეს გადახლართვები მონტაჟის ტყოცნისას.

210.jpg

 

მონტაჟის უპირატესობები:

  • უპირველეს ყოვლისა, ეს არის ამ მონტაჟის დამზადების სიმარტივე. გარკვეული გამოცდილების შეძენის შემდეგ, ამ მონტაჟის აწყობას ერთ წუთზე მეტი არ სჭირდება.
  • თუ თქვენ არ დაამაგრებთ ამ მონტაჟზე ლითონის ელემენტებს, შეგიძლიათ არ დაშალოთ მონტაჟი და დაახვიოთ ის კოჭას თევზაობის დამთავრების შემდეგ და გამოიყენოთ შემდგომი თევზაობისას. მისი კვანძები ფიდერის ქვივერის პატარა რგილებშიც კი ადვილად გაეტევა.

მონტაჟის ნაკლოვანებები:

  • მისი მგრძნობელობა მრავალი კამათის მიზეზია დღემდე, რადგან მრავალი მეთევზე მის მგრძნობელობას სრულიად საკმარისად მიიჩნევს კომფორტული თევზაობისთვის, მაგრამ მაინც აღიარებულია, რომ ის უფრო ნაკლებად მგრძნობიარეა, ვიდრე ასიმეტრიული მარყუჟი.
  • მიეკუთვნება ყრუ მონტაჟებს, და თუ იგი თევზთან ერთად მოგვიწყდა, თევზი განწირულია, რადგან ვერ თავისუფლდება საკვებურასგან.

ესეც მოკლე და გასაგები ვიდეო:

 



#2 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 23 12 2013 - 23:52

ასიმეტრიული მარყუჟი

petly 2.jpg

ცნობისათვის ვიცოდეთ, რომ არსებობს ასევე მონტაჟი „სიმეტრიული მარყუჟი“, მაგრამ იგი არ სარგებლობს დიდი პოპულარობით ფიდერით მოთევზავეებში და ამიტომ ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ ასიმეტრიულ მარყუჟს.

ასიმეტრიული მარყუჟი განსაკუთრებით ეფექტურია ისეთ სიტუაციებში, როდესაც ჩვენ გვჭირდება, რომ თევზს სატყუარასთან ერთად მივცეთ გარკვეული მანძილით თავისუფალი გადაადგილების საშუალება იმ მომენტამდე, სანამ თევზი არ იგრძნობს საკვებურას წონას. ანუ თევზი იღებს სატყუარას და თავისუფლად მიცურავს, მაგრამ მონტაჟის კონსტრუქცია ისეთია, რომ ეს მოძრაობა მაინც გადაეცემა ქვივერტიპს და ჩვენ გვაქვს დროული ამოკვრის საშუალება. შესაბამისად, ასემეტრიული მარყუჟი ძალიან ეფექტურია ფრთხილ თევზზე სათევზაოდ, ასევე იგი კარგად მუშაობს დინებაზე, თუ გრძელ სადავეს დავაყენებთ.

 

როგორ ვაკეთებთ

 

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ მონტაჟის აწყობა წნულ  ძუაზე შეუძლებელია. მას მხოლოდ მონო–ძუისგან ამზადებენ. შესაბამისად, მას ან ცალკე ვამზადებთ და მერე ვაბამთ ჩვენ ძირითად წნულს, ან პირდაპირ ვაკეთებთ შოკ–ლიდერზე (თუ გვაქვს). განვიხილოთ ასიმეტრიული მარყუჟის დამზადება მონო–ძუის ცალკე აღებულ მონაკვეთზე.

ვიღებთ დაახლოებით 1 მეტრი სიგრძის, 0,25–0,3 მმ დიამეტრის მონო–ძუის მონაკვეთს. უმჯობესია ძუა იყოს ხისტი კონსისტენციის, საუკეთესოა ფლუოროკარბონი.

ამ ძუას მოვკეცავთ ორად ისე, რომ ერტი ნახევარი 10 სმ–ით გრძელი იყოს მეორეზე.

ორმაგი ან სამმაგი კვანძით ვკვანძავთ პატარა ყულფს სადავისა და ნემსკავის დასამაგრებლად.

ეხლა კი ვამზადებთ ამ მონტაჟის ყველაზე რთულ ნაწილს – „გრეხილს“ ანუ გადახლართვის საწინააღმდეგო ელემენტს. სწორედ მისი ხარისხიან დამზადებაზეა დამოკიდებული რამდენად ხშირად გექნებათ გადახლართვები ამ მონტაჟით სარგებლობისას. ტყორცნისას საკვებურა როგორც ყოველთვის ყველაზე წინ მიფრინავს, ხოლო „ხვეული“ გადასწევს სადავეს გვერდზე და ხელს უშლის მის გადახლართვას მონტაჟის ძირითად ელემენტებზე.

გრეხილი უნდა მიყვებოდეს ჩვენ მიერ გაკვანძულ პატარა ყულფს. ვახვევთ ძუას ისე, რომ გამოგვივიდეს 10–12 სმ სიგრძის „ხვეული“. შემდეგ ხვეულის ბოლოს ვაკეთებთ კვანძს და ამით ვაფიქსირებთ ხვეულს.

images-stories-fiderdlynovichka-osnastka-pleten-662x436.JPG

ეხლა (არ დაგვავიწყდეს) აუცილებელია წამოვაცვათ სვიველი ჩვენი ძუის მონაკვეთის გრძელ მხარეს და გადავკვანძოთ ერთმანეთზე ეს გრძელი და მოკლე მონაკვეთები. სვიველი საჭიროა შემდგომში საკვებურას დასამაგრებლად.

gxrvmbkpewfnqtwz.jpg osnastka_dlya_fidera_nessimetrichnaya_petlya (1).jpg

პრინციპში ჩვენი მონტაჟი მზადაა, უბრალოდ საჭიროა კიდევ ერთი ყულფის გაკეთება მონტაჟის ბოლოში, რათა ის მივამაგროთ ძირითად ძუაზე.

несимметричная-петля1.jpg

 

ამ მონტაჟის უპირატესობები:

  • ეფექტურია ფრთხილ თევზზე;
  • მაღალი მგრძნობელობა აქვს;

ამ მონტაჟის მინუსებია:

  • დიდი დრო სჭირდება დამზადებას;
  • არ მზადდება წნულ ძუაზე

vxitiilcgaolhgno.jpg

 

ვიდეო: "გრეხილის" და მთლიანად მონტაჟის დამზადება: 



#3 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 12 2013 - 21:56

ფიდერის მონტაჟი „ინ–ლაინ“

 

ამ მონტაჟის დამზადება ძალიან მარტივია, მაგრამ აუცილებელია დავიცვათ გარკვეული მომენტები, რათა ეს მონტაჟი მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ.

  • აუცილებელია „გრეხილი“, რომლის სიგრძეც უნდა აღემატებოდეს საკვებურას სიგრძეს. სრულიად საკმარისია 10–15 სმ;
  • თუ ვთევზაობთ შლამიან ფსკერზე, საკვებურა უნდა დავამაგროთ ძუის მცირე მონაკვეთზე, ხოლო „გრეხილიც“ შესაბამისად დავაგრძელოთ;
  • ინ–ლაინ მონტაჟის კონსტრუქცია უმარტივესია – ძიროთად ძუაზე ან შოკ–ლიდეზე წამოვაცვამთ სვიველს საკვებურასთვის, შემდეგ კი რეზინის ბურთულას. შემდეგ ვამზადებთ „გრეხილს“ სადავისთვის და მონტაჟი მზადაა.

Фото10.jpg

 

საკვებურა თავისუფლად გადაადგილდება ძირითად ძუაზე, საიდანაც წარმოიშვა ამ მონტაჟის მეორე სახელწოდება – მცურავი მონტაჟი. შესაბამისად, ამ მონტაჟის გაწყვეტისას საკვებურა ადვილად სცილდება მას და თევზს სიცოცხლე უნარჩუნდება. ამ „უსაფრთხო“ თვისებეის გამო მონტაჟი „ინ–ლაინ“ ერთადერთი მონტაჟია, რომელიც დაშვებულია საერთაშორისო შეჯიბრებებზე.

დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ფედერაცია დიდ პოპულარიზაციას უწევს ამ მონტაჟს, რის გამოც ის ძალიან პოპულარულია და საკმაოდ დიდი ეფექტურობა აჩვენა როგორც მდგარ წყალში, ისე დინებაზე თევზაობისას.

 

ესეც ვიდეო:


  • GigaG, kvanto და vladimer-ს მოეწონა ეს

#4 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3234 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 17 01 2014 - 09:59

აქ დავდებ 3-ივე მონტაჟის ყველაზე კარგ ვიდეოებს რაც მინახავს (ერთერთი უკვე ზემოთ გვაჩვენე თენგო, feeder.by-ს გადაღებული).

მაშ ასე:

  • ინლაინი 
  • ასიმეტრიული
  • პატერნოსტერი
  • გარდნერის პატერნოსტერი 


#5 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1583 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 15:20

ამ მონტაჟებიდან რომელია ყველაზე გავრცელებული და გამოყენებადი?



#6 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3259 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 17:17

ეს მონტაჟები არის ფიდერის ძირითადი და ყველაზე გამოყენებადი, გამართლებული მონტაჟები,დანარჩენი შენზეა--პრაქტიკა გინდა და შენით უნდა აარჩიო რომელი მოგეწონება,მე ყველაზე ხშირად გარდნერის პატერნოსტერს ვიყენებ. და რათქმაუნდა ტურნირებზე  სპორტულ  ინლაინ მონტაჟს



#7 ვარაზი

ვარაზი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1015 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 17:32

მე ბოლო წლებია, რაც თევზის ჯანმრთელობაზე დავიწყე ფიქრი  :) და ყოველთვის „ინ–ლაინი“ მიყენია, თან ტურნირებისთვისაც ვკაჟდები :)



#8 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 19:47

მე დრენანის საინტერესო კომბინაციას მივაგენი, რვიანა თავისი სტოპერით საშუალებას იძლევა სპორტული მონტაჟი ძალიან მარტივად და ეფექტურად აიწყოს, ვარაზის კომენტარის არ იყოს მეც ტურნირებისთვის ვემზადები :D

ესეც ჩემს მიერ გამოყენებული დრენანის კომბინაცია:

gpr4h.jpg

sq5nw.jpg


  • ვარაზი likes this

#9 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3259 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 21:07

ნიკა-მეც მაგას ვხმარობ ინლაინზე და მართლა კარგი რამეა,გადახლართვა თითქმის აღარ ხდება.



#10 David_D

David_D

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 1569 posts

პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 21:17

ინლაინს რას უკეთებს ბოლოში, შოკ ლიდერს? 



#11 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 21:28

მე რაც ამ კომბინაციის გამოყენება დავიწყე, პრაქტიკულად გადახლართვის არც ერთი შემთხვევა არ მახსენდება :)



#12 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2121 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 22:45

მაგ სვიველებს კაიხანია ვიყენებთ :) ძალიან კარგი ხარისხის არის 


  • vladimer likes this

#13 David_D

David_D

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 1569 posts

პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 23:01

გია Ebay-დან ჩამოიტანე?



#14 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2121 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 23:11

ინლაინს რას უკეთებს ბოლოში, შოკ ლიდერს? 

შოკ ლიდერზეა ეგ ინლაინი დავით ,


  • David_D and kvanto-ს მოეწონა ეს

#15 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2121 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 23:18

გია Ebay-დან ჩამოიტანე?

კი ,Ebay-დან .ერთი მეყო ,მაგრამ ეხლა უკვე 2 გამოვიწერე .თან კარგი რა აქვს ამ სვიველს ,ანუ რვიანში ხომ ჯდება  და + ინლაინად საკვებურა რომ დადის და ტყორცნის დროს რომ ებჯინება ,ამ დროს სადავეს წევს გვერძე და გადახლართვა არხდება .ეს თან ეგრედწოდებული "სკრუტკა"-ც რომ არაგაქვს გაკეთებული და ეგ თუ გააკეთე ხომ საერთოდ ნაკლები იქნება .


  • kvanto likes this

#16 David_D

David_D

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 1569 posts

პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 23:26

თვითონ სვიველები მე სულ ასეთი მაქვს, სხვას არ ვხმარობ.  მე უფრო ამ სილიკონის სტოპერებმა დამაინტერესა.   რაც შეეხება სკრუტკას, ტუ ეს სკრუტკა გააკეთე წნულზე , ბოლოში სადავე პრინციპით "Petlya v Petlyu" არ უნდა მიამაგრო? 



#17 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2121 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 23:36

 ეგრედწოდებული "სკრუტკა" წნულზე მე არმინახია და არც გამომიყენებია .ვინმე თუ "სკრუტკას" წნულით აკეთებს არც მინახავს.ისე ძირითადიდან სადავეზე როგორც რვიანით ასევე "Петля в петлю"-თი შეიზლება გადასვლა.



#18 David_D

David_D

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 1569 posts

პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 23:40

მართალი ხარ, ძუაზე უნდა დამეწერა.  სულ წნულზე რომ ვლაპარაკობთ, უკვე ინსტიქტურად დავწერე..... 

ისე მე უკვე თითქმის სულ ამ მონტაჟს ვხმარობ, ინლაინს.   წნულზე და რა ტქმა უნდა სკრუტკის გარეშე...



#19 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 13 02 2014 - 03:26

მონტაჟები



#20 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3234 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 02 2014 - 11:17

ეს პოპოვია ბავშვობაში? :D







მიმაგრებული თეგები: ფიდერი, მონტაჟები, პატერნოსტერი, გარდნერი, ასიმეტრიული, ინ–ლაინ, სპორტული