Jump to content

ფოტო

ფიდერის ძირითადი მონტაჟები

ფიდერი მონტაჟები პატერნოსტერი გარდნერი ასიმეტრიული ინ–ლაინ სპორტული

  • Please log in to reply
547 პასუხი ამ თემაზე

#21 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 13 02 2014 - 21:31

ეს პოპოვია ბავშვობაში? :D

რომელი პოპოვი გიგა :) ოლეგია პოპოვი ????

#22 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3234 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 14 02 2014 - 09:29

რომელი პოპოვი გიგა :) ოლეგია პოპოვი ????

არა სერგეი პოპოვი. დარტანიანივით რომ აქვს წვერ ულვაში :)

#23 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 18 02 2014 - 16:44

მდინარეზე მაინტერესებს საუკეთესო მონტაჟი რომელია? თუ მნიშვნელობა არ აქვს და მანდ ძირითადად საკვებურის ფორმა და წონაა გადამწყვეტი?

#24 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3234 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 18 02 2014 - 17:01

რა ასპექტში ნიკა? საკვებურის ფორმა და წონასთან მონტაჟი რა შუაშია?
თუ ზრუნავ იმაზე, რომ ნაკლებ წონიანი საკვებურა დააყენო დინებაზე პირველ რიგში ძუას უნდა მიაქციო ყურადღება, იმ ძუას რომელიც წყალშია მოქცეული. დიამეტრი პატარა გაქვს - ნაკლებია წნევა ძუაზე და პირიქით. ასევე მნიშვნელობა აქვს მონოს და წნულს. მონოს უფრო ნაკლები წინაღობა აქვს წყალში, ვიდრე იგივე დიამეტრის წნულს. მაგალითად მე ვცდილობდი გამეჩერებინა 56გრამიანი საკვებური ჩქარ დინებაზე და არ გამომივიდა ეს 0,17 წნულის შემთხვევაში (მოდელი ), სამაგიეროდ უპრობლემოდ გაჩერდა 0,22 იანი მონო (მოდელი არ მახსოვს).

მონტაჟს უფრო პრეზენტაციაში აქვს განსხვავება. მაგალითად პატერნოსტერი მაღალი სვისით სდავეს გაგიჭიმავს დაახლოებით იმავე სიმაღლეზე, რამდენიცაა სვისი, ინალინი კი ფსკერზე დასვამს სადავეს.ასიმეტრილიც ალბათ სვისის სიმაღლეზე დასვამს სადავეს, რა ვიცი აბა, მგონი ასე იქნება :)

#25 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 18 02 2014 - 22:09

საკვებურის ფორმის ქვეშ ვგულისხმობ სპეციფიკური ფორმის საკვებურებს, მაგალითად ტივტივებში არსებობს სპეციალური ფორმის ტივტივები, რომლებიც მდინარე სათევზაოდ გამოიყენება, ასეთი ტივტივები დინებაზე კარგად იჭერს თავს, მაინტერესებდა ფიდერის მსგავსი სპეც საკვებურები თუ არსებობს მდინარისთვის,

წონასტან დაკავშირებით ალბათ უფრო მძიმე წონიანი საკვებურების გამოყენებაა მიზანშეწონილი რომ დინებამ არ ატრიალოს აქეთ იქეთ, და ბოლოს სადავე, ანუ ინ ლაინ სრიალა მონტაჟზე პრაქტიკულად სადავის სიგრძის ფიქსირება რთული პროცესია, ვინაიდან სიმძიმე ძირითად ძუაზე სრიალებს და სადავეც თავისუფალ მოძრაობაშია, ხან ფსკერზეა, ხანაც მდინარის ზედაპირზე, მაშინ როდესაც ყრუ მონტაჟში სადავე უფრო ჩაკეტილია, ნუ არ ვიცი ეს დეტალები, ისე ვიკითხე :)

მაგალითად მტკვარზე მცხეთაში არმაზის მიდამოებში, მყავს დაჭერილი ე.წ. სრიალა სიმძიმიან ,,მძიმე დონკაზე" კარგი ხრამულები, გრძელ სადავეებზე, სრიალა მონტაჟზე და იმის გავლენის ქვეშ ვიკითხე მონტაჟების უპირატესობებზე, ისე მტკვარს ზედა ნაწილში, მცხეთის ზემოთ ათვისება უნდა, დარწმუნებული ვარ საფიდერედ კარგი ადგილების მოძებნა შეიძლება

ისე ის თევზაობა დღემდე დაუვიწყარია, ისეთი ხრამულები დავიჭირეთ იმ დღეს

#26 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3234 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 19 02 2014 - 12:57

საკვებურის ფორმის ქვეშ ვგულისხმობ სპეციფიკური ფორმის საკვებურებს, მაგალითად ტივტივებში არსებობს სპეციალური ფორმის ტივტივები, რომლებიც მდინარე სათევზაოდ გამოიყენება, ასეთი ტივტივები დინებაზე კარგად იჭერს თავს, მაინტერესებდა ფიდერის მსგავსი სპეც საკვებურები თუ არსებობს მდინარისთვის,

მაგ დროს ბევრი ოთკუთხა და სამკუთხა ფორმის საკვებურებს ანიჭებს ხოლმე მნიშნელობას, მაგრამ ჩემი აზრით კარგად დაბალანსებული მონტაჟით (წვრილი ძუა და საკვებრის შესაბამისი წონა), ნებისმიერი ფორმის საკვებურით შეძლებ თევზაობას. ალბათ აქ ნკალოვანებები ექნება რაკეტა საკვებურებს სიმძიმის განაწილების გამო.

წონასტან დაკავშირებით ალბათ უფრო მძიმე წონიანი საკვებურების გამოყენებაა მიზანშეწონილი რომ დინებამ არ ატრიალოს აქეთ იქეთ, 

ნუ აქაც იგივე, ძირითადი ძუის დიამეტრუიდან გამომდინარე აარჩევ სიმძმეს (ყოველთვის ჯობია მაქსიმალურად შესაძლებელი მსუბუქი)

და ბოლოს სადავე, ანუ ინ ლაინ სრიალა მონტაჟზე პრაქტიკულად სადავის სიგრძის ფიქსირება რთული პროცესია, ვინაიდან სიმძიმე ძირითად ძუაზე სრიალებს და სადავეც თავისუფალ მოძრაობაშია, ხან ფსკერზეა, ხანაც მდინარის ზედაპირზე, მაშინ როდესაც ყრუ მონტაჟში სადავე უფრო ჩაკეტილია

არ არის სადავის დაფიქსირება რთული პროცესი ნამდვილდ. შენ ჯოხის წვერით ჭიმავ ძირითადს, რომლის ქვედა ზღვარი საკვებურია. საკვებურის შემდეგ მოდის ფიქსირებული ზომის სადავე, რომელსაც დიდი ძალა არ ადგება. თუ ძირითადი და საკვებური ფიქსირებულია. შესაბამისად სადავეც დაფიქსირებული იქნება. 

მაგალითად მტკვარზე მცხეთაში არმაზის მიდამოებში, მყავს დაჭერილი ე.წ. სრიალა სიმძიმიან ,,მძიმე დონკაზე" კარგი ხრამულები, გრძელ სადავეებზე, სრიალა მონტაჟზე და იმის გავლენის ქვეშ ვიკითხე მონტაჟების უპირატესობებზე, ისე მტკვარს ზედა ნაწილში, მცხეთის ზემოთ ათვისება უნდა, დარწმუნებული ვარ საფიდერედ კარგი ადგილების მოძებნა შეიძლება

გეთანხმები 100%. მე ვფიქრობ ვინმე მტკვრის მეთევზე უნდა გაიყოლო გიდად და ადგილები უნდა გაჩვენოს. 

#27 Jano

Jano

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1407 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 21 02 2014 - 12:45

მაგალითად მტკვარზე მცხეთაში არმაზის მიდამოებში, მყავს დაჭერილი ე.წ. სრიალა სიმძიმიან ,,მძიმე დონკაზე" კარგი ხრამულები, გრძელ სადავეებზე, 

სატყუარად რას ხმარობდით?

#28 BARS

BARS

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 112 posts

პოსტი დაწერილია 21 02 2014 - 17:58

მაინტერესებს თუ შეიძლება ინლაინ მინტაჟის აწყიბა პირდაპირ წნულ ძუაზე? თუ აუცილებელია შოკ-ლიდერის დაყენება.

#29 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3234 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 21 02 2014 - 18:02

მაინტერესებს თუ შეიძლება ინლაინ მინტაჟის აწყიბა პირდაპირ წნულ ძუაზე? თუ აუცილებელია შოკ-ლიდერის დაყენება.

როგორ არ შეიძლება. ზოგს უყვარს შოკის გამოყენება, ზოგს არა. აუცილებლობას არ წარმოადგენს.

#30 BARS

BARS

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 112 posts

პოსტი დაწერილია 21 02 2014 - 18:09

ერთი მომენტია უბრალოდ. რამდენად ხისტი იქნება წნულისგან გაკეთებული ეგრედწოდებული (სკრუტკა)

#31 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2121 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 21 02 2014 - 18:43

ერთი მომენტია უბრალოდ. რამდენად ხისტი იქნება წნულისგან გაკეთებული ეგრედწოდებული (სკრუტკა)

წნულით ეგრედწოდებული "სკრუტკა " არკეთდება   ,ნუ მე როგორც ვიცი და მინახავს ."სკრუტკის" ფუნქციაა რომ სადავე ნაკლებად აეხლართოს ძირითად მონტაჟს და გვერძე გაიყვანოს სადავე  . წნულით მისი მასალის სირბილედან გამომდინარე მე წარმოუდგენლად მიმაჩნია ეს ყველაფერი.

  • GigaG likes this

#32 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3234 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 21 02 2014 - 18:47

ერთი მომენტია უბრალოდ. რამდენად ხისტი იქნება წნულისგან გაკეთებული ეგრედწოდებული (სკრუტკა)

ხო ნუ, ნაწნავსაც თუ უკეთებ ინლაინს, მაშინ მონოს გარეშე ვერას გააწყობ...

#33 BARS

BARS

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 112 posts

პოსტი დაწერილია 21 02 2014 - 19:08

მეც ეგ მომენტი მაინტერესებდა. გიგა და ნაწნავის გარეშე თუ გიცდია ინლაინი, ანუ წნულით შოკლიდერის გარეშე? მაინტერესებს ხდება თუ არა მაგ მიმენტში გადახლართვა

#34 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3234 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 21 02 2014 - 19:16

როგორ არ მიცდია, სანამ ნაწნავს ვნახავდი რა იყო ან შოკის გკეთებას დავამუღამებდი :) მაგალითად კუმისის ტურნირზე შარშან ნაწნავის გარეშე ვიყავი :P :) გადახლართვა რათქმა უნდა რომ ხდება და დამტანჯა :)

და დააყენე შენც შოკი, რა გიშლის ხელს? ან ისე ეგეთი რამე უნდა იცადოს: წნულზე მიაბა პირდაპირ ნაწნავი, მაგათ გადაბმის ადგილზე სტოპორი დაჯდება, სტოპორის ზევიდან კარაბინი საკვებურისთვის... სახლში რომ მივალ ვნახოთ რა გამოვა... მთავარია გაფშეკილი დაიტოვოს ის ნაწნავი...

#35 BARS

BARS

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 112 posts

პოსტი დაწერილია 21 02 2014 - 19:21

რომ გააკეთებ მაგ საქმეს სურათის გადაღება არ დაგავიწყდეს. მაგრად მაინტერესებს რა გამოვა ;)

#36 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2121 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 21 02 2014 - 19:23

მე აი ამ სტოპერს ვაყენებ წნულზე ,როცა ინ ლაინ საკვებურა მიყენია ,ნორმალურად გაყავს სადავე .დანარჩენი ტექნიკის ამბავია .

$(KGrHqV,!lUFEFfPjL1(BRImIGPM w~~60 12

  • nodo70 and Shonski-ს მოეწონა ეს

#37 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3234 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 22 02 2014 - 00:13

აი ეს გამოვიდა ინლაინ მონტაჟზე წნულის და მონო ნაწნავის ჰიბრიდი.

გამოყენებულია წნული 0.17მმ და შემდეგ მონო 0.3მმ. 

ანუ წნულზე რეზინის სტოპერის ქვემოთ ებმება მონო შოკლიდერის რომელიმე კვანძით, და შემდეგ ამ მონოზე კეთდება "ნაწნავი"

IMG_0515.JPG IMG_0516.JPG IMG_0517.JPG IMG_0518.JPG

მგონი გამოვიდა რაღაცა.

ერთი რამე მაფიქრებს: ტყორცნის დროს, მთელი დატვირთვა მოდის პირდაპირ კვანძზე და რა ვიცი აბა, ვაიდა ჩუსტივით გასძვრეს ეს ჩვენი მონტაჟი ძირითადს მე-n სროლაზე  :)

პ.ს. ასეთ სქელ ძუაზე ალბათ "ნაწნავიც" აღარ არის საჭირო, ბოლოში ჩვეულკებრივი მარყუჟი რომ გაუკეთო და ცალფა იყოს, მგონი ეგეც ეყოფა.

  • Gia Chit 74 and Zurabi-Mereklishvili-ს მოეწონა ეს

#38 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3259 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 22 02 2014 - 00:27

არაფერიც არ მოუვა,მთელი მსოფლიო მაგ კვანძით თევზაობს :)

#39 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3234 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 22 02 2014 - 00:29

იგივე მონტაჟი "ნაწნავის" გარეშე

IMG_0522.JPG IMG_0523.JPG

  • kvanto likes this

#40 BARS

BARS

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 112 posts

პოსტი დაწერილია 22 02 2014 - 13:00

მშვენიერია გიგა. მეც ერთი პატარა აზრი მომივიდა შენი აწყობილი მონტაჟის ნახვის მერე. საღამოს სახში რომ მივალ ვეცდები ავაწყო და ვნახოთ რა გამოვა. ტუ ივარგებს აუცილებლად დავდებ სურათებს

მიმაგრებული თეგები: ფიდერი, მონტაჟები, პატერნოსტერი, გარდნერი, ასიმეტრიული, ინ–ლაინ, სპორტული