Jump to content


ფოტო

თევზჭერის საერთაშორისო დღე 27 ივნისი, აქცია.


  • Please log in to reply
4 პასუხი ამ თემაზე

#1 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 06 2015 - 19:43

მოგესალმებით მეგობრებო, 
წინასწარ გილოცავთ თევზჭერის საერთაშორის დღეს და ამათან დაკავშირებით, 27 ივნისს იგეგმება აქციის ჩატარება,
მონაწილეობას მიიღებს გაშოლტვით მეთევზეები და სპინინგით მეთევზეები. 
გთხოვთ გამოთქვათ თქვენი სურვილი დასწრებასთან დაკავშირებით ვინც მზად ხართ სპორტული თევზაობისათვის,
აქცია გაშუქდება ტელევიზიით და დასეწრება გარემოს დაცვის მინისტრი.
აქციის ჩატარების ადგილი სტეფანწმინდის რაიონი, სოფელი სნო. 
დაჭერილი კალმახები გადავლენ საკალმახე არხში.
ეს იქნება სპორტული თევზაობის პოპულარიზაციის დღე. 
 

 

წესები:
გამოიყენება მხოლოდ გაშოლთვის ან სპინინგის (ზე მსუბუქი) ანკესები.
ნემსკავები მხოლოდ სპორტული.
სატყუარა მხოლოდ ხელოვნური.
ნემსკავების რაოდენობა:
სპინინგის შემთხვევაში მაქსიმუმ ენაგაუქმებული 2 ცალი ნემსკავი.
(
სამკავის გარეშე)
შოლტის ანკესის შემთხვევაში მაქსიმუმ 2 ცალი ენაგაუქმებული 2 ცალი ნემსკავი.
(
ორკავის გარეშე)
არ შეიძლება თევზის გამოყვანის დროს გადაღლა.
არ შეიძლება თევზზე მშრალი ხელის მოკიდება.
არ შეიძლება თვეზის წლიდან ამოყვანა 10 წმზე მეტხანს.
არ შეიძლება თევზის ნაპირზე ამოყვანა.
არ შეიძლება თევზის ხელში აყვანა თუ ქვემოთ წყალი არ არის.
არ შეიძლება თევზის სიმაღლიდან გადაგდება გაშვების დროს
არ შეიძლება თევზის გაშვება თუ თევზი არ მოძლიერდება, გაშვებამდე თევზს წყალში ვამოძრავებთ წინ და უკან,
წყალმა რომ ლაყუჩებში გაიაროს, როდესაც დავრწმუნდებით რომ თევზი მოძლიერდა მხოლოდ მაშინ ვუშვებთ ხელს,
წინააღმდეგ შემთხვევაში თევზი შესაძლოა დაიღუპოს.
ცისარტყელა კალმახი უკან გაშვებას არ ექვემდებარება, მისი დატოვება შეუძლია აქციის ყველა მონაწილეს.
 



#2 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 28 06 2015 - 11:29

საერთაშორისო თევჭერის დღესთან დაკავშორებით, სნოს ტბაზე მოეწყო სპორტული თევზაობის აქცია, 
აქციის მიზანი იყო დიდი ზომის კალმახების გადასახლება საკალმახე არხში რომელიც წარმატებით განხორციელდა.
აქციას შემოუერთდა გარემოს დაცვის მინისტრი და მისი მოადგილე.
დაათვალიერეს ტერიტორია და მონაწილეობა მიიღეს სპორტულ თევზაობაში. 
გაეცნენ სპორტული თევზაობის სპეციფიკას. 
პარალელურად მოხდა სხვა და სხვა იდეების გაცვლა და დაიგეგმა სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობა.
ჩვენი კლუბის გარდა აქციაში მონაწილეობა მიიღო სპინინგით თევჭერის ფედერაციამ.
ლამაზი და ნაყოფიერი ნამდვილად კარგი დღე გამოვიდა, მიუხედავათ იმისა რომ ამ დღის დაგეგმვა მოხდა ექსპრონტად.

მინისტრის სტუმრობა არ იყო მხოლოდ პიარისათვის, ეს ჩვენკენ გადმოდგმული ნაბიჯი იყო რომელიც სამომავლო 
თანამშრომლობას ისახავდა მიზნად.

მინდა ყველა მონაწილეს მადლობა გადაგიხადოთ ამ აქციაში მონაწილეობის მიღებისათვის.

მამრი კალმახის გაშვების ვიდეო იხილეთ შესაბამის განყოფილებაში.
 

მიმაგრებული მინიატურები

  • 11694140_841437839271935_834641187_n.jpg
  • 11647229_841438052605247_232166743_n.jpg
  • 11652229_841437349271984_507574808_n.jpg
  • 11657503_841437415938644_1208576227_n.jpg
  • 11693124_841437419271977_1699023549_n.jpg
  • 11694140_841437839271935_834641187_n.jpg
  • 11667460_473088232856127_6472148378054525666_n.jpg

  • Dentist, SandroFly, ლიფსიტა -ს და 5 სხვებს მოგეწონათ ეს

#3 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 28 06 2015 - 12:55

შოთა, ძალიან კარგად მიგყავს საქმე. დარწმუნებული ვარ "კეთილი საქმე" წარმატებულად დასრულდება :)


  • SandroFly and FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#4 ვანო მეხრიშვილი

ვანო მეხრიშვილი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 583 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 29 06 2015 - 09:20

კარგია შოთა!!!

დიდ საქმეს შეეჭიდე.

ამას თუ მოყვა, ბრაკებთან ბრძოლის გაძლიერება და სახელმრწიფოს მიერ ფინანსური დახმარება.

კალმახს უნდა ეშველოს!!!  ;)


  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#5 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 02 07 2015 - 14:10

ყველაფერი რიგზე იქნება მეგობრებო ))