Jump to content


ფოტო

ჭიქით თევზაობა


  • ეს თემა დაკეტილია ეს თემა დაკეტილია
32 პასუხი ამ თემაზე

#1 Irakli_Sportfishing

Irakli_Sportfishing

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 354 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 28 06 2015 - 12:54

პატარა ერთჯერად ჭიქაში ვანთავსებთ სადავეს, სატყუარად გამოვიყენებთ სიმინდის 1-2 მარცვალს, სასურველია თმაზე, სადავის მეორე მხარეს დაახლოებით 10 სანტიმეტრს ვტოვებთ ჭიქის გარედან. შემდეგ დასაკვების სახით ჭიქას ვავსებთ იგივე სიმინდის მარცვლებით, ვავსებთ წყლით და ვდგავთ საყინულეში.

 

ასე ვამზადებთ 10-20-მდე ჭიქას, სახლის მაცივრიდან გადაგვაქვს მანქანის მაცივარში და ვიმგზავრებით ტბაზე). ტბაზე გაყინული ჭიქის გარეთ დატოვებულ სადავეს ვამაგრებთ მთავარ ძუაზე, სიმძიმე სასურველია გამოვიყენოთ ინლაინი. სანამ ამ ყველაფერს გადავისვრით, ამ მონტაჟს ვასველებთ წყალსაცავის წყალში რის შემდეგაც ვაძრობთ პლასტიკის ჭიქას, რჩება მხოლოდ ყინული.

 

გაყინული ჭიქა ასრულებს იგივე პვა სეტკის / მეშოკის ფუნქციას რომელიც წარმატებით გამოიყენება კარპფიშინგში წერტილოვანი დაკვების დროს, სადაც იმავე წერტილში ასევე ინთავსება ჩვენი სატყუარა ნემსკავით.

 

ice_corn.jpg


  • ozera and paata 540-ს მოეწონა ეს

#2 vaxo

vaxo

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 34 posts

პოსტი დაწერილია 29 06 2015 - 10:15

მეგობრებო იქნებ დაწვრილებიტ ამიხსნათ ვინმემ როგორ მოვხარშო სიმინდი ან რა შეურიო და დოზები  ძაან დამაინტერესა ამ მეთოდმა



#3 fff

fff

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 492 posts

პოსტი დაწერილია 29 06 2015 - 13:26

მეგობრებო ამ მეთოდს ნუ გავავრცელებთ ძალიან, იმიტომ რომ აქვს ძალიან დიდი ეფექტი და ამან შეიძლება სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანოს ნებისმიერი წყალსაცავი. ალბათ მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ ;)


  • Dentist likes this

#4 Irakli_Sportfishing

Irakli_Sportfishing

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 354 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 29 06 2015 - 19:53

დიმა, მე საერთოდ ჭიქა-კოპტონის მეთოდებით არ ვთევზაობ) უბრალოდ კაცმა ამ მეთოდის ახსნის თხოვნით მოგვმართა, მე ვუპასუხე, შემდეგ პირველი პოსტი წაიშალა და მე გავხდი ამ თემის ავტორი )

 

კი, მეთოდი ეფექტურია, და აქვს იგივე ეფექტი რაც პვა-ს. და სადღაც ახლოს არის ფიდერის მეთოდ-საკვებურასთან.... და თუ ჩაითვლება საჭიროდ - წაიშალოს............. ;)



#5 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 29 06 2015 - 20:56

1 ნემსკავია მონტაჟში? თუ ასეა რას ერჩით ახალ გამოგონებას :D კი მაგრამ ამ ჭიქებს დისტანციაზე შორს ვერ გაისვრი და ახლო მანძილზეც იჭერს თევზს? ასეთი რა ეფექტი უნდა ქონდეს ვერ ვხვდები



#6 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 29 06 2015 - 21:22

ამ ჭიქებმა დაღუპეს კუმისის დიდი ამურები :) დიმას ვეთანხმები, საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. კომერციულ ტბებზე მე ამ მეთოდს ავკრძალავდი. თითქოს იგივეა რაც "პევეა" პაკეტი, მაგრამ რატომღაც ამურზე მუშაობს მაგრად. 



#7 kakichi

kakichi

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 167 posts

პოსტი დაწერილია 29 06 2015 - 21:52

ისე რა ჯოხმა უნდა ისროლოს ამხელა მასა?? თუ ძააან პატარა ჭიქაზეა საუბარი მაგ. არყის ერთთჯერადზე????



#8 Irakli_Sportfishing

Irakli_Sportfishing

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 354 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 29 06 2015 - 22:16

ნიკა, კი ერთ ნემსკავზეა მონტაჟი, თან თმაზე. პრინციპში არმიღებული სპორტული მონტაჯია. პატარა 50 გრამიან ჭიქას კარპის ჯოხით ნორმალურ დისტანციაზე გადაისვრი..

 

თენგო, მხოლოდ კუმისი?) ადგილს არ დავასახელებ, ბლომად დაუჭერიათ საზნები...... ნავით ქონდათ შეტანილი............



#9 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 29 06 2015 - 22:17

პლასტმასის წყლის ჭიქებზეა საუბარი როგორც ვხვდები :D თან გაყინული მასა ძალიან მძიმე უნდა იყოს, როგორც ვხვდები ძალიან უხეში ჯოხებით ხდება ამ სატყუარის გასროლა.

 

ირაკლი - ნუ ნავით შეტანის შემტხვევაში კი ბატონო შორ დისტანციაზე შეიტან, მაგრამ პვას თან შედარებით უპირატესობას ვერ დავიჯერებ, სხვა თანაბარ პირობებში არამგონია ბოილის ან იგივე სიმინდის პოპ აპ მონტაჟებს აჯობოს, ეხლა კაცი თუ 12-15 ჯოხით თევზაობს, ცხადია ექნება უპირატესობა 



#10 Irakli_Sportfishing

Irakli_Sportfishing

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 354 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 29 06 2015 - 22:39

ნიკა, სიმინდის მაგივრად ბოილის გაკეთებაც შეიძლება გინდა პოპ-აპის. პვა-სთან შედარებით ბევრი მინუსი აქვს, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი პლუსით გამოირჩევა - ჭიქაში წყალთან ერთად შეიძლება არომატიზატორების დამატება. როცა პვა პაკეტი მშრალი უნდა იყოს და პატარა სისველეზე იშლება.....



#11 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 29 06 2015 - 23:02

ირაკლი, ისე მე მაქვს არომატები პევეასთან არანაირი პრობლემა არ ქონია. ანუ არომატის ბოთლებზე უნდა ეწეროს "PVA FRIENDLY"


  • Dentist likes this

#12 Irakli_Sportfishing

Irakli_Sportfishing

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 354 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 29 06 2015 - 23:23

ირაკლი, ისე მე მაქვს არომატები პევეასთან არანაირი პრობლემა არ ქონია. ანუ არომატის ბოთლებზე უნდა ეწეროს "PVA FRIENDLY"

 

ეგ არ ვიცოდი სოსო, კარგია თუ ამის გამოსავალის არსებობს!

 

ყველანაირად პვა ჯობია, და ჭიქას გამოიყენებს ის ვინც პვას ყიდვაზე არ დაიხარჟება ან მაგის არსებობაზე არ იცის. და საერთოდ არასპორტულად თევზაობს, თევზს სახლში მიიტანს საჭმელად.


  • კობა ლაფაჩი and paata 540-ს მოეწონა ეს

#13 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 29 06 2015 - 23:40

აქ ერთი მომენტიცაა--ტემპერატურის ცვალებადობა- როგირც გავიგე თუ ხდება ჩარტყმა საკმაოდ მალე ხდება.ანუ თევზს გარდა საკვებისა და არომატისა--ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებაც იზიდავს იმ პატარა არეალში რათქმაუნდა სანამ გალღვება ბოლომდე უფრო ცივი გარემოა და ალბათ ესეც იძენს გარკვეულ მნიშვნელობას.
  • ვანო მეხრიშვილი likes this

#14 ვანო მეხრიშვილი

ვანო მეხრიშვილი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 583 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 30 06 2015 - 10:21

მახო მართალია ––– თევზს გარდა საკვებისა და არომატისა--ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებაც იზიდავს იმ პატარა არეალში რათქმაუნდა სანამ გალღვება ბოლომდე უფრო ცივი გარემოა, განსაკუთრებით ზაფხულში კუმისზე წყალი ძალიან თბილი იყო, იყო ჟანგბადის ნაკლებობა, ეგ გაყინული ჭიქა, როგორც წყაროს წყალი,მოწყურებულ ადამიანზე, ისე მოქმედებდა თევზზე.



#15 artnightman

artnightman

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 537 posts

პოსტი დაწერილია 30 06 2015 - 11:19

ცოტათი გადამეტებულია მგონია ამ ჭიქებთან გამოწვეული აჟიოტაჟი))) ჩვეულებრივი პვა–ს შემცვლელი ბიუჯეტური (home made) ვარიანტია. ზაფხულის პერიოდში 50 გრამიან ყინულს განა რამდენი წუთი სჭირდება რომ დადნეს? და რამხელა მონაქვეთზე გააგრილებს წყალს? ფაქტიურად თევზს თავში უნდა დაეცეს რომ იგრძნოს ამ ტემპერატურის ვარდნა. ერთხელ დავესწარი ასეთ თევზაობას კუმისზე და სანამ მანდ ვიყავი ვერაფერი დაიჭირეს, სხვა დღეებში ნაყოფიერი იყო და რამდენიმე დიდი ამური დაიჭირეს. მგონია რომ მაინც გამართლების ამბავია და თევზი მოხვდა იმ დროს იმ აკვატორიაში და ასეთ პირობებში პვა–ც და მეთოდ ფიდერიც კარგად იმუშავებდა. სანამ ერთი ნემსკავი აბია და თევზისთვის უსაფრთხო მონტაჟია, ბრაკონიერულს ვერაფერს ვერ ვხედავ. რაც შეეხება პვა–ს და არომატიზატორებს, უამრავი PVA Friendly არომატიზატორია ბაზარზე, გამოშვებულია სპეციალურად პვა–თვის, რა თქმა უნდა ბოთლზეც უნდა ქონდეს ეს წარწერა.


  • nika likes this

#16 vaxo

vaxo

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 34 posts

პოსტი დაწერილია 30 06 2015 - 12:57

ტემპერატურა არ ვიცი მაგრამ ფაქტია რო კარგად მუშაობს  სხვა მონტაჯებთან შედარებით უბრალოდ ეს სიმინდიი რამდენად მოხარშული უნდა იყოს ვერ გავიგე  ან რამე დანამატი მოხარსვის პროცესში უნდა თუ არაა???  რაც შეეხება ბრაკონიერობას ეკრანებს და პუტანკა ბადეებს რო დავინახავთ თვალი არ დავხუჭოთ და ნებისმიერი ტბა გვასიამოვნებს ნუ აპარატზე  დინამიტზე და მაგდაგვარ მეთოდებზე  აღარ  მაქ საუბარი!!! საჩმელად სრულებით საკმარისია 1 კილო თევზიი დანარჩენიი უკან რო გავუშვათ მეორედგეს ისევ ჩვენ გაგვიხარებს გულს ;) ასერომ ტუ კაცი შეგნებულია ამ მეთოდიტაც არაფერს დააშავებს ბრაკონიერები კიდე ამით არ დაიგლიან თავს 



#17 vaxo

vaxo

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 34 posts

პოსტი დაწერილია 30 06 2015 - 13:01

იქნებ მირჩოს ვინმემ როგორ მოვხარშო სიმინდი და რამე დანამატი თუ უნდა 



#18 artnightman

artnightman

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 537 posts

პოსტი დაწერილია 30 06 2015 - 13:06

სიმინდის მოხარშვა რთული არარის. წინასწარ წყალში დაასველე მინიმუმ 24 საათით (რამდენიმე დღითაც შეიძლება), მერე მოხარშე 30–90 წუთამდე, შეგიძლია ზედ დაამატო შაქარი, თაფლი, ვანილი ან რაიმე სხვა არომატიზატორი. 



#19 vaxo

vaxo

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 34 posts

პოსტი დაწერილია 30 06 2015 - 13:16

დიდი მადლობა რჩევისტვის



#20 fff

fff

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 492 posts

პოსტი დაწერილია 30 06 2015 - 14:58

პვა-ს და ჭიქას შორის დიდი განსხვავებაა, წყალში ყინული ტივტივებს, თან დნება და ქმნის ერთგვარ საჭმლის სვეტს, წერტილი იკვებება იმ სიმაღლიდან რა სიგრძისაც არის სადავე (20-50 სმ), წარმოიდგინეთ წყალში არის შექმნილი საჭმლის სვეტი, რომელიც არის აღმართული ფსკერიდან 50 სმ-ის სიმაღლეზე (სანამ ყინული დადნება, ჩარტყმასაც 5-10 წუთი სჭირდება). ამურს მოძრაობა არც კი უწევს დგას ამ სვეტთან და მირთმევს საკვებს, შიგ ჩამალულ თმიან მონტაჟსაც ვარდნის პროცესში იღებს. თუ ამურმა აცალა "ყინულს დადნობა" შემდეგ უკვე ფსკერიდან ძირითადად კარპი იღებს.

ვეთანხმები თენგოს კერძო ტბებზე და არა მარტო, სადაც ეს შესაძლებელია ყველგან უნდა აიკრძალოს.

 

ამ მეთოდით მე არ მითევზავია, მაგრამ რაც მინახავს აქვს ძალიან უაზროდ დიდი შედეგი, თან მოყვარული მეთევზეების ხელში და წარმოიდგინეთ "ბრაკები" ამით რას იზავენ.


  • Gia Chit 74, კობა ლაფაჩი და ozera-ს მოეწონა ეს