Jump to content


ფოტო

მემორანდუმი!


  • Please log in to reply
83 პასუხი ამ თემაზე

#41 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 04 07 2015 - 13:03

ახლა ისმის აფეთქება ?  შენ ვისგან გაიგე რო ფეთქდება ? ვინმემ როდესაც ადგილზე ნახა ან გაიგო სადმე ვინმეს შეატყობინა ?
რეიდები როა საჭირო ეგ უდაოა, მაგრამ როდესაც ფაქტი ხდება ის მომენტია გამოსაყენებელი. 
ვინმე არ არის ვინც ნახა რო ვიღაცა აფეთქებდა ? 
ვინ იყო, რა მანქანა იყო ? არაფერი არ ვიცით ? 

კაი ჯანდაბას, მე რომ ახლა დავურეკო ვისაც საჭიროა, ვინმე არის ისეთი ვინც დაადასტურებს რომ გუშინ ვიღაცამ ააფეთქა მდინარე ?
თვითმხილველი ყაავს ვინმე ?  
სწორედ გამიგეთ, სადღაც ვიღაცამ სავარაუდოთ დინამიტი ჩააგდო წყალში, ამ ხმას გაიგებდა ბევრი ადამიანი, არ მკითხავენ ვინ ნახაო ?
ასე რანაირად შეილება ვინმეს გაშვება სადმე ? 
 



#42 qevxo

qevxo

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 111 posts

პოსტი დაწერილია 04 07 2015 - 14:50

ერთი ამიხსენით რა, გარემოს დაცვის თანამშრომლების მოვალეობა კაბინეტში ჯდომა და ზარის ლოდინია??

 

ვინ თვა დაურეკე ვინმეს და ახლა გაუშვანო?  არავითარი სადღაც და სავარაუდოდ, კონკრეულ მონაკვეთს ვამბობ.  

კეთილი ინებონ გარემოსდამცველებმა და იმოძრაონ დილიდან საღამომდე. ხმასაც გაიგებენ და ამფეთქებლის ვინაობასაც. სუფთავდება წყალი და ახლა აქვთ მაგათ სეზონი. ბოლო 2 დღეშ 3-მა ნაცნობმა მოთევზავემ მითხრა რომ შეესწრნენ ამ ამბავს. მათ არც იციან სად უნდა დარეკონ და არც ნომრები დაუმახსოვრებიათ და ვერ დავავალდებულებ.

 

შეეშვან ცოტა ხნით ხე-ტყეს და მდინარეებს მიხედონ. 

 

ნავით უნდა იმოძრაო მდინარეზე, არც მოგერიდებიან ბრაკები და დიდ პერიმეტრსაც გააკონტროლებ. 



#43 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 07 07 2015 - 10:23

სალამი მეგობრებო, ამ კვირაში უნდა მოხდეს კიდევ სამუშაო შეხვედრა, გარემოს დაცვა, ფინანსური და შსს, 
ასევე ამ შეხვედრას დავესწრებით მე და თენგი ბინიაშვილი მეთევზეების სახელით. 
რომ ჩამოვყალიბდეთ კონკრეტულად რას ვითხოვთ.

1) საჭიროა ინფორმაციის მიწოდება გახდეს მარტივი და მოყვეს მომენტალური რეაგირება. 
პიროვნება ვინც რეკავს თუ თავი დაცულად არ იგრძნო მეორედ აღარ დარეკავს. 
პიროვნება ვინც რეკავს ის სათევზაოთაა წასული და მთელ დღეს ვერ უთმობს ამ რეკვებს და სირბილს. მერე კიდე დაკითხვაზე სიარულს.
ეს საკითხი შეტყობინებასთან დაკავშირებით უნდა გამარტივდეს. ეს გამოიწვევს სიგნალების რაოდენობის გაზრდას.

2) უნდა აიკრძალოს სახლართი ბადეების გაყიდვა ან მოექცეს კონტროლის ქვეშ, თევჭერის ლიცენზიის გარეშე არ უნდა იყიდებოდეს.
გაყიდვიდან საერთოდ უნდა იქნას ამოღებული ეწ "პარაშუტი" რომელიც მხოლოდ უკანონო თევზაობას ემსახურება.

3)უნდა გაკონტროლდეს თევზის გასაღების ბაზარი, 
უნდა გაკონტროლდეს რესტორნები, აქ ჩვენი ჩართულობა მხოლოდ აკრძალული სახეობის  შემთხვევაში არის შესაძლებელი, სხვა თევზზე გაგვიჭირდება
გავიგოთ ლეგალურია თუ არა, როდესაც კალმახს ვნახავთ ეს უდაოდ უკანონო იქნება. 

4)კარგი იქნებოდა წინასწარ მოგვემზადებინა გარკვეული სია, სადაც ხშირი შემთხვევაა ბრაკონიერობა, 

 

5)ასევე ჩემი აზრი თევზის რეწვის ლიცენზიების ინფორმაცია რომ გვქოდეს ცუდი არ იქნებოდა, გვეცოდინება
სად არის გაცემული და რამდენ ბადეზე. ეს გაუგებრობას თავიდან აგვაცილებს. 
რაც შეეხება ლიცენზირებულ მრეწავებს, ჩემი აზრით არავინ იცავს კანონს და აქაც საჭიროა კონტროლი,
ყველას გვინახავს აკრძალულ პერიოდში მაინც როგორ კიდებენ ბადეებს. არ ასრულებენ გათევზიანების პროგრამებს. 
როცა ლიცენზიას ვადა გაუვა ტოვებენ "მკვდარ" ტბას. 

6)ასევე უმტავრესი მოთხოვნა, ბარბაროსული ბრაკონიერობა უნდა გახდეს კრიმინალი ! ჯარიმებმა არ იმუშავა. 
ჩემი აზრით ეს მოთხოვნა კატეგორიულად უნდა დავაყენოთ. ბრაკონიერი ჯარიმას იხდის თევზით და ეს უარესია ვიდრე რაიმე შედეგის მომტანი.

 

ინფორმაციის მიწოდება საჭირო ორგანოებისათვის, აქ ქაოსის თავიდან აცილების მიზნით ჩემი აზრით საჭიროა
ეს ფორუმი გამოვიყენოთ, აქ დავდოთ ყველა ინფორმაცია, დავამუშაოთ და შემდეგ გადავაგზავნოთ.
როდესაც რაიმე ინფორმაცია გაიგზავნება ჩვენგან, აუცილებლად მისი შედეგები უნდა მოვითხოვოთ, თუ რა რეაგირება მოხდება.

თუ არავინ არაფერს დაამათებთ, ამ მოთხოვნებს გადავიტან ფურცელზე და წარვადგენთ.


 


  • Dentist, RANGER64, ვანო მეხრიშვილი -ს და 2 სხვებს მოგეწონათ ეს

#44 paata 540

paata 540

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 994 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 07 07 2015 - 11:08

ძალიან კარგია რომ ესე ხშირად გეცემათ საშვალება ესაუბროთ ბატონ მინისტრს, ჩემი აზრი  ამას წინებზეც დავწერე,უნდა გატარდეს ღონისძიება რამდენიმე ძირითად წყალსატევზე, ყველგან ესე ვიცი რომ ვერ მოახერხებენ ერთიანად ამიტომ, ის ძირითადი წყალსატევები სადაც საგანგაშოა მდგომარეობა დაიწყონ იქიდან, გასუფთავდეს პირველ ჯერზე წყალსატევები სახლართი ბადეებისგან და განადგურდეს ისინი, ფართო ღონისძიება უნდა იყოს და გაშუქდეს ეს ყველაფერი,ამას დიდი ფინანსები არ ჭირდება, არ გაუჭირდება ეს სამინისტროს, ჩვენც ჩავერთოთ ამაში და მივეხმაროთ ადგილზე. ერთგვარი გაფრთხილებაც იქნება კანონდარმღვევებისთვის. ასევე რამდენიმე ნიშანი დაიდგას წყალასატევებზე,რამდენიმე წყალსატევზე მაინც დასაწყისისთვის, სადაც ეწერება თევზაობის წესები.  დარღვევის შემთხვევაში რომ დაისჯებიან.ამაშიც დავეხმაროთ, დავამონტაჟებინოთ ეს ნიშნები თუ დასჭირდებათ დახმარება. არც ამეების დამზადება მოითხოვს კატასტროფულ თანხებს. ერთსაც დავამატებ ასევე, რაიონებში სადაც გზასთან ახლოა წყალსატევები,მოხდეს პატრულისგან მეტი ღურადღება , შეუძლიათ რამდენიმეჯერ გადახედონ წყალსატევს თუნდაც ბინოკლით,სადაც უწევთ პატრულირება მაინც.ასევე მეტი ყურადღება თვითონ გარემოსდაცვის თანამშრომლებისგან,რომლებსაც ხშირად ტყის პირას ვხედავთ ჩაძინებულებს მანქანაში, ტყეც უნდა დავიცვათ და წყალსატევებსაც უნდა მივხედოთ ხოლმე. ძილით საქმე არ გამოვა, ამხელა ჯიპები ტყუილად არ ყავთ, ასევე ნაცნობობა და თვალის დახუჭვა გარკვეულ პიროვნებებზე უნდა აღიკვეთოს.კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს,ყველა კანონდამრღვევი, ვინც ქვეყანას გვიუბედურებს და გვიძარცვავს, ყველა უნდა დაისაჯოს ისე რომ,სხვამ ვეღარ გაბედოს ეგეთი საქციელის ჩადენა. მადლობა თქვენ რომ არ ჩერდებით და მუშაობთ სამინისტროსთან ერთად, ასევე მადლობა ბატონ მინისტრს რომ, ესე თანამშრომლობს თქვენთან, ცდილობს ამ პრობლემების მოგვარების გზა იპოვოს. 



#45 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 07 07 2015 - 11:18

ვეთანხმები პაატას აზრს, ჩავამატოთ ესეც ერთერთ პუნქტად.

 

მოდი სიაზე ვიმუშაოთ.

 

მე სამწუხაროდ წელს არ ვყოფილვარ მაღალი რისკის ადგილებში და შესაბამისად ელექტრიკები არ დამინახავს. მაგრამ წინა წლებში მტკვარზე მინახავს ძალიან ბევრჯერ, რუსთავის ხიდიდან დაბლა დაყოლებული წითელ ხიდამდე, შესაბამისად მგონია რომ ახლაც აქტუალური იქნება მტკვრის ამ მონაკვეთზე ელექტრიკების ბოპგინი. ეს არის ის მონაკვეთი, სადაც მე მინახავს რამოდენიმეჯერ დღისით მზისით ელექტრიკები, ამაშინ ზურაც დამემოწმება.

 

დანარჩენი ადგილები და მდინარის მონკავეთები სხვამ დაწეროს, ვინც დარწმუნებულია რომ ამ ადგილებს დღესაც ადუღებენ.


  • paata 540 likes this

#46 paata 540

paata 540

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 994 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 07 07 2015 - 11:19

ერთსაც დავამატებ, ბაზარში თევზს ვინც ყიდის, ფინანსთა სამისტროს თანამშრომლებმა უნდა მოითხოვონ გამყიდველისგან საბუთი, ვისგან მიიღო ეს თევზი, რამდენად კანონიერად მოხდა მისი მოპოვება და  ჩაბარება, უნდა არსებობდეს საბუთი, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა დაიწყოს გამოძიება, არააქვს მნიშვნელობა რომელი თევზი იქნება ეს, თუნდაც კარჩხანა იყოს 


  • ვანო მეხრიშვილი, _GM_ და FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#47 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 07 07 2015 - 11:20

შოთა ზედა პუნქტები ძალიან კარგია, შენის ნებართვით ნუმერაციას გავუკეთებ  რომ პუნქტები უფრო თვალსაჩიონო იყოს.


  • ვანო მეხრიშვილი, vladimer zarkaliani და FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#48 lasha888

lasha888

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 22 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 07 07 2015 - 19:18

მეგობრებო მე ჩემი მხრიდან მინდა რომ ამ საქმეში ვიყო ჩართული, ის რომ 112-ზე დარეკვა ბევრს უტყდება უნდა მოისპოს ცნობიერებიდან. ჩვენთან ისეთი წყლებია რომ მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლობაც შესაძლებელი იქნებოდა რომ არა ტერორისტი მეთევზეები, მე მეტს ვერაფერს დავარქმევდი ამას. მე და კიდევ ერთი ადამიანი დასავლეთში ვთევზაობდით და 2 საათიანი თევზაობის მერე მივადექით ისეთ ადგილს სადაც 99% დავიჭერდით თევზს, გადავადექით და იმისთანა აფეთქების ხმა იყო ძირს დავწექით, რომ მივხვდით რაშიც იყო საქმე მაგრად გამოვლანძღეთ ეს ბიძა კაცი, მაგრამ იმ აფეთქებულს ვინღა უშველიდა, ძალიან მინდოდა შესაბამის ორგანოებში დარეკვა მაგრამ აზრი არ ქონდა რადგან იქ ფეხით მისასვლელი გზაა მარტო... ზევით სწორად იყო აღნიშნული რომ მდინარეზე უნდა მოხდეს პატრულირება, საქმე იმაშია რომ მცირე ზომის მდინარეების კონტროლზე აყვანაც საჭიროა, რადგან ბევრი თევზი ესეთ ადგილებში ქვირითობს..

მეგობრებო თუ რამე ღონისძიება იქნება სადაც ფიზიკური ან რაიმე სახის დახმარება იქნება საჭირო თქვენს გვერდით ვარ. იქნებ ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას ბრაკონიერობა.
  • შოთა likes this

#49 achiko

achiko

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 359 posts

პოსტი დაწერილია 07 07 2015 - 20:45

მოგესალმებით მეგობრებო გეთანხმებით ყველას მართლა დროა რომ ამ პარაზიტების თარეშს მოეღოს ბოლო ერთ და ორი დღე ამას არ ეყოფა მაგრამ მთავარია ღონისძიებებოსბგატარება დაიწყოს ზარების ლოდინს 112 ში ჯობია რეიდებიგატარდესბყველამ ყველაფერი იცის დამიჯერეთ დიდ სირთულეს ნა,დვილად არ წარმოადგენს წყალსატევებზე ბადეების პოვნა და ამოღება მკაცრი სქქციები უნდა დაეკისროს ყველას ისეთი რომ სხვას გაკეთების სურვილი დაეკარგოს მე მესმის რომ ზოგიერთს უჭირს მაგრამ ორი ღერი თევზი დაიჭირო და ათი მოკლა და გააფუჭო ეს არ შეიძლება სამწუხარო რეალობა ის აის რომ ისევ ვინც უნდა დაიჭიროსისევ ოსენი რომ მფარველოვენ მასიური რეიდები უფროეფექტური იქნება ვინევ ვიღაცის ზარის ლოდინი ერთეული შემთხვევის შემთხვევაში 112 ში დარეკვა თავისთავად უნდა მოვახდინოთ თავისთავად აქ მოეიდება და ვერ დავრეკავ არ გამოვა ა

#50 misha

misha

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1290 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 08 07 2015 - 00:45

თუ სწრაფად გვინდა ამ პრობლემის მოგვარება, კანონი უნდა გამკაცრდეს, ჯარიმა არ ეყოფა, ბრაკონიერობაზე უნდა იყოს მინიმუმ 3 წელს+  გააჩნია მასშტაბებს, ამას უკვე მოსამართლე გადაწყვეტს. ლოლიავით არაფერი გამოვა, თუ შედეგი გვინდა უახლოეს მომავალში კანონი უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი. 


  • SandroFly, xevsuri და FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#51 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 08 07 2015 - 09:53

კანონი კი უნდა იყოს მკაცრი ,რაც ვიმედოვნებ დაიხვეწება ,მაგრამ აქ უმთავრესია რეაგირება .თუ ყველა მდინარე და წყალსატევი გაკონტროლდება ,ყოველშემთხვევაში დასაწყისისთვის მეტნაკლები კონტროლი იქნება შეძლებისდაგვარად  ეს აისახება აუცილებლად ბრაკონიერობაზე ,მიხვდებიან რომ ტრალი-ვალიზე არ არის საქმე მიშვებული .თუ ფაქტებს გააშუქებენ დიდ საქმეს გააკეტებენ ,ანუ კაი სამუშაოა ცასატარებელი  ინფორმაციული კუთხითაც . ქვირითობის დროსაც უნდა იყოს აკრძალული თევზჭერა ,ეს აუცილებელია .შემდგომ კი ამოისუნნთქებს მდინარეც და ტბაც .


  • ვანო მეხრიშვილი likes this

#52 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 08 07 2015 - 10:03

ყველაზე მთავარი საკითხი რაც მომწეონა არის ის რომ, თევზის გასაღების ბაზრები გაკონტროლდება,
თუ ვერ გაასაღებს ეს ავტომატურად აზრს დაკარგავს, ასევე უნდა დაისაჯოს დენის აპარატის დამზადება - გაყიდვა ! 
უნდა აიკრძალოს აკრძალული ნივთების შემოტანა - გასაღება. 
 


  • ვანო მეხრიშვილი and _GM_-ს მოეწონა ეს

#53 paata 540

paata 540

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 994 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 08 07 2015 - 10:15

მართალია, დასაწყისისთვის მაინც მეტი ყურადღებაა საჭირო,უნდა დაინახონ კანონდარმღვევებმა რომ,დღეს უკვე სხვა სიტუაციაა და ესე ვეღარ მოიქცევიან,ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კიდევ, სულ წყალსატევებზე ვართ და გაშლილები ვართ ამა თუ იმ ადგილებზე, თუ ატყობთ რომ ხალხსაც არ ერიდებიან, დღისით მზისით ხდება ბადეებიდან თევზის ახსნა. იმის შიშიც არ აქვთ რომ ვინმე დარეკავს და დაადგებიან. არავის ემალებიან და ესე პირდაპირ რასაც უნდა იმას აკეთებენ. ამიტომ ღონისძიება იმიტომ ვახსენე და ჩვენი ყველას ჩართულობა ამ დღეს, ერთი რომ, სამინისტროები დაინახავენ ადგილზე რამდენი ვართ, მეორეც ეს მეხორცეები დაინახავენ ჩვენს აქტიურობას, ჩართულობას ამ საქმეში,ასევე თუ ბევრნი ვიქნებით სამინისტროს გარშემო ადგილზე, პრესაც და ტელევიზიაც დაინტერესდება დამერწმუნეთ, სადაც ათეულობით ხალხია შეკრებილი, იქ ყოველთვის მივა ტელევიზია და გაშუქდება ეს, მითუმეტეს თუ მინისტრიც იქნება ადგილზე. ამის შემდეგ როცა პატიოსანი მეთევზეები ზიან და თევზაობენ, მითუმეტეს სულ წყალსატევებზე ვართ, ესე ნაგლად ვეღარ იმოქმედებენ, შიში ექნებათ იმის რომ, ვინმე დარეკავს და დაადგებათ შესაბამისი სამსახური. ერთი დღე დავტოვებთ ჯოხებს სახლში და ისე წავალთ ადგილზე, თუ ჩაატარებს ამ ღონისძიებას სამინისტრო, არანაკლებ სიამოვნებას მივიღებ ამ დღით თუ,მეტს არა, რასაც თევზაობისას ვიღებ.მთელი ზაფხული  არარის მიტოვებული წყალსატევები პატიოსანი მეთევზეებისგან,სულ დავდივართ და ვთევზაობთ, შიში ექნებათ,მოგვერიდებიან და ამით შემსუბუქდება პრობლემები


  • simonichi likes this

#54 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 07 2015 - 09:42

1) საჭიროა ინფორმაციის მიწოდება გახდეს მარტივი და მოყვეს მომენტალური რეაგირება. 
პიროვნება ვინც რეკავს თუ თავი დაცულად არ იგრძნო მეორედ აღარ დარეკავს. 
პიროვნება ვინც რეკავს ის სათევზაოთაა წასული და მთელ დღეს ვერ უთმობს ამ რეკვებს და სირბილს. მერე კიდე დაკითხვაზე სიარულს.
ეს საკითხი შეტყობინებასთან დაკავშირებით უნდა გამარტივდეს. ეს გამოიწვევს სიგნალების რაოდენობის გაზრდას.

2) უნდა აიკრძალოს სახლართი ბადეების გაყიდვა ან მოექცეს კონტროლის ქვეშ, თევჭერის ლიცენზიის გარეშე არ უნდა იყიდებოდეს.
გაყიდვიდან საერთოდ უნდა იქნას ამოღებული ეწ "პარაშუტი" რომელიც მხოლოდ უკანონო თევზაობას ემსახურება.

3)უნდა გაკონტროლდეს თევზის გასაღების ბაზარი, 
უნდა გაკონტროლდეს რესტორნები, აქ ჩვენი ჩართულობა მხოლოდ აკრძალული სახეობის  შემთხვევაში არის შესაძლებელი, სხვა თევზზე გაგვიჭირდება
გავიგოთ ლეგალურია თუ არა, როდესაც კალმახს ვნახავთ ეს უდაოდ უკანონო იქნება. 

4)კარგი იქნებოდა წინასწარ მოგვემზადებინა გარკვეული სია, სადაც ხშირი შემთხვევაა ბრაკონიერობა, 
 

5)ასევე ჩემი აზრი თევზის რეწვის ლიცენზიების ინფორმაცია რომ გვქოდეს ცუდი არ იქნებოდა, გვეცოდინება
სად არის გაცემული და რამდენ ბადეზე. ეს გაუგებრობას თავიდან აგვაცილებს. 
რაც შეეხება ლიცენზირებულ მრეწავებს, ჩემი აზრით არავინ იცავს კანონს და აქაც საჭიროა კონტროლი,
ყველას გვინახავს აკრძალულ პერიოდში მაინც როგორ კიდებენ ბადეებს. არ ასრულებენ გათევზიანების პროგრამებს. 
როცა ლიცენზიას ვადა გაუვა ტოვებენ "მკვდარ" ტბას. 

6)ასევე უმტავრესი მოთხოვნა, ბარბაროსული ბრაკონიერობა უნდა გახდეს კრიმინალი ! ჯარიმებმა არ იმუშავა. 
ჩემი აზრით ეს მოთხოვნა კატეგორიულად უნდა დავაყენოთ. ბრაკონიერი ჯარიმას იხდის თევზით და ეს უარესია ვიდრე რაიმე შედეგის მომტანი.

7) გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებისათვის წინასწარ არ უნდა იყოს ცნობილი თუ რომელ ტერიტორიაზე მოუწევთ
პატრულირება, ასევე ხშირად უნდა ხდებოდეს მათი გადანაცვლება. ეს გადანაცვლება შეამცირებს ბრაკონიერებთან გარიგებას.

8) გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურში უნდა განთავისუფლდეს ძველი კადრების უმეტესობა, გამოცხადდეს ახალი კონკურსი.
ხედამხედველობის ყოველ ცვლაში, 3 კაციან ბრიგადაში  აუცილებლად უნდა მოხვდეს 1 მეთევზე, 1 მონადირე. კადრები რომელთაც 1 ღამეც 
არ გაუტარებიათ ღია ცის ქვეშ ბევრს ვერაფერს მოიტანს. უნდა შეწყდეს ნაცნობობით ხალხის მიღება. 

9) უნდა ჩამოყალიბდეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მონიტორინგის სამსახური. ეს სამსახური უნდა შედგებოდეს მონადირე და მეთევზეების კადრებიდან.

10) როდესაც ჩავიხედე ბრაკონიერის დაკავების დეტალებში, მივედი იმ დასკვნამდე რომ, ღამით ნავით სეირნობა უნდა იქნას აკრძალული ! ახლა რატომ, როდესაც ბრაკონიერი ხედავს პოლიციას ან ვინმეს, მომენტალურად წყალში ყრიან აპარატსაც და ფაქტებსაც, ღამით გადაღება შეუძლებელია და ასეთ ხალხს მოსამართლე ვერ აჯარიმებს. ამიტომ მე თუ ჩემივე უსაფრთხოებისთვის კანონი მავალდებულებს ღვედის გაკეთებას, მაშინ ლოგიკასთან ახლოა ის რომ ღამით ნავით სეირნობა მდინარეში უნდა იყოს აკრძალული.


ეს 3 საკითხი დავამატე და ველოდები თქვენს კომენტარებს.

 


  • Dentist and ozera-ს მოეწონა ეს

#55 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 07 2015 - 09:56

კარგია შოთა ,მაგრამ რამდენად გამოვა ეგ საქმე ვნახოთ . სიტყვა  " სმენაში"    უფრო "ცვლაში" -ია სწორი .


  • misha and FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#56 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 07 2015 - 10:00

უნდა გამოვიყვანოთ გია სხვა გზა არაა. მასე იყო კალმახზე თევზაობაც, ვერავინ ბედავდა, აგერ გავბედეთ კიდეც და საჯაროთაც 
გამოვაცხადეთ, დღეს ზედამხედველობასთან როცა ვისაუბრეთ, კანონის დარღვევა არ გამოდის როცა დაიჭერ და გაუშვებ. 
ხვალ მაგის კანონს მიიღებენ, უკვე საქმეა. 
ასე იქნება ამაზეც 

 


  • Gia Chit 74 likes this

#57 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 07 2015 - 10:08

ახლა კარგი მომენტია, კადრებიც ცვლილებაა დაგეგმილი, ნელა ნელა ცვლიან ძველ კადრებს,
მოვა ახლები და თუ სწორი კადრებით არ დაკომპლექტდა იგივე სიტუაცია ჩამოყალიბდება, ნელა ნელა ისევ ჩალპებიან კორუფციაში.
ვიყავი გუშინ მინისტრთან, ვილაპარაკე მაგ თემაზე. 
 



#58 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 07 2015 - 10:27

მთავარია აღებული ტემპი არ დააგდონ!



#59 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 07 2015 - 10:34

ტემპი ? მე ტემპს ვერ ვხედავ სამწუხაროდ ! 


  • live feeder likes this

#60 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 20 07 2015 - 10:00

დღეს გარემოს დაცვის სამინისტროში ტარდება გასაუბრება, იღებენ ახალ კადრებს ზედამხედველობის სამსახურის უფროსების 
თანამდებობებზე. 
საინტერესოა რა ხალხი იქნება კანდიდატები. 
მინისტრის თხოვნით ამ გასაუბრებებს დავესწრები "მეთევზეების" ანუ ფედერაციის სახელით და რეკომენდაციებს მოვახსენებ მინისტრს.
50 კანდიდატია. 
ეს უკვე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, სამინისტროს მუშაობის გამჭირვალობის მხრივ.