Jump to content


ფოტო

საქველმოქმედო აქცია-ფესტივალი: სნო 2015


  • Please log in to reply
54 პასუხი ამ თემაზე

#1 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 07 07 2015 - 14:55

მოგესალმებით მეგობრებო,

 

მინდა გაგაცნოთ ჩვენი კლუბისა და "საქართველოს სპინინგით ტევზჭერის ფედერაციის" ერთობლივი საქველმოქმედო აქცია-ფესტივალის ჩატარების ადგილი, თარიღი და მიზანი.

 

აქცია-ფესტივალი ტარდება პროექტ "ქართული კალმახის მოშენება - კეთილი საქმე"-ს მხარდასაჭერად, სტეფანწმინდის რაიონში, სოფელი სნოს მიმდებარედ არსებულ ტბაზე, 2015 წლის 2 აგვისტოს. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 24 ივლისი, დანარჩენი ერთი კვირა დაგვჭირდება მონაწილეებისთვის კალმახზე თევზაობის ნებართვების მოსამზადებლად გარემოს დაცვის სამინისტროში.

რეგისტრაციისთვის საჭიროა ამ თემაში დაწეროთ სახელი გვარი და ჩარიცხოთ თანხა მითითებულ ანგარიშზე:

შეგიძლიათ უბრალოდ დაეხმაროთ ამ პროექტს და გააკეთოთ შემოწირულობა. არამონაწილეთათვის შემოწირულობის ოდენობა
1 ლარიდან


თი-ბი-სი ბანკი: GE29TB7584445063600028
 

 

ამ ღონისძიების მიზანია სნოს ტბაში სადედე ეგზემპლარების დაჭერა (რათქმაუნდა სპორტული მეთოდით), და იქვე ჩვენი კლუბის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ, საქვირითო არხში უსაფრთხოდ გადაყვანა შემდგომი ქვირითობისათვის. ცისარტყელა კალმახის დაჭერის შემთხვევაში, მონაწილეს შეუძლია დაიტოვოს თევზი საკუთარი შეხედულებისამებრს.

საქველმოქმედო ხასიათი მივეცით რადგან აღარ გვყოფნის ფინანსები ფიზიკურად, მონაწილეობის საფასური არის 20 ლარი. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება საქვირითო არხის კეთილმოწყობას (ღობე, განათება).

 

განრიგი და მოთხოვნები:

4:00 სთ - ადგილზე ჩასვლა, მონაწილეები შეგროვება (მოკითხვა- გაცნობა)

4:30 სთ - მცირე სემინარი დაჭერილი თევზის წყლიდან უსაფრთხოდ გამოყვანა / არხში გადაყვანასთან დაკავშირებით.

5:00 სთ - თევზაობის დაწყება - მკაცრი მოთხოვნა: მხოლოდ სპორტული უეკლო ნემსკავები - სპინინგის შემთხვევაში არაუმეტეს 2 ცალი უეკლო ნემსკავისა (რანაირი სამკავი). 

11:00 სთ - თევზაობის დასასრული, შედეგების შეჯამება.

11:30 სთ - შესვენება-სამხარი (ლანჩი) - როგორც დაგვაქ ხოლმე ცოტ ცოტა ყველას, აი ისეთი ლანჩი.

13:00 - 15:00 სთ - არხის კეთილმოწყობის სამუშაოები, ღობეების დამონტაჟება, ნაპირების დასუფთავება და ა.შ. ღობეს შევიძენთ ამ ფესტივალიდან შემოსული თანხით წინასწარ.

ამ დროის შემდეგ ვისაც უნდა შეუძლია დარჩეს ტბაზე დღის ბოლომდე სათევზაოდ (იგივე სპორტული მეთოდებით რაღათქმაუნდა). 

 

ორგანიზატორები:
საქართველოს გაშოლტვით მეთევზეთა კლუბი
საქართველოს სპინინგის ფედერაცია
საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევჭერის ფედერაცია

წესები:
გამოიყენება მხოლოდ გაშოლთვის ან სპინინგის (ზე მსუბუქი) ანკესები.
ნემსკავები მხოლოდ სპორტული.
სატყუარა მხოლოდ ხელოვნური.
ნემსკავების რაოდენობა:
სპინინგის შემთხვევაში მაქსიმუმ ენაგაუქმებული 2 ცალი ნემსკავი.
(
სამკავის გარეშე)
შოლტის ანკესის შემთხვევაში მაქსიმუმ 2 ცალი ენაგაუქმებული 2 ცალი ნემსკავი.
(
ორკავის გარეშე)
არ შეიძლება თევზის გამოყვანის დროს გადაღლა.
არ შეიძლება თევზზე მშრალი ხელის მოკიდება.
არ შეიძლება თვეზის წლიდან ამოყვანა 10 წმზე მეტხანს.
არ შეიძლება თევზის ნაპირზე ამოყვანა.
არ შეიძლება თევზის ხელში აყვანა თუ ქვემოთ წყალი არ არის.
არ შეიძლება თევზის სიმაღლიდან გადაგდება გაშვების დროს
არ შეიძლება თევზის გაშვება თუ თევზი არ მოძლიერდება, გაშვებამდე თევზს წყალში ვამოძრავებთ წინ და უკან,
წყალმა რომ ლაყუჩებში გაიაროს, როდესაც დავრწმუნდებით რომ თევზი მოძლიერდა მხოლოდ მაშინ ვუშვებთ ხელს,
წინააღმდეგ შემთხვევაში თევზი შესაძლოა დაიღუპოს.
ცისარტყელა კალმახი უკან გაშვებას არ ექვემდებარება, მისი დატოვე შეუძლია აქციის ყველა მონაწილეს.

აუცილებელი აღჭურვილობა:
წყალგაუმტარი კომბინიზონი
ხელთათმანი
მოკლე, თევზის ამოსაყვანი ჩოგან-ბადე
პოლარიზებული სათვალეები
ნემსკავის გამოსაძრობი ინსტრუმენტი


ნემსკავის ტიპი:
უჟანგავი მაღალი ხარისხის ნემსკავი.

ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
სპინინგის შემთხვევაში - მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგილოს კლუბის ან ფედერაციის რეკომანდაცია მისი გამოცდილების შესახებ.
გაშოლთვის შემთხვევაში - მხოლოდ კლუბის გამოცდილი წევრებისათვის

 

k27a3.jpg

 

 

 

იმედი გვაქ ბევრნი მოვგროვდებით, წინასწარ გიხდით მადლობას.



#2 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 07 07 2015 - 21:56

კარგია! მე მონაწილეობას ვერ მივიღებ, რადგან არაკომპეტენტური გახლავთ ზემოხსენებულ თევზჭერის სახეობებში, მაგრამ თანხით აუცილებლად დავეხმარები ამ ინიციატივას!

  • SandroFly and FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#3 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 07 07 2015 - 22:33

თენგო მონაწილეობას მიიღებ თავისუფლად, ზოგი თევზს დაიჭერს და ზოგი გადაიყვანს არხში. 
მეც არ ვაპირებ თევზაობას, მე არხში გადამყვანი ბრიგადიდან ვიქნები. ასე რომ ვისაც უნდა დასწრება არ არის პრობლემა,
ეს ყველას საქმეა და რაც მეტი მიიღებს მონაწილეობას მით უკეთესია.  თან ვიცი რო გაინტერესებს არხის ნახვა. 


  • Dentist and SandroFly-ს მოეწონა ეს

#4 Andro

Andro

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 646 posts
  • ადგილმდებარეობა
    Tbilisi

პოსტი დაწერილია 07 07 2015 - 23:19

თევზჭერაში  მონაწილეობას მეც ვერ მივიღებ, მაგრამ სიამოვნებით წამოვალ თუ სამსახურმა მომცა საშუალება, და თანხით აუცილებლად დავეხმარები ამ ინიციატივას!


  • SandroFly and FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#5 ვანო მეხრიშვილი

ვანო მეხრიშვილი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 583 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 08 07 2015 - 09:09

სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე  2 აგვისტოს, როგორ იქნება არ ვიცი!

ვეცდები წამოვიდე ნებისმიერი სტატუსით და ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ამ საშვილიშვილო საქმეში.


  • SandroFly and FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#6 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 08 07 2015 - 11:08

მეც სავარაუდოდ არხში გადამყვან ბრიგადაში ვიქნები.

თუ რათქმაუნდა მოვაგწიე გამე სნომდე, დღისით ძლივს დავდივარ მანქანით და ღამე ვნახოთ რა იქნება ))))))))))))))))))))))

 

თუმცა ანკესს აუცილებლად წამოვიყებ.

 

ყველა მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება რაღაც განხრით.

მიხარია რომ არიან ასეთის მსურველები.


  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#7 RockFlyer

RockFlyer

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 140 posts

პოსტი დაწერილია 08 07 2015 - 13:01

ამ ყველაფერს მეტი აზარტი რომ მივცეთ, შემომაქვს წინადადება, ფესტივალი "Fly vs Spinning" ფორმატში ჩატარდეს.

 

გამარჯვებული გუნდი იქნება ვინც მეტ თევზს დაიჭერს - თევზის ზომების და ჯიშის მიუხედავად.

 

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ ჯგუფში რამდენი მონაწილე მოგროვდება.

 

წაგებული კლუბი/ფედერაცია იკისრებს რაიმე სიმბოლურ პრიზს - სულერთია რას :) - წინადადებები მიიღება.

 

რას იტყვით?


  • Dentist, ლიფსიტა და FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#8 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 08 07 2015 - 15:20

მიიღება ვასო არაა პრობლემა, უბრალოდ ჩვენ ვფიქრობდით რომ ვიქნებოდით თევზის გადასახლების ჯგუფში, 
შეგვიძლია 1-2 საათიანი მსგავსი მოვაწყოთ უპრობლემოთ. 
კარგია აზრია. 
 



#9 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1728 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 08 07 2015 - 21:51

არ არის ცუდი :) მეგობრულ დუელებს ყოველთვის მივესალმებით :)

  • RockFlyer and FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#10 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 09 07 2015 - 12:09

მოსულა )) 

 

არაა პრობლემა. 

 

მე მაგალითან სიმბოლურ პრიზად სტრიმერების კომპლექტს ვიკისრებ რომელიც ჯიგ "ჩებურაშკაზე" მშვენივრად მუშაობს ))


  • RockFlyer and FlyFishing GeorgiaCaucasus-ს მოეწონა ეს

#11 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 07 2015 - 10:24

რაღაც ნამეტანი სწყნარეა,

 

მეტ აქტიურობას ველოდი რატომღაც : (



#12 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 07 2015 - 14:41

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არა მარტო UL სპინინგის ჯოხით, არამედ უფრო ხისტი ჯოხითაც. 
 


  • RockFlyer likes this

#13 RockFlyer

RockFlyer

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 140 posts

პოსტი დაწერილია 16 07 2015 - 15:09

ხომ არ დავწეროთ ნელ-ნელა მონაწილეთა სია?

 

1. ვასილ ჯალაბაძე (სპინინგი)


  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#14 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 07 2015 - 15:12

მონაწილეთა სიმცირის გამო მოვახსენით სპინინგის ტესტზე შეზღუდვა. 

 

 

 

დავიწყოთ რათქმაუნდა ჩამოწერა

 

1. ვასილ ჯალაბაძე (სპინინგი) - სავარაუდოდ ვასოს ფულ იჩაირიცხა ეხლა. 

2. სანდრო (გაშოლტვით)



#15 FlyFishing GeorgiaCaucasus

FlyFishing GeorgiaCaucasus

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 454 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 07 2015 - 15:17

1. ვასილ ჯალაბაძე (სპინინგი) 

2. სანდრო (გაშოლტვით)
3. შოთა ჯოხაძე (გაშოლტვით)  ჩავრიცხე 16,07,2015 ში. 



#16 Badri.Chakvetadze

Badri.Chakvetadze

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 12 posts

პოსტი დაწერილია 16 07 2015 - 15:23

1. ვასილ ჯალაბაძე (სპინინგი)            ჩარიცხულია

2. სანდრო (გაშოლტვით)                     ჩარიცხულია
3. შოთა ჯოხაძე (გაშოლტვით)             ჩარიცხულია 

4. ბადრი ჩაკვეტაძე (გაშოლტვით)       ჩარიცხულია 

5, დავით თელია (გაშოლტვით) 
6. დავით როჩიკაშვილი (გაშოლტვით) 
7. ეგნატე გიორგაძე (გაშოლტვით) 
8. ლაშა მატუა (გაშოლტვით) 

 



#17 თასო

თასო

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 146 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 17 07 2015 - 09:49

 1. ვასილ ჯალაბაძე (სპინინგი)            ჩარიცხულია

2. სანდრო (გაშოლტვით)                     ჩარიცხულია
3. შოთა ჯოხაძე (გაშოლტვით)             ჩარიცხულია 

4. ბადრი ჩაკვეტაძე (გაშოლტვით)       ჩარიცხულია 

5, დავით თელია (გაშოლტვით) 
6. დავით როჩიკაშვილი (გაშოლტვით) 
7. ეგნატე გიორგაძე (გაშოლტვით) 
8. ლაშა მატუა (გაშოლტვით) 
9. ლევანი თასოშვილი  (სპინინგი)        ჩარიცხულია  


  • FlyFishing GeorgiaCaucasus likes this

#18 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 20 07 2015 - 12:05

რეგისტრაციის დასრულებმადე დარჩა 4 დღე.



#19 SandroFly

SandroFly

    აქტიური წევრი

  • Fly_Moderator
  • 230 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 20 07 2015 - 15:20

1. ვასილ ჯალაბაძე (სპინინგი)            ჩარიცხულია

2. სანდრო (გაშოლტვით)                     ჩარიცხულია
3. შოთა ჯოხაძე (გაშოლტვით)             ჩარიცხულია 

4. ბადრი ჩაკვეტაძე (გაშოლტვით)       ჩარიცხულია 

5, დავით თელია (გაშოლტვით) 
6. დავით როჩიკაშვილი (გაშოლტვით) 
7. ეგნატე გიორგაძე (გაშოლტვით) 
8. ლაშა მატუა (გაშოლტვით) 
9. ლევანი თასოშვილი  (სპინინგი)        ჩარიცხულია  

10. ტატო ხაბურძანია (გაშოლტვით)   ჩარიცხულია  


  • Dentist likes this

#20 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 20 07 2015 - 20:05

რაცხა ნაკლებობაა სპინინგისტების).