Jump to content


ფოტო

ტივტივით სპორტული შეჯიბრების ჩატარების წესები

წესები ტივტივა

  • Please log in to reply
6 პასუხი ამ თემაზე

#1 giga65

giga65

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 261 posts

პოსტი დაწერილია 04 08 2015 - 09:31

საქართველოს ტივტივით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია

შეჯიბრების ჩატარების წესები ტივტივით სპორტულ თევზჭერაში

 

(I ნაწილი)

 

     წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს შეჯიბრების ორგანიზებისა და ჩატარების წესებს ტივტივით სპორტული    თევზჭერისათვის. წესები ვრცელდება იმ ორგანიზაციებსა და პირებზე, რომლებიც ატარებენ შეჯიბრებებს ტივტივით სპორტულ       თევზჭერაში ან მონაწილეობენ მათში.

   1. ზოგადი დებულებები

1.1 შეჯიბრები ტივტივით სპორტულ თევზჭერაში  (შემდგომში - შეჯიბრები) ტარდება საუკეთესო სპორტსმენებისა  და გუნდების   გამოვლენის, სპორტსმენების ოსტატობის ამაღლების, მათი მომზადების მიზნით. შემდგომი მონაწილეობისათვის  სხვადასხვა   დონის  შეჯიბრებში თევზჭერის მოცემულ სახეობაში, ასევე ტივტივით სპორტული თევზჭერის პროპაგანდისა და   

პოპულარიზაციის მიზნით.

1.2 სპორტული თევზჭერა ტივტივით ესაა თევზაობა მხოლოდ და მხოლოდ ტივტივის  ანკესის ჯოხით. მათ შორის არის მოსაქნევი, მატჩის, შტეკერული და ბოლონიური ტიპის ანკესის ჯოხები. აქედან შტეკერული და მოსაქნევი ანკესის ჯოხები არ ითვალისწინებს სათევზაო კოჭის და გამტარი რგოლების დაყენებას, ხოლო მატჩი და ბოლონიური აღჭურვილია სათევზაო გამტარი რგოლებით და კოჭით. ოთხივე ტიპის ანკესის ჯოხი აღჭურვილი უნდა იყოს ტივტივით, რომელიც მძიმდება სიმძიმით. მონტაჟის დროს იხმარება ერთი სადავე და ერთი ცალი (ერთმაგი) ნემკავი.

1.3 შედეგების ჩათვლის მიხედვით შეჯიბრები ტივტივთ სპორტულ თევზჭერაში იყოფა სამ ტიპად - პირადი, პირად-გუნდური და გუნდური – ე.წ ტანდემი”. შეჯიბრების ჩატარების წესები მითითებულია დებულებაში შეჯიბრების შესახებ”.

1.4 ტერიტორიის მოცულობისა და მონაწილეთა შემადგენლობის მიხედვით შეჯიბრები (ჩემპიონატები, თასები, პირველობები,   შეხვედრები ) იყოფა შემდეგ დონეებად:

საერთაშორისო;

სრულიად საქართველოს (ჩემპიონატი და საქართველოს თასი);

სამხარეო (მხარის ჩემპიონატები და თასები);

საქალაქორაიონული;

საკლუბო.

ყველა მათგანი, თავის მხრივ, იყოფა ოფიციალურად და არაოფიციალურად.

1.5 ოფიციალური შეჯიბრები ტივტივთ სპორტულ თევზჭერაში  ტარდება კალენდარული გეგმების შესაბამისად, რომლებიც   დამტკიცებულია დადგენილი წესით საქართველოს ტივტივით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაციის ან მისი   სტრუქტურული ქვეგანყოფილებების მიერ. ის შეჯიბრები, რომლებიც არ არის დამტკიცებული მიმდინარე წლისკალენდარული   გეგმით, არ არის ოფიციალური.

1.6 სრულიად საქართველოს  მასშტაბით შეჯიბრებს ატარებს საქართველოს ტივტივით სპორტული თეზჭერის ეროვნული   ფედერაცია მხოლოდ კატეგორიაში მამაკაცები”. სხვადონის ოფიციალურ შეჯიბრებში ბავშვების, მოზარდებისა და ქალების   მონაწილეობას განსაზღვრავს დებულება შეჯიბრების შესახებ”.

1.7 სრულიად საქართველოს მასშტაბით შეჯიბრები (საქართველოს ჩემპიონატი, ეროვნული თასი და სხვ.) ტარდება ყოველწლიურად და ისინი რეიტინგული შეჯიბრებია როგორც გუნდებისათვის (გუნდური  ჩათვლა), ისე   სპორტსმენებისთვისაც (პირადი ჩათვლა).

1.8 შეჯიბრები ტარდება ერთ ან რამდენიმე ეტაპად, რომელთაგან თითოეული შედგება ერთი ან რამდენიმე ტურისაგან. ყოველი   ეტაპი ცალკეულ დასრულებულ შეჯიბრს   წარმოადგენს და რეგლამენტირდება  ცალკე დებულებით, რომელშიც აუცილებლად  

არის მითითებული ეტაპების საერთო რაოდენობა და ის, თუ ნომრის მიხედვით რომელი ეტაპია წინამდებარე. ნებისმიერი შეჯიბრის

ცალკე აღებული ტური არ შეიძლება იყოს შეჯიბრის ეტაპი. როდესაც შეჯიბრი რამდენიმე ეტაპად ტარდება, ყველა ეტაპი ტარდება

 თანაბარი რაოდენობის ტურებად.

    2. საორგანიზაციო საკითხები

2.1 ორგანიზაციარომელიც ატარებს შეჯიბრებსვალდებულიაწინამდებარე წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების   გათვალისწინებითშეიმუშაოს დადაამტკიცოს ”დებულება შეჯიბრების შესახებ” და გაუგზავნოს ის მონაწილეებს არა უგვიანეს მოცემული ”წესებით” დადეგენილი  ვადებისა (.2.3). დებულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ ”წესებს” და ”საქართველოს   შიდა წყალსატევებში სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის წესებს”.

2.2 „დებულება შეჯიბრების შესახებ“ უნდა შეიცავდეს შემდეგ განყოფილებებს:

- შეჯიბრების მიზნები და ამოცანები;

- შეჯიბრების ხელმძღვანელობა, ორგანიზატორები და მათი საკონტაქტო ტელეფონები, ფაქსი, e-mail ;

- შეჯიბრების ჩატარების ვადა და ადგილი;

- აუცილებელი ტრენინგების არსებობა;

- წყალსატევის მახასიათებლები;

- შესაძლო დამატებები წესების შემდეგ პუნქტებზე:1.3; 1.6; 2.6; 5.1; 5.2; 6.5; 7.2.1; 7.3.1; 7.3.7; 7.3.9; 7.3.11; 7.3.12; 7.8; 7.10; 8.7; 8.17; 8.20; 8.23; 8.28; 8.42; 8.50;

- შეჯიბრებში მონაწილეობის ფინანსური პირობები;

- სხვა საორგანიზაციო საკითხები (მგზავრობის რუქა, ინფორმაცია ინფრასტრუქტურის გარშემო განლაგების შესახებ და ..).

2.3 დებულება უნდა გაეგზავნოს შეჯიბრის მონაწილეებს შემდეგ ვადებში:

- სრულიად საქართველოსა და საერთაშორისო შეჯიბრები - დაწყებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე;

- სამხარეო, საქალაქო, რაიონული და საკლუბო შეჯიბრები - დაწყებამდე არა უგვიანეს 1 თვით ადრე.

2.4 ცვლილებები და დამატებები დებულებაში შეჯიბრების შესახებ შეაქვს და ამტკიცებს შეჯიბრის ორგანიზატორი, არა უგვიანეს 10 დღით ადრე, ამის შესახებ აცნობებენ მონაწილეებს.

2.5 მონაწილეებს განაცხადები შეაქვთ შეჯიბრის ორგანიზატორებთან დებულებით განსაზღვრულ ვადებში. განაცხადი უნდა   შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას მონაწილის შესახებ:

- გვარი და სახელი (სრულად);

- დაბადების წელი;

- სპორტული თანრიგი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

- სტატუსი გუნდში (მწვრთნელი, კაპიტანი, სპორტსმენი, კოორდინატორი, სათადარიგო);

- ექიმის ვიზა შეჯიბრზე დაშვების შესახებ.

2.6 განაცხადს ხელს აწერს ორგანიზაციის (ფედერაციის, კლუბის) ხელმძღვანელი , შემდეგ ის ეგზავნება ორგანიზატორებს საფოსტო წერილით, ფაქსით ან ასლის სახით e-mail -  ზე,რომელიც მითითებულია "დებულებაში შეჯიბრების  შესახებ".  განაცხადი ოფიციალურ შეჯიბრზე აუცილებლად დამოწმებული უნდა იყოს იმ ორგანიზაციის ბეჭდით, რომელსაც წარმოადგენს   გუნდი (სპორტსმენი).

2.7 შეჯიბრის ორგანიზატორები განიხილავენ განაცხადს , ადასტურებენ/ უარყოფენ გაცხადებული გუნდის (სპორტსმენის)   მონაწილეობას შეჯიბრებში, რის შესახებაც უნდა აცნობონ გუნდის (სპორტსმენის) წარმომადგენლებს შეჯიბრის დაწყებამდე არა   უგვიანეს 15 დღით ადრე.

2.8 კენჭისყრამდე არა უგვიანეს 1 საათით ადრე გუნდის  წარმომადგენელმა  უნდა შეიტანოს საბოლოო განაცხადი (ორიგინალი)   გუნდის შემადგენლობის აღნიშვნით.

2.9 ორგანიზაცია, რომელიც ატარებს შეჯიბრს:

- წყვეტს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მსაჯთა კოლეგიის დაკომპლექტების საკითხებს (სასწორები და ტარა   თევზის ასაწონად და სხვ.).

- ნიშნავს ტექნიკურ კომისიას, მსაჯთა კოლეგიას, უზრუნველყოფს შეჯიბრების დაცვასა და სამედიცინო მომსახურებას;

- აწარმოებს ზონებისა და სექტორების დანიშვნას;

- უზრუნველყოფს ყველა სპორტსმენისათვის მაქსიმალურად თანაბარ პირობებს;

- უზრუნველყოფს სპორტსმენებს სასტარტო ნომრებით;

- შეჯიბრების დასრულების შემდეგ ყოველ გუნდს(სპორცმენს) გადასცემს ან ფოსტით უგზავნის შეჯიბრების ტექნიკური შედეგების ცხრილს.

    3. ტექნიკური კომისია

3.1 ტექნიკურ კომისიას ნიშნავს ორგანიზაცია, რომელიც ატარებს შეჯიბრს. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ   კვალიფიცირებული მსაჯები და შესაბამისი დისციპლინის სპეციალისტები (გუნდების მწვრთნელები, სპორტსმენები და სხვ.).   ტექნიკური კომისიის ფუნქციები შეიძლება დაევალოს შეჯიბრების მსაჯთა კოლეგიას.

3.2 შეჯიბრის დაწყებამდე ტექნიკურმა კომისიამ უნდა:

- გამოიკვლიოს წყალსატევი - შეჯიბრის ჩატარების შესაძლო ადგილი - შეესაბამება თუ არა შეჯიბრების წესებს და მონაწილეთა   დაგეგმილ რაოდენობას;

- განსაზღვროს წყალსატევის ძირითადი პარამეტრები შეჯიბრის მონაკვეთზე (სიგანე, სიღრმე, დინების არსებობა, ფსკერის   მახასიათებლები, მცენარეული საფარის არსებობა და შესაძლო თავისებურებები), თევზის სახეობები და შესაძლო ზომები, მიიღოს   აუცილებელი ზომები ბუნებრივი და არაბუნებრივი წინაღობების აღმოსაფხვრელად შეჯიბრისადგილზე.

3.3 ტექნიკური კომისია თავის დასკვნებს აფორმებს ანგარიშის სახით შეჯიბრის ორგანიზატორისათვის.

   4. მსაჯთა კოლეგია

4.1 მსაჯთა კოლეგიას ნიშნავს და ამტკიცებს ორგანიზაცია, რომელიც ატარებს შეჯიბრს, შეჯიბრის დაწყებამდე მინიმუმ 10 დღით ადრე. მსაჯთა კოლეგიის შემადგენლობაში შედის მთავარი მსაჯი და ზონების მსაჯები. შეჯიბრების მაშტაბიდან გამომდინარე მსაჯთა კოლეგიის შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს.

4.2 მსაჯთა კოლეგიის შემადგენლობაში შედიან მთავარი მსაჯი, მთავარი მსაჯის მოადგილე და მთავარი მდივანი.

4.3 მსაჯთა კოლეგია პასუხისმგებელია შეჯიბრების მომზადებასა და ჩატარებაზე მოქმედი წესებისა და ”შეჯიბრების შესახებ დებულების” შესაბამისად და შეჯიბრების შედეგების შეფასებაზე და განსაზღვრაზე.

 

4.4 მსაჯთა კოლეგიის წარმომადგენლები ვიზუალურად უნდა გამოირჩეოდნენ შეჯიბრის სხვა მონაწილეებისაგან, ჰქონდეთ კარგად გასაგები ნიშნები (წარწერები) მათი სტატუსის შესახებ შეჯიბრზე, ზედა სამოსზე, თავსაბურავებზე, ბეიჯებზე და ა.შ.

4.5 მსაჯთა კოლეგიის წევრების მოვალეობები:

4.5.1 ყველა მსაჯმა კარგად უნდა იცოდეს და ესმოდეს ”შეჯიბრების შესახებ წესები და დებულებები”

4.5.2 მთავარი მსაჯი ხელმძღვანელობს შეჯიბრის ჩატარებას, პასუხისმგებელია მონაწილეთა მიერ ”შეჯიბრების შესახებ წესებისა და დებულებების” დაცვაზე, ანაწილებს მოვალეობებს მსაჯებს შორის, ნიშნავს (აუცილებლობის შემთხვევაში) ტექნიკურ კომისიას, თუკი ეს არ არის გათვალისწინებული იმ ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, რომელიც ატარებს შეჯიბრს.

4.5.3 მთავარმა მსაჯმა უნდა ჩაატაროს მსაჯთა კოლეგიის სხდომები შეჯიბრების დაწყებამდე, ყოველი დღის შედეგების შესახებ და საერთო შედეგების დასამტკიცებლად, ასევე სხვა შემთხვევებში, რომლებიც მოითხოვს კოლეგიალურ გადაწყვეტას. მსაჯთა კოლეგიის სხდომა შედეგების შესახებ და დღის საერთო შედეგებით ტარდება გუნდების კაპიტნებთან ერთად.(სპრცმენებთან ერთად)

4.5.4 მთავარი მსაჯი ვალდებულია:

- შეჯიბრის დაწყებამდე ჩაატაროს თათბირი და მსაჯთა ინსტრუქტაჟი;

- შეწყვიტოს ან გადადოს შეჯიბრის ჩატარება, თუკი გაჩნდა ისეთი პირობები, რომლებიც ემუქრება მონაწილეთა უსაფრთხოებას;

- განიხილოს მონაწილეთა მიერ დაშვებული ”შეჯიბრის წესების” დარღვევები და შემოსული პროტესტები, და მსაჯთა კოლეგიასთან ერთად მიიღოს სათანადო გადაწყვეტილებები;

- შეჯიბრის დასრულების შემდეგ 10 დღის ვადაში ჩააბაროს ანგარიში და ოქმები იმ ორგანიზაციას, რომელიც ატარებს შეჯიბრს.

4.5.5 მთავარ მსაჯს უფლება აქვს:

- გადაიტანოს შეჯიბრის დაწყების თარიღი აუცილებლობის შემთხვევაში;

- გააუქმოს ან შეაჩეროს შეჯიბრი არახელსაყრელი ამინდის პირობების შემთხვევაში;

- მონიტორინგი გაუწიოს მსაჯთა გადაადგილებას შეჯიბრის პროცესში;

- მსაჯობიდან გადააყენოს მსაჯი, რომელმაც დაუშვა უხეში შეცდომა ან ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობებს;

- გააუქმოს მსაჯის გადაწყვეტილება, თუკი ის არის მცდარი;

- აუცილებლობის შემთხვევაში შეასრულოს მსაჯთა კოლეგიის ნებისმიერი წევრის ფუნქციები.

 

4.5.6 მთავარი მსაჯის მოადგილე ასრულებს მთავარი მსაჯის მითითებებს, ხოლო მისი არყოფინისას ცვლის მას და მოქმედებს მთავარი მსაჯის უფლებამოსილებების შესაბმისად.

4.5.7 მთავარი მდივანი იღებს განაცხადებს შეჯიბრში მონაწილეობის შესახებ, ატარებს კენჭისყრას და პასუხისმგებელია მთელი მსაჯთა დოკუმენტაციის გაფორმებაზე. შეჯიბრის დასრულების შემდეგ მსაჯებთან ერთად აჯამებს შედეგებს.

4.5.8 მსაჯი ზონაში აკონტროლებს ”შეჯიბრების შესახებ წესების და დებულებების” დაცვას, ამოწმებს შეჯიბრის მონაწილეებს ზონის პროტოკოლის თანახმად, ამოწმებს დამატებითი საკვებისა და სატყუარების რაოდენობას, სახეობას, შემადგენლობას ”შეჯიბრების შესახებ წესების და დებულებების” შესაბამისად, პასუხისმგებელია ზონაში შეჯიბრის მიმდინარეობაზე, არ უშვებს უცხო პირებს შეჯიბრის ზონაში და სპორტსმენების სექტორებში. უფლება აქვს, სპორტსმენებს დართოს სექტორებიდან გასვლის ნება მათი სურვილისამებრ და გადასცეს მათ ნებადართული ნივთები. ტურის დასრულების შემდეგ ზონის მსაჯი აცნობებს მთავარ მსაჯს ”შეჯიბრის წესების” ყველა დარღვევის შესახებ სპორტსმენების მხრიდან და მათ მიერ გაკეთებულ გაფრთხილებებს.

4.5.9 ზონის მსაჯი მონაწილეობს თავისი ზონის სპორტსმენების დანაჭერი თევზის აწონვაში და წარუდგენს სპორტსმენებს აწონვის შედეგების ოქმს ხელმოსაწერად.

4.5.10 მსაჯთა კოლეგიის წარმომადგენლები უნდა ესწრებოდნენ სავალდებულო ვარჯიშებს.

4.6 ინფორმაცია მსაჯის მონაწილეობის შესახებ ოფიციალურ შეჯიბრებში აისახება მსაჯის პირად წიგნაკში.



#2 giga65

giga65

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 261 posts

პოსტი დაწერილია 04 08 2015 - 09:32

საქართველოს ტივტივით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია

შეჯიბრების ჩატარების წესები ტივტივით  სპორტულ თევზჭერაში

 

(II ნაწილი)

 

5. შეჯიბრის მონაწილეები

5.1 შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან განაცხადში შეტანილი სპორტსმენები, რომლებსაც აქვთ ექიმის ნებართვა და პასუხობენ ”შეჯიბრების შესახებ დებულებით ” განსაზღვრულ მოთხოვნებს.

5.2 შეჯიბრება ტარდება როგორ ინდივივუალურ, ასევე გუნდურ პირველობაში. სრულიად საქართველოს მასშტაბით შეჯიბრებში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან საქართველოს ყველა მხარეების სპორცმენები და  გუნდები მხოლოდ სრული შემადგენლობით და მოქმედი კვოტების შესაბამისად. გუნდის სრული შემადგენლობა სრულიად საქართველოს მასშტაბით შეჯიბრებზე -2- 3 სპორტსმენი. სრულიად საქართველოს მაშტაბის ტურნირზე დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები. ყველა მონაწილე სპორტსმენი ვალდებულია დაადასტუროს თავისი პირადი მონაცემები და მოქალაქეობა სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის გზით (პირადობის მოწმობა, პასპორტი). აუცილებლობის შემთხვევაში გუნდს უფლება აქვს, განაცხადში შეჯიბშრი მონაწილეობის შესახებ დამატებით შეიყვანოს: გუნდის მწვრთნელი (მაქსიმუმ ერთი), სათადარიგო სპორტსმენი (მაქსიმუმ ერთი), კოორდინატორები (მაქსიმუმ ორი). გუნდების შემადგენლობა, დამატებით გაცხადებული გუნდის წევრების რაოდენობა და არსებობა სხვა დონის სხვა შეჯიბრებზე დასაშვებია განისაზღვროს კონკრეტულად ამ შეჯიბრის ”დებულებაში შეჯიბრების შესახებ”.

5.3 ყოველი სპორტსმენი და გუნდის წევრი ვალდებულია, იცოდეს და დაიცვას ”შეჯიბრების შესახებ წესები და დებულებები”; შეჯიბრის დროს თავშეკავებით და პატივისცემით მოეპყროს შეჯიბრის მონაწილეებს, არ იხმაუროს და ხელი არ შეუშალოს სხვა მონაწილეებს, არ შეაფერხოს აწონვის პროცესი, დროულად გამოცხადდეს სტარტსა და ფინიშზე, არ დაუშვას არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადება ნებისმიერ ღონისძიებაზე, რომელიც გათვალისწინებულია შეჯიბრების რეგლამენტით.

5.4 სპორტსმენებსა და გუნდის წევრებს არ შეუძლიათ მსაჯთა კოლეგიის საქმიანობაში ჩარევა. გუნდის მწვრთნელი (კაპიტანი) ყველა აუცილებელ ცნობას იღებს მთავარი მსაჯისგან, დანარჩენები - შესაბამისად თავისი გუნდის მწვრთნელისგან (კაპიტნისგან).

5.5 გუნდები (სპორტსმენები პირად შეჯიბრებში) აუცილებლად უნდა დაესწრონ საერთო მოწყობას, შეჯიბრის გახსნას, დაჯილდოებას და დახურვას ან წინასწარ აცნობონ ორგანიზატორებს, რომ ვერ დაესწრებიან ამ ღონისძიებებს და მიუთითონ მიზეზი.

5.6 განაცხადში მითითებულმა სათადარიგო სპორტსმენმა შეიძლება შეცვალოს ძირითადი სპორტსმენი, გუნდის კოორდინატორი ან მწვრთნელი გუნდის მწვრთნელის განცხადებით. შეჯიბრიდან მოხსნილი სპორტსმენი ან გუნდის სხვა წევრი ვერ შეიცვლება სათადარიგო სპორტსმენით.

5.7 შეჯიბრზე სპორტსმენი ვალდებულია ჰქონდეს სასტარტო ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მის სპორტულ კვალიფიკაციას (მსაჯთა კოლეგიის მოთხოვნით).

5.8 მწვრთნელი და კოორდინატორები ვალდებული არიან, შეჯიბრზე ჰქონდეთ დოკუმენტები, ასევე დამატებითი ნიშნები (წარწერები ფორმებზე, ბეიჯები და ა.შ.), რომლებიც დაამოწმებს მათ წევრობას ამა თუ იმ გუნდში და მიუთითებს მათ სტატუსს შეჯიბრებზე.

5.9 მწვრთნელი, როგორც გუნდის ხელმძღვანელი, პასუხისმგებელია გუნდის წევრების ორგანიზებაზე, ქცევასა და დისციპლინაზე.

5.10 მწვრთნელი ვალდებულია, დაესწროს მსაჯთა კოლეგიის სხდომებს, სადაც განიხილება მის გუნდთან დაკავშირებული საკითხები, უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში და დაესწროს დაჭერილი თევზის აწონვას.

5.11 მწვრთნელს შეაქვს წერილობითი განცხადება გუნდში ცვლილებების შესახებ ყოველი ტურის კენჭისყრის დაწყებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე, და ასევე პროტესტები (გუნდის ყველა წევრის) შეჯიბრის ჩატარებასა და მსაჯობასთან დაკავშირებით.

5.12 მწვრთნელს უფლება აქვს, ზეპირი მითითებები და რჩევები მისცეს თავის სპორტსმენებს და იმყოფებოდეს მხოლოდ და მხოლოდ თავისი გუნდის (ტანდემის) სპორტსმენის სექტორში და ისიც ზონის მსაჯის ნებართვით.

5.13 კოორდინატორებს უფლება აქვთ, შეაგროვონ თავისი გუნდისათვის აუცილებელი ინფორმაცია თევზჭერის ზონებიდან, მოახსენონ ეს გუნდის მწვრთნელს და სპორტსმენებს ისე, რომ არ შევიდნენ სექტორების ფარგლებში, და ხელი არ შეუშალონ შეჯიბრის სხვა მონაწილეებს. შეუძლიათ დაესწრონ აწონვას.

5.14 წინამდებარე ”შეჯიბრების შესახებ წესებისა და დებულების” დარღვევისას სპორტსმენის მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნას შესაბამისი სანქციები (წ.11).

5.15 იმ გუნდების მწვრთნელებსა და კოორდინატორებს, რომლებიც არღვევენ ”შეჯიბრების შესახებ წესებისა და დებულების” მოთხოვნებს, გააფრთხილებს მსაჯთა კოლეგია ან მოხსნის შეჯიბრიდან.

5.16 მწვრთნელის არყოფნისას მის მოვალეობებს ასრულებს გუნდის კაპიტანი.

6. ზონებისა და სექტორების მონიშვნა

6.1 კატეგორიულად იკრძალება შეჯიბრის მონაწილეთა განთავსება ელექტროგადამცემი ხაზებიდან და ტრანსფორმატული ქვესადგურებიდან 25 მეტრზე ნაკლებ მანძილზე.

6.2 შეჯიბრის ჩატარებისათვის გამოყოფილი წყალსატევის მონაკვეთი შეძლებისდაგვარად სწორი უნდა იყოს და ჰქონდეს ერთგვაროვანი პირობები ფსკერის რელიეფის, მცენარეების, თევზჭერის ადგილთან მისასვლელების და სხვ. მხრივ. წყალსატევის სიგანე არ უნდა იყოს 40 მეტრზე ნაკლები. სიღრმეც შეძლებისდაგვარად ერთნაირი უნდა იყოს მთელი მონაკვეთის გასწვრივ და შეადგენდეს არანაკლებ 1,5 მეტრს.

6.3 ზონები და სექტორები, ჩასატარებელი ტურების რაოდენობის მიუხედავად, ერთიანი პრინციპით მოინიშნება. მრავალტურიანი შეჯიბრის ყველა ტური უნდა ჩატარდეს წყალსატევის ერთსა და იმავე მონაკვეთზე. ამ მონაკვეთის ზონებად და სექტორებად დაყოფის სქემა ყველა ტურში იდენტური უნდა იყოს. ზონებისა და სექტორების მონიშვნა უნდა დასრულდეს კენჭისყრის დაწყებამდე.

6.4 ზონის შიგნით დაუშვებელია სექტორებს შორის წყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ადგილი აქვს უმნიშვნელო ბუნებრივ დაბრკოლებას (ხე, ბუჩქი, დიდი ქვა და ა.შ.), რომელიც ხელს უშლის სპორტსმენს, რომ თავისუფლად მოთავსდეს სექტორში.

6.5 სრულიად საქართველოს მასშტაბით შეჯიბრის ჩატარებისას წყალსატევის ის მონაკვეთი, რომელიც არჩეულია შეჯიბრისათვის, იყოფა ზონებად. ზონები კი, თავის მხრივ, იყოფა სექტორებად, სპორტსმენების რაოდენობის მიხედვით, შემდეგი პრინციპით - სექტორების რაოდენობა ზონაში ტოლია იმ გუნდების რაოდენობისა, რომლებიც მონაწილეობენ შეჯიბრში. როდესაც ტარდება შეჯიბრი პირად ჩათვლაში ან გუნდური ტიპის ”ტანდემი” შეჯიბრის ჩასატარებელი უბანი იყოფა მხოლოდ სექტორების რაოდენობაზე, რომელიც ტოლია სპორტსმენების (”ტანდემების”) რაოდენობისა. სხვა დონის შეჯიბრებზე ზონებისა და სექტორების რაოდენობა განისაზღვრება ორგანიზატორების გადაწყვეტილებით და მითითებული უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შეჯიბრისათვის შედგენილ ”დებულებაში შეჯიბრების შესახებ”.

6.6 ზონაში სექტორების რაოდენობა არ უნდა განსხვავდებოდეს ერთ სექტორზე მეტით.

6.7 ზონები და სექტორები შემოისაზღვრება ნაპირიდან ხმელეთის მიმართულებით თოკებით ან ალმებით არანაკლებ 10 მეტრზე.

6.8 ზონები აღინიშნება ლათინური ასოებით А, В, С და ა.შ., ხოლო სექტორები ციფრებით -1, 2, 3 და ა.შ. , რომლებიც დატანილია ალმებზე, ფირფიტებზე და უშუალოდ სექტორის საფარზე (ბეტონის ფილები და ა.შ.). თეგები და მათი მატარებლები შეიძლება იყოს თავისუფალი ფორმისა და ზომის, მაგრამ ერთი ტიპის, კარგად ხილული და სპორტსმენებისათვის, მსაჯებისა და მაყურებლებისათვის გასაგები.

6.9 ზონებისა და სექტორების მონიშვნა უნდა მოხდეს ან შემოწმდეს ტექნიკური კომისიის წევრების მონაწილეობით.

6.10 შეჯიბრის ჩატარებისას სექტორის სიგრძე ნაპირის გასწვრივ უნდა იყოს მინიმუმ 10 მეტრი, ხოლო შეჯიბრებისათვის ”ტანდემი” კი - მინიმუმ 15 მეტრი.

6.11 აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია წყვეტა. მაქსიმალური წყვეტა ზონებს შორის განისაზღვრება დროის ფაქტორის გათვალისწინებით, ე.ი. სპორტსმენმა უნდა შეძლოს ფეხით მისვლა კენჭისყრის ადგილიდან თავის სექტორში კენჭისყრის დასრულების მომენტიდან სიგნალამდე ”სექტორში შესვლა” იმ დროში, რაც განკუთვნილია ამისათვის ”დებულებაში შეჯიბრების შესახებ”.

6.12 ნებადართულია შეჯიბრის ჩატარებისთვის ზონების განლაგება წყალსატევის საპირისპირო ნაპირებზე. იმ შემთხვევაში, თუკი წყალსატევის სიგანე 200 მეტრზე მეტია, ნებადართულია ზონების განლაგება საპირისპირო ნაპირებზე ერთმანეთის პირდაპირ.

6.13 ზონებისა და სექტორების ნიშნულები ნაპირზე გაივლება მარცხნიდან მარჯვნივ.

6.14 შეჯიბრის მონაწილეების ზონასა და მაყურებლებს შორის გათვალისწინებული უნდა იყოს დერეფანი ოფიციალური პირების თავისუფალი გადაადგილებისთვის. ამ დერეფანში სათევზაო აღჭურვილობის მოთავსება აკრძალულია.

7. შეჯიბრების ჩატარების სქემა

7.1 შეჯიბრები ტივტივით სპორტულ თევზჭერაში  შედგება ვარჯიშებისა და ტურებისაგან.

შეჯიბრები სრულიად საქართველოს მაშტაბით შედგება:

- ვარჯიში - შეჯიბრის პირველი დღე;

- 1-ლი ტური - შეჯიბრის მეორე დღე;

- მე-2 ტური - შეჯიბრის მესამე დღე.

7.2 ვარჯიში

7.2.1 ვარჯიში შეჯიბრებზე სრულიად საქართველოს მაშტაბით სავალდებულოა (სავლდებულოა ყველა რეგისტრირებული სპორტსმენისა და გუნდის დასწრება). უშუალოდ თევზის ჭერისათვის აუცილებელ დროს (მინიმუმ 3 საათი) და ვარჯიშის დაწყების დროს განსაზღვრავს ”დებულება შეჯიბრების შესახებ”. ვარჯიშების ჩატარების აუცილებლობას და ვარჯიშისთვის საჭირო დროს სხვა დონის შეჯიბრებზე განსაზღვრავს ”დებულება შეჯიბრების შესახებ”.

7.2.2 ვარჯიში ტარდება იმ ზონებსა და სექტორებში, რომლებიც მონიშნულია ამ შეჯიბრების ტურების ჩასატარებლად.

7.2.3 ვარჯიში შედგება კენჭისყრისგან, მომზადებისა და თევზჭერისგან. დროის ოდენობა, რომელიც აუცილებელია მომზადებისათვის (დრო კენჭისყრის დასასრულსა და სიგნალ ”სტარტს” შორის) ვარჯიშზე განისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის იმ წევრების მიერ, რომლებიც ესწრებიან ვარჯიშს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

7.2.4 ვარჯიშის შედეგები არ შედის შეჯიბრის ძირითად ოქმში.

7.3 ტურები

7.3.1 სრულიად საქართველოს მაშტაბით შეჯიბრების ჩატარების დღეების რაოდენობა - 3. ტურების რაოდენობა სრულიად საქართველოს მაშტაბით შეჯიბრებზე - 2. ტურების რაოდენობა სხვა დონის სხვა შეჯიბრებზე აღნიშნულია ყოველ კონკრეტულ ”დებულებაში შეჯიბრების შესახებ”.

7.2.3 ტივტივით სპორტულ თევზჭერაში შეჯიბრის ყოველი ტური შედგება შემდეგი ნაწილებისგან და ტარდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) კენჭისყრა;

ბ) მომზადება;

გ) თევზჭერა;

დ) აწონვა;

ე) შედეგების შეჯამება;

ვ) დაჯილდოება.

7.3.3 ზონები და სექტორები სპორტსმენებს შორის ნაწილდება კენჭისყრის გზით. თანამიმდევრობის წესს, რომლითაც ხდება კენჭისყრა, ადგენს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება უშუალოდ მისი დაწყების წინ. პირად-გუნდური შეჯიბრების ჩატარებისას ყოველ ზონაში უნდა იყოს თითო სპორტსმენი ყოველი გუნდიდან.

7.3.4 პირად-გუნდური შეჯიბრების ყოველი ტურის განმავლობაში არც ერთ გუნდს არ აქვს უფლება, ორჯერ მიიღოს ზონის განაპირა სექტორი. სექტორების კენჭისყრის დროს იმ გუნდების სპორტსმენები, რომლებმაც მიიღეს განაპირა სექტორი ერთ-ერთ ზონაში, იღებენ შემდეგი ზონების სექტორების კენჭს პირველ რიგში იმ პირობით, რომ არ დაუშვან ერთი გუნდის სპორტსმენების მოხვედრა ბოლო სექტორებში რამდენიმე ზონაში ერთდროულად.

7.3.5 სპორტსმენს არ აქვს უფლება, რომ შეჯიბრის ეტაპზე განაპირა სექტორში ერთ ჯერზე მეტად მოხვდეს. სპორტსმენი, რომელიც ეტაპის ერთ-ერთ წინა ტურში განაპირა სექტორში ასპარეზობდა, იღებს კენჭს მიმდინარე და შემდეგ ტურებში პირველ რიგში იმ პირობით, რომ არ იქნას დაშვებული ერთსა და იმავე ეტაპზე ზონის განაპირა სექტორში მისი განმეორებით მოხვედრა.

7.3.6 სპორტსმენების კენჭისყრა ზონების მიხედვით პირად-გუნდურ შეჯიბრებზე ტარდება მხოლოდ და მხოლოდ შეჯიბრის პირველი ტურის დაწყების წინ. სპორტსმენების კენჭისყრა სექტორების მიხედვით ტარდება შეჯიბრის ყოველი ტურის დაწყების წინ ყოველი ზონისათვის ცალ-ცალკე. როდესაც შეჯიბრი ტარდება პირად ჩათვლაში ან გუნდურ ”ტანდემში” კენჭისყრა ტარდება სექტორების საერთო რაოდენობის მიხედვით. კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გუნდის სპორტსმენებსა და მწვრთნელს. კენჭისყრის დაწყების საათი აღინიშნება ”დებულებაში შეჯიბრების შესახებ” (რეგლამენტი) და წარმოადგენს ტურის დაწყების საათს.

7.3.7 დროის რაოდენობა სიგნალამდე ”სექტორში შესვლა” აღინიშნება ”დებულებაში შეჯიბრების შესახებ” წ.6.11-ის გათვალისწინებით.

7.3.8 სიგნალი ”სექტორში შესვლა” არის მზადების დაწყების სიგნალი.

7.3.9 მომზადებისთვის განკუთვნილ დროს სრულიად საქართველოს მასშტაბით შეჯიბრების ჩატარებისას შეადგენს 120 წუთს. მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს შეამციროს მომზადების დრო 60 წუთამდე (ამინდის პირობებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით) სპორტსმენების უმრავლესობის თანხმობით (გუნდების მწვრთნელების ხმის მიცემის პროცედურის გზით კენჭისყრის დასრულების შემდეგ). მომზადების დრო სხვა შეჯიბრებზე განისაზღვრება ”დებულებაში შეჯიბრების შესახებ”.

7.3.10 სიგნალი ”სტარტი” არის სპორტსმენების მიერ უშუალოდ თევზის ჭერის დაწყების სიგნალი.

7.3.11 ცალკე დრო წინასწარი დაკვებისათვის სრულიად საქართველოს მასშტაბით შეჯიბრებზე არ არის გამოყოფილი. დაკვების ნებადართულ დასაწყისად ითვლება სიგნალი ”სტარტი”. დრო წინასწარი დაკვებისათვის თევზის ჭერის დაწყების წინ შეიძლება გამოყოფილი იქნას სხვა დონის შეჯიბრებზე, რაც მითითებულია უნდა იყოს მათ რეგლამენტში ანუ ”დებულებაში შეჯიბრების შესახებ”.

7.3.12 თევზის ჭერისათვის გამოყოფილი დროის მონაკვეთი სრულიად საქართველოს მასშტაბით შეჯიბრებისათვის - 5 საათი. თევზჭერა იწყება სიგნალით ”სტარტი” და სრულდება სიგნალზე ”ფინიში”. სხვა შეჯიბრებზე თევზის ჭერისათვის გამოყოფილი დრო შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს, რის შესახებაც მითითებულია ”დებულებაში შეჯიბრების შესახებ”.

7.3.13 სიგნალი ”ფინიში” არის სიგნალი, რომელიც წყვეტს სპორტსმენების მიერ თევზის ჭერის პროცესს.

7.3.14 ”ფინიშის” სიგნალის შემდეგ სპორტსმენების (”ტანდემების” ) მიერ დაჭერილი თევზი აიწონება.

სპორტსმენი, მისი დაჭერილი თევზის აწონვის შემდეგ ვალდებულია აუცილებლად მოაწეროს ხელი თავის შედეგს ზონის აწონვების ოქმში, რომელიც ინახება ზონის მსაჯთან. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი ბრუნდება სპორტსმენის შესანახ ბადეში. ყველა შენიშვნა ან პროტესტი აწონვის პროცესსა და მის შედეგებთან დაკავშირებით მწვრთნელებისა და სპორტსმენებისაგან მიიღება მხოლოდ იმ მომენტამდე, სანამ სპორტსმენი ხელს მოაწერს თავის შედეგს ზონის აწონვის ოქმში.

7.3.15 დაჭერილი თევზის აწონვის დასრულების შესახებ სპორტსმენებს აუწყებს სიგნალი ”აწონვა დასრულებულია”, რაც საშუალებას აძლევს სპორტსმენს, გაუშვას დაჭერილი თევზი. ეს სიგნალი ავტომატურად იწყებს მსაჯთა კოლეგიის მიერ შეჯიბრების შედეგების შეჯამების პროცესს და მზადებას დაჯილდოების პროცედურისთვის.

7.3.16 შედეგების შეჯამების დასრულების შემდეგ გაისმის სიგნალი ”დაჯილდოება”.

7.4 შეჯიბრების ჩატარების დროს ყველა სიგნალს იძლევა შეჯიბრის მთავარი მსაჯი კარგად ხილული (შუქის), მოსასმენი (ბგერითი) საშუალებით, დუბლირებულია ხმით ზონის მსაჯების მიერ ყველა ზონაში.

7.5 შეჯიბრი შეიძლება შეჩერდეს ან გადაიდოს მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებით არასასურველი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუკი გაჩნდება სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას შეჯიბრის მონაწილეების უსაფრთხოებას.

7.6 ჭექა-ქუხილის დაწყების შემთხვევაში შეჯიბრი დაუყოვნებლივ წყდება, აძლევენ სპეციალურ სიგნალს ”თევზჭერის შეწყვეტა”. სიგნალის შემდეგ სპორტსმენი ვალდებულია, ამოახვიოს აღჭურვილობა, გამოვიდეს სექტორიდან და დატოვოს ყველა თევზსაჭერი ხელსაწყო და დაჭერილი თევზი თავისი სექტორის ფარგლებში. ამასთან, სპორტსმენმა დამოუკიდებლად უნდა უზრუნველყოს იმ ყველაფრის შენახვა, რაც დარჩა მის სექტორში. პასუხისმგებლობა შენახვაზე ეკისრება სპორტსმენს.

7.7 თუკი პირობები საშუალებას იძლევა, რომ შესვენების შემდეგ შეჯიბრი გაგრძელდეს დღის წესრიგის ფარგლებში, მაშინ შეჯიბრი გაგრძელდება.

7.8 სრულიად საქართველოს მასშტაბის შეჯიბრების ჩატარებისას შესვენება არ შეიძლება გაგრძელდეს იმ დროის ნახევარზე მეტ ხანს, რაც განკუთვნილია უშუალოდ თევზის ჭერისათვის (2,5 საათზე მეტი). ასეთი შესვენების დრო არ ემატება თევზის ჭერის დროს. სხვა შეჯიბრებზე შესაძლო შესვენების დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება შეჯიბრის ორგანიზატორების მიერ.

7.9 შესვენების დასრულების შემდეგ ჯერ არის სიგნალი, რაც საშუალებას აძლევს სპორტსმენებს, დაიკავონ ადგილები, 5 წუთის შემდეგ კი გაიცემა სიგნალი ”თევზჭერის აღდგენა (გაგრძელება)” და თევზის ჭერა გრძელდება.

7.10 თუკი ატმოსფერული პირობები არ გაუმჯობესდება, ან დღის წესრიგი არ იძლევა შეჯიბრის გაგრძელების შესაძლებლობას, სრულიად საქართველოს მაშტაბით შეჯიბრებზე ტური შეიძლება ჩაითვალოს შემდგარად, თუკი მისმა ხანგრძლივობამ შეადგინა მინიმუმ იმ დროის ნახევარი, რაც გამოყოფილია უშუალოდ თევზის ჭერისთვის (არა ნაკლებ 2,5 საათი). სხვა შეჯიბრებზე ტური შეიძლება ჩაითვალოს შემდგარად/გაუქმებულად სხვა პირობებით, რის შესახებაც აღნიშნავენ შეჯიბრის ორგანიზატორები



#3 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 04 08 2015 - 10:37

გიგა როდის იგეგმება ტივტივისტების შეჯიბრი?


  • mishka likes this

#4 riko

riko

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 151 posts

პოსტი დაწერილია 16 02 2016 - 00:44

არის გეგმაში ჩატარება?


  • Bioturbo likes this

#5 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1603 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 16 02 2016 - 18:37

ჩემი აზრით აუცილებლად ჩატარდება და არა ერთი ტურნირი(ია ტაკ დუმაიუ) ;)



#6 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1603 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 03 04 2016 - 12:07

საქართველოს ტივტივით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია

შეჯიბრების ჩატარების წესები ტივტივით  სპორტულ თევზჭერაში

(ნაწილი 3)

 

 

     8. შეჯიბრების ჩატარების წესები

8.1.   პირადი და პირად-გუნდური შეჯიბრების დროს ყოველ სექტორში იმყოფება ერთი სპორტსმენი და სპორტსმენის მიერ თევზის ჭერის პროცესი მიმდინარეობს მხოლოდ ერთი ანკესის დახმარებით, რომელიც აღჭურვილია ერთი სადავით და ერთი ცალფა ნემსკავით. ”სტარტის” სიგნალის შემდეგ აკრძალულია ორი ან მეტი ანკესის (მონტაჟის) წყალში ყოფნა, მიუხედავად მათი ტიპისა და აღჭურვილობისა (სადავე ნემსკავით,ტივტივა, სიმძიმე).

8.2.   ”ტანდემის” ტიპის გუნდურ შეჯიბრებში ყოველ სექტორში იმყოფება ორი სპორტსმენი და თევზჭერა ხდება ორი სათევზაო მოწყობილობის (ანკესის) საშუალებით. ”სტარტის” სიგნალის შემდეგ აკრძალულია სამი ან მეტი ანკესის წყალში ყოფნა, მიუხედავად მათი ტიპისა და აღჭურვილობისა (სადავე ნემსკავით,ტივტივა, სიმძიმე).

8.3.   თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ტივტივის  ანკესის ჯოხით (მოსაქნევი, შტეკერული, მატჩი და ბოლონიური) რომელის შემადგენლობაშიც შედის: ძუა,ტივტივა, სიმძიმე და ერთი ცალფა ნემსკავი.ძირითადი ძუისა და სადავის სიგრძე, სიმძიმის წონა და ფორმა, ტივტივის ნაირსახეობა და ფორმა ნებაყოფლობითია (ბომბარდა და ე.წ."ვანკა-ვსტანკა"აკრძალულია)

8.4        სიმძიმე ძუაზე დამონტაჯებული უნდა იყოს ტივტივასა და ნემსკავს შორის.

8.5    აწყობილ მონტაჯს (ტივტივა სიმძიმე და ნემსკავი) აუცილებლად უნდა ჰქონდეს დადებითი ცურვადობა. დასაშვებია რომ სიმძიმის 10% ეხებოდეს წყალსაცავის ბსკერს. 

8.6    ბსკერული თევზაობა აკრძალულია

8.7.   სპორტსმენს უფლება აქვს გამოიყენოს მხოლოდ ბუნებრივი წარმოშობის დამატებითი საკვები ან სატყუარა. სატყუარა და დამატებითი საკვები შეიძლება შეფერილი და დასველებული იყოს არატოქსიკური არომატული ნივთიერებებით.

8.8.   სპორტსმენს უფლება აქვს გამოიყენოს მხოლოდ ბუნებრივი წარმოშობის დამატებითი საკვები ან სატყუარა. სატყუარა და დამატებითი საკვები შეიძლება შეფერილი და დასველებული იყოს არატოქსიკური არომატული ნივთიერებებით.

8.9.                    აკრძალულია ისეთი სახის სატყუარები და დამატებითი საკვები, რომლებიც შეიცავს დაუმუშავებელი სახის ცოცხალ ან მკვდარ თევზებს, ცოცხალ ან მკვდარ ჭიანჭველებს, ჭიანჭველის კვერცხებსა და თევზის ქვირითს. აკრძალულია ნარკოტიკული და თევზის გამაბრუებელი ნივთიერების გამოყენება. აკრძალულია მონტაჟის სადავესა და ნემსკავზე სხვადასხვა ფორმისა და სახეობის აირით შევსებული პლასტმასების (პენოპლასტის და ა.შ.) , კორპის და სხვადასხვა სახის მცენარეების გულის წამოცმა.

8.10.                    სრულიად საქართველოს მასშტაბით შეჯიბრების ჩატარებისას დამატებითი საკვების ნებადართული რაოდენობა შეჯიბრის ერთ ტურზე ერთი სპორტსმენისათვის შეადგენს 12 ლ (უკვე დატენიანებულ, შერეულ და გაცრილ მდგომარეობაში !).  ამასთან ერთად ცხოველური კომპონენტების (სატყუარები და საკვებში შესარევი) რაოდენობა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 2,5 ლიტრს, სადაც არაუმეტეს 0,5 ლიტრს დასაშვებია შეადგენდეს კოღოს მატლი, მათ შორის მსხვილი ანუ ნემსკავზე წამოსაცმელი. ნებადართული დამატებითი საკვების რაოდენობა და თანაფარდობა სხვა შეჯიბრებზე შეიძლება შეიცვალოს, რის შესახებაც მითითებულია ”დებულებაში შეჯიბრების შესახებ”.

8.11.                    სატყუარას სახით აკრძალულია რამდენიმე კომპონენტისგან შემდგარი სუბსტანციების გამოყენება (მაგ. პური, პასტები, პელეტსი, ბოილები, ფაფები და ა.შ.). სატყუარა აუცილებლად წამოცმული უნდა იყოს ნემსკავზე. სატყუარას ფიქსაციის ყველა სხვა სახეობა აკრძალულია.

8.12.                    დამატებითი საკვების ცხოველური შემადგენელი შედგება ცოცხალი ორგანიზმებისაგან ცოცხალ ან არაცოცხალ (თერმულად ან ქიმიურად დამუშავებულ) მდგომარეობაში ან შეიცავს ცოცხალი ორგანიზმების მკვეთრად დაცალკევებულ ნაწილებს (მაგალითად, კოღოს მატლის, თეთრი და წითელი ჭიების და სხვ.).

8.13.                    სატყუარებისა და მშრალი არომატიზატორების რაოდენობა აუცილებლად შედის ნებადართული დამატებითი საკვების რაოდენობაში. თხევადი არომატიზატორები და დიპები სატყუარასთვის შეჯიბრის ტურის განმავლობაში დასაშვებია გამოყენებულ იქნას შეუზღუდავი რაოდენობით.

8.14.                    მსაჯთა კოლეგიამ დამატებითი საკვებისა და სატყუარას შემოწმება უნდა დაიწყოს სიგნალი ”სექტორში შესვლა”–ს შემდეგ და დაასრულოს არა უგვიანეს 20 წუთით ადრე სიგნალამდე ”წინასწარი დაკვება”.  სპორტსმენმა დამატებითი საკვები და სატყუარა შესამოწმებლად უნდა წარადგინოს საზომი ტარით. საზომ ტარას უნდა გააჩნდეს გარკვევით მითითებული შიგთავსის მოცულობა, რომელიც დატანილია საწარმოო წესით. საზომი ტარის ტევადობა მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს სატყუარასა და საკვების ნებადართულ მოცულობასთან, რომელიც განსაზღვრულია მოცემული წესებით ან „დებულებით შეჯიბრების შესახებ”.

8.15.                    მსაჯთა კოლეგიის მიერ დამატებითი საკვების შემოწმებამდე კატეგორიულად იკრძალება დამატებითი საკვების ცხოველური კომპონენტებისა და ნებადართული დამატებითი საკვების სხვა სახეების შეზელვა. შემოწმების შემდეგ ნებადართულია ყველა სახის დამატებითი საკვების შეზელვა ნებისმიერი საშუალებით, როგორც ხელით, ისე მექანიკური საშუალებების დახმარებით (დრელით, შურფსახრახნით).

8.16.                    აკრძალულია მექანიკური საშუალებების გამოყენება დამატებითი საკვების შეზელვისთვის სიგნალ ”სტარტის ” შემდეგ.

8.17.                    დამატებითი საკვების ის მოცულობა, რომელშიც შემოწმებისას გამოვლენილია ცოცხალი შემადგენლების კომპონენტები, სპორტსმენს (გუნდს) ჩაეთვლება როგორც დამატებითი საკვების ცხოველური შემადგენელი.

8.18.                    შემოწმების შემდეგ სექტორში შეიძლება მხლოდ იმ რაოდენობის დამატებითი საკვებისა და მისი ცოცხალი შემადგენლების შენახვა, რაც ნებადართულია ”შეჯიბრების შესახებ წესებითა და დებულებით”.

8.19.            დამატებითი საკვების დამატებით შეზელვა თევზჭერის დროს (დამატებითი საკვების შემოწმების შემდეგ) აკრძალულია. დამატებითი საკვების შემოწმების შემდგომ ნებადართულია მხოლოდ მისი დამატებითი დატენიანება პულვერიზატორით და მასში არომატიზატორის დამატება. საცერის გამოყენება შემოწმების შემდეგ აკრძალულია.

8.20.                    დამატებითი საკვების დამატებითი დატენიანება ნებადართულია მხოლოდ პულველიზატორით, წყლის გამოყენებით, რომლის მოცულობაც არ შედიოდა დამატებითი საკვების მოცულობაში, რომელიც კონტროლდებოდა შემოწმებისას. ყველა სხვა საშუალების გამოყენება დამატებითი დატენიანებისათვის შემოწმების შემდეგ აკრძალულია.

8.21.                    თევზჭერის ადგილების დაკვება ნებადართულია მოხლოდ ხელით ან შურდულით. სხვა საშუალებები აკრძალულია. სექტორის ფარგლებში თევზჭერის ადგილების (წერტილების) რაოდენობა არ არის შეზღუდული.

8.22.                    სრულიად საქართველოს მასშტაბით შეჯიბრების ჩატარებისას სატყუარა მოთავსებული უნდა იყოს უშუალოდ ნემსკავზე. აკრძალულია ”თმიანი” მონტაჟის, სილიკონის კემბრიკების ან სატყუარას დასამაგრებელი რგოლების (პელეტები, მაგოტ–კლიფსას და მსგავსი სატყუარები) გამოყენება.

8.23.                    არ არის ნებადართული ”ზამბარების” გამოყენება ნემსკავზე სატყუარას შეკავების მიზნით, ასევე საძირავებისა და ა.შ. გამოყენება. სხვა შეჯიბრებზე ნებადართული მოწყობილობებისა და ამ მოწყობილობათა დამხმარე ნივთების გამოყენება განსაზღვრულია ”დებულებაში შეჯიბრების შესახებ”.

8.24.                    დამატებითი ანკესებისა და მოწყობილობების რაოდენობა შეჯიბრებზე არ არის ნორმირებული.

8.25.                    თევზის ჩარტყმას სპორტსმენი განსაზღვრავს მხოლოდ ტივტივის საშუალებით. კენკვის ყველა სხვა სიგნალიზატორები აკრძალულია.

8.26.                    მონტაჟის ტყორცნა თევზჭერის ადგილისკენ სრულდება მხოლოდ ანკესით, მხოლოდ და მხოლოდ სპორტსმენის ფიზიკური ძალის დახმარებით. ტყორცნის დისტანცია შეზღუდული არარის.

8.27.                    აკრძალულია გვერდიდან მოქნევით ტყორცნა და სხვა სახის ტყორნის შესრულება, გარდა თავზემოთ ტყორცნისა (ზურგიდან). მონტაჟის ტყორცნა (მისი ტიპის მიუხედავად), თევზჭერის ადგილების გამოკვლევა და დაკვება საკუთარი სექტორის გარეთ კატეგორიულად აკრძალულია.

8.28.                    შეჯიბრების დროს სპორტსმენებს ნება ეძლევათ, გამოიყენონ პლატფორმები, ყუთები, სკამები და ა.შ. ძირითად პლატფორმას (ყუთს, სკამს) შეიძლება ჰქონდეს დამხმარე მოწყობილობა დამატებითი ფუნქციების შესასრულებლად.

8.29.            სრულიად საქართველოს მაშტაბით ჩატარებულ შეჯიბრებებზე სიგნალ ”სტარტის” მომენტისთვის პლატფორმის (ყუთის, საკმის) ყველა საყრდენი ფეხი წყლის გარეთ ნაპირზე უნდა იყოს მოთავსებული(მთავარ მსაჯს აქვს უფლება დართოს ნება პლატფორმის/სკამის ნაწილობრივ ან მთლიანად წყალში შეტანის ნაპირის რელიეფის სპეციფიკიდან გამომდინარე, გუნდის მწვრთნელებთან ან კაპიტნებთან წინასწარი შეთანხმებით) ტურის დროს პლატფორმის (ყუთის, სკამის) გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ ნაპირის მიმართულებით. ჯგუფურ შეჯიბრებებზე ”ტანდემი” ერთი გუნდის სპორტსმენების პლატფორმები (ყუთები, სკამები) სექტორში განთავსებული უნდა იყოს ერთმანეთისგან მინიმუმ 1 მეტრის დაშორებით. სხვა შეჯიბრების ჩატარებისას პლატფორმების (ყუთების, სკამების) განლაგება სექტორში და მათ შორის მანძილი (მაგრამ მინიმუმ 1 მეტრი) აღინიშნება ”დებულებაში შეჯიბრების შესახებ”.

8.30.                    როდესაც სპორტსმენი მიუახლოვდება თავის სექტორს, მან უნდა დაალაგოს თავისი აღჭურვილობა სექტორთან. აკრძალულია აღჭურვილობის ნებისმიერი მომზადება სპორტსმენის სექტორის ფარგლებში სიგნალამდე ”სექტორში შესვლა” , გარდა დამატებითი საკვების მომზადებისა (სექტორის გარეთ). სექტორში შესვლა სიგნალამდე ”სექტორში შესვლა” შეიძლება მხოლოდ წყლის ასაღებად და სექტორის გასასუფთავებლად (საჭიროების შემთხვევაში) მსაჯის ნებართვით.

8.31.                    სპორტსმენს ნება ეძლევა, თავისი შეხედულებისამებრ განათავსოს ანკესი თევზჭერის დროს, მაგრამ ამავდროულად ანკესის ნაწილები არ უნდა სცილდებოდეს სპორტსმენის სექტორის ფარგლებს.

8.32.                    შეჯიბრის პროცესში სპორტსმენს შეუძლია ისე მოთავსდეს თევზჭერის სექტორში, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ , მაგრამ სექტორში განლაგებული ნივთები ან მათი ნაწილები არ უნდა გასცდეს სექტორის ფარგლებს.

8.33.                    თავის სექტორში სპორტსმენი უნდა გადაადგილდებოდეს შეძლებისდაგვარად უხმაუროდ და თავისი ქმედებებით ხელს არ უნდა უშლიდეს შეჯიბრის სხვა მონაწილეებს.

8.34.                    სრულიად საქართველოს მასშტაბით შეჯიბრების ჩატარებისას თევზჭერის ადგილების სიღრმის გაზომვა და სხვა კვლევები უნდა შესრულდეს მხოლოდ ტივტივის დახმარებით სიგნალის ”სექტორში შესვლა” შემდეგ და სიგნალამდე ”ფინიში”. თევზჭერის ადგილების სიღრმის გაზომვის და კვლევის ყველა სხვა საშუალება, მათ შორის მარკერი, აკრძლულია. სხვა შეჯიბრების ჩატარებისას თევზჭერის ადგილების კვლევების დამატებითი ხერხები მითითებულია ”დებულებაში შეჯიბრების შესახებ”.

8.35.                    მსაჯის მოთხოვნის მიხედვით თევზჭერის დროს (”სტარტისა” და ”ფინიშის” სიგნალებს შორის) სპორტსმენი ვალდებულია შესამოწმებლად წარმოადგინოს თავისი მონტაჟი, დამატებითი საკვები, სატყუარა და ნებისმიერი სხვა აღჭურვილობა, რომელიც იმ დროისათვის არის სექტორში, მაშინაც კი, თუ ამისათვის საჭირო იქნება თევზჭერის შეწყვეტა შემოწმების დროისთვის.

8.36.                    სპორტსმენს ნება ეძლევა მსაჯთა კოლეგიის წევრის ნებართვით დატოვოს სექტორის ფარგლები, რათა გაასწოროს ძუების სიგრძე მხოლოდ ”სტარტის” სიგნალამდე.

8.37.                    სპორტსმენს შეუძლია წყალში შევიდეს მუხლებამდე სიღრმეში, აღჭურვილობის გასაშლელად ან გასასწორებლად. მეტ სიღრმეზე შესვლა სპორტსმენს შეუძლია მხოლოდ მსაჯთა კოლეგიის წევრის ნებართვით. ეს უფლება არ ვცელდება თევზის ამოყვანის პროცესზე.

8.38.                    სიგნალის ”სექტორში შესვლა” შემდეგ და სიგნალამდე ”აწონვა დასრულებულია” სპორტსმენს უფლება აქვს, გამოვიდეს თავისი სექტორის ფარგლებიდან უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და ისიც მხოლოდ მსაჯთა კოლეგიის წევრის ნებართვით. ამასთან, სპორტსმენის არყოფნისას მთელი მისი მოწყობილობა (ანკესი და ამოსაყვანი კვედაბადე) უნდა იყოს ამოღებული წყლიდან.

 

8.39.                    მას შემდეგ, რაც იქნება სიგნალი ”სექტორში შესვლა” და იქამდე, ვიდრე იქნება სიგნალი ”აწონვა დასრულებულია”, სპორტსმენებს არ აქვთ უფლება, მიიღონ სხვა სპორტსმენებისა და სხვა პირებისაგან  ნებისმიერი სახის პრაქტიკული ან თეორიული დახმარება (მხოლოდ გუნდის მწვრთნელს და კოორდინატორს აქვთ თეორიული დახმარების უფლება) შეჯიბრის ადგილის, მონტაჟის, სატყუარასა და დამატებითი საკვების მომზადებაში, ასევე თევზის ამოყვანაში და ასევე არ აქვთ უფლება, თვითონ დაეხმარონ სხვა სპორტსმენებს. კატეგორიულად აკრძალულია სხვა მონაწილის სექტორში შესვლა. შეჯიბრის მსვლელობისას სპორტსმენებმა თავი უნდა შეიკავონ ერთმანეთთან საუბრებისგან. 

8.40.            თევზის გამოყვანის პროცესში ქვედაბადით (ჩოგანბადით) სარგებლობა პირადი და პირად-გუნდური ჩათვლის შეჯიბრებში შეუძლია მხოლოდ თვითონ სპორტსმენს. თევზის გამოყვანის პროცესში სპორტსმენისთვის ყოველგვარი დახმარების აღმოჩება კატეგორიულად აკრძალულია. თევზთან უდიერი მოპყრობა კატეგორიულად აკრძალულია. თუ სპორტსმენს არ აქვს ქვედა ბადე სპორტსმენი მოიხსნება ტურნირიდან. (პატარა თევზის ამოყვანა შესაძლებელია ქვედაბადის გარეშე თუ ის იქნა ამოწეული წყლიდან მიწაზე ხოხიალის გარეშე.) თევზის მიწაზე ხოხიალი კატეგორიულად აკრძალულია!

8.41.                    გუნდურ შეჯიბრებში ”ტანდემი” აღჭურვილობის და დამატებითი საკვების მომზადება, ასევე თევზის გამოყვანის პროცესი (ჩოგანბადით დახმარება) ერთი გუნდის წევრებმა შეიძლება ერთად შეასრულონ.

8.42.            მას შემდეგ, რაც იქნება სიგნალი ”სექტორში შესვლა” და იქამდე, ვიდრე იქნება სიგნალი ”აწონვა დასრულებლია”, სპორტსმენებს მხოლოდ მსაჯთა კოლეგიის წევრის მეშვეობით შეიძლება გადაეცეთ თავის სექტორში შემდეგი ტიპის ნივთები სასმელი წყალი, საკვები, წამლები და ა.შ. დამატებითი აღჭურვილობა, სატყუარები, დამატებითი საკვები, და ცხოველური შემადგენლები კი მხოლოდ სიგნალამდე ”სტარტი”.

8.43.                    შეჯიბრების დროს სპორტსმენები ვალდებულნი არიან, იმგვარად შეინახონ თევზი, რომ ის ცოცხალი იყოს (შეძლებისდაგვარად) აწონვის მომენტისთვის. შესანახი ბადე თევზით მაქსიმალურად უნდა იყოს წყალში ჩაშვებული. შესანახი ბადე დამზადებული უნდა იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური წარმოშობის ძაფისგან.

8.44.                    შესანახი ბადის დასაშვები მინიმალური სიგრძე 2,0 მეტრია. ლითონის შესანახი ბადის გამოყენება აკრძალულია. თუ სპორტსმენს არა აქვს შესანახი ბადე, ან ის არ შეესამება სტანდარტებს,  სპორტსმენი მოიხსნება ტურნირიდან.

8.45.                    გუნდურ შეჯიბრებზე ”ტანდემი” თევზი შეიძლება ინახებოდეს გუნდის ყოველი სპორტსმენის შესანახ ბადეში ცალკე, ან საერთო შესანახ ბადეში.

8.46.            თევზის გატანა სექტორის ფარგლებს გარეთ სიგნალამდე ”აწონვა დასრულებულია” აკრძალულია.

8.47.                    წყალსატევის მფლობელების ან შეჯიბრის ორგანიზატორების მოთხოვნით, სპორტსმენების მიერ შეჯიბრის დროს დაჭერილი თევზი, რომლის სახეობა და ზომაც მითითებულია ”დებულებაში შეჯიბრების შესახებ”, შეიძლება აწონონ დაჭერისთანავე და შემდეგ გაუშვან. ასეთ შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიის წევრების მიერ თევზის აწონვის შემდეგ სპორტსმენმა ხელი უნდა მოაწეროს ზონის აწონვის ოქმში ყოველი დაჭერილი ეგზემპლარის წონაზე.

8.48.                    სრულიად საქართველოს მასშტაბით შეჯიბრებზე ჩათვლაში მიიღება მთელი დაჭერილი თევზი (გარდა იმისა, რაც შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში). სხვა შეჯიბრების ჩატარებისას ნებადართულია, რომ არ იქნას მიღებული ჩათვლაში ერთი ან რამდენიმე სახეობის თევზი, რის შესახებაც მითითებულია ”დებულებაში შეჯიბრების შესახებ”.

8.49.                    ჩასათვლელად მიიღება ასევე ის თევზიც, რომელიც შემთხვევით არ არის პირით დაჭერილი.

8.50.                    ჩათვლისთვის მიიღება ასევე სხვა აღჭურვილობასთან (ჩაწყვეტილთან) ერთად დაჭერილი თევზი. თუკი ამასთან დაჭერილია ერთზე მეტი თევზი, ჩათვლაში მიიღება მხოლოდ ერთი (სპორსტსმენის შეხედულებისამებრ), ყველა დანარჩენი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გაშვებული.

8.51.                    თევზი, რომელიც არ მიდის ჩათვლაში, დაუყოვნებლივ უნდა გაუშვან წყალსატევში.

8.52.                    სრულიად საქართველოს მასშტაბის შეჯიბრებზე სიგნალ ”ფინიშის” შემდეგ ჩათვლაზე მიდის თევზი, რომელიც არის შესანახ ბადეში ან სიგნალის მომენტისთვის დაჭერილია და მოხერხდა მისი გამოყვანა ნაპირზე.

8.53.                    დამატებითი დრო თევზის აწონვისთვის სიგნალ ”ფინიშის” შემდეგ არ გამოიყოფა. სხვა დონის შეჯიბრების ჩატარებისას თევზის აწონვისთვის შეიძლება გამოყოფილი იქნას დამატებითი დრო, რის შესახებაც მითითებულია ”დებულებაში შეჯიბრების შესახებ”.

8.54.                    თევზი, რომელიც დაჭერილია სავარჯიშო თევზაობის და შეჯიბრის შემდგომი ტურების დროს, დაუყოვნებლივ, სათანადო სიფრთხილის დაცვით უნდა იქნას გაშვებული ზონის მსაჯის სიგნალის ”აწონვა დასრულებულია” შემდეგ.

8.55.                    თევზს, რომელიც დაჭერილია შეჯიბრის დროს და დაიღუპა, აგროვებენ მსაჯთა კოლეგიის წევრები და განკარგულებაში გადასცემენ წყალსატევის მფლობელებს ან მთავარ მსაჯს.

8.56.            კატეგორიულად აკრძალულია რადიოსადგურების ან კავშირგაბმულობის მობილური საშუალებების გამოყენება შეჯიბრის მსვლელობის დროს (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა როდესაც ნებადართულია მთავარი მსაჯის მიერ).

8.57.                    იმ შეჯიბრებზე, რომლებიც ორი ან მეტი დღის განმავლობაში ტარდება, ყოველი ტურის დასრულების შემდეგ (სიგნალი ”აწოვნა დასრულებულია”), გარდა ბოლო ტურისა, სპორტსმენები ვალდებულნი არიან, დატოვონ სექტორი 120 წუთის განმავლობაში, თუკი სხვაგვარად არ არის მითითებულია ”დებულებაში შეჯიბრების შესახებ”.

8.58.                    შეჯიბრების ყველა მონაწილეს კატეგორიულად ეკრძალება აწონვის პროცესისათვის ხელის შეშლა, მსაჯების მოცდენა და მათი მუშაობისათვის ხელის შეშლა.

8.59.                    ვარჯიშისა და ყოველი ტურის დასრულების შემდეგ სპორტსმენმა აუცილებლად უნდა აკრიფოს ნაგავი თავის სექტორში. წყალსატევის მფლობელების ან შეჯიბრების ორგანიზატორების მოთხოვნით შეიძლება აიკრძლოს წყალში დამატებითი საკვების, სატყუარას, დამატებითი საკვების ცხოველური შემადგენლის ჩაყრა, რომელიც დარჩა სპორტსმენს (”ტანდემს”) შეჯიბრის ტურის შემდეგ, რის შესახებაც მითითებულია ”დებულებაში შეჯიბრების შესახებ”.

9.      აწოვნა, შედეგების შეჯამება და დაჯილდოება

9.1.   ასაწონად მიიღება თევზი, რომლის ჭერაც ნებდართულია ”დებულებით შეჯიბრების შესახებ”.

9.2.   აწონვის შედეგი არის ზონის მსაჯის ჩანაწერი აწონვის ოქმში, რასაც აუცილებლად უნდა დაერთვოდეს სპორტსმენის ხელმოწერა.

9.3.   სექტორში მსაჯთა ბრიგადის (ზონის მსაჯების) მისვლამდე, რომელიც აწარმოებს აწონვას, სპორტსმენმა წყალში უნდა გააჩეროს თავისი შესანახი ბადე. შესანახი ბადიდან თევზს იღებს მსაჯთა ბრიგადის წარმომადგენელი. დაჭერილ თევზს წონიან  და ითვლიან (საჭიროების შემთხვევაში). თევზის აწონვა ხდება ბადის ტიპის ან პერფორირებულ ფსკერიან ტარაში ჩაყრით , რომელიც ხელს არ უშლის წყლის თავისუფალ გადინებას. სპორტსმენის მიერ დაჭერილი თევზის აწონვის პროცესი მიმდინარეობს მისი სექტორის ფარგლებში. თევზი იწონება სუფთა სახით, ერთგვაროვან ტარაში.

9.4.   დაჭერილი თევზი იწონება მაქსიმალური სიზუსტით სასწორების ტექნიკური დაშვების ფარგლებში, მაგრამ ცდომილებით არა უმეტეს 10 გრამი. იმ შემთხვევაში, თუ შეჯიბრი ტარდება ორ ან მეტ ზონაში, აწონვა წარმოებს ორი ბრიგადის მიერ ერთდროულად ერთნაირი მოდელის სასწორებით. თევზის ასაწონად გამოყენებულ სასწორებს აწონვის წინ აუცილებლად ამოწმებს შეჯიბრის მთავარი მსაჯი. აკრძალულია სასწორის გამოყენება ტარის განულების გარეშე.

9.5.   აწონვის პროცედურის დროს სასწორი აუცილებლად უნდა იყოს მოთავსებული სპეციალურ შტატივზე (სამფეხზე), აკრძლულია შტატივის ხელში დაჭერა აწონვის დროს. აკრძლულია სასწორის გამოყენება ტარის განულების გარეშე და სასწორის მიერ ნაჩვენები წონის რაიმე სახით კორექტირება.

9.6.   სპორტსმენი უნდა ესწრებოდნენ აწონვას, რათა თვალყური ადევნონ აწონვის პოროცესს და ხელი მოაწერონ აწონვის ოქმს, რომელშიც მითითებული იქნება მისი მიერ დაჭერილი თევზის წონა. ზონის აწონვის ოქმის ხელმოწერის შემდეგ არ მიიღება არანაირი პრეტენზია სპორტსმენის ან გუნდის წარმომადგენლების მხრიდან დაჭერილი თევზის წონასთან დაკავშირებით.

9.7.   შედეგების განსაზღვრისას გუნდურ შეჯიბრებზე ”ტანდემი” თევზის აწონვა ხდება მთელი გუნდის მიერ სრულად.

9.8.   პირად შეჯიბრებზე შედეგები ეთვლება თითოეულ სპორტსმენს ცალ-ცალკე. პირად-გუნდურ შეჯიბრებში - თითოეულ სპორტსმენს ცალ-ცალკე და გუნდს მთლიანობაში. გუნდურ შეჯიბრებზე ”ტანდემი” - მხოლოდ გუნდს.

9.9.   სპორტსმენის (”ტანდემის”) მიერ დაჭერილი თევზი შეიძლება განმეორებით აიწონოს სასწორის შეცვლის ან მისი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში.

9.10.                    იმ შეჯიბრებებზე, რომლებიც რამდენიმე ტურად ტარდება, საბოლოო ჩათვლის შედეგის მისაღებად სპორტსმენებმა (გუნდებმა, ”ტანდემებმა”) მონაწილეობა უნდა მიიღონ შეჯიბრის ყველა ტურში და დროზე ადრე არ უნდა გამოეთიშონ შეჯიბრებას.

9.11.                    თითოეულ ზონაში დაკავებული ადგილი განისაზღვრება ზონაში დაჭერილი წონის მიხედვით - ყველაზე დიდ წონას ენიჭება 1ლი ადგილიხოლო ყველაზე მცირე წონას ბოლო ადგილისპორტსმენის მოპოვებული სატურნირო ქულა იგივეა რაც მის მიერ ზონაში დაკავებული ადგილი.

 

9.12.                    თუ ზონაში რამდენიმე მონაწილეს დაუგროვდა ერთნაირი წონაისინი იყოფენ დაკავებულ ადგილებს (ქულებსსაშუალო არითმეტიკულის წესით (თუ რომელიმე მათგანს მიღებული აქვს სანქცია „გაფრთხილება“ უპირატესობა მიენიჭიბა სპორტსმენს „გაფრთხილების“ გარეშე). და ამით მომდევნო ადგილები არ იცვლება.

·         მაგალითი 1: მე-5 ადგილის პრეტენდენტი ორი სპორტსმენი, იღებს (5+6)/2=5,5 ქულას (ადგილს) თითოეული ;

·         მაგალითი 2: მე-8 ადგილის პრეტენდენტი 3 სპორტსმენი იღებს (8+9+10)/3=9 ქულას (ადგილს) თითოეული.

9.13.                    ერთ ტურიან ტურნირში პირად ჩათვლაში გამარჯვება ენიჭება ყველაზე დაბალი ქულის მქონე სპორტსმენს. თუ რამდენიმე სპორტსმენს აქვს ერთნაირი ქულა, მათ შორის უპირატესი ვლინდება დაჭერილი წონის მიხედვით (თუ რომელიმე მათგანს მიღებული აქვს სანქცია „გაფრთხილება“ უპირატესობა მიენიჭიბა სპორტსმენს „გაფრთხილების“ გარეშე). თუ ამ სპორტსმენების დაჭერილი წონები ტოლია, ერთმანეთს ედრება ჯერ დაჭერილი თევზის რაოდენობა, თუ აქაც ტოლობა შემდგომ „Big Fish“ -ის წონები. თუ ზემოთ მოხსენებული მაჩვენებლებით ვერ გამოვლინდა გამარჯვებული უპირატესობა ეძლევა სპორტსმენს, რომლის სექტორის ნომერი მეტია.  

9.14.                    ორ ტურიანი შეჯიბრის დროს სპორტსმენის მოპოვებული სატურნირო ჯამური ქულა იგივეა რაც მის მიერ თითო ტურში ზონებში დაკავებულიადგილების(ქულების) ჯამი.

 

9.15.                    ორ ტურიან ტურნირში სპორტსმენის მიერ დაკავებული ადგილი განისაზღვრება ტურნირის ჯამური ქულის მიხედვით - ყველაზე მცირე ჯამურ ქულას ენიჭება 1ლი ადგილი, ხოლო ყველაზე დიდ ჯამურ ქულას ენიჭება ბოლო ადგილი. თუ რამდენიმე სპორტსმენს აქვს ერთნაირი ქულა, მათ შორის უპირატესი ვლინდება დაჭერილი წონის მიხედვით (თუ რომელიმე მათგანს მიღებული აქვს სანქცია „გაფრთხილება“ უპირატესობა მიენიჭიბა სპორტსმენს „გაფრთხილების“ გარეშე). თუ ამ სპორტსმენების დაჭერილი წონები ტოლია, ერთმანეთს ედრება ერთერთ ტურში მაქსიმალური წონები, თუ ისევ ტოლობა გვაქვს ერთმანეთს ედრება ჯერ დაჭერილი თევზის რაოდენობა, და შემდგომ „Big Fish“ -ის წონები. თუ ზემოთ მოხსენებული მაჩვენებლებით ვერ გამოვლინდა გამარჯვებული უპირატესობა ეძლევა სპორტსმენს, რომლის სექტორის ნომერი მეტია. 

 

9.16.                    ტურნირში გუნდის მიერ მოპოვებული ქულა არის წევრების ქულების ჯამი. ტუნრირში გუნდის მიერ დაკავებული ადგილი განისაზღვრება გუნდური ქულით - უმცირესი ქულა იკავებს 1-ელ ადგილს, ხოლო უდიდესი ბოლო ადგილს. თუ რამდენიმე გუნდს დაუგროვდა ერთნაირი ჯამური ქულა, მათ შორის უპირატესი ვლინდება გუნდის საერთო დაჭერილი წონის მიხედვით (თუ რომელიმე მათგანს მიღებული აქვს სანქცია „გაფრთხილება“ უპირატესობა მიენიჭიბა გუნდს „გაფრთხილების“ გარეშე). თუ ამ  გუნდების საერთო დაჭერილი წონები ტოლია, ერთმანეთს ედრება მაქსიმალური დაჭერილი წონის მქონე სპორტსმენების შედეგები.  თუ ისევ გვაქვს წონების დამთხვევა ერთმანეთს ედრება ჯერ დაჭერილი თევზის რაოდენობა და შემდგომ „Big Fish“ -ის წონები. თუ ზემოთ მოხსენებული მაჩვენებლებით ვერ გამოვლინდა გამარჯვებული უპირატესობა ეძლევა გუნდს, რომლის წევრების სექტორის ნომრების ჯამი მეტია.  

9.17.            სპორტსმენები რომლებიც დარჩნენ დაჭერილი თევზის გარეშე, იღებენ ბოლო ადგილის შესაბამის ქულას.

9.18.            თუ სპორტსმენი (-ები) ან გუნდი შეჯიბრიდან მოხსნილია მათი დაჭერილი თევზის აწონვის შემდეგ, ის სპორტსმენები (გუნდები), რომლებსაც მათი მომდევნო ადგილი ეკავათ, შესაბამისად, გადაინაცვლებენ შეჯიბრიდან მოხსნილი სპორტსმენის (-ების) ან გუნდის სატურნირო ადგილზე.

9.18.

9.19.                    ის სპორტსმენები, რომლებმაც შეცვლის გამო მხოლოდ ერთ ტურში მიიღეს მონაწილეობა, ირიცხებიან პირადი ჩათვლის შეჯიბრებიდან და გათვალისწინებული იქნებიან შეჯიბრის მონაწილეთა ბოლოში მათ მიერ მიღებული ადგილების რიგით.

9.20.                    პირად-გუნდური შეჯიბრებისათვის, იმ შემთხვევაში, თუკი თუნდაც ერთ ზონაში არის 20 სექტორზე მეტი, გამოთვლების მეთოდიკაში შემოდის ზონების დამატებითი დაყოფა ნახევარზონებად.

9.21.                    გამარჯვებულთა დაჯილდოება ტარდება იმ რეგლამენტის მიხედვით, რომელიც მითითებულია ”დებულებაში შეჯიბრების შესახებ”.

9.22.                    სრულიად საქართველოს მასშტაბით შეჯიბრებზე დაჯილდოების პროცედურის დროს აუცილებლად ცხადდება ყველა სპორტსმენის (გუნდების) მიერ ამ შეჯიბრებზე დაკავებული ყველა ადგილი, შეჯიბების ძირითადი ოქმიდან, ყველა საპროტესტო განაცხადი მსაჯთა კოლეგიის მიერ მიღებულ შესაბამის გადაწყვეტილებასთან ერთად და სპორტსმენების (გუნდების) მიმართ გამოყენებული საქნციები, ამ სპორტსმენების გვარების (გუნდების დასახელების) აუცილებელი მითითებით და იმ ფედერაციების დასახელებების მითითებით, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ.

10.  პროტესტები

10.1.                    შეჯიბრის ყოველ მონაწილეს უფლება აქვს, შეიტანოს პროტესტი მსაჯთა გადაწყვეტილების გამო ან სხვა სპორტსმენების, გუნდების, მწვრთნელების, გუნდების წარმომადგენლებისა და მსაჯების მიერ ”შეჯიბრების შესახებ წესებისა და დებულებების” დარღვევასთან დაკავშირებით. პროტესტი გუნდის მწვრთნელმა (კაპიტანმა) წერილობითი სახით უნდა წარუდგინოს მსაჯთა კოლეგიას.

10.2.                    პროტესტები (იმათ გარდა, რომლებიც ეხება ადგილების განსაზღვრას) შეტანილი უნდა იყოს შეჯიბრის შესაბამისი ტურის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი საათის განმავლობაში. ის პროტესტები, რომლებიც ეხება ადგილის განსაზღვრას, შეტანილი უნდა იქნას არა უგვიანეს შესაბამისი ტურის შედეგების ან შეჯიბრის საერთო შედეგების გამოცხადებიდან 30 წუთში.

10.3.                    გადაწყვეტილებები პროტესტებთან დაკავშირებით (გარდა იმათი, რომლებიც ადგილების განაწილებას ეხება) მსაჯთა კოლეგიამ უნდა მიიღოს ტურის ან შეჯიბრის შედეგების დამტკიცებამდე. ყოველი პროტესტის განხილვისას დგება ოქმი.

10.4.                    იმ გუნდის მწვრთნელი (კაპიტანი), რომელმაც შეიტანა პროტესტი, ვალდებულია, ესწრებოდეს მსაჯთა კოლეგიის სხდომას პროტესტის განხილვის დროს.

10.5.                    გადაწყვეტილებას პროტესების შესახებ იღებს მსაჯთა კოლეგია ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით. მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება პროტესტთან დაკავშირებით საბოლოოა, მას ამტკიცებს მთავარი მსაჯი.

 

11.  სპორტსმენების მიმართ გამოყენებული სანქციები

11.1.                    წინამდებარე ”შეჯიბრების შესახებ წესებისა და დებულების” დარღვევისათვის სპორტსმენების მიმართ გამოიყენება შემდეგი სანქციები: შენიშვნა, გაფრთხილებაშეჯიბრიდან მოხსნა, დისკვალიფიკაცია, უვადო დისკვალიფიკაცია ყველა სტატუსისა და შეჯიბრებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევით.

11.2.                    ”შეჯიბრების შესახებ წესებისა და დებულების” ყველა დარღვევის, დამრღვევისა და მათ მიმართ გამოტანილი გაფრთხილებების ან შენიშვნების შესახებ ზონის მსაჯებმა წერილობით (დარღვევების ოქმი) უნდა აცნობონ მსაჯთა კოლეგიას, რომელსაც უფლება აქვს, გამოიტანოს შესაბამისი სანქციები, შეჯიბრიდან მოხსნის ჩათვლით.

11.3.                    „შენიშვნა“   სპორტსმენს შეიძლება მისცეს ზონის მსაჯმა ან მთავარმა მსაჯმა. გაფრთხილებას სპორტსმენს ანიჭებს მთავარი მსაჯი ზონის მსაჯის წარდგინებით. სპორტსმენი, რომლის მიმართაც გამოყენებულია სანქცია, დაუყოვნებლივ უნდა იყოს ინფორმირებული ამის შესახებ შეჯიბრის ტურის დროს. მან უნდა შეწყვიტოს თევზჭერა და აღმოფხრას მიზეზი, რომელმაც გამოიწვია შესაბამისი სანქცია.

11.4.                    იმ შემთხვევაში, როდესაც სპორტსმენი (გუნდი, ”ტანდემი”) მოხსნილია შეჯიბრიდან მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია (ფედერაცია, კლუბი), რომელიც ატარებს ამ შეჯიბრს, არ აბრუნებს სასტარტო შენატანსა და სპორსტმენის სხვა ხარჯებს.

11.5.                    სანქციას ”შენიშვნა” სპორტსმენი იღებს შემდეგ შემთხვევებში:

11.5.1.   როდესაც სპორტსმენს არ გააჩნია სასტარტო ნომერი (თუკი ეს გათვალისწინებულია ”დებულებით შეჯიბრების შესახებ”);

11.5.2.  თუკი სპორტსმენი ჩაერევა მსაჯის მუშაობაში;

11.5.3.  მსაჯთან კამათისათვის და  უხეშობისათვის;

11.5.4.  მსაჯთა კოლეგიას შესამოწმებლად წარუდგენს სატყუარებს, დამატებით საკვებსა და ცხოველურ შემადგენლებს საზომი ტარის გარეშე;

11.5.5.  არ იმყოფება სექტორში ”სტარტისა” და ”ფინიშის” სიგნალების დროს;

11.5.6.  წესების შემდეგი პუნქტების დარღვევისათვის: 8.31;8.32;8.33;

11.6.                    სანქცია “გაფრთხილება“ აუცილებლად ფიქსირდება დარღვევების ოქმში წესების იმ პუნქტის მითითებით, რომელიც დარღვევის გამოც გამოტანილია ეს სანქცია და მას ხელს აწერენ ზონის მსაჯი და სპორტსმენი, რომლის მიმართაც გამოტანილია შესაბამისი სანქცია. სანქცია „გაფრთხილება“ აისახება სპორტსმენის და გუნდის წლიურ რეიტინგებზე, დაკლებული საჯარიმო ქულების სახით.

11.7.                    სანქციას “გაფრთხილება“ გუნდი იღებს შემდეგ შემთხვევებში:

11.7.1.  როდესაც გუნდი არ ესწრება შეჯიბრის გახსნისა და დახურვის ცერემონიას მთავარი მსაჯის ნებართვის გარეშე.       

11.7.2.  როდესაც სანქცია „შენიშვნა“ განმეორებით აქვს  მიღებული  გუნდის ორ სპორტსმენს;

11.7.3.  როდესაც შეჯიბრის დროს თევზჭერაში მონაწილეობს სათადარიგო სპორტსმენი, გუნდის კოორდინატორი ან მწვრთნელი იმ წყალსატევის მთელ ტერიტორიაზე, რომელზეც ტარდება შეჯიბრი.

11.8.                    სანქციას “გაფრთხილება“  სპორტსმენი იღებს შემდეგ შემთხვევებში:

11.8.1.  როდესაც სპორტსმენი არ ესწრება შეჯიბრის გახსნისა და დახურვის ცერემონიას მთავარი მსაჯის ნებართვის გარეშე (პირადი ჩათვლის შეჯიბრების დროს);

11.8.2.  გამოიყენებს საცერს გასაცრელად და მექანიკურ საშუალებებს დამატებითი საკვების გადასაცრელად მსაჯთა კოლეგიის მიერ შემოწმების შემდეგ;

11.8.3.  გამიზნულად გადაისვრის სათევზაო მოწყობილობას უფრო ახლოს, ვიდრე ეს ნებადართულია ”დებულებით შეჯიბრების შესახებ”;

11.8.4.  შესანახ ბადეში შეუშვებს თევზს , რომელიც დაჭერილია ”ფინიშის” სიგნალის შემდეგ. თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ზონის მსაჯმა სპორტსმენის მიერ დაჭერილი თევზიდან უნდა ამოიღოს ყველაზე დიდი თევზი და აწონვის გარეშე გაუშვას წყალსატევში.

11.8.5.  დროზე ადრე გაუშვებს თევზს წყალსატევში (სიგნალამდე ”აწონვა დასრულებულია”);

11.8.6.  დაჭერილ თევზს უნებართვოდ გაიტანს სექტორის ფარგლებს

11.8.7.  დაარღვევს ”წესების” შემდეგ პუნქტებს: 8.1; 8.2; 8.4; 8.5; 8.7; 8.8; 8.9; 8.10; 8.11; 8.12; 8.13; 8.15; 8.16; 8.17; 8.18; 8.19; 8.20; 8.21; 8.23; 8.25; 8.26; 8.27;  8.29; 8.30; 8.34; 8.35; 8.36; 8.37; 8.38; 8.40; 8.42; 8.43; 8.46; 8.50; 8.51; 8.52; 8.58; 8.59;

11.8.8.  როდესაც მის მიმართ განმეორებით იქნება გამოტანილი სანქცია ”შენიშვნა” ერთი შეჯიბრის განმავლობაში;

11.9.                    სრულიად საქართველოს მაშტაბით შეჯიბრებზე სპორტსმენის (გუნდის) მიერ მიღებული გაფრთხილება მოქმედებს სანქციის გამოცხადების დღიდან ორი წლის განმავლობაში.

11.10.                სანქცია ”შეჯიბრიდან მოხსნა” სპორტსმენს (გუნდს) ართმევს უფლებას, გააგრძელოს მოცემული შეჯიბრი, ასევე მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილებით , შეიძლება ჩამოერთვას სრულიად საქართველოს მაშტაბის შეჯიბრებზე მონაწილეობის უფლება კალენდარული წლის ბოლომდე. სანქციის ”შეჯიბრიდან მოხსნა“ განხილვა ფორმდება მსაჯთა კოლეგიის ოქმით და ეგზავნება დისციპლინარულ კომისისას.

11.11.                სანქციას ”შეჯიბრიდან მოხსნა” გუნდი იღებს შემდეგ შემთხვევებში:

11.11.1.                      წესების განმეორებით დარღვევა, რამაც გამოიწვია სანქცია “გაფრთხილება“  უკვე არსებული სანქცია “გაფრთხილება შემთხვევაში

11.11.2.                      როდესაც შეჯიბრში მონაწილეობას იღებს სპორტსმენი, რომელიც არ არის დაშვებული შეჯიბრზე;

11.11.3.                      როდესაც გუნდი არ ესწრება სავალდებულო ვარჯიშს მსაჯთა კოლეგიის წევრების გაფრთხილების გარეშე (მინიმუმ 1 დღით ადრე).

11.12.                სანქციას ”შეჯიბრიდან მოხსნა” სპორტსმენი იღებს შემდეგ შემთხვევებში:

11.12.1.                      წესების განმეორებით დარღვევა, რამაც გამოიწვია სანქცია “გაფრთხილება“

11.12.2.                      შეცურავს (იბანავებს) წყალსატევში შეჯიბრის ჩატარების პერიოდში;

11.12.3.                      სპორტსმენის გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმ ღონისძიებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია შეჯიბრების რეგლამენტით;

11.12.4.                      არასპორტული ქცევა, რომელიც ვლინდება უხეში, დამამაცირებელი მოქმედებით შეჯიბრის მონაწილეების მიმართ;

11.12.5.                      კენჭისყრის ადგილზე გამოუცხადებლობა შეჯიბრის პირველი ტურის (პირადი ჩათვლის შეჯიბრის) კენჭისყრის დასრულებამდე;

11.12.6.                      როდესაც სპორტსმენი უარს აცხადებს იმ მიზეზის აღმოფხვრაზე, რომელმაც გამოიწვია სანქცია ”შენიშვნა” ან “გაფრთხილებ“

11.12.7.                      სექტორის საზღვრების განზრახ შეცვლა;

11.12.8.                      როდესაც უარს უცხადებს ზონის მსაჯს, შეამოწმოს შეჯიბრის დროს სპორტსმენის სექტორში არსებული დამატებითი საკვები, სატყუარები, ცხოველური შემადგენლები;

11.12.9.                      აკრძალული (ზედმეტი რადენობის) დამატებითი საკვების ან სატყუარას განზრახ დამალვა შემოწმებისგან;

11.12.10.                  ”შეჯიბრების შესახებ წესებითა და დებულებით” აკრძალული აღკაზმულობის გამოყენება;

11.12.11.                  თევზის განზრახ ბარჯით ამოღება ან ანკესის ავტომატური ამოკვრის მოწყობილობების გამოყენება;

11.12.12.                  როდესაც დაიჭერს ან შესანახ ბადეში შეუშვებს თევზს სიგნალის ”თევზჭერის შეწყვეტა” შემდეგ;

11.12.13.                  უარს განაცხადებს, ხელი მოაწეროს თავის დარღვევაზე დარღვევების ოქმში იმ გადაწყვეტილებით, რომელსაც მსაჯთა კოლეგია გამოიტანს ტურის ჩატარებისას;

11.12.14.                  დაარღვევს ”წესების” შემდეგ პუნქტებს: 8.3; 8.6; 8.39; 8.44; 8.56.

11.13.                სანქცია ”დისკვალიფიკაცია” გამოაქვს დისციპლინარულ კომისიას (ან მისი ფუნქციების შემსრულებელ სხვა ორგანოს) შეჯიბრის ოქმის საფუძველზე, ის ეგზავნება მსაჯთა კოლეგიის მიერ სპორტსმენს (გუნდს), რომელიც კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ მოიხსნა საქართველოს მასშტაბის შეჯიბრებიდან ”წესებისა და დებულების” დარღვევისათვის.

11.14.                ”დისკვალიფიკაცია” ითვალისწინებს, რომ არ დაუშვას სპორტსმენი (გუნდი) საქართველოს მასშტაბის შეჯიბრებზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში (მაგალითად, შემდეგი კალენდარული წლისთვის). პერიოდს საზღვრავს დისციპლინარული კომისიის გადაწყვეტილება.

11.15.                სპორტსმენს, რომელიც შემჩნეული იქნა მოსყიდვაში, შეჯიბრის შედეგების ჩაწყობაში, თევზის დამატებაში, რომელიც არ არის დაჭერილი ჩათვლის დროის განმავლობაში, თავისი დაჭერილი თევზის სხვა სპორტსმენისათვის გადაცემაში ან თევზის მიღებაში სხვა მონაწილისაგან, დაუყოვნებლივ ჩამოერთმევა შეჯიბრის გაგრძელების უფლება და დისციპლინარული კომისიის შემდგომი გადაწყვეტილების მიხედვით შეიძლება მოიხსნას საქარტველოს მასშტაბის შეჯიბრებიდან შემდგომი დისკვალიფიკაციით მიმდინარე და ორი მომდევნო კალენდარული წლით. სპორტსმენი, რომელიც ორჯერაა შემჩნეული აღნიშნულ ქმედებებში, დისკვალიფიცირდება და სამუდამოდ ეკრძალება მონაწილეობის მიღება ყველა სტატუსისა და დისციპლინის თევზჭერის სპორტში . ”დისკვალიფიკაციის” სანქციის განხილვა ფორმდება დისციპლინარული კომისიის ოქმით და ინახება ”სფსთეფ” – ის (საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაციის) არქივში.

11.16.                სპორტსმენისათვის გამოტანილი სანქციები (გარდა ”შენიშვნისა”) შეტანილ იქნება მის საკვალიფიკაციო წიგნაკში, შეჯიბრების კრებსით ცხრილში და მის ამონაწერში.

11.17.                გუნდის მწვრთნელის (კოორდინატორის) მიმართ შეიძლება გამოტანილი იყოს ისეთი სანქცია, როგორიცაა ”ზეპირი გაფრთხილება”. მას იყენებს მსაჯთა კოლეგია შეჯიბრის სხვა მონაწილეების ან მსაჯთა კოლეგიის წევრების მიმართ იმ შემთხვევაში, როცა სრულყოფილად ვერ სრულდება მათი ვალდებულებები.

11.18.                მესამედ გამოცხადებული ”ზეპირი გაფრთხილებისას” მწვრთნელმა (კოორდინატორმა) დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს შეჯიბრის ზონა შეჯიბრის დასრულებამდე.


  • Zurabi-Mereklishvili, BABUKA_17, ვანო მეხრიშვილი -ს და 3 სხვებს მოგეწონათ ეს

#7 ვანო მეხრიშვილი

ვანო მეხრიშვილი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 583 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 03 04 2016 - 16:48

იასონ 8.25 მუხლში ფიდერი შეგეპარა ;)


  • iasona likes this