Jump to content


ფოტო

როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტით?


  • Please log in to reply
529 პასუხი ამ თემაზე

#1 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3236 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 30 12 2013 - 17:26

მოგესალმებით ფორუმელებო. შევეცდები ჩამოვაყალიბო ყველა ის ნიუანსი, რაც ინტერნეტიდან გამოწერას შეეხება.

 

რატომ ვიწერთ ინტერნეტით?

გავითვალისწინოთ ის, რომ საქართველოში თანამედროვე თევზაობა ახალი ხილია და ეს მიზეზია იმისა, რომ საქართველოში არსებული მაღაზიები სრულად ვერ ახერხებენ მომხმარებლის მოთხოვნილების 100% დაკმაყოფილებას.მაგალითად, წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: სადღაც ფორუმზე გავიგე, ან თუნდაც ჩემს მოგობარს აღმოაჩნდა ისეთი ნივთი, როგორიცაა სათევზაო სავარძელი - Korum accecory chair. სავარაუდოდ ასეთი ნივთი ძალიან ბევრ მეთევზეს მოეწონება და ვინაიდან ჩვენ ძალიან გვიყვარს მსაგვსი "სათამაშოები", მაშინვე გაგვიჩნდება სურვილი ჩვენც ვიქონიოთ ასეთი "სათამაშო". პირველივე შესაძლებლობისთანავე გავიქცევით და შემოვირბენთ თბილისში არსებულ ყველა მაღაზიას, მერე ლილოს და ა.შ. ამ სავარძლის ძებნაში. და სამწუხაროდ ასეთ სავარძელს ჩვენ ვერ ვიპოვით გაყიდვაში.  რა უნდა ვქნათ ასეთ შემტხვევაში?

korum-accessory-chair.jpg
მოგვიწევს სასურველი ნივთის ძებნა უცხოურ ონლაინ მაღაზიებში. ასეთ მაღაზიებში ჩვენ მშვიდად და დიდხანს ვათვალიერებთ ამა თუ იმ პროდუქციას, ვეცნობით მომხმარებელთა შეფასებებს, ვიღებთ გადაწვეტილებას და ვუკვეთავთ. 

 

როგორ ვიწერთ ინტერნეტით?

ინტენეტით ნივთის გამოწერისას რამოდენიმე ნაბიჯია შესასრულებელი:

  1. პროდუქტის მოძიება ონლაინ მაღაზიებში
  2. ონლაინ მაღაზიაში დარეგისტრირება
  3. ნივთის არჩევა
  4. გადახდა
  5. ამანათის ტრანსპორტირება საქართველოში

მოდით დეტალურად განვიხილოთ თითოეული ეტაპი. და დავიწყებ ტრანსპორტირებიდან.

 

ამანათის ტრანსპორტირება საქართველოში

იმისათვის რომ მაღაზიამ ნივთი საქართველოში გამოაგზავნოს, არსებობს ორი გზა:

  1. მაღაზიას უკვეთავთ, რომ ნივთი გადააგზავნოს რომელიმე შუამავალი სატრანსპორტო კომპანიიის მისამართზე, რომელიც თავის მხრივ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ (1კგ 8-10$) მიღებულ ამანათს გაუკეთებს ტრანსპორტირებას საქართველოში. ასეთი შუამავალი კომპანიები საკმაოდ მომრავლდა სქართველოში და მათ შეუძლიათ ამანათების ჩამოტანა შტატებიდან, ევროპის ქვეყნებიდან და ჩინეთიდანაც კი. 
  2. მაღაზიაში აფიქსირებთ საქართველოს მისამართს (თქვენი სახლის, ან სამსახურის) და ისინი სტანდარტული ფოსტით აგზავნიან ამანათს თქვენთან - ამ შემთხვევაში ამანათი ჩამოვა გაცილებით დიდხანს, თუ საერთოდ დაგთანხმდება უცხოური მაღაზია საქართველოში ტვირთის გამოგზავნაზე.

ასე, რომ მე გირჩევთ გამოიყენოთ შუამავალი კომპანიები ტრანსპორტირებისთვის. ასეთი კომპანიებია:

  1. https://www.usa2georgia.com - ჩამოაქვს ამანათები შტატებიდან
  2. http://get.ge/ - ჩამოაქვს ამანათები შტატებიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან და ჩინეთიდან
  3. http://getit.ge/ - ჩამოაქვს ამანათები შტატებიდან, ინგლისიდან და დუბაიდან
  4. http://www.a-manati.com/ - ჩამოაქვთ ამანათები ჩინეთიდან და გერმანიიდან.

ასეთ კომპანიაში დარეგისტრირებისას თქვენ გენიჭებათ თქვენი მისამარათი შესაბამის ქვეყანაში. მაგალითად მინდა ინგლისიდან რაიმეს გამოწერა, ამას კომპანია getit.ge-ს საშუალებით ვაკეთებ. getit.ge-ზე დარეგისტრირების შემდეგ მომენიჭა შემდეგი მისამართი ინგლისში:

Full Name: Giga Gabriadze

Address 1: 12 Coote Gardens
Address 2: CO Global Transporter GT1234
City: London
Region/County :Greater London
Zip/Postal code : RM8 3EL
Country : United Kingdom
Phone number :08712464989

 

აქ GT1234 ჩემი უნიკალური ID-ია ამ მისამართზე, დანარჩენი კი კომპანიის მისამართია. ამ მისამართზე მისული ნებისემიერი ამანთი გადმოიგზავნება თბილისში დაახლოებით 1 კვირაში. გაითვალისწინეთ, რომ ტრანსპორტირების ღირებულების დათვლისას ეს კომპანიები ითვალისწინებენ მაქსიმალურს რეალურსა და მოცულობით წონას შორის. ანუ გაბარიტებით დიდი, მაგრამ ბუმბულივით მსუბუქი ნივთის ჩამოტანა შეიძლება გაცილებით ძვირი დაგიჯდეთ, ვიდრე ამ ნივთის თვითღირებულება! თუ როგორ ანგარიშობენ მოცულობით წონას, თითოეულ კომპანიას საკუთარ საიტზე უდევს, ამიტომ ამაზე ნუ გავჩერდებით.

 

 

პროდუქტის მოძიება ონლაინ მაღაზიაში

 

უნდა მოვიძიოთ "ის სასურველი" უცხოურ ონლაინ მაღაზიებში და გამოვიწეროთ.

 

როგორ მოვიძიოთ? ძალიან მარტივად, ჩვენ ხომ ვიცით რასაც ვეძებთ? ჩავწეროთ Google-ს საძიებო ველში ამ სკამის სახელი და ვნახოთ თუ რომელ მაღაზიებში იყიდება ის...

shopping 1.jpg

 

ბევრი დათვალიერების შემდეგ, ჩვენ აუცილებლად მივაგნებთ სასურველ ნივთს სასურველ ფასად რომელიმე ინტერნეტ მაღაზიაში. დავუშვათ ჩვენ ავარჩიეთ მსგავსი პროდუქტი ერთერთ უდიდეს ონლაინ მაღაზიაში - ebay.co.uk:

shopping 2.jpg

და გვსურს გამოვიწეროთ ეს კონკრეტული ნივთი. შემდეგი ნაბიჯია ამ მაღაზიაში დარეგისტრირება, თუ რათქმაუნდა უკვე დარეგისტრირებული არ ხართ :)

 

ონლაინ მაღაზიაში დარეგისტრირება

იმისათვის რომ კონკრეტული მაღაზიიდან ნივთი გამოიწეროთ, აცუილებელია ამ მაღაზიაში ანგარიშის გახსნა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ დარეგისტრირება. ამისათვის ჩვენ შევავსებთ გარკვეულ ანკეტას: სახელი, გვარი, იმეილი, პაროლი და ა.შ.

register1.jpg

ნივთის შეძენის შემდეგ მაღაზია მოგვთხოვს მისამართის მითითებას (Delivery Address). მასში შევიყვანთ ჩვენს მისამართს, რომელიც შუამავალმა კომპანიამ მოგვცა:

register2.jpg

ამის შემდეგ კი ხდება ანგარიშსწორება...

 

როგორ გადავიხადოთ?

როგორწ წესი არსებობს გადახდის 3 ვარიანტი:

  1. ნაღდი ანგარიშსწორება (ანუ მისმარატს მიიტანს კურიერი შუამავალ კოპანიაში, სადაც თქვენ უკვე გერიცხებათ ბალანასი, და ამ ბალანსიდან ნაღდი ანგარიშსწორებით უხდის კურერს შუამავალი კომპანია, ბევრ კომპანიას ეს მომსახურება არა აქვს)
  2. გადახდა პლასტიკური ბარათით (ვიზა, ამექსი და ა.შ.)
  3. გადახდა პეიპალით(PayPal) - როგორც წესი ebay-ზე ხშირად მხოლოდ PayPal მუშაობს. იმისათვის რომ გქონდეთ PayPal ანგარიში, უნდა დარეგისტრირდეთ PayPal.com-ზე და თქვენ ანგარიშს მიაბათ თქვენი პლასტიკური ბარათი. თუ როგორ გავხსნათ PayPal-ის ანგარიში, ამას მოგვიანებით დავწერ.

 

შემდეგ რა ხდება?

  • გადახდის შემდეგ, მაღაზია ამანათს მიიტანს შუამავალ კომპანიაში თქვენს სახელზე.
  • შემდეგ შუამავალი კომპანია ჩამოტანს ამ ამანათს საქართველოში
  • ჩამოტანის მერე დაიანგარიშებს ტრანსპორტირების ღირებულებას და მოგცემთ ინვოისს
  • ინვოისის გადახდის შემდეგ ამანათს მიაკითხავთ ოფისში, ან კურიერი რამოდინემე დრეს მოგართმევთ მითიტებულ მისამარათზე (მაგალითად სახლში, სადარბაზომდე)

მოკლედ სულ ეს იყო. მზად ვარ სიამოვნებით ვუპასუხო თქვენ კითხვებს იმ შემტხვევაში თუ რაიმე ვერ გაიგეთ..

 

გამოწერასთან დაკავშირებით ჩემი რჩევები იქნება:

 

  1. ერიდეთ მოცულობით დიდი ტვირთების ჩამოტანას, ტრანსპორტირების საფასური კოლოსალური იქნება. მაგალითად ზემოთ ნაჩვენები სკამის გამოწერას აზრი არა აქვს.
  2. სანამ რაიმეს გამოიწერდეთ, აუცილებლად წაიკითხეთ სხვა მომხმარებლის შეფასებები, ხშირად ბევრ ნაკლოვანებებს და მნიშვნელოვან დეფექტებს სწორედ ამ შეფასებებისგან გაიგებთ

 



#2 David_D

David_D

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 1587 posts

პოსტი დაწერილია 11 02 2014 - 14:28

ebay-ზე ინგლისის მისამრთის რეგისტრაციის დროს,  Region/County :Greater London ვერ ვუთითებთ, უბრალოდ Greater London ჩამონათვალში არ არის.  Giga შენ არ შეგიმჩნევია ეს პრობლემა? 



#3 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3236 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 11 02 2014 - 14:36

ebay-ზე ინგლისის მისამრთის რეგისტრაციის დროს,  Region/County :Greater London ვერ ვუთითებთ, უბრალოდ Greater London ჩამონათვალში არ არის.  Giga შენ არ შეგიმჩნევია ეს პრობლემა? 

 

მაგ დროს უბრალოდ London ჩაუწერე, ან united kingdom, გააჩნია რომელ ჩამონათვალში რა შეგხვდება.

აი ჩემს იბეიზე ასე მაქვს:

Untitled.png



#4 David_D

David_D

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 1587 posts

პოსტი დაწერილია 11 02 2014 - 14:43

პრინციპში, მეს მასე გავაკეთეე   London, London RM8 3EL .  მადლობა გიგა  



#5 ვარაზი

ვარაზი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1031 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 09:34

ბიჭებო ერთი კითზვა გამოწერასთან დაკავშირებით, მინდა ფიდერის ანკესის გამოწერა ebay.co.uk-დან და თან მეშინია, რომ გზაში არ დამიმტვრიონ, რამე ხომ არ იცით, რომ მირჩიოთ და ვინმე ხომ არ იცით თებერვალში ან მარტში, რომ მოფრინავდეს ლონდონი-თბილისი, რომ შეეძლოს ჯოხის წამოღება. და თუ ვინმეს გაქვთ ჯოხების გამოწერისა და ჩამოტანის პრაქტიკა???



#6 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2125 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 09:38

ბიჭებო ერთი კითზვა გამოწერასთან დაკავშირებით, მინდა ფიდერის ანკესის გამოწერა ebay.co.uk-დან და თან მეშინია, რომ გზაში არ დამიმტვრიონ, რამე ხომ არ იცით, რომ მირჩიოთ და ვინმე ხომ არ იცით თებერვალში ან მარტში, რომ მოფრინავდეს ლონდონი-თბილისი, რომ შეეძლოს ჯიხის წამოღება. და თუ ვინმეს გაქვთ ჯოხების გამოწერისა და ჩამოტანის პრაქტიკა???

 

ირაკლი მე ჩამოვიტანე ინგლისიდან ანკესი ,ვისგანაც ვიყიდე ვთხოვე რომ ისეთ რამეში მოეთავსებინა რომ არ დაზიანებულიყო. ანკესის სიგრძე დაშლილი 1,80მეტრი.ჩამოვიდა ტანკის ლულის მსგავს მუყაოს მილში .დაჯდა 55 ლარი. 



#7 ვარაზი

ვარაზი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1031 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 11:06

კი მაგრამ შენ ეტყოიბა ვიღაცისგან იყიდე ხომ??? და მე ebay.co.uk-დან უნდა ვიყიდო და იქ როგორ უნდა მოვითხოვო მაგალითად ტუბუსში რომ ჩამიდონ???



#8 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2125 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 11:18

ebay.co.uk-დან  ვიყიდე ზუსტად .ვისაც უდევს  ebay.co.uk-ზე  გამყიდველი ხომ არის ? შეგიძლია მიწერო წერილი მანამდე და კითხო ,შეძენის  შემთხვევაში თუ ჩადებს რამე ისეთში რაც არ დააზიანებს ანკეს ტრანსპორტირების დროს.ჩვენ მივწერეთ და არარის პრობლემაო . ანდროს ანკესი ,ჩემი ,და გიგა ბაი-ს ანკესები მასე ჩამოგვივიდა ცალცალკე ყველას ,მასეთ ტრუბაში.


  • ვარაზი likes this

#9 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3236 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 11:19

კი მაგრამ შენ ეტყოიბა ვიღაცისგან იყიდე ხომ??? და მე ebay.co.uk-დან უნდა ვიყიდო და იქ როგორ უნდა მოვითხოვო მაგალითად ტუბუსში რომ ჩამიდონ???

 

გამყიდველს უნდა მისწერო ირაკლი (არ მეშლება სახელი ხო?) ebay-ზე ნებისმიერ ნივთზე შეგიძლია დაუსვა შეკითხვა, რომელიც გამყიდველთან მივა და აუცილებლად მოგწერს პასუხს. ნივთის გვერზე იპოვე ask question და მიყევი ინსტრუქციას

post-3-0-85542000-1392189581.png

მიმაგრებული მინიატურები

  • ineti.png

  • Gia Chit 74 likes this

#10 ვარაზი

ვარაზი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1031 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 02 2014 - 15:04

გმადლობთ, სახელი არ გეშლება გიგა.


  • Gia Chit 74 likes this

#11 David_D

David_D

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 1587 posts

პოსტი დაწერილია 14 02 2014 - 13:16

ჩემი Cormorani მოდის ეხლა, დამცავ ტუბუსში ჩადევა არ მითხოვია და იმედია......  ნამტვრევები მაინ ჩამომივა :)))))))  



#12 David_D

David_D

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 1587 posts

პოსტი დაწერილია 18 02 2014 - 00:21

დღეს ჩამოვიდა ჩემი Cormorani, დაუზიანებლად მსვენიერ მდგომარეობაში. ჩამოიტანა http://www.a-manati.com/ 

ცამოტანა დაჯდა 17.50 ლარი  :)

a4f0m.jpg


  • ვარაზი likes this

#13 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3268 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 18 02 2014 - 03:00

გილოცავ,ბევრი გესიამოვნოს :)


  • David_D likes this

#14 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2125 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 18 02 2014 - 09:13

დღეს ჩამოვიდა ჩემი Cormorani, დაუზიანებლად მსვენიერ მდგომარეობაში. ჩამოიტანა http://www.a-manati.com/ 

ცამოტანა დაჯდა 17.50 ლარი  :)

a4f0m.jpg

 

გილოცავ დავით ,ბევრ ანდრენალინის მიღებაში ;)


  • David_D likes this

#15 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 18 02 2014 - 10:25

გილოცავ დავით ახალ შენაძენს :)



#16 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3236 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 18 02 2014 - 11:03

დღეს ჩამოვიდა ჩემი Cormorani, დაუზიანებლად მსვენიერ მდგომარეობაში. ჩამოიტანა http://www.a-manati.com/ 

ცამოტანა დაჯდა 17.50 ლარი  :)

a4f0m.jpg

გილოცავ დავით, საკმაოდ იაფი დაგჯდომია. საიდან ჩამოიტანე, უკრაინიდან?



#17 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1730 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 18 02 2014 - 12:16

გილოცავ დავით მშვენიერ შენაძენს, სულ გამარჯვებებში გაგეცვითოს :)



#18 გლახუნა

გლახუნა

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 216 posts
  • ადგილმდებარეობა
    TBILISI

პოსტი დაწერილია 18 02 2014 - 12:42

გილოცავ დავით, ლამაზ და შედეგიან თევზაობებში მოგახმაროს ღმერთმა



#19 ვარაზი

ვარაზი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1031 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 18 02 2014 - 12:53

დავით რითი ჩამოიტანე getitge თუ usatogeorgia და რამეში ჩაგიდეს ტუბუსი ან ყუთი???



#20 David_D

David_D

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 1587 posts

პოსტი დაწერილია 18 02 2014 - 19:02

გილოცავ დავით, საკმაოდ იაფი დაგჯდომია. საიდან ჩამოიტანე, უკრაინიდან?

 

გიგა ჩამოვიტანე გერმანიიდან,  ვიყიდე ebay.de- ზე   .  ცამოიტანა amanat-მა  http://www.a-manati.com/    

ტუბუსში ან ყუთში  არ იდო, უბრალოდ კარგად იყო შეფუთული.