Jump to content


ფოტო

ძუა ტივტივასათვის


  • Please log in to reply
55 პასუხი ამ თემაზე

#1 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1603 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 05 12 2015 - 00:35

ტივტივით თევზაობისათვის საჭირო ძუის დახასიათება

ნაწილი პირველი

 

       მოგესალმებით, დღეს მინდა ვისაუბროთ ტივტივით თევზაობისათვის საჭირო ძუის საერთო აღწერილობაზე.შეგახსენებთ ძუის ძირითად მახასიათებლებს:

      1)  დიამეტრი

      2)  გაწყვეტის დატვირთვა და კალიბრი

      3)  გამძლეობა და ასაკი

      4)  შებოჭილობა, დრეკადობა და მეხსიერება.

      5)  სიმჭიდროვე, ფერი.(ცურვადობა)

      შევეცადოთ თითოეული მახასიათებელი განვიხილოთ უფრო დაწვრილებით, დავიწყოთ პირველით:

      დიამეტრი, კვეთა ანუ ძუის სისქე იზომება მილიმეტრებში. ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი რომელიც განსაზღვრავს გაწყვეტის დატვირთვასა და ძუის შებოჭილობას.ასევე მოქმედებს ჩაკვრების რაოდენობაზე, განსაკუთრებით როდესაც თევზი პასიურია.

      თანამედროვე ტივტივის ძუები დიამეტრის მიხედვით შეგვიძლია დავყოთ სამ კატეგორიად:

      1)  წვრილები 0,08მმ დან 0.12მმ-მდე

      2)  საშუალოები  0,14მმ დან 0,20მმ მდე

      3)  მსხვილები 0,22მმ დან 0,25მმ მდე

      მსხვილ დიამეტრის ძუები (მსხვილი ძუები იწარმოება 1,5 მმ მდე) ტივტივით თევზაობის დროს პრაქტიკულად არ გამოიყენება. თუმცა გვხვდება 0,3-0,4მმ დიამეტრის ძუები თევზაობის დროს (რეტრო მეთევზეები :) ) ერთი და იგივე დიამეტრის ძუით თევზაობენ კარჩხანაზე, შამაიაზე, კობრზეც და ხრამულზეც, ერთადერთი მიზეზი რატომაც თევზაობენ ასეთი მსხვილი ძუით არის ას რომ ---"იქნება დიდმა თევზმა დაარტყას რა ვქნათ მერე?"  ჰაააააააააააა? :)  :) 

      ასევე იწარმოება ძალიან წვრილი ძუები - 0,03 დან 0,06მმ მდე დიამეტრამდე,ასეთ ძუებს სადავის სახით იყენებენ სპორცმენი მეთევზეები. ამ თემას ჩვენ სხვა განყოფილებაში განვიხილავთ ,ცოტა მოგვიანებით.

      ძუის დიამეტრის განსაზღვრა შეგვიძლია მიკრომეტრის საშუალებით.ბევრჯერ მინახავს სათევზაო მაღაზიაში ხალხი ,მიკრომეტრს რომ ამოიღებდნენ ჯიბიდან, რასაა რო შობა აი კაცითქო :P , მარა საჭირო ყოფილა თურმე, გვატყუებენ ეს ოხერი ჩინელები :angry: 

digitalni_trmenovy_mikrometr_SGM_908.750

     ძალიან ხშირად მწარმოებლები ცოტათი მსხვილი დიამეტრის ძუას გვთავაზობენ, ვიდრე ეს აწერია შეფუთვას. ტოპ ბრენდები 2-5 პროცენტის ფარგლებში, ხოლო ნაკლებად ცნობილი მწარმოებლები 25 პროცენტამდე ცდომილებას იძლევიან. ამასთან ერთად შეფუთვაზე აწერია ბევრად მაღალი "გაწყვეტის დატვირთვის" მაჩვენებელი

     რა მნიშვნელობა აქვს 0,1 მმ იანი იქნება თუ 0,12მმ იანი  ან 0,2 მმ იანი თუ 0,25მმ იანი ამბობს ბევრი მეთევზე. არადა განსხვავება ძალიან დიდია. წვრილი ძუების გამოყენების დროს ჩარტყმების ინტენსივობა(მაშინ როდესაც თევზი ძალიან პასიურია) ბევრად უფრო გაიზრდება თუ ძუის დიამეტრს 1/1000 ნაწილითაც შევამცირებთ,არაფერს ვამბობ თუ შევამცირებთ 1/100 ნაწილით.

    ანალოგიურად ხდება საშუალო და მსხვილი ძუის მოხმარების დროსაც ,მაგალითად კობრის ჭერის დროს ფასიან წყალსაცავზე, 0,25მმ დან 0,20მმ გადასვლის დროს  ხშირად ჩარტყმების რაოდენობა იზრდება ორჯერ.

   ძუის შერჩევის დროს შეიძლება ორი ძირეთადი რჩევის გათვალისწინება- ზუსტი ზომა და გამოცდილება(საკუთარი ან სხვისი :) ) ზუსტი ზომის შერჩევა შეგვიძლია მიკრომეტრის საშუალებით , აქ ყველაფერი გასაგებია.მეორე ვარიანტს რაც შეეხება --დამწყებებს შეიძლება ვურჩიოთ, მიმართონ ექსპერტებს ან გადაათვალიერონ ფორუმი.საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ რომ 100% დამთხვევა ძუის დიამეტრისა და შეფუთვაზე აღნიშნული დიამეტრის ძალიან იშვიათია.რაც უფრი ძვირია ძუა მით უფრო ემთხვევა ეს ორი რიცხვი ერთმანეთს და პირიქით იაფიანი ძუების დიამეტრი საგრძნობლად განსხვავებულია შეფუთვაზე აღნიშნულ დიამეტრზე.

img18467_28778.jpg

   ცოტა ლირიული გადახვევა-ფასზე, ანუ რას ნიშნავს ძვირიანი და იაფიანი ძუა: კარგი, ძვირფასი ძუის ფასი, რომელიც გამოიყენება ბოლონური ან მოსაქნევი ანკესისათვის, ასევე შტეკერულისათვისაც, (100მეტრიანი) იწყება 15 ლარიდან კარგად ნაცნობი ბრენდები როგორიცაა მაგალითად gamakatsu, browning,ცდომილებას დიამეტრებს შორის შეადგენს5-7 პროცენტისა. თუ შეფუთვაზე აწერია 0,1მმ რეალურად არის-0,106მმ. ასეთივე ფასის კატეგორიაში გადის trabucco-ს რამოდენიმე მოდელი, მაგრამ აქ ცდომილება დაახლოებით 10 პროცენტ შეადგენს.ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია.

    უფრო ძვირიანი  20 დან 30ლარამდე ღირს colmic, maver, shimano, owner, sunline, ასევეgamakatsu-ს ძვირიანი მოდელები, ამ ძუების ცდომილება შეადგენს მაქსიმუმ 5 პროცენტს.კიდევ უფრო ძვირიანი ძუების შეძენის აუცილებლობას ტივტივით სამოყვარულო თევზაობის დროს მე პირადად ვერ ვხედავ, ასევე როგორც იაფიანი ძუის შეძენაში

    კიდევ არის ტივტივის ანკესის ერთი ტიპი- მატჩი. მისთვის ძუა ცალკე განხილვის თემას წარმოადგენს, როგორც ზოგიერთი განსხვავებული მახასიათებლით ასევე ფასითაც, რომელსაც შემდგომ თემებში გავეცნობით.

    გაწყვეტის დატვირთვა და კალიბრი

    გაწყვეტის დატვირთვა არის მახასიათებელი , რომელიც გვიჩვენებს მაქსიმალურ წონას, რომლის გაძლებაც შეუძლია ძუას,მოცემული ძუის დიამეტრის გაწყვეტის დატვირთვის გაზომვა შესაძლებელია სტატიკური სიმძიმის გამოყენებით, რომლითაც იტვირთება სველი ძუის ერთ მეტრამდე ნაჭერი კვანძების გარეშე. მიღებული რიცხვი უნდა აღინიშნებოდეს შეფუთვაზე. მაგრამ როგორც პრაფტიკა გვაჩვენებს, ყველა მწარმოებელი 15 დან 50 პროცენტამდე მაღლა წევს ამ ციფრს რეალურთან შედარებით.ამას თუ დავუმატებთ ისეთ ნიუანსებს, არასწორი ან დიდხანს შენახვა (ძველი ძუა) და სველი კვანძები, მაშინ ხშირ შემთხვევაში რეალურად გაწყვეტის დატვირთვა შეიძლება შეადგინოს 30% ნაცვლად შეფუთვაზე მითითებული რიცხვისა.

     ძუის შერჩევის დროს გაწყვეტის დატვირთვის გათვალისწინებით აუცილებელია გვახსოვდეს შემდეგი რამ-სხეულის წონა წყალში შეადგენს რვაჯერ ნაკლებს ვიდრე ჰაერში. მაგრამ თევზი ცოცხალი არსებაა და ამოყვანის დროს გარკვეულ წინააღმდეგობას გვიწევს,რომელიც დაახლოებით სამჯერ მეტია ვიდრე მისი წონა. რაც უფრო დიდია თევზი, მით უფრო დიდია მისი წინააღმდეგობა. და კიდევ ერთი რჩევა-- არ დაგავიწყდეთ სათევზაოდ ქვედა ბადის(საჩოკის) წაღღება რა იცი რაში გამოგვადგეს :)

    კალიბრი-მოცემული მახასიათებელი გვაჩვენებს დიამეტრის ცვლილებას ძუის მთელ სიგრძეზე და ასევე ძუის სიმრგვალეს.დიამეტრის კალიბრის შემოწმება შესაძლებელია საკმაოდ იოლად -ძუაზე ვამაგრებთ საფანტის მსგავს(დრაბინკას) სიმძიმეს და ვამოძრავებთ ძუის გარკვეულ მონაკვეთზე (არანაკლებ ორი მეტრისა) ,თუ სიმძიმე გადაადგილდება თავისუფლად,დაბრკოლების გარეშე, მაშინ ძუა კალიბრილებულია დიამეტრის მიხედვით. თუ სიმძიმე გადაადგილების დროს პერიოდულად იჭედება ძუის რომელიმე მონაკვეთზე ან რამოდენიმე მონაკვეთზე, მაშინ ძუა სხვადასხვა დიამეტრისაა. კარგი ხარისხიან ძუას გააჩნია ერთი და იგივე სისქე მთელ სიგრძეზე. სხვადასხვა დიამეტრის ძუა გვეუბნება იმის შესახებ ,რომ მისი წარმოების დროს ტექნოლოგია არ იყო სრულად დაცული და გამოიყენებოდა უხარისხო დანადგერები.

    დასასრულს რამოდენიმე სიტყვით იმ დიამეტრის ძუებზე, რომელიც უნდა იქონიონ ტივტივით მეთევზეებმა არსენალში. სამოყვარულო მოსაქნევი ანკესისათვის ძირითადი დიამეტრის ძუებია 0,1-0,12-0,14მმ. თუ სწორად შევინახავთ ძუას (ჩვენ ამის შესახებ კიდევ ვისაუბრებთ) სამი ას მეტრიანი მაქო თავისუფლად გვეყოფა რამოდენიმე სეზონის განმავლობაში.

     ბოლონური ანკესისათვის ძუის დიამეტრი იზრდება  0,12-0,14-0,16მმ. ეს უკანასკნელი გამოიყენება მძიმე ატვირთვიანი ტივტივისათვის(6გრამი და მეტი). იდიალურია თუ თქვენს კოჭას ააქვს სამი სათადარიგო მაქო, ამ შემთხვევაში იოლად შეგიძლიათ ცვალოთ მონტაჟი თევზაობის ამა თუ იმ პირობებისათვის.

     შტეკერული ანკესისათვის გამოიყენება ძირითადად წვრილი დიამეტრის ძუები, 0,08-0,1-0,12მმ. მხოლოდ იმ შემთხვევასი თუ ვთევზაობთ კობრზე, გამოიყენება ოდნავ მსხვილი დიამეტრის ძუა.

     ძირითადად მგონი ეს არის :) , გაგრძელება შემდეგ ნაწილში ;)

 



#2 Jano

Jano

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1410 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 05 12 2015 - 10:09

თუ სწორად შევინახავთ ძუას (ჩვენ ამის შესახებ კიდევ ვისაუბრებთ) ”

მამუკა,მე მგონი დროულია ეს თემა,გადადება არ ივარგებს,უკვე ყველა ვინახავთ ძუებს.


  • -თემო- likes this

#3 riko

riko

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 151 posts

პოსტი დაწერილია 05 12 2015 - 12:43

ძალიან კარგი ინფორმაციაა :)



#4 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1603 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 07 12 2015 - 00:52

ტივტივით თევზაობისათვის საჭირო ძუის დახასიათება

ნაწილი მეორე

   

       მოგესალმებით, გავნაგრძოთ ტივტივით თევზაობისათვის საჭირო ძუის მახასიათებლების გაცნობა. წინა ნაწილში განვიხილეთ ძუის დიამეტრი, გაწყვეტის დატვირთვა და კალიბრი, დღეს ვისაუბრებთ - გამძლეობაზე, ასაკზე, სიხისტეზე,დრეკადობაზე ანუ წელვადობაზე და მეხსიერებაზე.

       გამძლეობა. თავიდანვე ავღნიშნავ ერთ ნიუანსს. არ შეიძლება ძუის გამძლეობაზე საუბარი და ამ დროს ვგულისხმობდეთ მისი გაწყვეტის დატვირთვას, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ. მაგრამ ეს ორი პარამეტრი მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. გაწყვეტის დატვირთვა არის ერთგვარი მუდმივი მახასიათებელი და მიბმულია ძუის დიამეტრზე. გამძლეობა კი არის ცვალებადი და გააჩნია რამოდენიმე ძირითადი პარამეტრი.

     პირველ რიგში ძუის გამძლეობაზე გავლენას ახდენს კვანძები, რის გარეშეც არ ხდება მონტაჟის აწყობა. ტეხილები რომლებიც უჩნდება ძუას კვანძის გაკეთების დროს ასუსტებენ მას, ხოლო არასწორად გაკეთებული კვანძები ხდება შესუსტებული მონაკვეთების მიზეზი, სწორედ კვანძების არასწორი გაკეთების გამო ხდება ძუის გაწყვეტის მიზეზი 80%. იმის შესახებ როგორ შევკრათ სწორად კვანძები ,ვისაუბრებთ ცალკე თემაში.ახლა კი ავღნიშნოთ და შევთანხმდეთ, რომ ძუის გამძლეობაზე კვანძებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

     შემდეგი ფაქტორი,რომელზეც აუცილებლად გავამახვილოთ ყურადღება არის ძუის შენახვა.ძუა გახლავთ პოლიმერული ძაფი, რომელიც შეიცავს სხვადასხვა დანამატებს, რომელიც აუცილებელია ტექნოლოგიური წარმოებისათვის და მისი სტრუქტურული უკეთესობისათვის. ექსპულატაციის პროცესში და შენახვისდროს ნაწილი დანამატებისა იკარგება და შესაბამისად ძუა კარგავს ფუნქციებს და პირველ რიგში გამძლეობას.

    ძუა სუვენირი არ არის, არც სამკაული რომ ყურებით დავტკბეთ, თუ არ გამოვიყენებთ რად გვინდა? :) გასაგებია რომ ექსპულატაციის პერიოდში ძუის სამუშაო ნაწილი იძენძება. ამიტომაც ითვლება რომ ძუა არის სახარჯი მასალა და დროდადრო გამოცვლას საჭიროებს. მაგრამ ძუის შენახვის პროცესი ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვაკონტროლოდ და დავიცვათ ჯიბე ზედმეტი დანახარჯებიდან.

    მეთევზეების უმეტესობა ძუას ინახავს ან ავტოფარეხში, სარდაფში ან ავტომობილის საბარგულში, საუკეთესო შემთხვევაში სახლში, ბინაში საკუჭნაოში (ანტრესოლში :) ). ტემპერატურისა და ტენიანობის მკვეთრი ცვალებადობა იწვევს იმას რომ ძუიდან გამოიყოფა ზოგიერთი დანამატი მაგალითად დაახლოებით ნულ გრადუს ტემპერატურაზე და ნესტის დროს ძუის ზედაპირზე ჩნდება პლასტიფიქატები. ზოგიერთი მეთევზე ძუას ინახავს მაცივარში :huh: იქ სულ ერთიდაიგივე ტემპერატურაა და ტენიანობაც დაბალია ;) არ არის ცუდი ვარიანტი( უბრალოდ მეუღლეს უნდა დავუმალოთ თორე შეიძლება ჩვენი ძუა რომელიმე სადილში აღმოვაჩინოთ :D  :D )

     როგორი პირობებია ძუის შესანახად საუკეთესო?  ადგილი უნდა იყოს მშრალი,უმჯობესია არ იყოს მაღალი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა. ქარხნულად შეფუთული და მაქოზე  დახვეული ძუების შესანახად კარგია თერმო ჩანთები, რომლებიც იყიდება ბევრ მაღაზიაში

samonadireo%20canta%20(3).jpg

 

      რაც შეეხება ძუის ასაკს მისი ცოდნა აუცილებელია.ბევრი გამოცდილი მეთევზე მაქოზე ან შეფუთვაზე აწერს შეძენის ან დახვევის თარიღს.თუ ძუას სწორად შევინახავთ და იმ პირობით რომ შეძენის დროს ძუა იყო ახალი საღი, მაშინ შეგვიძლია მისი ექსპულატაცია რამოდენიმე სეზონის განმავლობაში, ამასთან ერთად ის თანდათანობით დაიწყებს თავისი გამძლეობის და სხვა მახასიათებლების დაკარგვას. ნელ ნელა.

      საიდუმლო არ გახლავთ ის ფაქტიც რომ ბევრ მაღაზიაში ძუა ინახება მუყაოს ყუთებში ან დალის ქვეშ ან სადმე საწყობში, სადაც არ გახლავთ ოპტიმალური პირობები ძუის შენახვისათვის.რომელიმე მათგანი ცუდად იყიდება და ალაგია წლობით. გამყიდველის წინაში დგება ამოცანა, როგორმე ამოყიდოს ვადაგასული ძველი ძუები, როგორც ეს ხდება პროდუქტის შემთხვევაში. ამისათვის უნდა შევარჩიოთ "ჩვენი" მაღაზია სადაც ნაკლები შანსია შემოგვაპარონ ვადაგასული ძუები.

      რითი განსხვავდება ძველი ძუა ახლისაგან.როგორ შეიძლება გავსინჯოთ მისი ხარისხი? ძველ ძუას ააქვს ბაცი(მატოვი) ფერი. ხოლო ახალი გამჭირვალეა, თუნდაც იყოს შეღებილი სხვადასხვა ფერში. ბაცი ხდება ძუა მაშინ როცა მისგან გამოიყოფა ზემოთ აღნიშნული დანამატები. რის შემდეგაც ძუაზე ჩნდება მიკრო ბზარები

ყიდვის დროს ძუა შეკარით ორმაგი კვანძით და გამოსცადეთ ის გაწყვეტაზე.კვანძი გაჭიმეთ ნელა და დაასველეთ (ნერწყვით ) ძველი ძუა კვანძში გაწყდება მცირე ძალის დატანების თანავე. 

     სიხისტე. აი როგორ აღწერს ძუის სიხისტეს ერთ-ერთი ცნობილი რუსი მეთევზე:Жесткая леска, как правило, более практичная за счет более высокой степени осевой ориентации поверхностных слоев. Что это значит? Процесс изготовления лески заключается в вытягивании нити из расплава полимера и протаскивании нити через калиброванное отверстие — фильеру. В процессе протягивания лески через фильеру происходит распрямление макромолекул полимера и выстраивание их вдоль оси нити. Распрямление или ориентация молекул, более полно происходит в поверхностном слое нити, чем внутри волокна — это и есть осевая ориентация поверхностного слоя. Чем выше степень ориентации молекул, тем полнее реализуются прочностные характеристики сырья в конечной леске, но тем леска и жестче.

      წელვადობა. (დრეკადობა) ეს მახასიათებელი განსაზღვრავს ძუის უნარს გაიწელოს დატვირთვის დროს და განტვირთვის შემდეგ დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას. მოცემული მახასიათებელი ნაკლებად გამოსადეგია ბოლონური ანკესის ან მატჩის შემთხვევაში. რადგან ამ სამუშაოს კოჭა ასრულებს. კარგად წელვადი ძუა როგორც წესი ეს არის რბილი ძუა რომელიც გარკვეულ წილად გაქაჩვების ამორტიზაციას ახდენს თევზის გამოყვანის დროს და გამოიყენება მოსაქნევი ანკესისათვის. ამ მახასიათებლის განხილვისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ერთი ნიუანსი- ძუის წარმოების დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას გაჭიმვის ტექნოლოგია(prestretched) ანუ "თბილ" მდგომარეობაში მყოფი 0,12მმ დიამეტრის ძუას თანაბრად ჭიმავენ და ის იქცევა 0,1მმ ძუად. ეს ე.წ. არაწელვადი ძუებია,გააჩნია გარკვეული სიხისტე. როგორც წესი ისენი გამოიყენება სადავეებისათვის.

      მეხსიერება. მოცემული მახასიათებელი გვიჩვენებს ძუის უნარს სტატიკური პოზიციის დამახსოვრების შესახებ. ძუა ინახება სამი სახეობის დასახვევ საშუალებაზე

      ქარხნულ შეფუთვაზეSeaKnight-Brand-Best-Quality-1000M-Monof

 

       მაქოზეBezy-myanny-j22.jpg

 

       მოტივილზე13681.750.jpg

       ნებისმიერ შემთხვევაში ძუა დეფორმირდება ---  მაქოზე შენახვის დროს იღებს სპირალის ფორმას ,ხოლო მოტივილზე დაკეცილ ფორმას.ასე რომ ძუის შეძენისას გაითვალისწინეთ რომ  მას ქონდეს მაღალი მეხსიერება 

       ჩამოთვლილი მახასიათებლების გაანალიზების შემდეგ შეიძლება რამოდენიმე დასკვნის გაკეთება:

       ხისტი ძუა

      1)   გააჩნია ბევრად მეტი სიმტკიცე ვიდრე რბილ ძუას. მაგრამ აუცილებელია გვესმოდეს, რომ ეს სიმტკიცე უფრო მაღალია როდესაც ძუაზე არ არის კვანძები.როგორც კი ჩნდება კვანძი ხისტი ძუების უპირატესობა სიმტკიცეზე,ნიველირდება.

      2)   ნაკლებად იხლართება და იგრიხება

      3)   ნაკლებად წელვადია და საკმაოდ მაღალი ხარისხით უბრუნდება საწყის მდგომარეობას დატვირთვის შემდეგ

      4)   პრიალა ზედაპირის ხარჯზე იწოვს მცირე რაოდენობის წყალს და ნაკლები შანსია წყალმა გამორეცხოს ძუის ისეთი შემადგენელი დანამატები როგორიცაა პლასტიკაციდები, სტაბილიზატორები და ა.შ.  ამიტომაც დიდხანს არ ძველდება.

      5)   გააჩნია მეხსიერება, რის ხარჯზეც რთულდება ძუის გადმოსვლა მაქოდან და ანკესის რგოლებში გასვლა სპირალის ფორმის გამო.ეს უარყოფითად აისახება გასროლის მანძილზე .მეორე მხრივ, ადვილად ვაკონტროლებთ მონტაჟს შორ დისტანციაზე, ასევე სიზუსტე და სიჩქარე ამოკვრის დროს საკმაოდ მაღალია. კიდევ ერთი მინუსი მეხსიერებასთან დაკავშირებით- არის ას რომ საჭიროა გამოვიყენოთ მძიმე ატვირთვიანი ტივტივები.

      რბილი ძუა

     1)   ნაკლებად გამძლეა, ვიდრე ხისტი ძუა

     2)   ადვილად იხლართება და იგრიხება

     3)   გააჩნია მაღალი წელვადობა და დაბალი ხარისხით უბრუნდება საწყის მდგომარეობას დატვირთვის შემდეგ

     4)   შეიწოვს ბევრ წყალს რომელიც გამორეცხავს ბევრ დანამატებს და მალე ძველდება

     5)   კარგად უჭირავს კვანძები

     6)   ადვილად სწორდება და საკმაოდ ელასტიურია

     კიდევ ერთი მთავარი მომენტი, რომელიც ეხება კოჭიანი ანკესების ძუებს. მიუხედავად იმისა რა რაოდენობის წყალს შეიწოვს ძუა , გაშრობისას, ზედა ფენები საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ქვედა ფენებზე. რის გამოც ხდება ძუის დეფორმირება, განსაკუთრებიტ მსხვილი ძუების შემთხვევაში,ეს უსიამოვნება თავიდან რომ ავიცილოთ აუცილებელია მივიღოთ შემდეგი პრევენციული ზომები:

     1)   პირველ რამოდენიმე ფენად მაქოზე უნდა დავახვიოთ ძველი უფრო წვრილი დიამეტრის ძუის "ბექინგი" და ამის შემდეგ დავახვიოთ ის ძუა რომელსაც შემდგომ გამოვიყენებთ. თევზაობის შემდეგ სწორედ ბექინგი მიიღებს თავის თავზე ენების დაწოლას.

     2)   თუ თქვენ ხართ აქტიური მეთევზე და თევზაობას უთმობთ კვირაში მინიმუმ ორ დღეს ,მაშინ თვეში ან ორ თვეში ერთხელ გადაახვიეთ ძუა ანუ ცვალეთ მისი თავი და ბოლო.

     3)   გადახვევის დროს შეეცადეთ აიღოთ ბამბა, დაასველეთ ნიშადურის სპირტში და დახვევის დროს ძუა გაატაროტ ამ ბამბაში. ამ შემთხვევაში ხდება ძუის გასუფთავება სხვადასხვა ცხიმებისადა ჭუჭყისაგან, ასევე ხდება ძუის გასწორება. ასევე მიზანშეწონილია გაზაფხულზე სეზონის დაწყების წინ ძუა გავატაროთ გლიცერინიან ბამბაში, ასე შეძლებთ უფრო დიდხანს ამუშაოთ თქვენი ძუა

     4)   იმ შემთხვევაში თუ თევზაობთ წყალსაცავზე რომელსაც ქვიანი ან კვდოვანი ბსკერი აქვს, მაშინ ზემოტ აღნიშნული პროცესის დროს უმჯობესია ძუას მოაჭრათ ის მონაკვეთი რომელიც შეიძლებოდა დაზიანებულიყოთევზაობის დროს , დაახლოებით 2-5მეტრამდე.

     დასასრულს მინდა ავღნიშნო- რაც უფრო დიდია ძუის დიამეტრი მით უფრო ხისტია ის. ესეც გასათვალისწინებელია ძუის შენახვის დროს.

      ბედნიერ და შედეგიან თევზაობას გისურვებთ :)  



#5 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 07 12 2015 - 02:47

კარგი ხარ იასონ ! :)



#6 ვანო მეხრიშვილი

ვანო მეხრიშვილი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 583 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 07 12 2015 - 09:01

მამუკა კარგია!!! :)



#7 Jano

Jano

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1410 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 07 12 2015 - 18:40

მე სუფთა გლიცერინში გავატარე და ისე შევინახე ის ძუები,რომლებიც მომავალ სეზონისთვის მაინტერესებს. წნულები კი მაქოებიდან ბობინებზე გადავიტანე .


  • paata 540 likes this

#8 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1603 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 09 12 2015 - 23:03

ტივტივით თევზაობისათვის საჭირო ძუის დახასიათება

ნაწილი მესამე

 

       მოგესალმებით, ჩვენი საუბრის მესამე და დასკვნით ნაწილში მინდა ვისაუბროდ ძუის სიმკვრივეზე და ფერზე. სანამ მოცემულ მახასიათებლებზე დავიწყებთ საუბარს, მინდა ავღნიშნო ,რომ თანამედროვე ძუების უმეტესობა წარმოადგენს სტრუქტურას, რომელიც შედგება რამოდენიმე ფენისაგან. ძუის შუაგული (ძირითად ნაწილი) წარმოადგენს ნეილონის ან კაპრონის ბოჭკოებს, პლასტიფიკატორებს, სტაბილიზატორებს და სხვადასხვა დანამატებს რომლებიც აუმჯობესებენ ძუის ხარისხს.

 

      რომელი გარე ფიზიკური ფაქტორები ახდენენ ზემოქმედებას ძუაზე და რა აუარესებს მის ხარისხს? ასეთი ფაქტორები ძალიან ბევრია:

      1) ულტრაიისფერი სხივები, ძალიან მოქმედებენ პოლიმერების სტრუქტურაზე, აქვეითებს ძუის გამძლეობას დაახლოებით 5-25%პროცენტით, გააჩნია ძუის დიამეტრს. რაც უფრო წვრილია ძუა მით უფრო დამღუპველია მისთვის ულტრაიისფერი.

      2) წყალი რომელიც შეიწოვება ძუის მიერ და გამორეცხავს მისგან სხვადასხვა დანამატებს,მათ შორის ბოჭკოებს, რომელიც შეადგენს ძუის ძირითად ნაწილს.

      3) სიცხეს და სიმშრალეს შეუძლია გამოფიტოს პლასციფიკატორები, სტაბილიზატორები და სხვა დანამატები.

      4) მექანიკური დატვირთვები, რომლის რიცხვსაც მიეკუთვნება დიდი წონის სიმძიმეები, თევზის აქტიური წინააღმდეგობა, მონტაჟის რაიმეზე გამოდება(ზაცეპი) როდესაც ძუაზე მოდის მთელი დატვირთვა მონტაჟის გათავისუფლების პროცესში.

      5) მექანიკური დაზიანებები, როდესაც ძუას შეხება აქვს ქვებთან, ნიჟარებთან, ლელიანის ძირებთან, როგორც წყალსაცავის ბსკერზე ასევე ნაპირზეც.ასეთ დაზიანებები ჩნდება ძუაზე ანკესის რგოლებით, ძუის დასალაგებელი ბორბალით (კოჭაზე) ან მაქოს კიდეებით ,როდესაც ძუა დაჭიმულ და დატვირთულ რეჟიმშია.

      როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ზემოთ ხსენებული უსიამოვნებები? რა ხერხს მიმართავენ მწარმოებლები იმისათვის რომ დაიცვან ძუა და აამაღლონ მისი მდგრადობა?

მთავარი არის ის რომ ძუის ზედაპირი დაიფაროს სპეციალური ფენით, რომელიც დაიცავს ძუას გარე ფაქტორების ზემოქმედებისაგან და აამაღლოს ექსპულატაციის ხანგძლივობა.ჩვეულებრივი მონოფილი ძუები, რომლებიც გამოშვებულია სტანდარტული ტექნოლოგიით, ბევრი მათგანი,მახასიათებლებით მიეკუთვნება რბილი ძუების კლასს. ყველათავისი უარყოფითი თვისებებით, რომლებიც ზემოთ გვაქვს აღნიშნული. ამიტომ ცნობილი ბრენდები  ხარჯავენ დიდ ძალისხმევას იმისათვის რომ შექმნან ეფექტური და ხელმისაწვდომი პროდუქცია.

     ამ დამატებით ფენას შეუძლია შეასრულოს რამოდენიმე ფუნქცია:

    *დაამატოს საჭირო რაოდენობის სიმკვრივე, ამასთან ერთად არ მოახდინოს გავლენა ძუისათვის საჭირო სირბილეზე.

    *ამცირებს წელვადობას და მახსოვრობას.

    * გარკვეულ წილად ძუას იცავს წყლისაგან

    * ხელს უშლის ახლართვას.

    * ხელს უშლის ძუის გაქერცვლას, პრიალა ზედაპირის ხარჯზე

 

      ძუის სიმკვრივე. ამ მახასიათებელზე საუბრისას ასევე ვისაუბრებთ მცურავ და ძირვად ძუებზე. ჩვეულებრივი მონოფილი ძუის ხვედრით წონას თუ შევადარებთ წყლის ხვედრით წონას ვნახავთ რომ წყლის ხვედრითი წონა ოდნავ დაბალია. იდეაში ძუა უნდა იძირებოდეს, მაგრამ ამისათვის ძუამ უნდა დაძლიოს ზედაპირული დაჭიმულობის ძალა. ამასთან ძუის ზედაპირი არ არის იდეალურად სუფთა. ამიტომ უმეტეს შემთხვევაში ძუა ტივტივებს წყლის ზედაპირზე.ტივტივით თევზაობის დროს , გარდა მატჩით შორ დისტანციაზე თევზაობისა ,გამოიყენება ცურვადი ძუები. ასეთ დროს უფრო იოლია მონტაჟის კონტროლი( დუგის კონტროლი) 

    ხშირ შემთხვევაში ძუები სიმკვრივის მახასიათებლით, გამოიყენება ისეთი ტივტივით თევზაობის დროს, რომელიც ძუაზე მაგრდება მხოლოდ ერთ წერტილში. ასეთი ტივტივა გამოიყენება მატჩით შორ დისტანციაზე თევზაობისათვის.თვითონ ტივტივას ფორმა წარმოადგენს დამაგრების წერტილს საკმაო სიღრმეში, იმისათვის რომ მაქსიმალურად შემცირდეს გარე ფაქტორების ზეგავლენა ტივტივაზე. ხოლო იმისათვის რომ ეს ზეგავლენა და ასევე ქარის ზეგავლენა საერთოდ გამოვრიცხოთ ამისათვის აუცილებელია დავძიროთ ძუა მთელ სიგრძეზე ტივტივიდან ანკესის წვერამდე

 

      ყველაზე ადვილი არის ის რომ გამოვიყენოთ ძუა რომლის ხვედრითი წონა საგრძნობლად მეტია წყლის ხვედრით წონაზე,იმისათვის რომ ძუა ჩაიძიროს, მაგრამ ამ დროს ძუა არჩეული მანძილიდან ნაპირისაკენ გადააადგილებს ტივტივას, ასევე წარმოქმნის რკალს (დუგა) რომელიც წყლის სიღრმისაკენ განვითარდება, რაც გამოიწვევს ამოკვრის დაგვიანებას.

     მოკლედ, მიღებულ იქნა ორი გადაწყვეტილება. თანამედროვე მატჩისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ორი სახეობის ძუა;

      * ძირვადი , ფლუროკარბონი რომელიც გამოირჩევა მაღალი სიმკვრივით,

      *პირობითად ძირვადი, ჩვეულებრივი ძუა, რომლის ზედაპირიც დაფარულია სპეციალური ფენით და მაქსიმალურად ზრდის ძუის სიგლუვეს.

     თუ გამოვიყენებთ სუფთა ძირვად ფლუროკარბონის ძუას გვექნება ეფექტი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. თანაც ფლუროკარბონის ძუები არც თუ ისე იაფი ღირს.

     ბევრი მწარმოებელი ამჯობინებს აწარმოოს პირობითად ძირვადი ძუები, რომელსაც მატჩის ძუების სახელით ვიცნობთ . უფრო დაწვრილებიტ ასეთ ძუებზე და მისი ჩაძირვის მეთოდებზე ვისაუბრებთ რუბრიკაში მატჩი

     ძუის ფერი. რამდენი მეთევზეც არის იმდენი აზრი არსებობს ,ზუსტად ასე შეიძლება საუბრის დაწყება ძუის ფერთან დაკავშირებით და ამ თემაზე საუბრის უცებ დამთავრებაც :) . თუ სიმართლე გაინტერესებთ არასდროს არ მიმიქცევია ყურადღება ძუის ამ მახასიათებლისათვის. მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრია. სინამდვილეში მწარმოებლები ძუას ღებავენ სხვადასხვა ფერში მეთევზის გემოვნების დაკმაყოფილების მიზნით. არიან მეთევზეები რომლებიც სახლის პირობებში ღებავენ ძუას, ამ დროს არ უფიქრდებიან იმ დეტალს ,რომ ამ დროს ძუის ყველა მახასიათებელი საგრძნობლად სუსტდება და ძუის ხარისხი უარესდება.ძუის ფარხნულად შეღებვისას ჯერ იღებება ნედლეული და მერე იწარმოება ძუა , ხოლო სახლის პირობებში რა ხდება ღმერთმა იცის :o კარგი რომ არაფერი ხდება ეგ ნამდვილად ვიცი :) კიდევ ერთი კითხვა მიჩნდება , თუ ვინმე მიპასუხებს მადლობელი დავრჩები

 რა აზრი აქვს რა ფერის იქნება ძუა?

 

   აი ძირითადად რაზეც მინდოდა მესაუბრა ტივტივით თევზაობისათვის საჭირო ძუებთან დაკავშირებით ;)

ბედნიერ და წარმატებულ თევზაობას გისურვებთ.



#9 Bioturbo

Bioturbo

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 220 posts

პოსტი დაწერილია 10 12 2015 - 22:03

იფფფ... ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტატიაა რაც ამ ფორუმზე წამიკითხავს... დიდი მადლობა!!!



#10 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 15 12 2015 - 00:50

მაგარია მამუკ, ყოჩაღ :) თუ შეიძლება ჩემი გამოცდილებიდან დავამატებ ერთ რჩევას ძუასთან დაკავშირებით.ყველას გირჩევთ ვისაც ტივტივით თევზაობა გიყვართ გამოიყენოთ ძირვადი ძუები,არ ააქვს მნიშვნელობა მატჩი იქნება მოსაქნევი თუ სხვა.ძირვად ძუას მინიმუმამდე დაყავს ტივტივის გაჩერება ერთ ადგილზე,ქარი ნაკლებად მოქმედებს ძუაზე (ურაგანზე და შტორმზე არ მაქვს ლაპარაკი :D ) ტალღებში იდეალურია და რაც მთავარი ხელში გრძნობ თევზის შეხებას სატყუარაზე. :)


  • maxo06 and misha-ს მოეწონა ეს

#11 bichiko

bichiko
  • Members
  • 1 posts

პოსტი დაწერილია 10 01 2016 - 22:56

მაგარია მამუკ, ყოჩაღ :) თუ შეიძლება ჩემი გამოცდილებიდან დავამატებ ერთ რჩევას ძუასთან დაკავშირებით.ყველას გირჩევთ ვისაც ტივტივით თევზაობა გიყვართ გამოიყენოთ ძირვადი ძუები,არ ააქვს მნიშვნელობა მატჩი იქნება მოსაქნევი თუ სხვა.ძირვად ძუას მინიმუმამდე დაყავს ტივტივის გაჩერება ერთ ადგილზე,ქარი ნაკლებად მოქმედებს ძუაზე (ურაგანზე და შტორმზე არ მაქვს ლაპარაკი :D ) ტალღებში იდეალურია და რაც მთავარი ხელში გრძნობ თევზის შეხებას სატყუარაზე. :)

გამარჯობა, იქნებ კონკრეტულად მითხრა რამდენი მმ იქნება ძირვადი ძუა კარგი კობრისთვის? კარასისთვის? :) ;) 



#12 Jano

Jano

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1410 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 11 01 2016 - 10:30

ძირვადი ძუა ტივტივით თევზაობაში გამოიყენება მხოლოდ მატჩში ! 


  • paata 540 likes this

#13 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 12 01 2016 - 10:38

ძირვადი ძუა ტივტივით თევზაობაში გამოიყენება მხოლოდ მატჩში ! 

ჯანოს გაუმარჯოს,როგორ გიკითხო?  :)

 

ჯანო მე პირადად მატჩით და მოსაქნევი ანკესით ვთევზაობ ხოლმე და ორივეზე ძირვადი ძუა მიყენია.მოსაქნევზეც კარგად მუშაობს ცოტა დამუღამება უნდა თორე პრობლემა არ არის საერთოდ,მაგალითად მე ესეთ რამეს ვაკეთებ.სიტყვაზე მაქვს 7 მეტრიანი მოსაქნევი ჯოხი ძუაც 7 მეტრია, წყალში დაახლოებით 14 მეტრზე ვისვრი მონტაჟს. ტივტივა რო დაჯდება წყალზე დაახლოებით ერთ მეტრს რესკად მოვქაჩავ ჯოხს უკან და ძუაც იძირება. :)



#14 Jano

Jano

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1410 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 01 2016 - 17:27

ოთარს გაუმარჯოს! ვარ რა,უკეთესად ყოფნას ვამჯობინებდი.

 

კარგი კაცი ხარ,ჩემს ოდნავ მკვახე პოსტზე რომ არ გამებუტე ზოგიერთივით.

ქარების,ურაგანების და შტორმების შემთხვევაში,სწორედ მარტო მატჩისთვის განკუთვნილი ვაგლერი და სლაიდერი მუშაიბს,ძუის დამაგრება ამათ შემთზვევაში ხდება ერთ წერტილში და ის წერტილი წყლის  ზედაპირის ქვევით 30-40 სანტიმეტრზე იმყოფება(რა სიგრძეც ტივტივას აქვს),ყოფ მატჩის წვერს წყალში დაახლოებით ნახევარ მეტრამდე და ლესკა მთლიანად წყლის ქვეშაა და ძალზე შემცირებულია ზემოთ აღწერილი სტიქიის გავლენა ძუაზე.  სხვა ტივტივის სტილში კი, ძუა ტივტივაზე მაგრდება ორ წერტილში,წყლის ქვედა და წყლის ზედა ნაწილში,ტივტივა იმართება წყლის ზედა ნაწილში დამაგრებულით და მთლიანად ძუის ჩაძირვა შეუძლებელია და არც არის საჭირო. 

რაც არ უნდა კარგი ხარისხის ძირვადი ძუა იყოს,თევზაობის დროს იმდენ ცხიმებს და მისდაგვარ რამეს იკრავს,რომ ისიც ხდება ჩვეულებრივი ძუასავით და საჭირო ხდება სპეციალური სპრეების ან ჭურჭლის სარეცხი საშუალებების გამოყენება,რომ მოვაშოროთ . ნებისმიერი ძუის ჩაძირვა შეიძლება, თუ იცი როგორ. 

 ოთარიმ ესენი ყველაფერი იცის,დამწყებებისათვის გავისარჯე.


  • simonichi likes this

#15 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 01 2016 - 17:48

რაც არ უნდა კარგი ხარისხის ძირვადი ძუა იყოს,თევზაობის დროს იმდენ ცხიმებს და მისდაგვარ რამეს იკრავს,რომ ისიც ხდება ჩვეულებრივი ძუასავით და საჭირო ხდება სპეციალური სპრეების ან ჭურჭლის სარეცხი საშუალებების გამოყენება,რომ მოვაშოროთ .

 

 

კი ჯანო გეთანხმები,მარა მე პირადად მეზარება ხოლმე და მაგის ნერვიც არ მაქვს ძუები ვრეცხო :D ამიტომ 4-5 გასვლის შემდეგ ახალ ძუას ვყიდულობ ხოლმე :) 

 

 

 
  • Jano likes this

#16 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 01 2016 - 17:56

გამარჯობა, იქნებ კონკრეტულად მითხრა რამდენი მმ იქნება ძირვადი ძუა კარგი კობრისთვის? კარასისთვის? :) ;)

მე პირადად მატჩის ჯოხზე 0,18 მმ მიყენია მთავარი ძუა, სადავე 0.16 მმ  და ჯერ პრობლემა არ მქონია  :)


  • nodo70 and simonichi-ს მოეწონა ეს

#17 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1603 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 16 01 2016 - 21:37

კობრისთვის 0.18 მთავარი ძუა და 0.16მმ სადავე ნორმალურია , რაც შეეხება კარჩხანას ჩემი აზრით ჯობია 0.16 ძირითადი ძუა და 0.12მმ სადავე, ამ შემთხვევაში ჩარტყმები უფრო მეტი და უფრო შესამჩნევი იქნება, მე ასე ვფიქრობ


  • don04 and simonichi-ს მოეწონა ეს

#18 riko

riko

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 151 posts

პოსტი დაწერილია 17 01 2016 - 03:04

გამრჯობა ბატონო იასონ პრაკტიკაშუ რამდენდაა ეს 12 მმ მიგებული ?



#19 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1603 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 18 01 2016 - 09:50

გაუმარჯოს რიკო. სწორედ პრაქტიკიდან გამომდინარე ვწერ, მაგალითად ადრე გაზაფხულზე როცა წყალი ჯერ კიდევ ცივია მოგეხსენებათ თევზი ნაკლებად მოძრაობს და სატყუარასთანაც ზანტად მიდის,ამ დროს ჩარტყმები ნაკლებად შესამჩნევია, თუ გითევზავიათ ჯანდარაზე, ეგრედ წოდებულ "ვაენი ბაზასთან" კამიშებში, იქ შარშან მქონდა ორი ანკესი სხვადასხვა მონტაჟით, ერთი 2,5 გრ ტივტივით 0.16 ძირითადი და 0.12სადავით და მეორე 5გრ ტივტივით 0.2ძირითადი და 0.16 სადავით, პირველმა მონტაჯმა ბევრად მეტი შედეგი მომცა ვიდრე მეორემ , თან ერთიდაიგივე სატყუარა , იგივე ნემსკავი და იგივე სიღრმე მქონდა ორივე ანკესზე , და ერთიდაიგივე ადგილას ვთევზაობდი,თავისუფლად შეიძლებოდა იმ მოცემულ სიტუაციაში 0.1მმ სადავის გამოყენებაც, და შეიძლება სედეგი კიდევ უფრო კარგი ყოფილიყო, ისე თქვენც შეგიძლიად ანალოგიური დაკვირვების ჩატარება  და ანალიზის გაკეთება :)



#20 Bioturbo

Bioturbo

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 220 posts

პოსტი დაწერილია 29 01 2016 - 23:27

ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე ნებისმიერ პირობაში, ძუა რაც უფრო წვრილია გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა... მოსაქნევით ზუსტად იგივე ექსპერიმენტი ჩავატარე უბრალოდ დისტანცია იყო 5 მეტრი და 7 მეტრი, ანუ ვთევზაობდი 5 მეტრიანი და 7 მეტრიანი ჯოხებით, 7 მეტრიან ჯოხზე მეყენა 0.18, 5 მეტრიანზე 0.12 სიღრმე ორივე ანკესზე თანაბარი, ნემსკავები ერთნაირი ტივტივები 7 მეტრიანზე 3 გრამი. 5 მეტრიანზე 1.5 გრამი. დაკვება და სიღრმე თანაბარი. შედეგი დაახლოებით სამჯერ მეტი მოკლე ანკესით... 2 საათის მერე შევცვალე მონტაჟები, 5 მეტრიანზე დავაყენე 7 მეტრიანის მონტაჟი და 7 მეტრიანზე 5 მეტრიანის... შედეგი ზუსტად იგივე ოღონდ სხვა დისტანციაზე... აქ ჩარტყმების რეალიზაციაზე არ არის ლაპარაკი. რეალიზაცია ორივე ანკესზე თანაბარი მქონდა, დაახლოებით 60-70%, უბრალოდ ან ჩარტყმას ვერ ვხედავდი მძიმე ტივტივაზე ან საერთოდ არ ეკარებოდა თევზი... სატყუარა ყველა შემთხვევაში იყო წითელი ჭია, ლისის ტბაზე მაისის დასაწყისში... ამის მერე მოვეშვი ექსპერიმენტებს და როცა წვრილ თევზზე ვთევზაობ ყოველთვის ვცდილობ რაც შეიძლება წვლრილი ძუა და მსუბუქი ტივტივა დავაყენო... ესაა ჩემი კომენტარი.. :D :D