Jump to content


ფოტო

გასვლები 2016


  • ეს თემა დაკეტილია ეს თემა დაკეტილია
107 პასუხი ამ თემაზე

#41 -თემო-

-თემო-

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 275 posts
  • ადგილმდებარეობა
    ახალციხე

პოსტი დაწერილია 15 04 2016 - 13:07

YOCHi - თემო
ყოჩაღ, თემო, ძალიან მაგარი საქმე გაგიკეთებიათ! ახლა მთავრია იმ ახალი ტბიდან არავინ ამოხვეტოს, შეიძლება ქვირითობაც მოასწროს წელს...

პ.ს. სურათების ატვირთვაში დაგეხმარებით თუ გინდა


არამგონია გიორგი ვინმემ შეგნებულად ამოხვეტოს იმიტორო მარტო რამდენიმე ახლობელს ვუთხარით რომელ ტბაში ჩავასახლეთ ადგილზე მისულებს 3 ბიჭი დაგვხვდა რომლებიც თევზაობდნენ , თავიდან კი გაუკვირდათ რატომ ვუშვებდით ტბაში ამხელა თევზებს , მაგრამ რომ ავუხსენი თვითონაც სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა თევზის გაშვებაში..
თუ დამეხმარები კარგი იქნება გიორგი.
  • Gia Chit 74 and redhothevi - გიორგი გ.-ს მოეწონა ეს

#42 redhothevi - გიორგი გ.

redhothevi - გიორგი გ.

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 602 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 15 04 2016 - 13:22

ნომერი დაწერე დაგირეკავ და ავტვირთოთ :)

#43 -თემო-

-თემო-

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 275 posts
  • ადგილმდებარეობა
    ახალციხე

პოსტი დაწერილია 15 05 2016 - 17:08

ბოდიში გიორგი ვეღარ შეგეხმიანე გასული ვიყავი ქვეყნიდან. პმ. ნახე.

#44 redhothevi - გიორგი გ.

redhothevi - გიორგი გ.

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 602 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 05 2016 - 17:53

ვიყავი წუნდის ტბაზე მეგობრებთან ერთად, ვითევზავე ფიდერით ინ-ლაინ მონტაჟით და ფლეტით, სატყუარად მქონდა სიმინდი და ნაკელის ჭია, შედეგი ნოლი საერთოდ არმქონია ჩარტყმა, აქტიურობს წვრილი კარჩხანა რომელსაც იჭერდნენ მეგობრები ტივტივით ნაპირთან ახლოს კამიშებთან...
სამწუხაროდ სურათებს ვერ ვდებ...
შესაბამისი თემა ვერვნახე და ამასაც აქვე დავწერ ბარემ .
რამდენიმე დღის წინ მე და ჩემმა მეგობარმა გავიგეთ რომ ერთი პატარა ტბორი ( სადაც ადრე კობრი იყო გაშვებული და პატრონიც ჰყავდა) ვიღაცას დაუცლია და ბავშვები უწყლოდ დარჩენილ თევზებს ქვებს ესროდნენ და ისე იჭერდნენ. ხოდა გადავწყვიტეთ გვენახა, ავედით ვნახე რომ ბავშვებს რამდენიმე ცოცხლად დაეჭირათ ( რომლებიც მერე ფულის სანაცვლოდ დაგვითმეს) ზოგიც სხვებს წაეყვანათ უკვე როგორც გვითხრეს, ზოგიც მკვდრები ეყარათ. მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ დაგვეჭირა დარჩენილი თევზი და ერთერთ ტბაში გაგვეშვა სადაც მხოლოდ კარჩხანა ბინადრობდა. ასეც მოვიქეცით და ჯამში დავიჭირეთ 30ცალი კობრი წონით 400-500 გრ.-მდე და ერთიც ჩემდა გასაკვირვად (არმეგონა რომ ასეთ პატარა "გუბეში" ამხელა თევზი იქნებოდა)) კობრი წონით 3.470 კგ. ეს ყველა თევზი გადავასახლეთ ერთერთ ტბაში.
ცხოვრებაში მსგავსი რამ პირველად გავაკეთე და ძალიან ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ამით, ეს ყველაფერი კი ამ ლამაზი ფორუმის დამსახურებაა...
ვერც ამის სურათებს ვტვირთავ სამწუხაროდ.....

 

ბიჭებო, ეს სურათები მომაწოდა თემომ რომ ამეტვირთა. ნამდვილად კარგი საქმეა და ამაღელვებელი. 

 

c5f952e45bce.jpg

 

476e0cc8bd63.jpg

 

2e76de08d500.jpg

 

433b9622ecff.jpg

 

bc0c45df9279.jpg

 

d85ed4ae8983.jpg

 

8bd1e15a902e.jpg

 

bda981333ea0.jpg

 

b13833ae4b8f.jpg

 

ყოჩაღ თემო! 

 

სურათების და ამ ვითომ პატარა მაგრამ დიდი აქციის ავტორი: YOCHi - თემო



#45 SHALVA_AL

SHALVA_AL

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2358 posts

პოსტი დაწერილია 16 05 2016 - 18:46

ბრავო!! საცოდავი თევზები... უმოწყალოდ ამოაშრეს და მიაგდეს...
  • -თემო- likes this

#46 simonichi

simonichi

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1755 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 05 2016 - 19:38

დიდებული საქმეა, თევზების დახმარება, ერთი თევზის გადარჩენა მილიონობით თევზის გადარჩენას ნიშნავს, ყოჩაღ თემო, მადლობა ჩემი და ქვეყნის სახელით, ამ დიდებული საქმის თუნდაც მცდელობისთვის, მე შემიძლია გმირად შევრაცხო ყოველი ადამიანი, დღეს სხვა საგმირო საქმე რომც გინდოდეს ვერ იპოვი, ბრძოლა არ მიდის ხმლით, რომ თავი ისახელო. ასე რომ ასეთი საქმის ჩადენა გმირობაა, მომავალ თაობას რომ დახვდება თევზის სახეობები და არ გადაშენდება შენი წყალობით, ნამდვილად გმირი ხარ. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. გაიხარე, მრავალი კარგი საქმე გეკეთებინოს. :)
  • Gia Chit 74, kvanto და -თემო--ს მოეწონა ეს

#47 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 16 05 2016 - 23:43

გაიხარეთ ბიჭებო ,ღმერთმა ჯანი მოგცეთ ,კეთილი და კარგი საქმის საკეთებელიც არ მოგკლედობდეთ .მიხარია ასეთ რამეებს რომ ვხედავ და არა მხოლოდ სადღეგრძელოებში რომ ვისმენ .
  • simonichi and -თემო--ს მოეწონა ეს

#48 ikafisher

ikafisher

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 359 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 17 05 2016 - 01:16

კარგია თემო, მისაბაძი კაცი ხარ მისაბაძი საქმეებით, ყოჩაღ!


  • misha and -თემო--ს მოეწონა ეს

#49 -თემო-

-თემო-

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 275 posts
  • ადგილმდებარეობა
    ახალციხე

პოსტი დაწერილია 17 05 2016 - 06:11

გაიხარეთ ბიჭებო, მადლობა გიორგი დახმარებისთვის და მადლობა ყველას ლამაზი და თბილი სიტყვებისთვის. მადლობა ამ ფორუმს და ყველა ფორუმელს რომ თევზაობა სულ სხვა კუთხით დამანახა და ეს კეთილი საქმე გამაკეთებინა..

#50 rniko

rniko

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 22 posts

პოსტი დაწერილია 18 05 2016 - 12:17

16 მაისს ვიყავი ალგეთის წყალსაცავზე, გამთენიისას დავიწყეთ თევზაობა, სატყუარად გვქონდა თეთრი და წითელი ჭიები, წურბელები, სიმინდი და კოპტონი. დილის 9 საათამდე რამოდენიმე კარჩხანა და ხრამული გვყავდა დაჭერილი, დაახლოებით 9 საათისთვის დაჯდა პირველი ლოქო, 11 საათისვის კი მეორე, ორივე დაჯდა კოპტონზე პირველის წონა 3.700 მეორე 18 კგ. 

IMG_1781.jpg
IMG_1798.jpg


  • Gia Chit 74, misha, ლიფსიტა -ს და 9 სხვებს მოგეწონათ ეს

#51 tarzanika

tarzanika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 747 posts

პოსტი დაწერილია 18 05 2016 - 12:24

მაგარია ძალიან, ამ ლოქოს დანახვაზეც კი ადრენალინი მაწვება და პროცესში ხო საერთოდ :)

#52 rniko

rniko

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 22 posts

პოსტი დაწერილია 18 05 2016 - 12:25

მაგარია ძალიან, ამ ლოქოს დანახვაზეც კი ადრენალინი მაწვება და პროცესში ხო საერთოდ :)

კიი ეგრეა, 40 წუთი ვერ ვხედავდი საერთოდ რა იყო, მალე ვიდეობსაც დავდებ.



#53 tarzanika

tarzanika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 747 posts

პოსტი დაწერილია 18 05 2016 - 12:35

მოუთმენლად ველი :)

#54 nugo1ng

nugo1ng

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 537 posts

პოსტი დაწერილია 18 05 2016 - 12:48

16 მაისს ვიყავი ალგეთის წყალსაცავზე, გამთენიისას დავიწყეთ თევზაობა, სატყუარად გვქონდა თეთრი და წითელი ჭიები, წურბელები, სიმინდი და კოპტონი. დილის 9 საათამდე რამოდენიმე კარჩხანა და ხრამული გვყავდა დაჭერილი, დაახლოებით 9 საათისთვის დაჯდა პირველი ლოქო, 11 საათისვის კი მეორე, ორივე დაჯდა კოპტონზე პირველის წონა 3.700 მეორე 18 კგ. 

 

ალგეთზე რა ადგილას იყავი,  დამბიდან მარცხნივ, მარჯვნივ, სოფ. ხოფისიდან  რომ ჩადიხარ იმ ადგილსაც გავს.  თუ საიდუმლო არ არის ადგილი გაგვიზიარე. ხო, კოფტონზე დაჯდაო, ვერ გავიგე რაღაც, თუ კოფტონის კუბიკს გულისხმობ, იმ პატარა კუბიკიდან ამხელა ლოქომ როგორ გამოწოვა ერთიბეწო ნემსკავი.  იქნებ რაღაც სხვა მეთოდია. ისე ცნობისათვის კოფტონის კუბიკში ჩაჩხერილი რამოდენიმე ნემსკავით თევზაობის სტილის კატეგორიული მოწინააღმდეგეები ვართ აქ, ამ ფორუმის წევრები. ისე გილოცავ, მშვენიერი ნადავლია.


  • kvanto likes this

#55 tarzanika

tarzanika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 747 posts

პოსტი დაწერილია 18 05 2016 - 13:01

კოპტონის კუბიკში შეიძლება 2 დიდი ნემსკავის გაკეთება ნუგო, მაგალითად გამაკაცუ 6-4 ნომრები გრძელები, რომლებსაც ლოქო არ გამოწოვს არამედ ჩაყლაპავს და აუცილებლად გამოედება... ჩვენი ფორუმის წევრებისთვისაც არ მგონია გამაღიზიანებელუ იყოს ორი ნემსკავი, თუმცა არ ვიცი რა მონტაჟით დაიჭირეს ეს ბურვაკი :)

#56 misha

misha

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1290 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 18 05 2016 - 13:07

კოპტონის ნაჭერზე ჯდება პატარა თევზი და ლოქო იმას ეძგერება ხოლმე და ეგება ნემსკავზე, ამ დროს გგონია რომ კოპტონის ნაჭერზე დაჯდა. აი ეგ ამბავია. :)

 

18 კილო მაგარია, წყალი ესეთი დაკლებულია? ამდროს თითქმის სავსეა ხოლმე. ამლევის მხარეა მემგონი. 


  • maxo06 likes this

#57 rniko

rniko

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 22 posts

პოსტი დაწერილია 18 05 2016 - 13:16

სოფელ ორბეთიდან ჩავედი, ანუ სათავიდან, ადრე ხიდი იყო სათავეში ამ ხიდს რომ გაცდები მარჯვნივ არის ჩასასვლელი ტბასტან და მაგ ადგილას. რაც შეეხება მონტაჟს არც მე ვარ მომხრე იმ მონტაჟის რითაც ვთევზაობდი, მაგრამ იმდენად ჩქარა დაიგეგმა წასვლა ვერ მოვასწარი სათანადოთ მომზადება ჯოხების ნაწილიც სხვაგან მქონდა და ა.ს.შ... ამიტომ მომიწია ძველი მამაპაპური მონაჟით თევზაობა. (იმედია არ მიწყენთ და ვფიქრობ დიდი დანაშაული არ ჩამიდენია სულ რამოდენიმე წლის წინ ყველა ამ მონტაჯს იყენებდა და მეც მომიწია, ზოგადად არ ვთევზაობ ამ მონტაჟით და ასეთ შემთხვევებში მეთოდ ფიდერს ვამჯობინებ)  რაც შეეხება ნემსკავებს ზომა არ მახსოვს ზუსტად დავხედავ ყუთს და გეტყვით, მეც გაკვირვებული ვიყავი იმდენად პატარა ნემსკავები მეყენა, რომ წარმოუდგენელი იყო ამხელა თევზს თუ გაუძლებდა. 

 



#58 nugo1ng

nugo1ng

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 537 posts

პოსტი დაწერილია 18 05 2016 - 13:19

კოპტონის კუბიკში შეიძლება 2 დიდი ნემსკავის გაკეთება ნუგო, მაგალითად გამაკაცუ 6-4 ნომრები გრძელები, რომლებსაც ლოქო არ გამოწოვს არამედ ჩაყლაპავს და აუცილებლად გამოედება... ჩვენი ფორუმის წევრებისთვისაც არ მგონია გამაღიზიანებელუ იყოს ორი ნემსკავი, თუმცა არ ვიცი რა მონტაჟით დაიჭირეს ეს ბურვაკი :)

გეთანხმები, მეც მონტაჟი მაინტერესებს, მაგიტომ დაუწერე.  რავი რაც მე კოფტონის მონტაჟები მაქვს ნანახი,  3 ნემსკავზე ნაკლები არავის არ ქონია.  გუშინ ზღვაზე ვიყავი, ტიპს 6 ჯოხი ქონდა ჩაგდებული კოფტონით, თითოზე  6–6  ნემსკავი, აზრი გამოუთქვი და ისე შეიცხადა, მოკლედ ნერვები მოვიშალე ტყუილად. ორი ნემსკავის წინააღმდეგი არც მე ვარ რათქმაუნდა. ნადავლი მართლაც  შთამბეჭდავია, ფოტოზე ყურებაც კი სასიამოვნოა, მონაწილე თუ ხარ,  ხო საერთოდ.



#59 SHALVA_AL

SHALVA_AL

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2358 posts

პოსტი დაწერილია 18 05 2016 - 13:38

მართლა ბურვაკია რაა ???????? ვინ იცის კიდევ რამხელა საიდუმლოებებს ინახავს ალგეთი ????

#60 rniko

rniko

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 22 posts

პოსტი დაწერილია 18 05 2016 - 14:17

ესეც ვიდეო: