მოგესალმებით ტურნირის მონაწილეებო.
როგორც ითქვა 5 აპრილამდე უნდა გამოქვეყნებულიყო დეტალური ინფორმაცია ტურნირის შესახებ.
17 აპრილი, მტირალას ეროვნული პარკი. (ჩაქვიდან გადასახვევი სოფელი ჩაქვისთავისკენ)
მონაწილეთა სია:
1. შოთა ჯოხაძე კლუბის წევრი
2. სანდრო კახობერაშვილი კლუბის წევრი
3. დავით როჩიკაშვილი კლუბის წევრი
4. ეგნატე გიორგაძე კლუბის წევრი
5. ბადრი ჩაკვეტაძე კლუბის წევრი
6. ლაშა მატუა კლუბის წევრი
7. ვატო სარალიძე კლუბის წევრი
8. დავით შენგელია კლუბის წევრი
9. დავით რაზმაძე კლუბის წევრი
10. ვასილ ჯალაბაძე სტუმარი
11. ზურა აბზიანიძე კლუბის წევრი
12. ტატო ხაბურზანია კლუბის წევრი
13. შოთა ინასარიძე სტუმარი
14. ბესო მგალობლიშვილი სტუმარი
15. გიგა შერა... კლუბის წევრი
16. დავით თელია კლუბის წევრი
17. თამაზი ულუმბელაშვილი კლუბის წევრი
18. ზურა კობახიძე კლუბის წევრი
19. პოლ რეინჰარდტი სტუმარი
20. რობერტ კუპერი კლუბის წევრი
21. ნიკუშა ვასაძე კლუბის წევრი
22. ნინი ჩადუნელი კლუბის წევრი
23. ირაკლი სიგუა კლუბის წევრი
22 მონაწილე, 11 წყვილი, 11 სექტორი.
შეკრების დრო: 17 აპრილი 06:00 ვიზიტორთა ცენტრთან.
მომზადების დრო 15-20 წუთი
ტურნირის ინსტრუქტაჟი 15-20 წუთი
პარკში თევზაობის ინსტრუქტაჟი 15-20 წუთი
სექტორებში გასვლა 06:45 - 07:00 საათზე
ტურნირის დასაწყისი 07:30
ტურნირის დასასრული 10:30
11:00 შეკრება ვიზიტორთა ცენტრთან
11:00 - 12:00 თავისუფალი დრო კვებისათვის
11:30 - 12:00 შედეგების შეჯამება
აუცილებელი აღჭურვილობა:
წყლის კომბინიზონი (ვერდერსი).
ხელთათმანი (თევზთან კონტაქტისათვის).
ნემსკავის გამოსაძრობი ინსტრუმენტი.
უენო ან ენა გაუქმებული ნემსკავები.
თევზის ამოსაყვანი ჩოგანბადე.
თევზის საზომი ინსტრუმენტი.
ფოტოაპარატი ან ტელეფონი ფოტოსათვის.
საწერი კალამი და ბლოკნოტი ჩანაწერებისათვის.
სათვალე (სასურველია პოლარიზებული).
რეკომენდაცია:
ადგილზე მუშაობს მხოლოდ ჯეოსელის ბარათი.
მცირე ზომის ბოთლით წყალი.
საწვიმარი (ამინდი ხშირად იცვლება).
გამოსაცვლელი შარვალი და წინდები.
თბილი ქურთული (დილით სიცივეა).
თერმოსით ჩაი ან ყავა.
მშრალი საკვები.
ძლიერი შეცივებისას ცენტრში სწრაფი დაბრუნება
გაცივების და ტკივილგამაყუჩებელი აბები.
სიგარეტის ნამწვავის შესაგროვებელი საშუალება.
აკრძალულია:
1 ტერიტორიის დანაგვიანება. ჯარიმა 50 ლარი
2 მეწყვილის მიტოვება თევზაობის დროს. ჯარიმა 5 ქულა
3 სახიფათო ადგილზე გადაადგილება (აძრომა-ჩასვლა). დისკვალიფიკაცია
4 უქამრო კომბინიზონით თევზაობა. ჯარიმა 5 ქულა
5 მეტრზე მეტი სიღრმის წყალში შესვლა (არაუმეტეს წელის სიმაღლისა). დისკვალიფიკაცია
6 მდინარის წყლით გადაკვეთა(ნაპირის შეცვლა მხოლოდ ხიდის შემთხვევაში). დისკვალიფიკაცია
7 ალკოჰოლის მიღება თევზაობამდე და თევზაობისას. დისკვალიფიკაცია
8 მეწყვილეს გარდა სათევზაო სექტორში სხვა მეთევზის მიახლოვება. ჯარიმა 5 ქულა
9 თევზაობისას ნებისმიერი სახის ხმაური. ჯარიმა 5 ქულა
10 დაიჭირე გაუშვის პრინციპის უხეში დარღვევა. დისკვალიფიკაცია
11 დაცული ტერიტორიის წესის დარღვევა. დისკვალიფიკაცია
12 ნემსკავის სტანდარტის დარღვევა. დისკვალიფიკაცია
13 ანკესის სტანდარტის დარღვევა. დისკვალიფიკაცია
14 თევზაობის დროზე ადრე დაწყება (07:30 მდე). ჯარიმა 5 ქულა
15 ტურნირის დამთავრების შემდეგ თევზაობა (10:30 ის შემდეგ). ჯარიმა 5 ქულა
16 სამი ან მეტი წესის დარღვევა.(15 ან მეტი საჯარიმო ქულა) დისკვალიფიკაცია
17 სექტორში ცეცხლის დანთება (გადაუდებელი აუცილებლობის გარდა). დისკვალიფიკაცია
კლუბი უფლებას იტოვებს ტურნირის დაწყებამდე შეცვალოს რაიმე წესი ამის აუცილებლობის შემთხვევაში.
გთხოვთ დეტალურ წესებს გადახედოთ 15 აპრილს. (ყოველი შემთხვევისათვის)
უმორჩილესად გთხოვთ, ყველა წესი იყოს დაცული,
რადგანაც მსგავსი ტურნირის ჩატარება, მითუმეტეს დაცულ ტერიტორიაზე არის უპრეცედენტო შემთხვევა.
მდინარის პერიმეტრზე იმორიგევებს ადგილობრივი რეინჯერები.
დროა დავამტკიცოთ რომ, მზად ვართ კალმახზე სპორტული თევზაობისათვის. (ეს ერთგვარი დაკვირვებაა ახალი კანონის მიღების წინ)
ტურნირს დაესწრება გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები:
მინისტრი, მინისტრის მოადგილე, დაცული ტეტირორიების უფროსი, პარკის დირექტორი და ადმინისტრაცია.
ტურნირი გაშუქდება ტელევიზიით (საინფორმაციოში გამოშვებაში) იბერია ტივის ეთერში(რატის ბლოგი) და GDS ეთერში გადაცემა 20-30.
ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებას.