Jump to content


ფოტო

ნადარბაზევი 2016


  • ეს თემა დაკეტილია ეს თემა დაკეტილია
93 პასუხი ამ თემაზე

#1 ვარაზი

ვარაზი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1033 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 19 04 2016 - 11:53

 

მოგესალმებით ყველას, ვისაც ნადარბაზევის ტბაზე გითევზავიათ ან არ გითევზავიათ და წელს აპირებთ პირველად ჩამოსვლას. ჩვენი ადმინისტრაცია თავს ვალდებულად თვლის, თქვენს წინაშე წარსდგეს გასული წლის ანგარიშით და სამომავლო გეგმების გაცნობით.

 

2014 წლის ნოემბერში ნადარბაზევის ტბის ლიცენზიანტები გავხდით. თავის დროზე თევზუხვი წყალსატევი დიდწილად დაცარიელებული დაგვხვდა და ამ ყველაფრის მკვდარი წერტილიდან დაძვრა სერიოზულ ფინანსებს და ძალისხმევას მოითხოვდა. საბედნიეროდ, ნადარბაზევის ტბის ადმინისტრაციაში, თავი მოიყარა ისეთი ადამიანების გუნდმა, რომლისთვისაც სწორი და მიზანმიმართული მენეჯმენტის წარმოება,  სპორტული თევზჭერა,   თევზი და ზოგადად იხტიოლოგია და გარემოსდაცვის კუთხით სახელისუფლებო რგოლებთან ურთიერთობა უცხო არ იყო. ყოველივე ამან გრძელვადიანი პროცესის პირველი ეტაპის წარმატებით დაძლევის საშუალება მოგვცა.

ლიცენზიის გადმოცემიდან უკვე მომდევნო თვეს  ნადარბაზევის ტბის გათევზიანების პირველი ეტაპი დაიწყო. ტიბაანის მეურნეობიდან გადმოვასახლეთ უნგრული ჯიშის, იხტიოლოგების თქმით,  საუკეთესო კობრი სულ 2000 კგ-მდე, საშუალო წონა 2 კგ.

ფ2
ფ3
ფ4
შემდეგი ეტაპი იყო ჭიაურის ტბის მეურნეობა, საიდანაც 5-6 კგ-იანი კობრის ჯიშის და თეთრი ამურის 10 კგ-იანი,,გიგანტები“ წამოვიყვანეთ.
ფ6
ფ7
საალაფო თევზებთან დაკავშირებით, გვინდა უღრმესი მადლობა გადავუხადოთ ლევან დვალს, ირაკლი კიკვაძეს და კარპფიშინგის ფედერაციას დავით ალექსიძის მეთაურობით.
ფ8
ფ9

ლევანი და ირაკლი თბილისის ზღვის ,,ლომები“ არიან და გვირეკავდნენ ყოველ მათ მიერ დაჭერილ საალაფო თევზზე და ჩვენც არ ვიზარებდით და თითო და ორი თევზისთვის, მაგრამ მეთევზეებისთვის სანატრელი თევზისთვის ავდიოდით თბილის ზღვაზე და დიდი კონტეინერებით გადაგვქონდა 5,6,7,8კგ-იანი თევზები ნადარბაზევის ტბაზე. ირაკლი კიკვიძემ კი საერთოდ დაამხო, ჩვენთვის ცნობილი ყველა რეკორდი და თბილისის ზღვაზე დაიჭირა 12,5კგ-იანი სარკისებრი კობრი, რომელიც ახლა ჩვენს ტბაში ბინადრობს.

ფ10
ფ11
ფ12
2015 წლის მიწურულს დავით ალექსიძისა და კარპფიშინგის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით უპრეცენდენტო აქცია განხორციელდა - კახეთის ერთ-ერთი მეურნეობიდან გადმოვასახლეთ 60-მდე საალაფო კობრი საშუალო წონით 4-6კგ. იყო უფრო დიდი ეგზემპლარებიც.
ფ13
ფ14
ფ15

ყველა ამ ,,გიგანტს“ და საერთოდ ტბაში მობინადრე თევზებს ერთად უნდა გავუფრთხილდეთ და მათი დაჭერის შემთხვევაში უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ და ნადავლი თავის სტიქიას დავუბრუნოთ!!!

 

2015 წლის ნოემბერი - გათევზიანების აქცია მიზანმიმართულად ფიდერმენებისთვის და რა თქმა უნდა, ზოდად სპორტული თევზჭერის გასავითარებლად. ტბას შეემატა 400 კგ-მდე მცირე ზომის (500გრ.-800გრ.) კობრი.

ფ16
ფ17

 

2015 წლის აპრილის ბოლოს ნადარბაზევის ტბაზე  მზის ენერგიაზე მომუშავე პანელები და შესაბამისად სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟება შევძელით. დაცვის თანამშრომლებს შევუქმენით მეტი კომფორტი და პირველად გახდა შესაძლებელი ნადარბაზევის ტბის პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერებით კონტროლი და ბრაკონიერებისგან დაცვა.

ფ18
ფ19

 

როგორც ყველგან ნადარბაზევის ტბაზეც კატასტროფული  სანიტარული მდგომარეობა დაგვხვდა. სანაპიროზე ეყარა აბსოლუტურად ყველაფერი, თუ რამე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: ტანსაცმელისა და ლეიბების ჩათვლით. მეთევზეებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, თევზის სხვადასხვა დაავადებებისა და ზოგადად ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად  დასუფთავების სამსახური დავიქირავეთ და საერთო ძალებით 60 ჰექტრიანი ტბის სანაპიროს დასუფთავდა. დასუფთავების აქცია იგეგმება წელსაც.

ფ20
ფ21
ფ22

 

წყალსატევის გარშემო დამონტაჟდა საინფორმაციო ბანერები. გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა დაცვის პოლიციასთან, რომელიც  24 საათის განმავლობაში პერმანენტულად ახორციელებს პატრულირებას ტბაზეც და ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე.

ზამთარს და ყინვებს კი ასე ვებრძოდით, თევზისთვის ჟანგბადის მისაწოდებლად მოგვიწია ელ.ხერხით ღიობების ამოჭრა.

ფ24
ფ25
ფ23
 
2015 წელს ნადარბაზევის ტბაზე, რამდენიმე სპორტული და სამოყვარულო ტურნირი ჩატარდა. წელს დაგეგმილი ტურნირების რაოდენობა უკვე 10-ზე მეტია.
ფ27
ფ28
ფ26
ფ29
 
2016 წლის დასაწყისი გათევზიანების ახალი ტალღით დავიწყეთ. 2015 წელს მარაბდის მეურნეობაში ჩვენს მიერ ჩასმული კობრისა და ამურის 10000-მდე ლიფსიტა ,,საფიდერე“ წონამდე (150-170გრ.)  დაგვხვდა გაზრდილი მათი საბოლოო მისამართიც ნადარბაზევის ტბა გახდა.
ფ33
ფ34
ფ35
ფ36
 
2015 წელს მეთევზეები გვეკითხებოდნენ, გავუშვებდით თუ არა ჩვენთან ლოქოს. მათი თხოვნა და სურვილი სულ ახალახან 6 აპრილს დავაკმაყოფილეთ, ნადარბაზევის ტბაზე, 350 ცალი 200 გრამიანი, ეგრეთწოდებული ,,სანიტარი“ ჩავასახლეთ. იხტიოლოგების ვარაუდით, ჩვენთან ალაზნის ლოქოს ,,არანორმალური“ ზრდა ექნება, საკვები უხვადაა და გაისისთვის მეთევზეები უკვე 3-4კგ-იანი ლოქოს ჩარტყმებისთვის უნდა მოემზადონ.
ფ37
ფ38
ფ39
ფ40

 

2016 წელს ასევე იგეგმება სარკისებრი კობრის, ჭანარისა და ხრამულის გაშვება. იმედია ხელს არაფერი შეგვიშლის და წლევანდელი და მომდევნო წლებიც წარმატებული იქნება ყველა ჩვენგანისთვის!!!

 

ზემოთ ხსენებულმა აქტივობებმა, გასულ წელს, სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის თვალსაზრისით არაჩვეულებრივი შედეგები მოგვცა: მეთევზეებმა გაიხსენეს აქტიური კენკვის ხიბლი და დიდი ეგზემპლარების ,,გამოყვანის“ აზარტი, იყო ანკესის მოტაცებისა და დიდი თევზის გამოყვანისას გატეხვის შემთხვევებიც კი, თუმცა ანკესით ყველაზე დიდი თევზი ავთო ბახუტაშვილმა დაიჭირა და წელს ნადარბაზევზე მას მთელი წლის განმავლობაში უფასოდ შეეძლება თევზაობა.

ფ41

შარშანდელი აქცია, რაღა თქმა უნდა, წელსაც ძალაშია და მოგიწოდებთ ყველას ვინც საალაფო თევზს დაიჭერს გადაიღოს ფოტო, სადაც დაფიქსირებული იქნება მეთევზე თევზთან ერთად, თევზის წონა და მისი საკუთარ სტიქიაში დაბრუნება.

ფ42
ფ43
ფ44.jpg
ფ46.jpg
ფ445.jpg

 

რაღა თქმა უნდა, იყვნენ უკმაყოფილო-სკეპტიკოსი მეთევზეებიც, რომლებმაც ვერ მოახერხეს დიდი თევზის დაჭერა ან საერთოდ ვერაფერი დაიჭირეს. თუმცა ჩვენს ხელთ არსებული სტატისტიკითა და ჩვენი ადმინისტრაციისა და დაცვის თანამშრომლების დაკვირვებით, მათ ვინც სწორად შეარჩიეს დასაკვები და სატყუარა, ვინც გამართული მონტაჟით ითევზავა უთევზოდ არ დარჩენილა.

აქვე მინდა, ჩვენი ადმინისტრაციის სახელით, კიდევ ერთ ფაქტი აღვნიშნო - ჩვენ არ ვაპირებთ ნადარბაზევზე აკვარიუმის მოწყობას, სადაც წყალსატევის ყოველი კვადრატული მეტრი თევზით იქნება სავსე და სადაც ყველა გამოუცდელ მეთევზეს მარტივად შეეძლება თევზის დაჭერა, ამას უბრალოდ მიზანმიმართუად არ გავაკეთებთ, ნადარბაზევს ,,ველური“ ტბის იმიჯი, რომ არ დაეკარგოს.

 

ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდ ფედერაციასთან ერთად,  გვსურს თევზაობის კულტურა სულ სხვა სიმაღლეებზე ავიყვანოთ: მეთევზემ თევზის ჭერა, მხოლოდ სწორად მიმდინარე თევზაობის პროცესში უნდა მოახერხოს და არა ასეთი ტიპით თევზაობისას !!!

ფ47.jpg

ჩვენ გვსურს, რომ არა მხოლოდ ნადარბაზევზე სხვა წყალსატევებზეც მეთევზეები ერთხელ და სამუდამოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თევზის დაჭერაზე გაცილებით დიდი სიამოვნება მისი გათავისუფლებაა  და ყველა მეთევზეს ახსოვდეს, რომ მის მიერ დანაგვიანებულ ადგილას ხვალ შეიძლება სხვა მეთევზე დადგეს და დადგეს შვილებთან ერთად, რომლებსაც სამომავლოდ აღარ გაუჩნდებათ სუფთა და მოვლილი ბუნებისა და გარემოს აღქმა!!!

 

გისურვებთ წარმატებულ სათევზაო სეზონს  ნადარბაზევის ტბაზე, რომელიც 3 მაისიდან გახსნილად ცხადდება!!!

 

 



#2 Misho Khid.

Misho Khid.

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 256 posts

პოსტი დაწერილია 19 04 2016 - 12:06

ძალიან მაგარი რეპორტია და დიდი მადლობა ყველას ვისაც წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში.

 

დარწმუნებული ვარ წელს უკვე სერიოზულად გვასიამოვნებს(შემდეგ წლებზე არაფერს ვამბობ) ეს ტბა.

 

წარმატებები!

 

ირაკლი, ჩემთვის პირადად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თევზაობის დროს არის თევზების ნაირსახეობა ტბაში, მაგარი ამბავია რომ კიდევ ხრამულის და ჭანარის გაშვებას ფიქრობთ.

უბრალოდ მაინტერესებს სხვა რა ჯიშის თევზმა შეიძლება გაიხაროს ტბაში?



#3 ვარაზი

ვარაზი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1033 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 19 04 2016 - 12:11

მიშო მადლობა, მაქსიმალურად ვცდილობთ, თქვენი მხარდაჭერის გარეშე კი ამ ყველაფრის ნახევარსაც ვერ გავაკეთებდით.



#4 SHALVA_AL

SHALVA_AL

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2358 posts

პოსტი დაწერილია 19 04 2016 - 13:45

რა მაგრები ხართ!! ნამდვილად მარგალიტია ეს ტბა და ამართლებს თავის სახელს მეპატრონეებთან ერთად ❤
  • ვარაზი likes this

#5 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 19 04 2016 - 13:53

ბევრი საქმე,წინ კიდევ მეტი-ასეთი ტბა უკვე არასდ არაა საქართველოში და წინ კიდე რამდენი სურპრიზი გველოდება.მაგრები ხართ და დაგიფასდებათ.


  • ვარაზი likes this

#6 ikafisher

ikafisher

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 359 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 19 04 2016 - 14:18

ძალიან დიდი საქმე კეთდება, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ამ საშვილიშვილო საქმეში. წელს აუცილებლად ვეწვევი ნადარბაზევს, იმედია არაერთხელ  :)


  • ვარაზი and SHALVA_AL-ს მოეწონა ეს

#7 ვარაზი

ვარაზი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1033 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 19 04 2016 - 14:36

გაიხარეთ ბიჭებო, მადლობა.



#8 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 19 04 2016 - 14:46

საქმე ნამდვილად ბევრი გაკეთდა  და ხარისხიანად თან ,ამ გაკეთებულ საქმეს უფრო მეტი მოვლა -პატრონობა ჭირდება და ყურადღება .ასე რომ ვინც იქ მივალთ გავუფრთხილდეთ ამ ტბას ,დავიცვათ წესები და ნუ დავანაგვიანებთ ,მემგონი ბევრი არ არის ეს ,ელემენტარულია .შემდგომ ეს ყველასთვის კარგი იქნება ,ერთი ჯანსაღი ტბა თავისი თევზით  ექნება ბედკრულ საქართველოს.



#9 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 19 04 2016 - 15:37

წარმატებები ლომებო, კარგად ვიცი მანამდე რაც ხდებოდა მაგ ტბაზე (ტანკიდანაც კი ნასროლი აქვთ ტბაში თევზის გულისთვის) და ეხლა რა ხდება. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ წინ და წინ გევლოთ!!!


  • ვარაზი likes this

#10 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • Super_Moderator
  • 905 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 19 04 2016 - 16:12

პირველ რიგში თითოეული ჩვენთაგანი დიდი გაფრთხილებით უნდა მოვეკიდოთ ამ ტბას, ამდენი ნაშრომ ნაწვალები უნდა დაუფასდეთ ჩვენს მეგობრებს, კარგად აღნიშნა გია ჩიტაიშვილმა, უნდა დავემორჩილოთ ყველა იმ წეს რაც ტბაზე არის, ჩვენის მხრიდან გვერდში დგომა და მხარდაჭერა ეს იქნება. წარმატებები მინდა ვუსურვო ტბის ადმინისტრაციას!


  • Gia Chit 74, ვარაზი და vladimer zarkaliani-ს მოეწონა ეს

#11 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1443 posts

პოსტი დაწერილია 19 04 2016 - 21:29

მაგრები ხართ მაგრები და კარგ საქმესაც აკეთებთ, აუცილებელი იქნება სისუფთავუს დაცვა და თევზთან წესიერი მოპტრობა, სხვაგვარი ქცევის გამო ჩემის აზრით ნებისმიერი მეთევზე უნდა გაძევდეს ტბის ტერიტორიიდან :-))
  • შოთა likes this

#12 SCORPIONS

SCORPIONS

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 92 posts
  • ადგილმდებარეობა
    ჟინვალი

პოსტი დაწერილია 19 04 2016 - 22:21

რაც კარგია,კარგია! გულდასმით გადავიკითხე ყველაფერი.მოკლედ,ყოჩაღთ,მაგრამ მაინც ვერ მივხვდი,თუ რა დანიშნულება აქვს მაგ ტბას? მხოლოდ შეჯიბრებისთვისაა,თუ მოყვარულსაც შეუძლია შევიდეს,გადაიხადოს ფასი დაიჭიროს და წაიღოს სახლში? უბრალო ცნობისმოყვარეობა მამოძრავებს,თორე ტბის კობრს ნამდვილად სიამოვნების გულისთვის თუ დაიჭერს კაცი და გაუშვებს. დასაგემოვნებელი კობრი კი ჟინვალზეა უხვად :)



#13 paata 540

paata 540

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 994 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 19 04 2016 - 22:34

რათქმაუნდა ყველას შეუძლია თევზაობა, იმ წესების დაცვით რაც დაწესებულია. თევზის ზომებიც წერია რის წაყვანის უფლება აქვს მეთევზეს და რისი არა. თუ საერთიოდ არ წავიყვანთ ხომ მთლად უკეთესი :) მოყვარულებისთვისაც არის ეს ტბა და ასევე სპორტული თევზაობისთვის, ხომ არის და არის საუკეთესო.


  • redhothevi - გიორგი გ. likes this

#14 SCORPIONS

SCORPIONS

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 92 posts
  • ადგილმდებარეობა
    ჟინვალი

პოსტი დაწერილია 19 04 2016 - 22:47

მართალია ყველაფერი..კანადაში მაგალითად ტბებში,ყოველწლიურად უშვებენ ცისარტყელას მიზანმიმართულად იმისთვის,რომ ხალხმა დაიჭიროს და წაიღოს სახლში! რათქმაუნდა ყველა წესის დაცვით..ზომა,წონა და ა.შ...... პ.ს. ლიცენზიას 18+ წლამდე არ მოგცემენ:) 

 

ისა და სად შეიძლება გავეცნო პირობებს და ფასებს,ინფორმაცია არის სადმე განთავსებული.?



#15 paata 540

paata 540

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 994 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 19 04 2016 - 22:51

http://sportfishing....php?/topic/108-    აქ გადახედე



#16 ვარაზი

ვარაზი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1033 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 20 04 2016 - 07:19

წესები მარტივია, თევზის წაღებაც ნებადართულია ოღონდ ქვემოთ მითითებულ ზომებსა და წონებში, ნამდვილად ვერ დავუშლით ვერავის, რამდენიმე თევზის წაღებას, თუმცა 9 და 10 კგ-ს ვერავის გავატანთ. ძირითადი მაინც დაიჭირე-გაუშვის პრინციპია და რაც მეტი მეთევზე მივა აქამდე, მით მეტი მეთევზე ისიამოვნებს ნადარბაზევზე მომავალში. დანაგვიანებაზე აღარაფერს დავწერ.

 

ერთი ანკესი - 10 ლარი

 

ანკესების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

 

კგ-იანი და მეტი კობრისა და ამურის ეგზემპლიარები ასევე მცირე ზომის 500-გრ - მდე თევზები დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს ტბას.                           

 

მეთევზეებისთვის გამოყოფილია სპეციალური სათევზაო ზოლი მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე ბანერებამდე.

 

სხვადასხვა კითხვებითა და კონსულტაციისთვის მიმართეთ ტბის ადმინისტრაციას.

 

ღამის თევა აკრძალულია

 

ტბაზე იმოქმედებს ზემოთ აღნიშნული და ბანერებზე განთავსებული შინაგანაწესირომელსაც ყველა მეთევზე უპირობოდ უნდა დაემორჩილოს,არაკეთილსინდისიერი ქმედებისთვის მეთევზე აღარ დაიშვება სათევზაო ტერიტორიაზე!!!


  • SCORPIONS likes this

#17 Karo

Karo

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 168 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 20 04 2016 - 10:07

ერთი ანკესი - 10 ლარი

 

ანკესების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

ჩემთვის ცოტა გაუგებარია :)  



#18 SHALVA_AL

SHALVA_AL

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2358 posts

პოსტი დაწერილია 20 04 2016 - 10:20

რატომაა გაუგებარი, გაშლი სამ ანკესს და გადაიხდი 30 ლარს ????
  • nodo70 likes this

#19 ikafisher

ikafisher

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 359 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 20 04 2016 - 10:22

ჩემთვის ცოტა გაუგებარია :)

Karo

ანუ რამდენი ანკესითაც ითევზავებ იმდენი 10 ლარი უნდა გადაიხადო



#20 Karo

Karo

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 168 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 20 04 2016 - 10:39

Karo

ანუ რამდენი ანკესითაც ითევზავებ იმდენი 10 ლარი უნდა გადაიხადო

ახლა გასაგებია :D