Jump to content


ფოტო

ფიდერი და მდინარე

ფიდერი მდინარე სტრატეგია ტაქტიკა

  • Please log in to reply
96 პასუხი ამ თემაზე

#1 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 13 01 2014 - 23:56

მეგობრებო, ამ თემაში განვიხილავთ მდინარეზე ფიდერით თევზაობის თავისებურებებს. შესავალის სახით შემოგთავაზებთ სტატიას, რომელშიც მოკლედ აღწერილია თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ თევზაობისთვის პერსპექტიული ადგილები მდინარეზე. თარგმანი ადაპრირებულია ჩვენს მკითხველზე.

 

წარმატებული ადგილის ძებნაში

 

სათევზაოდ წასულებს შეიძლება იღბალმა უცაბედად გაგვიღიმოს და კარგი ნადავლით დავბრუნდეთ. მაგრამ, ზოგჯერ პირიქითაც ხდება. ასეთ დროს ვამბობთ, რომ ამინდმა არ ივარგა, იყო ქარი, მაღალი ან დაბალი ატმოსფერული წნევა და, რა ვიცი, ათასი მიზეზი არსებობს წარუმატებლობის გასამართლებლად. რატომ ხდება ასე, ნუ თუ მართლაც ასეთი შემთხვევითობაზე დამოკიდებული რამაა ეს თევზაობა. მემგონი ასე არ არის. თქვენ ხომ გინახავთ, რომ ხშირად გვერდიგვერდ მჯდომ მეთევზეებიდან ერთს "უმართლებს" და ის იჭერს, ხოლო მეორეს "არ უმართლებს" და ის ნადავლის გარეშე რჩება. რა ხდება? მათთვის ხომ ამინდიც, ქარის მიმართულებაც, ატმოსფერული წნევაც და ყველაფერი სხვა ერთიდაიგივეა. ერთ-ერთი კარგ ადგილზე ზის - მიპასუხებთ თქვენ და აბსოლუტურად მართალი იქნებით. ფიდერით თევზაობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სათევზაო ადგილს. ხოდა, სწორედ ასეთი "იღბლიანი" ადგილების მოძებნაში ან მიზანმიმართულად შექმნაში დაგეხმარებათ ეს სტატია.

 

სად სეირნობს თევზი მდინარეში?

თუ მხედველობაში არ მივიღებთ წელიწადის ისეთ პერიოდებს, როცა თევზი ასრულებს სეზონურ მიგრაციას და ფაქტიურად მისი მოძრაობა არ არის დამოკიდებული კვებით მოთხოვნილებაზე, მაშინ თევზის გადაადგილების მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად უნდა ჩაითვალოს საკვების ძებნა. შესაბამისად, თევზის თავშეყრის ადგილად შეიძლება ჩაითვალოს ის, სადაც გარკვეული მიზეზების გამო კონცენტრირდება ბუნებრვი საკვები. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ადგილები ბევრი არ არის და უბრალო ანკესით აღჭურვილი მეთევზე იშვიათად პოულობს მათ. მაგრამ, სულ სხვაა ფიდერი.

დიდი ხნის წინ ერთმა მეთევზემ გამანდო მარტივი ჭეშმარიტება - "თავზს უყვარს ჭამა!" მე კი ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ "თევზს უყვარს ჭამა კომფორტულ პირობებში!" "ვის არ უყვარს?" - იტყვით თქვენ. შესაბამისად, ფიდერის საკვებურისა და დამატებითი საკვების სწორად გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია გემრიერლი "მაგიდა" გაუშალოთ თევზს წყალსატევის ნებისმიერ ადგილას. მაგრამ, თუ ჩვენ გვინდა, რომ თევზმა დიდი რაოდენობით მოიყაროს თავი ჩვენს "სუფრაზე" და თანაც დიდი ხნით დარჩეს იქ, ყოველივე ეს უნდა შევთავაზოთ მას კომფორტულ პირობებში! სწორედ ასეთი ადგილები უნდა ვიპოვოთ ჩვენ და სტაბილური კენკვა გარანტირებულია - შეგვიძლია ახლა გავაკვირვოთ მეზობელი მეთევზეები ჩვენი "იღბლიანობით".

 

რა არის აუცილებელი?

თავზი მუდმივად ასრულებს კვებით მიგრაციას გარკვეული ზონის ფარგლებში. ეს ზონა შეიძლება ფსკერზე არსებული მხოლოდ ერთი ორმოთი იყოს შემოფარგლული ან განფენილი იყოს რამდენიმე კილომეტრის მანძილზეც. მოკლედ, თევზი იკვებება იქ, სადაც საკვები ბუნებრივად გროვდება და ის ადვილად ხელმისაწვდომია. ასეთი ადგილები მჭიდრო კავშირშია ფსკერის რელიეფთან და შესაბამისად ხშირად არ იცვლიან მდებარეობას. მათ კიდევ თევზის კვებით ბილიკებს უწოდებენ. აი სწორედ ასეთი ბილიკები წარმოადგენენ იმ "კომფორტულ პირობებს“ - სადაც თევზისათვის ყველაზე მოხერხებულია საკვების მიღება.

ამერიკა არ აღმომიჩენია, მაგრამ მემგონი ჩამოვაყალიბე იმის აუცილებლობა, რაზეც შემდეგში უნდა გესაუბროთ.

 

არემარეს შეფასება

რა ვიცით ჩვენ მდინარეზე? წყლის მასა მიედინება დაქანებულ ზედაპირზე, რომელსაც აბსოლუტურად არაერთგვაროვანი რელიეფი აქვს. შესაბამისად, თევზის კვებითი ბაზაც ფსკერზე არაერთგვაროვნად იქნება განაწილებული და საკვების მაღალი კონცენტრაცია იქნება იქ, სადაც წყალს წინააღმდეგობას უწევენ და მიმართულებას აძლევენ ფსკერის სხვადასხვა ამობურცულობები და ჩაზნექილობები.

თუ მდინარის ჩვენთვის უცხო ნაპირზე აღმოვჩნდებით, ჯერ ვიწყებთ წყლის ზედაპირის ვიზუალურ დათვალიერებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველი ვიზუალურად განსხვავებული ადგილი წყლის ზედაპირზე შეიძლება ჩვენი დაინტერესების ობიექტად იქცეს. მაგალითად, ავიღოთ ჩქერი.

 

ჩქერი

ის ყოველთვის კარგად არის გამოხატული მდინარის ზედაპირზე და წარმოადგენს წყლის ჩაბრუნების და ჩახვევის ადგილს, რომელიც წარმოქმნის დინების მიმართ პერპენდიკულარულად ან ირიბად მიმართულ ზოლს. ჩქერის მრავალი ნაირსახეობა არსებობს, უნდა შეგვეძლოს მათი ამოცნობა.

62_full.jpg  300px-Shoal_on_Yuryuzan.jpg  207523_orig.jpg  886987_original.jpg  1259226908.jpg  Bystr00-01l.jpg  perekat.jpg  

 

ჩახვევას წარმოქმნის წყლის ნაკადი, რომელიც "ჩქერის" ქედიდან ვარდება ქვევით. თევზაობის თვალსაზრისით საინტერესოა არა თავად ჩქერის ქედი, არამედ მის ზემოთ განლაგებული წყლის მონაკვეთი. ასევე საინტერესო ადგილია ნაპირიდან ჩქერისკენ მიმავალი დახრილობა 1-2 -დე სიღრმეზე. ჩქერისთვის დამახასიათებელია კიდევ ის, რომ მის ზემოთ ან ქვემოთ თითქმის ყოველთვის არის ორმო. ამიტომ, საზრიანი იქნება, თუ გამოვიკვლევთ ფსკერს ჩქერიდან 50 მეტრით ქვემოთ და ზემოთ. შეიძლება ძალიან კარგი სათევზაო ადგილი ვიპოვოთ.

 

ციცაბო ნაპირი

0_218c3_9d646f46_XL.jpg  37.JPG

იქ, სადაც ციცაბო ნპირი წყალს ებჯინება, პერიოდულად ხდება გრუნტის ჩამოშლა და ვარდნა მდინარეში. დროთა განმავლობაში ასეთი ჩამოშლის ადგილებში წყალქვეშ ფსკერზე იქმნება სხვადასხვა სიდიდის ამოზნექილობები და "მიკროჩქერები". თუ ციცაბო ნაპირი განლაგებულია მდინარის მოსახვევში და არა სწორ მონაკვეთზე, ასეთი წყალქვეშა ბორცვაკები მიმართულებას უცვლიან დინებას და ხშირად წარმოქმნიან წყლის ნაკადს, რომელსაც დინების საწინააღმდეგო მიმართულება აქვს, ანუ აქ ხდება წყლის ერთგვარი ბრუნვა.

წყლის ასეთი ბრუნვის ადგილებში წყლიდან ილექება და ფსკერზე გროვდება საკვები, შესაბამისად, აქ თევზიც ბევრი იქნება. მაგრამ, მონტაჟის ჩაგდება უშუალოდ წყლის ბრუნვაში შეიძლება ხშირად სადავეს გადახლათვით დასრულდეს. ამიტომ, ანკესს ვტყორცნით სწორი და საპირისპირო დენებების გამყოფი ზოლიდან ოდნავ ქვემოთ.

თუ ქარიან ამინდში მდინარის ზედაპირს კარგად დავაკვირდებით, ზოგიერთ ადგილას შეიძლება შევამჩნიოთ, რომ მდინარეს გლუვ ზედაპირზე ჩნდება გარკვეული ხორკლიანობა, რომელიც თავისებურ ზოლებს წარმოქმნის დინების გასწვრივ.

დტგყკ.png

როგორც წესი, ასეთ ადგილებში განლაგებულია ფსკერული ჩეღრმავებები. აქაც, რა თქმა უნდა თევზის თავმოყრის ადგილი იქნება.

მოკლედ, თუ ვიზუალურად ჩვენთვის საინტერესო ადგილი უკვე ვიპოვეთ, შეგვიძლია აქვე გავჩერდეთ და დავიწყოთ აღჭურვილობის გაშლა

 

სტატია მოამზადა თენგო ბინიაშვილმა


  • Gia Chit 74, Zurabi-Mereklishvili, giga65 -ს და 12 სხვებს მოგეწონათ ეს

#2 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1603 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 20:18

ტენგო გამარჯობა, მაინტერესებს მდინარეზე საკვებურიდან გამოსულ საკვებს დინება არ წაიღებს? ტუ მეთოდ ფიდერს იყენებთ



#3 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 20:35

ტენგო გამარჯობა, მაინტერესებს მდინარეზე საკვებურიდან გამოსულ საკვებს დინება არ წაიღებს? ტუ მეთოდ ფიდერს იყენებთ

დინებაზე თევზაობისას რა თქმა უნდა საკვები ირეცხება საკვებურიდან და ეს არის სწორედ ის პროცესი, რომელიც ქვემოდან იზიდავს თევზს სასკვებურასთან. უბრალოდ მდინარეზე თევზაობისას დასაკვები უნდა გავაკეთოთ ცოტა უფრო მკვრივი, რომ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობდეს. მეთოდ ფიდერი მდინარეზე არ გამოიყენება, ის მხოლოდ მდგარი წყლების მონტაჟია. 



#4 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1603 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 20:42

თენგო საკვებშიც ალბათ მსხვილი ფრაქცია უნდა ჭარბობდეს თუ არა?


  • beso402402 likes this

#5 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1443 posts

პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 21:33

           მამუკა სალამი...

 

  საკვებს რაც შეეხება უნდა გაითვალისწინოთ იმიზდამიხედვით თუ რა თევზზე თევზაობთ, თუ ეს დიდი თევზია მაშინ მის მოსაზიდად აუცილებლად დაგჭირდება მსხვილი ფრაქცია მაგრამ ეს ყველაფერი რომ შეკრა ისე რომ დინებამ ადვილად არ დაშალოს, აუცილებელი იქნება ქარხნული მეტოდის საკვები ან როგორიცაა გერკულესი . . .



#6 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 21:36

თენგო საკვებშიც ალბათ მსხვილი ფრაქცია უნდა ჭარბობდეს თუ არა?

არა, აუცილებელი არაა მსხვილი ფრაქცია ჭარბობდეს, საერთოდ მსხვილი ფრაქცია არსად არ უნდა ჭარბობდეს, ის ყოველთვის გარკვეული დოზით შეგვაქვს საკვებში, რადგან მსხვილი ფრაქცია უცბათ ანაყრებს თევზსს და თევზი სწრაფად მიდის ჩვენი დაკვებილი წერტილიდან. მთლიანობაში საკვები თანაბარი ნაწილაკებისგან უნდა იყოს ფორმირებული. ამისათვის არსებობს საცერი. მსხვილი ფრაქცია მხოლოდ იმისთვისაა, რომ დავაინტერესოდ მოზრდილი ზომის თევზი, მაგრამ მხოლოდ დავაინტერესოდ და არა გავაძღოთ :) 


  • ავთო likes this

#7 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1603 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 22:15

გასაგებია, მე მაგალითად მდინარეზე თევზაობა უფრო მიზიდავს მაგალითად გინდა გატარებით ხავსზე ტივტივით და გინდაც ფსკერულათი მურწაზე წვერაზე და ხრამულზე, აგვისტო სექტემბერში ლეშასაც ვიჭერ ხოლმე ოგონდ ბევრს ვერა თითო ოროლას ამას გეუბნებით ქესალო კოპანახჩის მხარეს ,მაინტერესებს რამდენად მომგებიანი და მიზანშეცონილი იქნება იქ ფიდერით თევზაობა ერთი სული მაქვს როდის მოვსინჯავ ფიდერით მტკვარზე თევზაობას



#8 Zurabi-Mereklishvili

Zurabi-Mereklishvili

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 1443 posts

პოსტი დაწერილია 09 02 2014 - 23:42

გასაგებია, მე მაგალითად მდინარეზე თევზაობა უფრო მიზიდავს მაგალითად გინდა გატარებით ხავსზე ტივტივით და გინდაც ფსკერულათი მურწაზე წვერაზე და ხრამულზე, აგვისტო სექტემბერში ლეშასაც ვიჭერ ხოლმე ოგონდ ბევრს ვერა თითო ოროლას ამას გეუბნებით ქესალო კოპანახჩის მხარეს ,მაინტერესებს რამდენად მომგებიანი და მიზანშეცონილი იქნება იქ ფიდერით თევზაობა ერთი სული მაქვს როდის მოვსინჯავ ფიდერით მტკვარზე თევზაობას

   მამუკა ეხლა დავწერე პირად დღიურებში ჩემი გასვლა მტკვარზე წინა წელს და ნახე, თუ რამე კითხვები გექნება მითხარი.



#9 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 19 02 2014 - 20:57

ამ სეზონზე სერიოზულად მაქვს გადაწყვეტილი მტკვარზე და ლიახვზე ფიდერით თევზაობა ჩვენს მხარეში (გორის მიდამოები) თან ისიც  მაძლევს იმედს რომ აქეთ მკაცრად მოკიდეს ხელი ბრაკებს და ბევრიც გაშტრაფეს (თუმცა მაგათ რა დალევს, დაძრწიან დღე დაღამე). ერთი სიტყვით შედეგებს დავდებ აუცილებლად პერიოდულად.


  • salamandra likes this

#10 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 20 02 2014 - 09:50

ამ სეზონზე სერიოზულად მაქვს გადაწყვეტილი მტკვარზე და ლიახვზე ფიდერით თევზაობა ჩვენს მხარეში (გორის მიდამოები) თან ისიც  მაძლევს იმედს რომ აქეთ მკაცრად მოკიდეს ხელი ბრაკებს და ბევრიც გაშტრაფეს (თუმცა მაგათ რა დალევს, დაძრწიან დღე დაღამე). ერთი სიტყვით შედეგებს დავდებ აუცილებლად პერიოდულად.

ძალიან კარგს იზამ მაგ საქმეს. მდინარეს ყველა ეჭვის თვალით უყურებს ჯერ :) ალბათ იმიტომ რომ ტბაზე გაცილებით იოლია თევზაობა. დარწმუნებული ვარ მოიძებნება მტკვარზე ადგილები მანდეთ :)
 



#11 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 20 02 2014 - 09:51

ფიდერი და მდინარე - უფრო სწორედ ფიდერი და სუფსა :) ზაფხულში ვითამაშე და კარგადაც ვისიამოვნე.
ვიდეოში ბევრ სისულელეს ვლაპარაკობ და ყურადღებას ნუ მიაქცევთ :P


  • Dentist, Gia Chit 74, Zurabi-Mereklishvili -ს და 4 სხვებს მოგეწონათ ეს

#12 Jano

Jano

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1410 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 07 03 2014 - 15:14

"ჯანო, მტკვარზე ფიდერით თევზაობთ? თუ გაქვთ საკმარისი გამოცდილება დაგროვილი მტკვარზე ფიდერით თევზაობაში"

 

Giga!ვერც მე ვიმეგობრე დამატებითი საკვებთან(არასდროს "ფირმა"არ მიხმარია,მხოლოდ ჩემი ნაზავი),ასე მგონია ჩვენს მტკვრის თევზს არ აინტერესებს.ამ მითის დამსხვრევას წელს ვაპირებ,უფრო არმაზისკენ და ქესალოსკენ. იმ დასკვნამდე მივედი,რომ ამ კანალიზაციებს იმდენი რამ ჩააქვს,მე ვერაფრით ვერ ვხიბლავ.ორჯერ მქონდა ისე რა შედეგი,რომელიც შეიძლება დაკვებას მივაბრალო,და არა დავაბრალო.ერთი მცხეთისკენ,მეორე დიღმის ხიდთან(300მეტრში ვცხოვრობ).მეორე შემთხვევაში,სექტემერი იყო,8 კარგი ხრამული დავსვი და უკლებლივ ყველა საკვებურით(საკვებურის გარეშე იმ დღეს ვერ დავიჭირე).როგორც მოგეხსენებათ თბილისში კიდევ ერიდებიან დენის ხმარებას,ხოლო იქეთ-აქეთ...

 P.S.მტკვარზე ნაპირიდან ფიდერის ანკესით ვთევზაობ,მოაჯირიდან კი როგორც ყველა - ლილოს ჯოხით.



#13 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 02 04 2014 - 10:28

იდოს აქ შარშან ზაფხულში ვითევზავე რიონზე :)

 

 

ესეც ჩემი ნადავლი :D

 

1773616824ea.jpg



#14 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 02 04 2014 - 21:02

ლოქოს ბუდეა ეს რიონი :)



#15 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1603 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 02 04 2014 - 21:22

მანდ მეც მითევზავია ფიდერით სატყუარა თეთრი ჭია კარგად მოდიოდა თეთრი თევზი ,თითო -ოროლა წვერაც კარგი ადგილია 



#16 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 02 04 2014 - 21:38

მანდ მეც მითევზავია ფიდერით სატყუარა თეთრი ჭია კარგად მოდიოდა თეთრი თევზი ,თითო -ოროლა წვერაც კარგი ადგილია 

 

ორი ადგილი ვიცი რიონზე საფიდეროთ. ერთი ეს და მეორეზე სამწუხაროდ არ მაქვს ვიდეო და სურათები.მანდ როგორც ადგილობრივებმა მითხრეს წვერაზე კარგი სათევზაო დრო სექტემბრიდან იწყებაო. :)



#17 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 02 04 2014 - 21:50

არა რა, მართლა სერიოზულად ვაპირებ გორის მიდამოებში მტკვარზე  და ლიახვზე ექსპედიციას ამ წელს  :rolleyes:  :ph34r:


  • კობა ლაფაჩი likes this

#18 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 02 04 2014 - 21:51

ისე მეგობრებო ყველამ რომ თაავის ახლო-მახლო წყლებში გააკეთოს ექსპედიციები კარგი და სერიოზული ინფორმაციები დაიდება.



#19 კოკობა

კოკობა

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 93 posts

პოსტი დაწერილია 03 04 2014 - 17:48

წვერაზე მინდა ვცადო, როცა ვცდი დავწერ შედეგს. 



#20 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 03 04 2014 - 18:21

მე ვაპირებ ტურნირის მერე 1კვირა გურიაში ყოფნას. რიონზე და სუფსაზე მინდა ვითევზაო. ვფიქრობ ჯერ ადრე იქნება წვერასათვის მანდ, მაგრამ მაინც გავალ. 


  • nika and don04-ს მოეწონა ეს





მიმაგრებული თეგები: ფიდერი, მდინარე, სტრატეგია, ტაქტიკა