(თუ დაინტერესდებით გავაგრძელებ თუ არადა წაშალეთ)გადავწყვიტე შემოგთავზოთ ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ტბებზე:დღეს ბაიკალზე,,ვიბაზრებ,,
მსოფლიოში არ არსებობს მეორე წყალსატევი,ბაიკალივით საქვეყნოდ ცნობილი და სახელგანთქმული რომ იყოს.სახელიც ბევრი აქვს ბაიკალს:,,ციმბირის მარგალიტი,,წმიდათაწმიდა ზღვა,,ციმბირელი ფენომენი,,და აშ....
იაკუტები-მდიდარ ტბას ეძახიან,ალტაელები-ოქროს ტბას,ბურიატები-ცეცხლოვან ტბას,ევენკები-ლამას(ზღვას),მონღოლებმა კი დალაი-ნორი(დიდი ტბა)შეარქვეს.ქართველებისთვის მაინც ბაიკალია და მიუწვდომელი,ერთეულებს თუ არ ჩავთვლით .
ვარაუდობენ რომ დღევანდელი სახელწოდება ბაიკალი მომდინარეობს თურქული სიტყვებიდან ,,ბაი,, და ,,ყულ,,(მდიდარი ტბა,,-,,ტბათა მეფე,,)
ხალხის მიერ შერქმეული ყოველი სახელწოდება გამოხატავს არა მარტო დიდ სიყვარულსა და პატივისცემას,არამედ კიდევ რაღაცას ისეთს,რაც მოწიწების გრძნობას გვინერგავს,ხაზს უსვამს იმ სიდიადეს,რაც მარტო ბაიკალის კუთვნილებაა და რაც მკვეთრად გამოარჩევს მას დედამიწის ტბათა შორის.
რა პარადოქსადაც არ უნდა გვეჩვენოს ბაიკალი ტბაც არის და ზღვაც.
მსოპლიოს გეოგრაფიულ რუკაზე ყველას შეუძლია იპოვოს აზიის კონტინენტის თითქმის ცენტრში გამოსახული ცისპერი ნამგალი,ჟანგისფერი მთაგრეხილებით რომ არის შემოსაზღვრული..ოკეანესგან ასე დაშორებული დიდი წყალსატევი დედამიწაზე მეორე არ არსებობს.ნამგალი წაგრძელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 626 კმ.კაცმა რომ ტბის გარშემოვლა მოინდომოს,2511კმ უნდა გაიაროს(31,5 ათასი კვადრატული კილომეტრი უკავია,დაიტევს ისეთ სახელმწიფოს,როგორიცაა ბელგია.გაასწორებდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე რომ ესაზღვრებოდეს საქართველოს,თან ბრაკებისგან დაცული,,რავიცი რა ვიცი,,.დასავლეთიტ წყალსატევს გასდევს ბაიკალის ქედი,რომლის ფრიალო კლდეები კედლებივით აღმართულან ტბასთან.მთათა დაკბილული მწვერვალები 2000-2500მ სიმაღლეზე აზიდულან და წელიწადის უმეტეს დროს თოვლის საბურველსჰი არიან გახვეული.ბაიკალის აღმოსავლეთით ულან-ბურგასის და ბარგუზინის უფრო დაბალი მთაგრეხილებია,სამხრეთიდან კი ხამარ-დაბანის ქედის ტოტები ებჯინებიან ტბას.
ბაიკალის ტბის მკაცრი სილამაზე არაერთხელ გამხდარა მწერალთა და მხატვართა შთაგონების წყარო,,აი მოლოდეცც,,ეს სილამაზე ხიბლავდა ყველას ვინც თუნდაც ერთხელ სწვევია საოცარი ტბის ნაპირებს.1656 წელს მღვდელმა აბაკუმმა გადაცურა ბაიკალი,,იგი მეფის ბრძანებით გადაასახლეს,ბედი ამას ქვია ბლიად,,.იგი აღფრთოვანებული წერდა:მის ირგვლივ ზალიან მაღალი მთები და ფრიალო კლდეებია,ასეთი არსად არ მინახავს,,დაჟე დაიგინა,,ძალიან ბევრია ფრინველი-ბატები და გედები ისე დაცურავენ თოვლი გეგონებათ.თევზიც ბევრია-ზუთხი,ტაიმენი,ომული,ცქვრინი,სიგი და კიდევ სხვა ბევრი თევზი.წყალი მტკნარია.მაგარი უგულავია მღვდელს საღოლ.
ბაიკალი მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბაა:მისი მაქსიმალური სიღრმეა 1620მ(კუნძულ ოლხონის რაიონში)ტბა მდებარეობს ზღვის დონიდან 453 მეტრის სიმაღლეზე.
წყლის ეს უზარმაზარი რეზერვუარი შესამჩნევ გავლენას ახდენს ახდენს მხარის ჰავაზე.ზაპხულობით წყლის მასა 200-250 მეტრ სიღრმეზე თბება,დიდხანს ინარჩუნებს სითბოს და ერთგვარად ანელებს ციმბირულ ზამთრის სისასტიკეს.ამის გამოა,რომ ბაიკალი გვიან იყინება.დეკემბერში,ხანდახან იანვრის ბოლომდეც კი ტბაში დაცურავენ ყინულის ბელტები.ზაფხულობით ტბა შპოთიანი და მრისხანეა.ქარი დაშტორმი ბევრ უსიამოვნებას აყენებს ხომელდის მესაჭეებს და მეთევზეებს,,ვავა,,.ქარი აქხშირია და საიდანმე კი არ მოდის იგი აქაურია,ბაიკალური,,ვაა მესტნიატო,,.თანაც სხვადასხვანაირი ქარი იცის და ყველას საკუთარი სახელი აქვს.ბარგუზინი მდინარე ბარგუზინის ხეობიდან ქრის,ხანდახან რამდენიმე დღის განმავლობაში განუწყვეტლივ და ტბაზე დიდ ღელვას იწვევს.მე არა თქვენ გსმენიათ?,,ჰე ბარგუზიანო,დასძარი ტალღა,ჭაბუკს გადასაცური ცოტაღა დარჩა,,რა მოაწევინეს ეგეთი.ზემო ანგარის ხეობიდან რომ ქარი ქრის,იმას ანგარა ქვია.არსბობს ქარი კულტუკი,სარმა,სივერი,ჰიუზი,შელონიკი და მრავალი სხვა.ზოგი მათგანი ცივია და მწყრალი,ზოგი თბილი და ალერსიანი,,ალერსიან გაასწორებდა თევზაობის დროს,, )))).შტორმიანი დღეები ბაიკალზე მეტი იცის ვიდრე შავ ზღვაზე.განსაკუთრებით მძვინვარეა ბარგუზიანი და სარმა.ბაიკალი გარშემორტყმულია ტყით.აქაურ ტყეში თითქმის მხოლოდ წიწვიანი ხეებია:ლარიქსი,სიჭი,ციმბირული კედარი,ფიჭვი,ნაძვი.ტყეებში ბინადრობს ბეწვიანი ნადირი სიასამური,ციყვი.მიწის წიაღში არის ოქრო,სპილენძი და სხვა მადნეული.
ბაიკალი განთქმულია ტყით,თევზით,ძვირფასი ნადირით,მაგრამ ყველაზე მდიდარია წყლით.უამრავი წყალია ბაიკალში 23 ათასი კუბური კილომეტრი.ანუ იმდენი წყალია რამდენიც არის ბალტიის ზღვაში ან ჩრდილოეთ ამერიკის ხუთივე დიდ ტბაში.იმდენია რამდენიც იქნება 23 აზოვის ზღვაში.
ბაიკალის წყლის მარაგი დედამიწაზე არსებული მტკნარი წყლის მეათედია.მსოფლიოში არსად არ არის ასეთი რბილი,ქიმიურად სუფთა,ერთნაირი,მთელ სიღრმეზე ჟანგბადით მდიდარი,გემრიელი და ჟანმრთელობისთვის სასარგებლო წყალი.იგი ასე რბილი იმიტომ არის რომ შეიცავს ძალიან ცოტა(არაუმეტეს 0,1 გრამისა ლიტრში)გახსნილ მინერალს მაგნიუმს,კალციუმს,სიცილიუმს(კაჟბადს).
ბაიკალიც წყალი მსოფლიოში ყველაზე უფრო კამკამაა.წყლის გამჭვირვალობის გასაზომად ჩაშვებული თეთრი დისკო ჩანს 40-35 მეტრის სიღრმეზე.შესადარებლად ვთქვათ,რომ ლადოგის ტბაში დისკო აღარ ჩანს 9-10 მეტრზე,სევანში 20,კასპიისა და არალის ზღვებში 25 მ სიღრმეზე.ბაიკალს კვებაზვს 336 დიდი თუ პატარა მდინარე,რომლებიც 550 ათას კვ კილომეტრ ტერიტორიაზე ჰკრეფენ წყალს და ბაიკალში შეაქვთ.ეს ფართობი დაახლოებით საფრანგეთის ტერიტორიის ხელაა.ბაიკალიდან გამოედინება მდინარე ანგარა.ეს არის დიდი და წყალუხვი არტერია რომელიც ხელს უწყობს ტბაში წყლის განახლებას.ანგარის სიგანე დაახლოებით 1 კილომეტრია.ბაიკალს ყავს ,,სანიტარი,,-კიბო ეპიშურა,რომელიც დედამიწაზე სხვაგან არსად არ ცხოვრობს.სცორედ ამ კიბოს ღვაწლია ბაიკალის წყლის ბიოლოგიური სიწმინდე.ეს კიბოები ნამცეცა არსებებია-1000 ცალი სულ 1 მილიგრამს იწონის,,საღოლ სასტავი,,.ისინი თავიანთი პატარა ულვაშების უთხელესი ბადით წურავენ წყალს და ასე ფილტრავენ მას.იკვებებიან მიკროორგანიზმებით,რომელიც იწვევს წყლის დაობებას.წელიწადში რამდენჯერმე წმენდენ ტბის ზედა ფართობს(1.5-2 ათასი კუბური კილომეტრი).ბაიკალს თავის ბინადართა მრავალფეროვნებით შეუძლია შეეჯიბროს ტროპიკულ ზღვებს.მასში ბინადრობს 1800-მდე სახეობა.რომელთა სამი მეოთხედი ენდემურია.ტბაში ბინადრობს სარეწი თევზები:ომული,სიგი,ზუთხი,კაპოეტი.აქვე ცხოვრობს ნერპა,რომელსაც ციმბირის სელაპს ეძახიან.მისი წონა 160კგ-ა.განსაკუთრებით ცნობილია ომული.,,არ არსბობს ბაიკალი ომულის გარეშე ომული კიდევ ბაიკალის გარეშე.,,აზრზე არ ვარ,,.ამ თევზს რბილი და გემრიელი ხორცი აქვს.ზოგიერთი 2.5 კგ იწონის და სიგრძით 50-60სმ.ეს თევზი წყლის სიღრმეში ცხოვრობს მაგრად ტოფობისას მდინარეებში შედის.ბაიკალში 100 ათასამდე ტონა ომულს იჭერენ ყოველწლიურად.ეს თევზი მხოლოდ მაიკალში ბინადრობს.მისი მოშენება ცადეს ამერიკაში და სხვაგანაც მარა,,დავაი დოსვიდანიაოო,,.მარტო ისიკყულის ტბაში შეეგუა.აქ არის თევზი გოლომიანკა,რომელიც ფანქრის სიგრძეა და 50გრ მეტს არ იწონის.ეს თევზი ბაიკალის აბორიგენია.გოლოიანკას ქერცლი არა აქვს,ვარდისფერია,ცისარტყელას ფერები დაკრავს.ისეთი მსუქანია რომ ტხელი კანის იქით ჩონჩხი ჩანს,,აბა მსუქანიაო,, )).გოლომიანკა 500 მეტრის ქვემოთ ცხოვრობს.დღისით იგი ტბის წიაღშია,ღამით ზედაპირს უახლოვდება.ბაიკალის ნერპა ამ თევზით იკვებება.გამრავლების დრო რომ კოაღწევს გოლომიანკა ტბის ზედაპირზე ამოხტება.წნევის მკვეთრად შეცვლის გამო თევზის მუცლის თხელი კანი სკდება და ცოცხალი ლიფსიტები გარეთ გამოდიან.ისინი მაშინვე იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას.უამრავ დაღუპულ გოლომიანკას ღელვა ნაპირთან გამორიყავს,აქ ადამიანები აგროვებენ და გადაადნობენ ქონად.მედიცინაში იყენებენ.ბაიკალის საოცრებაა ასევე ღორჯო.ზღვის ღრუბელი,სქელ ხალიჩად მოჰფენიან ფსკერს.ბაიკალში არის როგორც პოლარული ასევე ტროპიკული ზღვების ბინადართა მრავალი ნათესავი.ერთერთი მკვლევარი წერს:,,ბაიკალზე როცა ხარ,გეჩვენება,რომ ცხოველთა სულ სხვა სამყაროში მოხვდი.საოცარი არსებებია აქ.თეთრი ნახევრადგამჭვირვალე თევზები,რომელთაც ჰაეროვანი აბლაბუდასებრი ფარფლები აქვთ.მთელი რაყა ნახევარმეტრიანი ღრუბლებისა,სანთელივით სწორი ტოტებით,კაშკაშა წითელი,ხასხასა მცვანე,ლაჟვარდისფერი,იისფერი,აგურისფერი,ცისარტყელას ყველა ფერით მბზინავი კიბორჩხალები.ბევრი მათგანი შემოსილია წვეტებიანი ბაკნით და როცა მოძრაობენ გეგონება ძველად გაქვავებული ცხოველები გაცოცხლებულანო,,ნადო მენშე ზანიმატსა გალუციგენომ,,არცერთ ხვა ტბაში არ არის ამდენი ზღვის ცხოველი და მცენარე.ნაპოვნი ნამარხი მცენარეები,მოლუსკები,ღრუბლები,თბის ქვაბულის თავისებური აგებულება და ბევრი სხვა ნიშანი მოწმობენ რომ ბაიკალის რაიონში 20-25 მილიონი წლის წინ ბევრი წყალმცირე ტბა ყოპილა.უფრო ადრე დაახლოებით 100 მილიონი წლის წინათ,ცენტრალურ აზიაში იყო ზღვის უზარმაზარი აუზი,რომელიც ფარავდა დღევანდელი ბაიკალის ტერიტორიასაც.მაშასადამე ის პატარა ტბები ყოფილან რელიქტები-გამქრალი ძველი ზღვის ნაშთები.იმავე უძველეს დროში ათეული მილიონობით წლის წინათ,ხმელეთზე მიმდინარეობდა ტექტონიკური პროცესი.წარმოიქმნებოდა მთები,ცეცხლოვან ლავას აფრქვევდნენ ვულკანები,მიწისძვრები არყევდნენ დედამიწას.ღრმულებში იბადებოდნენ ტბები.დაახლოებით მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა ბაიკალი ამ სახით,როგორიც დღეს არის.მილიონი წლის განმავლობაში ბაიკალი მნიშვნელოვნად შეიცვალა ამიტომაა რომ ტბის ფაუნა და ფლორა ძველთაძველი გეოლოგიური ეპოქის ნაკვალევს გამოხატავს.ზღვის ფაუნის და ფლორის დღევანდელი წარმომადგენლების წინაპრები ბაიკალმა მემკვიდრეობით მიიღო.აზიის ძველი ზღვებისაგან.ბაიკალის მიდამოებში ტექტონიკური პროცესი დღესაც მიმდინარეობს.ძველ ეპოქებტან შედარებით იგი უფრო სუსტია,მაგრამ დროდადრო ახლაც გვახსენებს თავს.აქ იცის ძლიერი მიწისძვრა,რომლის დროსაც სადღაც რაღაცა იცვლება.1862 წლის იანვარში მიწისძვრის შედეგად ნაპირის ნაწილი ჩამოინგრა და იმ ადგილას გაჩნდა ჩანაქცევი-ტბის ახალი ყურე.მდინარეების სელენგას,ზემოანგარის და ბარგუზიანის შესართავებთან ნაპირი თანდათან იძირება წყალში.ბოლო ათწლეულში სოფელი უსტ-ბარგუზინი 2ჯერ გადაიტანეს.რომელსაც წყალი ფარავს.შემჩნეულია ისიც რომ ნელნელა დაბლა იწევს ტბის ქვაბულის ფსკერიც.,,ღმერთმა ხელი მოუმართოს,,.ერთს ვიტყვი რომ დიდი სიამოვნებით ვესტუმრებოდი დიდი ხნით
ეს სტატიები იწერება ალექსანდრე მურანოვის წიგნიდან,,პლანეტის ცისფერი თვალები,,