Loading...

ფიდერის ფედერაციის წევრობა


ფიდერმენებო
, ვინც დააგროვეთ გასული წლების მანძილზე გამოცდილება ფიდერით თევზჭერაში, ვისაც გაქვთ სურვილი მონაწილეობა მიიღოთ ტურნირებში, შეაფასოთ თქვენი რეალური შესაძლებლობები სპორტულ ფიდერში და ამავდროულად შედეგები დააფიქსიროთ რეიტინგებში, გთხოვთ გაწევრიანდეთ საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნულ ფედერაციაში.

რატომ უნდა იყო ფედერაციის წევრი?

იმისათვის რომ მონაწილეობა შეძლოთ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, საქართველოს თასზე, აუცილებელია სპორტსმენები დარეგისტრირდნენ საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნულიო ფედერაციის წევრებად.

ფედერაციის წევრობა რამდენიმე უპირატესობასთან არის დაკავშირებული:

  1. თქვენ გენიჭებათ სპორტსმენი–მეთევზის სტატუსი და სარეიტინგო ქულები;
  2. წლის განმავლობაში აგროვებთ სარეიტინგო ქულებს როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, და იბრძვით ეროვნული ჩემპიონის სტატუსის მოსაპოვებლად
  3. წლის განმავლობაში, ჩემპიონატში მონაწილე გუნდები იბრძვიან საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად.
  4. მონაწილეობთ საქართველოს თასზე და იბრძვით წლის საუკეთესო სპორტსმენის სტატუსის მისაღებად;
  5. ეროვნულ ჩემპიონატში თუ დააგროვებთ საუკეთესო ქულებს, გაქვთ შანსი მოხვდეთ ეროვნულ ნაკრებში და იბრძოლოთ მსოფლიო ჩემპიონობისთვის ნაკრებთან ერთად
  6. თუ გყავთ ძლიერი გუნდი და ეროვნულ ჩემპიონატში იქნებით საუკეთესო, გეძლევათ უფლება მონაწილეობა მიიღოთ მსოფლიო კლუბურ ჩემპიონატში
  7. აქტიურ მონაწილეობას იღებთ ფედერაციის ცხოვრებაში და მონაწილეობთ მის საერთო კრებებში.
  8. ფედერაციის წევრები  ფასდაკლებებით სარგებლობენ სხვადასხვა სათევზაო მაღაზიებში.
  9. ფედერაცია მუდმივად ეცდება სხვადასხვა პრივილეგიები მოიპოვოს საკუთარი წევრებისთვის, მაგალითად შეღავათები ფასიან ტბებზე თევზაობისას, ფასდაკლებები სხვადასხვა მაღაზიებში და ა.შ.

როგორ უნდა გავხდე ფედერაციის წევრი?

წევრობის მსურველები ვალდებული არიან
1) შემოიტანონ ფიდერის ფედერაციის წევრობის მოსაკრებელი 50 ლარი შემდეგ ანგარიშზე:
საქართველოს ფიდერით სპორტული თევჭერის ეროვნული ფედერაცია
საბანკო კოდი: TBCBGE22
ანგარიში: GE32TB7601436080100003
დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ საწევრო და თქვენი სახელი და გვარი

2) გაეცნონ და დაეთანმხნონ ტურნირის ჩატარების წესდებას.

3) თანხის შემოტანის მერე აისახებით ფიდერის ფედერაციის წევრების ბაზაში

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2022 წლის 11 მარტი

პატივისცემით,

ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია!

შენიშვნაამ მომენტისთვის, ფიდერის ფედერაციაში გაწევრიანება მოხდება ყოველი სეზონის დასაწყისში.

რეგისტრირებული გუნდები

Share