Jump to content


ფოტო

კოღოს მატლი და მისი მოპოვება


  • Please log in to reply
169 პასუხი ამ თემაზე

#1 salamandra

salamandra

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 743 posts
  • ადგილმდებარეობა
    რუსეთი

პოსტი დაწერილია 27 02 2014 - 10:50

ქირონომიდები ანუ ტენდიპედიასებრნი (ლათ. Chironomidae, Tendipedidae) — ორფრთიანი მწერების ოჯახი. მათი სხეულის სიგრძე 1,5—15 მმ აღწევს. აქვთ გრძელი ფეხები, ფრთისებრი ულცაშები. ოჯახში 2000-ზე მეტი სახეობაა. გავრცელებულია ყველგან. მატლები და ჭუპრები ბინადრობენ მტკნარ წყალსატევში, ზღვასა და ოკეანეში.მაგალითად კასპიის ზღვას 8 სახეობა ჰყავს.მატლები იკვებებიან წყალმცენარეებით, ბაქტერიებით, დეტრიტით. ზოგი მტაცებელია, იშვიათად — პარაზიტი. ფსკერული მატლები მტკნარი წყლის თევზების ძირითადი საკვებია. 


  • GigaG likes this

#2 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 27 02 2014 - 11:36

კოღოს მატლი (мотыль)

 

ზამთრის დადგომასთან ერთად თევზი უფრო და უფრო პასიური ხდება. ეს პასიურობა გამოიხატება სატყუარის

მიმართ მისი გულგრილი დამოკიდებულებით. თუმცა არსებობს სატყუარა, რომელიც შეუცვლელია ზამთრის პირობებში და რამდენიმე წლის განმავლობაში ნაცადი და შესწავლილია ჩვენი მეზობელი ქვენყნის მეთევზეების მიერ. რატომ არ იყო აქამდე ეს სატყუარა გამოცდილი ჩვენთან საკვირველია, თუმცა სულ რამოდენიმე კვირის წინ თენგომ და ზურამ წალკის წყალსაცავზე აჩვენეს, რომ ეს პატარა კოღოს მატლი საქართველოშიც ბრწყინვალედ მუშაობს

 

მოვიძიე რა მასალა ინტერნეტ-რესურსებში, გადავწყვიტე მისი გადმოქართულება. ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ და მხოლოდ რუსების გამოცდილებაზე, ვინაიდან საქართველოში მატილით თევზაობის პრაქტიკა ჯერ არა გვაქვს. შესაბამისად ქვემოდ მოცემული ინფორმაცია შეესაბამება რუსეთის სათევზაო პირობებს და შეიძლება საქართველოსთვის სხვადასხვა ფაქტორი იყოს მცდარი (თუმცა მე პირადად ამაში ეჭვი მეპარება).

მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა კოღოს მატლი, რუსეთში მას ეძახიან мотыль-ს.

 

post-3-0-45086200-1393486389.jpg

 

 

რა არის მატილი?

მატილი წამოადგენს კოღოს მატლს, აქვს მკვეთრი წითელი ფერი. იზრდება დაახლოებით 1.5-2.5 სმ სიგრძეში და 1-2მმ სისქეში. იგი ბინადრობს ფსეკრზე, შლამში და შესაბამისად წარმოადგენს თეთრი თევზის ბუნებრივ საკვებს. მატილს აქვს მკვეთრი გამოხატული სუნი, რაც სატყუარის კიდევ ერთი დადებითი ფაქტორია.

 

მატილის ზომებიდან გამომდინარე ასხვავებენ წვრილ და მსხვილ მატილს.

 

წვრილი მატილი არის ისეთი ზომის მატლი, რომლის გაკეთება ნემსკავზე შეუძლებელია. ასეთი მატლი გამოიყენება დამატებით საკვებში. ფიდერით თევზაობისას დამატებით საკვებში შესარევად საჭიროა 300-500გ წვრილი მატილი. ზოგი პირდაპირ დამატებით საკვებშუ ურევს ასეთ მატილს, ზოგიც კი სროლის წინ ამატებს საკვებურში დამატებითი საკვების ფენებს შორის.

 

post-3-0-93040500-1393486389.jpg

 

 

მსხვილი მატილი გამოიყენება უშუალოდ ნემსკავზე წამოსაგებად, სატყუარად. მატილის ზომებიდან გამომდინარე უნდა გამოვიყენოთ წვრილსიმიანი ნემსკავები N16-N18. ნემსკავზე უკეთებენ რამოდენიმე მატილს ერთად. როგორც წესი ნემსკავზე მას უკეთებენ პირდაპირ თავით.

post-3-0-43165800-1393486390.jpg

 

შესაბამისი ზომის მატილის არ ქონის შემთხვევაში მოსახერხებელია ნემსკავები, რომლებიც აღჭურვილია ზამბარიანი მომჭერით (крючок-прищепка) 

 

post-3-0-37115100-1393486388.gif

 

სად ვიყიდოთ მატილი?
 
მატილს ყიდიან დიღმის ცხოველების ბაზარში, კვირაობით. სამწუხაროდ ჯერ მხოლოდ ერთგან იყიდება ეს მატილი და უკონკურენტოა. იყიდება მხოლოდ წვრილი მატილი, მისი ნემსკავზე წამოგება, თანაც რამოდენიმესი ერთად საკმაოდ აფუჭებს ნერვებს. ჭიქა ღირს 2-3 ლარი, გააჩნია რამდენ ჭიქას იყიდი, ჭიქაში არის დაახლოებით 100გ მატილი.
 
მატილის დაშლა (განცალკევება)
 
 
მატილი საკმაოდ სველი არსებაა და ძნელია ხელში მისი დამოღჩილება. იმისათვის რომ იგი გახდეს უფრო მშრალი და დასამორჩილებლად ადვილი, იყენებენ კრახმალს. გაზეთზე გაშლილ მატილს მოვაფრქვევთ კრახმალს და ხელით დავიწყებთ მის განცალკავებას.
 
ამ მეთოდს იყენებენ მატილის შესანახადაც, ანუ ასე გაკრახმალებული მატილი, გაზეთში გახვეული ინახება რამდენიმე კვირის განმავლობაში მაცივარში.
 
 
სეთი დაშლა მნიშვნელოვანია დამატებით საკვებშიც, ვინაიდან ისინი ერთმანეთს ეკვრიან და წარმოქმნიან რამდენიმე მატილის ერთობლიობას, გროვას. ასეთმა გროვამ კი შეიძლება უფრო დიდი ინტერესი გამოიწვიოს თევზში, ვიდრე ნემკსავზე წამოცმულმა მსხვილმა რამოდენიმე მატილმა. 
 
 
მატილის შენახვა
 
დგება მატილის შენახვის საკითხი, როგორ შევინახოთ მატილი ისე, რომ არ დაგვეხოცნონ და სატევზაოდ გამოსადეგარი დარჩნენ რაღაც პერიოდის გამნავლობაში?
 
მატილი იყიდება როგორც დანამულ გაზეტში გადახვეული. გაზეთის ნაცვლად შეიძლება ვიხმაროთ ნაჭერი. გაზეთზე ვათავსებთ მატილს აუცილებლად თხელ ფენად, და ვაკეტებთ გადახვევას. ასეთ რულონებს შევდებთ მაცივარში, ქვედა სართულზე (იქ ტემპერატურა გაცილებით ნაკლებია). ასე შენახული მატილი ძლებს საშუალოდ 1 კვირას.
 
როგორც დიმიტრი სალაპინი ამბობს, ის წვრილ მატილს შლის, ანუ აკრახმალებს და ასეთ მდგომარეობაში აკეთებს გადახვევას. დაშლილი მატილი უზრუნველყოფს ცოცხალი და მკვდარი მატილების ურთიერთქმედენის მინიმუმამდე დაყვანას და ასე უფრო დიდხან ინახება მატილი. ზამთარში ეს პერიოდი გრძელდება 1 თვემდე.
 
 
რაც შეეხება მსხვილი მატილის (რომელიც ჩვენ არ გვყავს ჯერჯერობით) შენახვას, მისი შენახვის პირობები მოცემულია შემდეგ ვიდეოში:

მიმაგრებული მინიატურები

  • d6c39cfbed23.gif
  • db5308841f06.jpg
  • matili_1.jpg
  • matili_2.jpg
  • matili_3.jpg

  • Dentist and Gia Chit 74-ს მოეწონა ეს

#3 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 27 02 2014 - 11:39

კოღოს მატლის მოპოვება .

 


  • obexe3, iasona და მთიული-ს მოეწონა ეს

#4 salamandra

salamandra

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 743 posts
  • ადგილმდებარეობა
    რუსეთი

პოსტი დაწერილია 27 02 2014 - 16:04

კოღოს მოპოვების მცირე რაოდენობით არის ერთი მარტივი ვარიანტი.მარლაში უნდა გადაახვიო თევზის ან ხორცის ნაჭერი,შიგ ქვას აყოლებენ სიმძიმისათვის და შლამიან ფსკერზე უშვებენ.ერთი დღერამის შემდეგ ამოაქვთ.როგორც წესი კოღოს მატლი მარლაშია გაჩხერილი...


  • Gia Chit 74 likes this

#5 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 27 02 2014 - 16:18

ერთი რამ მაინტერესებს, მისი მოპოვება მხოლოდ ზამტარშია შესაძლებელი თუ წელიწადის ნებისმიერ დროს?



#6 salamandra

salamandra

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 743 posts
  • ადგილმდებარეობა
    რუსეთი

პოსტი დაწერილია 27 02 2014 - 16:20

ერთი რამ მაინტერესებს, მისი მოპოვება მხოლოდ ზამტარშია შესაძლებელი თუ წელიწადის ნებისმიერ დროს?

წელიწადის ნებისმიერ დროს



#7 salamandra

salamandra

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 743 posts
  • ადგილმდებარეობა
    რუსეთი

პოსტი დაწერილია 27 02 2014 - 16:27

 მატლის მომპოვებელთ ვესაუბრები ხოლმე თუ მოვიგდე სასაუბროზე.ასეთი რამე მითხრეს სხვა და სხვა წლებში ერთი და იგივე ადგილები სხვა და ხვა რაოდენობისა და ზომის კოღოს მატლს იძლევიან



#8 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 27 02 2014 - 16:39

 მატლის მომპოვებელთ ვესაუბრები ხოლმე თუ მოვიგდე სასაუბროზე.ასეთი რამე მითხრეს სხვა და სხვა წლებში ერთი და იგივე ადგილები სხვა და ხვა რაოდენობისა და ზომის კოღოს მატლს იძლევიან

იმიტომ მაინტერესებს რომ გორისკენ ნადარბაზევის ტბაზე ძალიან ლამიანი ძირი აქვს ნაპირიდანვე, უნდა ვცადო შეიძლება ყავდეს?



#9 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 27 02 2014 - 17:01

ანუ ასე გაკრახმალებული მატილი, გაზეთში გახვეული ინახება რამდენიმე კვირის განმავლობაში მაცივარში.

 

ეუჰჰჰ რა მაგარია არა, ცოლი რო მაცივარს გამოაღებს და იქ მატლებით სავსე ჭურჭელი დახვდება :D


  • კობა ლაფაჩი likes this

#10 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 27 02 2014 - 17:24

სერიოზულად ვფიქრობ უკვე ჩემი საკუთარი პატარა მაცივარის ყიდვას ცოცხალი სატყუარის შესანახად, თორემ მართლა აჯანყებას მომიწყობენ სახლში, წარმომიდგენია რომ გამოარებენ და დაფასოებული დახვდებათ: ბუზის მატლი, კოღოს მატლი, მახრა, ბუღლუჯი, წითელი ჭიაყელა, პატივის ჭიაყელა და ასე შემდეგ,  ეუუუუუ რა ამბავი იქნება   :D  :D  :D  :D  :D  :D


  • კობა ლაფაჩი and nodo70-ს მოეწონა ეს

#11 salamandra

salamandra

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 743 posts
  • ადგილმდებარეობა
    რუსეთი

პოსტი დაწერილია 27 02 2014 - 18:41

იმიტომ მაინტერესებს რომ გორისკენ ნადარბაზევის ტბაზე ძალიან ლამიანი ძირი აქვს ნაპირიდანვე, უნდა ვცადო შეიძლება ყავდეს?

ვიცი ნადარბაზევის ტბა.კარალეთში სატბორე მეურნეობაში მუშაობისას უფროსობამ გაგვამგზავრა ნადარბაზევზე ბადის მოსასმელათ.შლამის სქელი ფენის გამო ბადე ვერ მოუსვით.დარწმუნებული ვარ რომ ნადარბაზევზე კოღოს მატლი დიდი რაოდენობით იქნება...


  • კობა ლაფაჩი likes this

#12 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 27 02 2014 - 19:55

ვიცი ნადარბაზევის ტბა.კარალეთში სატბორე მეურნეობაში მუშაობისას უფროსობამ გაგვამგზავრა ნადარბაზევზე ბადის მოსასმელათ.შლამის სქელი ფენის გამო ბადე ვერ მოუსვით.დარწმუნებული ვარ რომ ნადარბაზევზე კოღოს მატლი დიდი რაოდენობით იქნება...

გაგახარათ ღმერთმა, იმედი მომეცა. ავალ და მოვჩხრიკავ, ისე თქვენი აზრით რა სიღრმესი შეიძლება იყოს? ვგულისხმობ ნაპირთან ახლოს ვეზიო თუ უფრო შორს?



#13 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 27 02 2014 - 19:59

ისე საქართველოში რამე სხვა ჯიშის კოღოა თუ რაარის ,ასეთი მისავათებული მატლი რომ გამოდის . ამ რუსეთში მოპოვებულ მატლს რომ ვუყურებ "შეგშურდება" კაცს რა . 



#14 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 27 02 2014 - 20:07

ერთხელ, ეზოში პატარა ბასეინი მაქვს და გაზაფხულის დადგომიდან და მერე წყალი დარჩა შიგ, სითბოები რომ დაიჭირა აფუთფუთდა წყალი, ჩვეულებრივი კოღოც ესეოდა, ლიჩინკებიც მოძრაობდნენ მაგრამ შავი ფერისანი იყვნენ და ძალიან წვრილები. ალბათ ქართველი კოღოები იყვნენ შავგვრემანები. :)

 

ისე მართლა უნდა ვცადო ნადარბაზევზე.



#15 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 27 02 2014 - 20:08

მდააა, ... გია, მარტო კოღოს მატლი აქვთ "ჯიშიანი" მაგათ ? ;) 


  • კობა ლაფაჩი likes this

#16 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 27 02 2014 - 20:09

მდააა, ... გია, მარტო კოღოს მატლი აქვთ "ჯიშიანი" მაგათ ? ;)

:D :D :D :D :D  კოღოს მატლიცცცც


  • kvanto likes this

#17 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 27 02 2014 - 20:11

მდააა, ... გია, მარტო კოღოს მატლი აქვთ "ჯიშიანი" მაგათ ? ;)

დავით ,კი ვიცი რაც აქვთ ჯიშიანი და რაშიც არიან უჯიშოები ,ბოლო ბოლო ბაღიდან დაწყებული სულ რუსულად მაქვს ყველაფერი დამთავრებული ,მაგრამ აქ ხომ არ ვიტყვი ,სათევზაო ფორუმზე არა ? :)


  • kvanto likes this

#18 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 27 02 2014 - 20:25

კარგი ბატონო, რადგან ასე წუხხარ იქაურ ჯიშიან კოღოს მატლზე და პლიუს რუსულად გაქვს გავლილი ბაღიდან დაწყებული, იქნებ ვინმე შენი ნაცნობი მოდის იქედან, salamandra-მ შემოგვთავაზა მოსკოვში იაფად გაყიდინებთო, ვიყიდდი მაგრამ წამომღები არავინ გვყავს არც მას და არც მე, შენიანი ხომ არავინ მოდის იქედან ? ან იქნებ ვინმეს ახლობელი მოფრინავს ? ან იქნებ ერთობლივად მოვიფიქროთ როგორ წამოვიღოთ იქედან თბილისისკენ ?  (თბილისის ზღვაზე ერთობლივი გასვლისთვის "ჯიშიანი" კოღოს მატლი გვეყოლება)   :)



#19 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 27 02 2014 - 20:28

კარგი ბატონო, რადგან ასე წუხხარ იქაურ ჯიშიან კოღოს მატლზე და პლიუს რუსულად გაქვს გავლილი ბაღიდან დაწყებული, იქნებ ვინმე შენი ნაცნობი მოდის იქედან, salamandra-მ შემოგვთავაზა მოსკოვში იაფად გაყიდინებთო, ვიყიდდი მაგრამ წამომღები არავინ გვყავს არც მას და არც მე, შენიანი ხომ არავინ მოდის იქედან ? ან იქნებ ვინმეს ახლობელი მოფრინავს ? ან იქნებ ერთობლივად მოვიფიქროთ როგორ წამოვიღოთ იქედან თბილისისკენ ?  (თბილისის ზღვაზე ერთობლივი გასვლისთვის "ჯიშიანი" კოღოს მატლი გვეყოლება)   :)

 

სამწუხაროდ არავინ მოდის დავით ,თორემ თუ ვინმე სადმეა ამ სკამი აქვს მოკიდებული ჩემთვის ან არომატიკა ან რამე .კოღოს მატლი აქაური უნდა ვნახოთ ,თუ არის :)



#20 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 27 02 2014 - 20:34

და აეროპორტში, ვინმე წამომსვლელს რომ მისცენ ვითომ არ იზავს კეტილ საქმეს და არ წამოგვიღებს ? :) (1 კილო გვეყოფა გია ?) აეროპორტში კი დახვდებოდა ვინმე ჩვენიანი :)