Jump to content


ფოტო

ნემსკავები


  • Please log in to reply
85 პასუხი ამ თემაზე

#1 Kikva

Kikva

    ახალი წევრი

  • Administrator
  • 44 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 15 01 2014 - 12:15

ნემსკავები - Hooks

(მათი კლასიფიკაცია და მოხმარების წესი)

Carp Fishing-ში, პირველ რიგში აუცილებელია სწორად შევარჩიოთ ნემსკავი. ეს ყველაფერი შეიძლება ერთი შეხედვით ძალიან უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, თუმცა რეალურად საქმე არცთუ ისე მარტივადაა. არსებობს სხვადასხვა ზომის და ფორმის ნემსკავები, რომლებიც განკუთვნილია კონკრეტულ პირობებში შესაბამისი მონტაჟებით სათევზაოდ.

დამწყები მეთევზე ყოველთვის ცდილობს იყიდოს ამათუ იმ ბრენდის ხარისხიანი ნემსკავი და ჰგონია ამით საქმე მოგვარებულია, სინამდვილეში სწორი ნემსკავით თევზაობა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და ეს უკანასკნელი შეიძლება გახდეს თქვენი წარმატების საწინდარი.

ნემსკავის ტიპი
პირველი, რაც ნემსკავის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ეს არის მისი ფორმა. როგორც უკვე ავღნიშნე არსებობს მრავალი სახის ნემსკავი, თუმცა ამ სტატიაში განვიხილავთ მხოლოდ კლასიკურ და ასევე რამოდენიმე ხშირად გამოყენებად ნემსკავს:
1.jpg1. კლასიკური ფართე თავიანი ნემსკავი (Wide Gape)
ალბათ ყველაზე საიმედო და უნივერსალური ნემსკავი, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის მონტაჟისა თუ სატყუარისთვის. საუკეთესოა ქვიან ფსკერზე თევზაობისას, მოხრილ თავიანი ყუნწი იძლევა იდეალურ ეფექტს ისეთ მძიმე პირობებში თევზაობისას როგორიცაა ბალახიანი და ტოტებიანი ადგილები.

2.jpg2. კლასიკური გრძელ თავიანი ნემსკავი (Longshank)
იდეალურია ნებისმიერი ძირვადი სატყუარის პრეზენტაციისთვის, საუკეთესოა უკვანძო კვანძიანი*(knotless knot) და ძუის მიმმართველიანი*(line aligner) მონტაჟებისთვის.

3.jpg 3. მოხრილ თავიანი ნემსკავი „ბანანი“ (Curved Shank)
ულტრა ეფექტური ნემსკავის ტიპი, რომელიც არის ძალიან მყარი და უზრუნველყოფს ფენომენალურ წამოგებას! ევროპის ზოგიერთ ტბებზე და შეჯიბრებებზე საერთოდ აკრძალულია „ბანანის“ ტიპის ნემსკავების გამოყენება.

4.jpg 4. გრძელი, მოხრილ თავიანი ნემსკავი (Long Curved Shank)
მკვეთრად მოხრილი ტანი და სწორი წვერი უზრუნველყოფს სწრაფ წამოგებას. სრულყოფილია ნებისმიერი „ანტი-ამომგდები“*(anti-eject) პრეზენტაციისთვის. იდეალურია ორივე, მოტივტივე და ფსკერული სატყუარისთვის, ასევე ნაწილაკებით/ბურთულებით თევზაობის დროს როდესაც კობრი სატყუარას ოდნავ ეხება/ეთამაშება აღების ნაცვლად.

5.jpg 5. ფართე თავიანი ნემსკავი სწორი წვერით (Shortshank)
საკმაოდ მრავალფეროვანი დანიშნულების ნემსკავი, რომელიც ასევე იდეალურია ნებისმიერი ბოილის, პელეცის, ცოცხალი თუ სხვა სატყუარის გამოყენების დროს. შედარებით პატარა ზომები წარმატებით გამოიყენება ზიგის და მოტივტივე მონაჟებისთვის.6.jpg6. ფართე თავიანი ნემსკავი გარეთ გადახრილი ყუნწით (Chod)
შექმნილია კონკრეტულად მოტივტივე სატყუარებისთვის და უზრუნველყოფს მის ურყევ სოლუდურ პრეზენტაციას! გამოიყენება თითქმის ყველა ფსკერიდან აწეულ მონტაჟზე, მათ შორის „ჩოდი“, „მცურავი მონტაჟი“ და სხვა...

მოცემული ფორმის ნემსკავების კონკრეტულ მონტაჟებთან და სატყუარებთან შესაბამისობა იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
hook_types.jpg


ნემსკავის ზომა
მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნემსკავის შერჩევისას ეს არის მისი ზომა. ევროპული სტანდარტით გვხვდება ნემსკავები ზომით 0-დან 18-მდე, თუმცა კლასიკური „Carp Fishing”-ში ზომები და მითუმეტეს ჩვენს პირობებში მიზანშეწონილია 4-იდან 12-მდე. რათქმაუნდა ნემსკავის ზომა არ არის პირდაპირპროპორციული დასაჭერი თევზის წონასთან, ეს უკანასკნელი ძირითადად დამოკიდებულია მონტაჟის და სატყუარის ტიპზე.

ასევე გაითვალისწნეთ ნემსკავის ხარისხი! 8-12 ზომის უხარისხო ნემსკავს თავისუფლად გაასწორებს ან გატეხს თუნდაც 3-4 კილოგრამიანი ველური კობრი, მაშინ როცა იგივე ზომის ხარისხიანი ნემსკავით უპრობლემოთ გამოიყვანთ 15+ კილოგრამიანსაც! ჩვენი და ჩვენი ევროპელი მეგობრების მიერ გატესტილ ბრენდებზე და მოდელებზე შეგვიძლია ვისაუბროთ კომენტარებში.

დაახლოებით რომ შეგექმნათ წარმოდგენა რა ზომის ნემსკავი რა სატყუარაზე გამოიყენოთ, იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი:
hook_size.jpg


ნემსკავის მდგომარეობა
მესამე და ასევე მნიშვნელოვანი საკითხი. ყოველი მონტაჟის გასროლის წინ და/ან თევზის გამოყვანის შემდეგ შეამოწმეთ რამდენად კარგ მდგომარეობაშია ნემსკავი (რათქმაუნდა ახალ ნემსკავს არ ეხება). ხშირ შემთხვევაში ნემსკავს სჭირდება გალესვა, რისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ქარხნული სალესები ასევე ჩვეულებრივი ფრჩხილების ქლიბი. რათქმაუნდა გალესვით ნემსკავს პირვანდელ ქარხნული დამუშავების მსგავს სტადიამდე ვერ მიიყვანთ, მაგრამ არც არაფრით იქნება ნაკლები!

მას შემდეგ რაც ნემსკავი ამოწურავს მისს რესურს და გალესვა შეუძლებელი გახდება, აუცილებლად გამოცვალეთ იგი.


ეკლიანი თუ უეკლო ნემსკავი?
მეოთხე, რაც ძირითადად უფრო განხილვის საგანია მეთევზეებს შორის ეს არის ეკლიანი(barded) თუ უეკლო(barbless) ნემსკავი. ორივე მათგანს გააჩნია თავისი უპირატესობები და უარყოფითი მხარეები.

ეკლიანი ნემსკავის უპირატესობა არის მისი საიმედოობა. ამ ტიპის ნემსკავი მეთევზეს ხშირ შემთხვევაში პატიობს შეცდომებს თევზის გამოყვანის დროს, ეს შეიძლება იყოს დაგვიანებული ამოკვრა, ძუის მოშვება გამოყვანისას და ა.შ. ეკლიანი ნემსკავის უარყოფითი მხარე პირველ რიგში გახლავთ ზიანი, რომელიც შეიძლება მან მიაყენოს თევზის ტუჩს (ან სხეულის სხვა ნაწილს შემთხვევითი წამოდების დროს), ხშირ შემთხვევებში უკან გაშვებულ თევზს იმდენად დაზიანებული აქ ტუჩი რომ მას აღარ შეუძლია იკვებოს და ის იღუპება. ევროპულ გამოცდილებას თუ გადავხედავთ არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც ჩაწყვეტილი მონტაჟი თევზის ტუჩზე იკრობს სხვაასხვა წყალმცენარეებს და ტოტებს, რაც საბოლოოდ ასევე უკარგავს თევზს კვებითუნარიანობას და ის იღუპება. უეკლო ნემსკავის შემთხვევაში ეს ყველაფერი ფაქტიურად გამორიცხულია და თევზს მარტივად შეუძლია მოიშოროს იგი.

თავის მხრივ რიგი მეთევზეები და ტბის მეპატრონეები არ აქებენ უეკლო ნემსკავებს. ამის მთავარი მიზეზი რათქმაუნდა არის თევზის გაქცევა გამოყვანის დროს, რაც თავის მხრივ აფრთხობს სხვა თევზებსაც. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, არსებობს ტბები სადაც აკრძალულია ეკლიანი ნემსკავის გამოყენება და არსებობს ტბები სადაც პირიქით აკრძალულია უეკლოს გამოყენება. ამ უკანასკნელს ტბის მეპატრონეები ხსნიან იმით, რომ უეკლო ნემსკავის თევზის ტუჩიდან ამოგდების შანსი დიდია და ამასთან დიდია შანსი ეს ნემსკავი შემდგომში გამოედოს თევზის სხეულის სხვა ნაწილს.

ალბათ პირველრიგში უნდა ვითევზაოთ იმ წესებით, რასაც კერძო ტბის მეპატრონე დააწესებს, სხვა შემთხვევაში კი თქვნთვის მომინდვია ამ არჩევანის გაკეთება. პირადად ჩემთვის უეკლო ნემსკავის გამოყენება უფრო აზარტულია, თუმცა რათქმაუნდა ეს ყოველივე მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს.




 
სტატიის ავტორი: "საქართველოს კარპფიშერთა კლუბი"
photo-thumb-1.png



#2 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 28 04 2014 - 23:36

http://www.ebay.co.u...984.m1497.l2649

 

ეს გამოვიწერე და  აღმოჩნდა უკანა კაუჭის გარეშე,მე ვერ გამოვიყენებ,ვისაც უნდა ვაჩუქებ

არის 12 ზომა,სწორი და მოგრძო ღეროთი..

მალხაზ თუ წინააღმდეგი არ იქნები დიდი სიამოვნებით ვიჩუქებ :)



#3 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 28 04 2014 - 23:47

სოსო---დაგასწრეს   :) :)   :)::::::მაგიტომაც წავშალე ის პოსტი :)---უკვე -ასევე---სიამოვნებით-- :) :) :) იჩუქა ლაშამ (DARCHO)  



#4 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 28 04 2014 - 23:57

სოსო---დაგასწრეს   :) :)   :)::::::მაგიტომაც წავშალე ის პოსტი :)---უკვე -ასევე---სიამოვნებით-- :) :) :) იჩუქა ლაშამ (DARCHO)  

მშვიდობაში მოახმაროს ღმერთმა  :D  არა რააა მართლა რაჭველი ვარ :P


  • maxo06 likes this

#5 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 29 04 2014 - 00:20

სერიოზული სტატია დადე კიკვა ,მადლობა :)



#6 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 25 09 2014 - 19:22

დახმარება მჭირდება აბა ვინ რას მირჩევს, ნემსკავი მოხრილ თავიანი ბანანი (curved shank) სიმინდზე გამოდგება??, როგორც ბოილის მონტაჟი ან მასე ან კავზე სიმინდი რავიცი თუ ვინმეს გიცდია დ გაამართლა მირჩიეთ რამე არ გამომიყენებია და მაინტერესებს



#7 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 25 09 2014 - 20:59

curved shank - ტიპის ნემსკავები გამოიყენება ძირითადად პოპ აპ (ტივტივა) სატყუარების შემთხვევაში.

6n73m.jpg

 

ამ შემთხვევაში ტივტივა პოპ-აპ ბოილი ყველაზე გავრცელებული სატყუარაა. შეგიძლია თმიან მონტაჟზე ნახევრად დაბალანსებული (ჩვეულებრივი სიმინდები +პოპ აპ სიმინდები) სიმინდის მარცვლების მონტაჟიც ააწყო, ერთია - ნემსკავზე სიმინდი არ ეცმევა, თუ უშუალოდ ნემსკავზე გინდა სიმინდის წამოცმა მაშინ Long Shank ნემსკავი ჯობია გამოიყენო



#8 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 25 09 2014 - 21:08

ანუ ამ ნემსკავზე ყველა ვარიანტში პოპ აპ სატყუარა გამოიყენება? დავუშვად სიმინდის მონტაჟი თმიანი ოღონდ ძირვადი და არა პოპ აპი, ბოილის დიდი მოტრფიალე არ ვარ :)  დამაინტერესა ამ ნემსკავის ფორმამ, მე ძირითადად (Shortshank) ამ ტიპის ნემსკავებს ვიყენებ და არ მიცდია აქამდე ზემოთხსენებული



#9 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • Super_Moderator
  • 905 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 09 2014 - 22:18

ძალიან კარგი ნემსკავია, მე ვიყენებ როგორც ძირვადზე ასევე Pop Up ბოილებზეც+სიმინდი, რათქმაუნდა თმიან მონტაჟზე, დატესტილია და მუშა მოდელია, ძირითადად FOX Arma Point SSC Curve Shank და korda kaptor Curv Shank-ის ნემსკავებით ვსარგებლობ, გამძლე და ხარისხიანი ნემსკავებია. 



#10 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 25 09 2014 - 22:35

ძირვადზეც ისევე შედეგიანია როგორც პოპ აპზე? პოპ აპ ხელოვნურ სიმინდზე მყავს დაჭერილი საზანი მაგრამ სიმინდს ვამჯობინებ რადგან ჩემს პრაკტიკაში სიმინდი მაინც მოწინავეა და ბევრად ჯობნის :) და დამაინტერესა ამ სახის ნემსკავი, არასოდეს გამომიცდია,ზომებსაც თუ მირჩევ მთლად უკეთესი 



#11 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • Super_Moderator
  • 905 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 09 2014 - 22:55

მე დატესტილი მაქვს 6 ზომა, ოღონდ თმიანი და სიმინდის შემთხვევაში სახლში მოხარშულ სიმინდებს ვუკეთებ რადგან თმაზე უფრო კარგად ხდება მისი წამოგება და ადვილად არ სძვრება, პირდაპირ ნემსკავზე არ წამომიცვავს სიმინდი(სიმინდი პირდაპირ ნემსკავზე ბოლოს როდის გავუკეთე აღარც კი მახსოვს)



#12 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 25 09 2014 - 23:13

ჰოო საინტერესოა დიდი მადლობა, აუცილებლად გავითვალისწინებ,  ეს სეზონია რაგაც ახალ ახალს ვეჩვევი და საკმაოდ საინტერესოა,  ამიტომ მჭირდება ხოლმე რიგ საკითხებში დახმარება  :)))) 



#13 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • Super_Moderator
  • 905 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 09 2014 - 23:16

თუ რამე კითხვა გაგიჩნდეს და მეცოდინება პასუხის გაცემას არ დავიზარებ, შენ ოღონდ იკითხე :)



#14 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 25 09 2014 - 23:29

აუცილებლად :)  ამ სეზონზე პირველად დავიჭირე ხელოვნურ პოპ აპ სიმინდზე საზანი, თმიან მონტაჟზე, მართალია დიდი არ იყო მაგრამ ხელოვნურ სატყუარაზე პირველი იყო, ეხლა კავების სხვა და სხვა სახეობები მინდა ვცადო 



#15 Jano

Jano

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1410 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 26 09 2014 - 09:57

ბანანის ფორმის ნემსკავი საუკეთესოა როგორც ძირვად,ისე პოპაპზე.  პროფესიონალი სპორტსმენები თავს იკავებენ მისგან,რადგან მიაჩნიათ,რომ იგი ყველაზე დიდ ზიანს აყენებს თევზს. ჩემი აზრით ჩვენს პირობებში ოპტიმალური ზომებია:4,6,8, ჰა-ჰა 10-იც.



#16 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 26 09 2014 - 09:58

უეკლო ნემსკავი კარგია სწრაფი ჭერის დროს. მე გამოვიყენე თბილისის ზღვაზე შამაიაზე, რეალიზაცია თითქო უკეთესი იყო. ყველაზე მეტი უპირატესობა კი ის იყო, რომ ღრმად გადაყლაპულ ნემსკავს ექსტრაქტორით ჩალიჩი თითქმის არ ჭირდებოდა.



#17 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 01 04 2015 - 21:45

d553ace2b524.jpg   ვაიდ გეიპ ნემსკავზე ესეთი მონტაჟი რგოლით კარგად მუშაობს? დაა თერმო მილაკი ხომ არ ჭირდება? თუ ინდივიდუალურია ვისთვის როგორ  :)



#18 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • Super_Moderator
  • 905 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 01 04 2015 - 22:40

uchinski

 

აბა ამას გადახედე :)

 

მონტაჟი BLOWBACK RIG



#19 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 01 04 2015 - 22:45

უი  :rolleyes:  :wacko:



#20 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 09 04 2015 - 13:28

16b54146ac8c.jpge2195abc797e.jpg