Jump to content


ფოტო

ალგეთის წყალსაცავი

ალგეთის წყალსაცავი ალგეთი ლოქო

  • Please log in to reply
107 პასუხი ამ თემაზე

#1 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 04 01 2014 - 23:46

ალგეთის წყალსაცავი

1

ალგეთის წყალსაცავიწყალსაცავი მდინარე ალგეთზე. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარის თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტბისის სიახლოვეს, ქალაქ თბილისიდან 60 კმ-ში. წყალსაცავის წყლის საერთო მოცულობა უდრის 65 მლნ. ³, სასარგებლო მოცულობა — 60 მლნ. ³. სიგრძე 3,7 კმ, სიგანე 0,4 კმ. წყალსაცავზე გაედინება მდინარე ალგეთი.  წყალსაცავის წყალი გამოიყენება საირიგაციოდტბისი-კუმისი. აწვდის წყალს სოფლებს: ჯორჯიაშვილს, ასურეთს, ბორბალოს, კოდას, მარაბდას და სხვ. 2007 წელს მორწყა 6 ჰა მიწის ფართობი. 2012 წელს ალგეთის წყალსაცავზე ადგილობრივებმა შემთხვევით იპოვეს ადრეული შუა საუკუნეების დროინდელი ადამიანის თავის ქალა. სპეციალისტთა წინასწარი დასკვნით, ის ჩვენი წელთაღრიცხვის V-VI საუკუნეებით თარიღდება და 40 წლამდე მამაკაცს ეკუთვნის. წყალსაცავის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა სამარხებსა და ნამოსახლარებსაც მიაკვლიეს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ამ შუა საუკუნეებში აქ დასახლება იყო.

წყალსაცავში ბინადრობს კარჩხანა, ქაშაპი, ხრამული, კობრი, ლოქო.

 



#2 კობა ლაფაჩი

კობა ლაფაჩი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 477 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 18 04 2014 - 12:30

მოგესალმებით მეგობრებო. ალგეთის წყალსაცავზე რა მდგომარეობაა ხო არ იცით.



#3 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 18 04 2014 - 19:28

გუშინ ფეისბუქზე ვნახე ვიღაცას პატარა ლოქო ყავდა დაჭერილი, მაგრამ ვერ გავიგე წლევანდელი იყო, თუ შარშანდელი. ნებისმიერ შემთხვევაში წყალი დაბალი იქნება და სათავისკენ ვერ ახვალ, დამბასთან შეიძლება ცდა.



#4 კობა ლაფაჩი

კობა ლაფაჩი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 477 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 18 04 2014 - 19:31

madloba .gaixaret. da gilocavt turniris chatarebas. imedia male shemogiertdebit

 

კობა ფორუმზე ინგლისური ასოებით წერა აკრძალულია. გთხოვთ გამოიყენოთ ქართული შრიფტი!



#5 კობა ლაფაჩი

კობა ლაფაჩი

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 477 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 19 04 2014 - 17:16

შენიშვნა მიღებულია  :)



#6 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1603 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 19 04 2014 - 20:03

გუშინწინ ვიყავი მაქეთ ,წყალი ოდნავ მომატებული მომეჩვენა ვიდრე ორი კვირით ადრე იყო



#7 kila 777

kila 777
  • Members
  • 6 posts

პოსტი დაწერილია 08 07 2014 - 17:59

არ გამაგონოთ ალგეთი :D 12 საათი ვიყავი დილის 5თიდან შუადღის 5თამდე და მხოლოდ ერთი საცოდავი კარჩხანა დავიწირეთ საშინელება იყო რა :D მან წამსვლელი აღარ ვარ თეთრი წია ბოილი კოპტონი მეთოდფიდერი რა არ ვცადე და არაფერმა გაწრა :X
  • Gia Chit 74 and kvipriane-ს მოეწონა ეს

#8 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 08 07 2014 - 18:58

არ გამაგონოთ ალგეთი :D 12 საათი ვიყავი დილის 5თიდან შუადღის 5თამდე და მხოლოდ ერთი საცოდავი კარჩხანა დავიწირეთ საშინელება იყო რა :D მან წამსვლელი აღარ ვარ თეთრი წია ბოილი კოპტონი მეთოდფიდერი რა არ ვცადე და არაფერმა გაწრა :X

ეგ წყალსაცავი ყოველთვის კლიაოზნიკობდა,რაღაც მუღამის დაჭერა უნდა.ისე ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი მანდ ყველაზე კარგი სათევზაო დროა მაისის მეორე ნახევარიდან ივნისი. :) ნუ ადრე ჩემ ჯეელობაში ეგრე იყო,თან აუცილებლად ღამის თევით :) ხრამულს ვიჭერდი მხოლოდ ტივტივაზე სატყუარად პურზე (ბაბოჩკათი) საზანს და კარჩხანას ძველი მამაპაპური კოპტონის მონტაჟით :D ეეჰჰჰ რა კარგი დრო იყო ;)  :D


  • kvanto and nodo70-ს მოეწონა ეს

#9 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 15 07 2014 - 22:39

ალგეთის წყალსაცავი მეგობრებო ამარაგებს მთელ თეთრიწყაროს რაიონის სოფლებს სარწყავი წყლით, და როდესაც სარწყავ არხებს ხსნიან და წყალი სისტემატურად გადის რათქმაუნდა თევზიც პასიური ხდება, მანდ ისედაც ისეთი ადგილია მღალი და ძალიან ცვალებადია წნევით წყალი და ამის გამო არის ალგეთი მუდამ რთული სათევზაო, მეც თეთრიწყაროს რაიონის ერთ ერთი სოფლიდან ვარ წარმოშობით, და ვიცი ეხლაც გახსნილია სარწყავი არხები და წყალი გაუჩერებლად გამოდის ასე რომ სანამ არ გადაკეტავენ ამ არხებს და წყალით არ გაივსება ისევ არაფერი მოხდება მანდ საინტერესო იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეგ წყალსაცავი თავიდანვე სარწყავის ფუნქციას ასრულებდა ასე რომ მანდ ეგეთი ამბავია:) ზაფხულობით ალგეთი მუდამ რთული სათევზაოა, ხვალ მივდივარ რაიონში და რამოდენიმე დგეში მაინც ვესტუმრები ოჯახთან ერთად დავისვენებთ ცოტას მაინც ვერ დაგპირდებით რომ შედეგს მოგახსენებთ ინტერნეტის გამო მაგრამ ვეცდები :)


  • don04 likes this

#10 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 31 07 2014 - 10:41

აქტიური არ არის ეს თემა მაგრამ მაინც დავწერ თუ ვინმე წაიკითხავს ამ 1 კვირის წინ ვიყავი დაახლოებით ოჯახთან ერთად, 2 საათამდე წავითევზავე დავიჭირე 2 კარჩხანა კოპტონის მონტაჟზე ოგონდ ჭიაზე დაჯდა კარგი ზომისები იყო არა პატარები, ერთი ხრამული პატარა, და უამრავი პააატარა თევზი პაპლაუკზე ბავშვი იჭერდა აი ესე იყო :)  სიმართლე გიტხრათ არ ვიცი ეს პატარაბეი რ თევზები იყო ერთი ვიცანი საზანის ლიფსიტა იყო და ეეგრევე ჩავაბრუნე, იცოცხლებდა ტუჩზე ქონდა პატარათი გამოდებული  :)  :)

 

პაპალაუკი - ტივტივა. ფორუმზე ვსაუბრობთ ქართულად :)



#11 Irakli_Sportfishing

Irakli_Sportfishing

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 354 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 01 08 2014 - 02:10

აქტიური არ არის ეს თემა მაგრამ მაინც დავწერ თუ ვინმე წაიკითხავს ამ 1 კვირის წინ ვიყავი დაახლოებით ოჯახთან ერთად, 2 საათამდე წავითევზავე დავიჭირე 2 კარჩხანა კოპტონის მონტაჟზე ოგონდ ჭიაზე დაჯდა კარგი ზომისები იყო არა პატარები, ერთი ხრამული პატარა, და უამრავი პააატარა თევზი პაპლაუკზე ბავშვი იჭერდა აი ესე იყო :)  სიმართლე გიტხრათ არ ვიცი ეს პატარაბეი რ თევზები იყო ერთი ვიცანი საზანის ლიფსიტა იყო და ეეგრევე ჩავაბრუნე, იცოცხლებდა ტუჩზე ქონდა პატარათი გამოდებული  :)  :)

 

პაპალაუკი - ტივტივა. ფორუმზე ვსაუბრობთ ქართულად :)

 

 

და ქართულს თავი რომ დავანებოთ, პაპალაუკი - რუსულად რამეს ნიშნავს რო? :)


  • maxo06 and misha-ს მოეწონა ეს

#12 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 01 08 2014 - 11:10

და ქართულს თავი რომ დავანებოთ, პაპალაუკი - რუსულად რამეს ნიშნავს რო? :)

რაიყო მეგობარო   შენ არ შეგშლია ასოები დავიჯერო ?



#13 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 01 08 2014 - 11:46

uchinski

ხანდახან შესწორებებს ყველა ვიმსახურებთ,არ არის აქ საჭირო ხაზგასმით  " მეგობაროს " გამოყოფა,ნუ დავძაბავთ ერთმანეთს.შემეშალა მიმითითე--რა პრობლემაა,შეგეშლება მიგითითებ-რათქმაუნდა ნორმისა და კორექტულობის ფარგლებში......საწყენი არ უნდა იყოს მე მგონი .თითქმის ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და პატივს ვცემთ.

                                                                                                                                                                                          პატივისცემით:: მოდერატორი -მახო :) :) :)



#14 Irakli_Sportfishing

Irakli_Sportfishing

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 354 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 01 08 2014 - 14:17

uchinski

ნეტავ ასოები მეშლებოდეს ასე ხშირად რაც მეშლება სხვა, მეტად მნიშვნელოვანი ამ ცხოვრებაში........

 

საწყენად არ მიიღო მეგობარო.


  • beso and კობა ლაფაჩი-ს მოეწონა ეს

#15 SHALVA_AL

SHALVA_AL

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2358 posts

პოსტი დაწერილია 21 06 2015 - 21:48

ესეც რუქა, ჩვენ ვიყავით სამხრეთით (არა სოფელ ტბისთან), სოფელი - აბელიანი და ხოფისის გავლით.

მიმაგრებული მინიატურები

  • Screenshot_2015-06-21-21-36-25.png


#16 SHALVA_AL

SHALVA_AL

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2358 posts

პოსტი დაწერილია 21 06 2015 - 22:10

რაც შეეხება თევზაობას ???? დილით გავედით რუსთავიდან 05:15-ზე და ადგილზე მისვლას გვაკლდა 1 კმ (06:30, რუსთავიდან 60კმ-ია), როცა მანქანა ჩაგვივარდა ტალახში, რაზეც დავკარგეთ ძვირფასი დრო, დაახლოებით 2 საათი ???? მოგვიანებით ადგილობრივებმა გვასწავლეს ნაპირთან ჩასასვლელი შემოვლითი გზა, შედარებით ნორმალური. თევზაობა დავიწყეთ 10-ზე და მოვრჩით 17:30-ზე. დავიჭირეთ სულ 5კგ-მდე ხრამული და კარჩხანა. ამ წყალსაცავში ბინადრობს კიდევ ბევრი სახეობის თევზი. ძალიან კარგი ადგილია, თან ახლოს ტერიტორიულად. რამაც გამახარა, ეს იყო უამრავი ლიფსიტა ნაპირთან. როგორც კი დასაკვებით დასვრილ ხელს დავიბანდი, ეგრევე მოდიოდნენ, მოეწონათ სალმო და კოპტონი ???? მე ვითევზავე ფიდერით და ფლეტით, დავიჭირე 23 ღერი ???? თითქმის სულ ხრამული. არ გაამართლა მასტირკამ, სიმინდმა, პერლოვკამ. მხოლოდ თეთრი და ნაკელის ჭიები მოეწონათ. დასაკვები თეთრი პურის ბაზაზე, პლუს კოპტონი, სალმო, მანი, სიმინდი, პერლოვკა ანისის არომატით.

მიმაგრებული მინიატურები

  • IMAG1197_1.jpg
  • IMAG1202_1.jpg
  • IMAG1204_1.jpg
  • IMAG1199_1.jpg

  • maxo06 and beso-ს მოეწონა ეს

#17 SHALVA_AL

SHALVA_AL

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2358 posts

პოსტი დაწერილია 23 06 2015 - 09:25

ისე, ცუდი ამბავი მომხდარა, ადგილიბრივმა მწყემსმა გვითხრა რომ ცოტა ხნის წინ ნავით შესული მეთევზე გარდაცვლილა. ღმერთმა აცხონოს. უსაფრთხოება და წინდახედულობა უპირველეს ყოვლისა.

#18 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 23 06 2015 - 10:03

ეგ მეთევზე თევზმა ჩაიყოლა ფსკერზე ბადიანად მასე ვარაუდობენ,  3 კვირაზე მეტია გასული, მაშველებმა ვერ ჩავდივართ ბოლომდე სიღრმეების გამოვო, ბოლოს რო დაუნახიათ ბადეებს იღებდაო და უცებ ჩავარდნილა, შველას ითხოვდაო და გაქრა კაცი



#19 SHALVA_AL

SHALVA_AL

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2358 posts

პოსტი დაწერილია 23 06 2015 - 10:17

ისე დიდ ლოქოს შეუძლია სიღრმეში გაიტაცოს ადამიანი, ამის ძალა ნამდვილად აქვს, მითუმეტეს თუ ბადეში აიბლანდა ის საწყალი მეთევზე....

#20 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 23 06 2015 - 10:24

ხალხი ასე იძახის კაცი ძალიან გამოცდილი ყოფილა თავის საქმეში და ცურვაც იმდენად კარგად იცოდა რომ გამორიცხულია ესე უბრალოდ დამხრჩვალიყოვო, საზანზე თევზაობდა უმეტესადო და არაერთხელ ყოლია ამოყვანილი 20 + წონისო, იმ დროს ჩავარდნილა როდესაც ბადეებს იღებდაო და სხვა ვარაუდი უწყებებს არ აქვთ გარდა იმისა რომ თევზმა ჩაიყოლა, რიავიც ეს მხოლოდ მოსმენილი და გაგონილი ვიცი მაშველებისგან







მიმაგრებული თეგები: ალგეთის წყალსაცავი, ალგეთი, ლოქო