Jump to content


ფოტო

ყველაფერი ვობლერზე

ვობლერი სპინინგი

  • Please log in to reply
62 პასუხი ამ თემაზე

#1 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 02 03 2014 - 19:10

ვობლერი

1295642760 2010 03 26 03 1024
f505d0e8f0511161c81594d7fb2c19ca

ვობლერი (wobbler) - პლასტიკისგან ან ხისგან დამზადებული სატყუარა სპინინგით თევზაობისთვის. როგორც წესი ვობლერი თავისი ფორმით იმიტირებს თევზს ან მწერს, მისი შეფერილობა არის როგორც რეალისტური ასევე არარეალისტურიც. ვობლერზე დამონტაჟებულია ერთი, ორი ან სამი სამკავა. მის წინა ნაწილში განლაგებულია ჩასაღრმავებელი პლასტიკის ან რკინის "ნიჩაბი". ძუის გამოსაბმელი რგოლი შეიძლება იყოს როგორც ვობლერის წინა ნაწილზე, აგრეთვე "ნიჩაბზეც". ვობლერებში განასხვავებენ მცურავ, მყვინთავ და ნეიტრალურ (სუსპენდერ) მოდელებს. 
ვობლერი როგორც სატყუარა სავარაუდოდ არსებობს უკვე ძალიან დიდი ხანია, მაგრამ ფართე გავრცელება და პოპულარობა მან მოიპოვა ფინელი მეთევზის ლაური რაპალას მეშვეობით, რომელმაც მყარი ხის ჯიშისგან გამოჭრა თავისი პირველი სატყუარა. მოგვიანებით მან დაარსა ფირმა Rapala, რომელიც დღეს-დღეობით მსოფლიო ლიდერია ვობლერების წარმოებაში.
სპინინგის სატყუარათა წამყვანი მწარმოებლები გვთავაზობენ ვობლერების ფართო არჩევანს, თანაც ყოველივე მოდელი რამოდენიმე ზომითაა წარმოდგენილი. რომელი ვობლერი ავირჩიოთ და რა შემთხვევაში? სავარაუდოდ ინფორმაციის ნაკლებობა ხელს უშლის დამწყებ სპინინგისტს გაერკვეს ვობლერების ამ მრავალფეროვნებაში და წარმატებით ითევზაოს მათზე, ვობლერი ხომ ყოველთვის იჭერს თევზს იმ შემთხვევის გარდა თუ მას კოლოფიდან არ ამოვიღებ

ამ სტატიაში მე არ მოვახდენ ვობლერების კლასიფიკაციას, მე მინდა გაგიზიაროთ გამოცდილება თუ როგორ ავირჩიოთ ვობლერი კონკრეტულ სათევზაო ადგილისთვის. ბევრი მეთევზე ვობლერს ყიდულობს პრინციპით-ეს ქარიყლაპიაზეა, -ეს ქორჭილაზე, -ეს ქაშაპზე... და ამავე დროს სრულიად არ ითვალისწინებენ მომავალი თევზაობის პირობებს: წყლის სიღრმეს, დინების სიჩქარეს, ბალახიანობას და სხვა.

სხვადასხვა ფირმების ვობლერების- Rapala (ფინეთი), Ugly Duckling (სლოვენია), Duel (იაპონია), Yo-Zuri (იაპონია), Daiwa (იაპონია), Rebel (აშშ), Cotton Cordell (აშშ) Salmo (პოლონეთი)- კოლოფებზე ხშირად ნახავთ წარწერას "Shad" ან "Minnow". ამ ტიპის ვობლერებს როგორც წესი წინა ნაწილი უფრო სქელი აქვთ და კუდისკენ თხელდებიან, მათი ჩამაღრმავებელი "ნიჩაბი" სხვადასხვა ზომის და დახრილობისაა, საუკეთესო მოდელები ძლიერ დინებაზე თევზაობისას არ ტრიალდებიან და უჭირავთ ჭერისთვის საჭირო ჰორიზონტი. 
 

"Shad"

shad

ამ ოჯახის ვობლერებს იყენებენ ღრმა, შესაძლებლობისდაგვარად უდაბრკოლებო ადგილებში სათევზაოდ, მაგრამ თუ ჭერის სიღრმე აღემატება 6 მეტრს მაშინ "Shad" ტიპის ვობლერი უკვე ნაკლებად გამოსადეგარია. საქართველოში სამწუხაროდ თითქმის არავინ თევზაობს ტროლინგით (მატორიანი ნავით ვობლერის ბუქსირებით თევზაობა), ეს ვობლერები ყველაზე კარგ შედეგებს სწორედ ამ მეთოდით თევზაობისას აჩვენებენ, მაგრამ ჩვენ პირობებშიც, ნაპირიდან თევზაობისას, "Shad" ტიპის ვობლერები მშვენივრად იჭერენ სიღრმეში ჩასაფრებულ ქარიყლაპიას, ლოქოს, ქორჭილას. კარგ შედეგებს გვაჩვენებენ ამ ტიპის ვობლერები ზღვის მტაცებლების ჭერის დოსაც.
 

"Minnow"

 

minnow

ამ ოჯახის ვობლერებს კიდე ეძახიან "stick", მათი მოგრძო და ვიწრო ფორმის გამო . "Minnow"- დამახასიათებელი თვისებაა მრავალფეროვანი თამაში (ვიბრაცია) გატარების დროს. თუ ამ ტიპის ვობლერს ვიწრო და მოკლე "ნიჩაბი" აქვს, მაშინ იგი ხშირ და აქტიურ თამაშს აკეთებს გატარებისას, დინებაზე ესეთი ვიბრაცია პროვოცირებს კალმახის, ქაშაპის, ჭანარის თავდასხმას. ზღვაში კი სარგანის, ლიფორის და სტავრიდის. თუ "ნიჩაბი" ფართე და დიდია ასეთი ვობლერები უფრო მონოტონურ და გაშლილ ვიბრაციას ახდენენ, რაც მშვენივრად მუშაობს მდგარ წყალზე და იზიდავს პირველ რიგში იმ თევზებს, რომელთა პირის აპარატი ვიწრო თევზის საჭმელადაა შექმნილი, ასეთებია ფარგა, ჭერეხი, ქორჭილა.

 

იმიტაციები --Cicada

cikada

ვობლერების ცალკე კატეგორიას წარმოადგენენ იმიტაციები (მწერების, ბაყაყების, კიბორჩხალების და სხვა). ამ ტიპის ვობლერებს ძირითადად აწარმოებენ ამერიკული და იაპონური ფირმები და მათ როგორც წესი მოყვებათ ინსტრუქცია, რომლის გაცნობასაც მე აუცილებლათ გირჩევთ. იმიტაციებით საქართველოში შეგვიძლია დავიჭიროთ ქაშაპი, ქორჭილა, ჭანარი, ქარიყლაპია, ჭერეხი. რაც უნდა გვახსოვდეს იმიტაციის ტიპის ვობლერებზე თევზაობისას ეს არის ის, რომ კალია მარტში თითქმის არ არის, კიბორჩხალა ყველა წყალსატევში არ ცხოვრობს, ანუ შესაბამის სეზონში და შესაბამის ადგილზე შესაბამისი ვობლერი უნდა გამოვიყენოთ.
 

ზედაპირული ვობლერები -- Stick Bait  და Popper

 

stikbejt
 
popper

ამ ტიპის ვობლერები გამოიყენება მდგარ წყალზე, სიღრმეზე არაუმეტეს ორი მეტრისა და როგორც წესი წყალმცენარეებით სავსე წყალსატევებზე. პოპპერები, სტიქ ბეითები, პროფბეიტები, კრენკები.. ეს სულ ზედაპირული ვობლერებია, მატი გამაერთიანებელი პრინციპი ისაა, რომ გატარებისას ყველა გამოსცემს სპეციფიკურ ხმას, რომელიც შორი მანძილიდან იზიდავს მტაცებელს. საქართველოში ამ სატყუარით თქვენ პირველ რიგში დაიჭერთ ქარიყლაპიას. ზღვაში კი ლიფორს.
გარდა ზემოთ აღწერილი ვობლერებისა არსებობს რა თქმა უნდა სხვა უამრავი მოდელიც, დროთა განმავლობაში დარწმუნებული ვარ თქვენ მათაც აითვისებთ და არა ერთ წარმატებულ თევზაობას გაატარებთ!

 

სტატია მოგვაწოდა ჟურნალმა "ნადირობა და თევზაობა", სტატიის ავტორი შოთა კვარაცხელია

 

დანარჩენი თქვენ დაამატეთ ძვირფასო სპინინგისტებო :)

 

 


  • Gia Chit 74, ლიფსიტა, sherva -ს და 2 სხვებს მოგეწონათ ეს

#2 leo_7

leo_7
  • Members
  • 2 posts

პოსტი დაწერილია 03 03 2014 - 13:58

ყველაფერე მიკროჯიგ ზეც დადეთ რა ;)



#3 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 28 06 2014 - 02:01

leo_7

ჩვენთან საჯიგაო აკვატორია ძალიან მცირეა.



#4 მთიული

მთიული

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 295 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბლისი

პოსტი დაწერილია 24 12 2014 - 09:50

გთხოვთ დამეხმაროთ: ვობლერის ყიდვა მინდა და იქნებ მირჩიოთ რომელი ვიყიდო ამ ვობლერებიდან? ქარიყლაპიაზე რო კარგად იმუშაოს.
http://www.ebay.com/...camion&_sacat=0

#5 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 24 12 2014 - 13:48

http://www.ebay.com/...=item487665dc2f

 

აი ეგ,ზემოდან მეორე ანუ,ძალიან კარგია ქაშაპზე.ქარიყლაპიის რა მოგახსენო მაგრამ პატარა მტაცებლებზე,როგორებიც არიან ქაშაპი,ქორჭილა და კალმახი,ძალიან მაგარია!



#6 მთიული

მთიული

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 295 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბლისი

პოსტი დაწერილია 24 12 2014 - 22:52

მადლობა პასუხისთვის. ხომ ვერ მირჩევ ქარიაყლაპიასთვის რომელი ვობლერი (ან სხვა რამე) ვიყიდო?



#7 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 25 12 2014 - 02:35

ნებისმიერი ზედაპირული სატყუარა 80მმ დან 100მმ-მდე.პოპერი,ვოლკერი,გლისერი.

თუ კი პირველი გამოცთილებაა რკინით გირჩევ დაიწყო,ყანყალათინ.



#8 მთიული

მთიული

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 295 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბლისი

პოსტი დაწერილია 25 12 2014 - 07:57

ნებისმიერი ზედაპირული სატყუარა 80მმ დან 100მმ-მდე.პოპერი,ვოლკერი,გლისერი.

თუ კი პირველი გამოცთილებაა რკინით გირჩევ დაიწყო,ყანყალათინ

 

კი, დამწყები ვარ, ჯერ არ დამიჭერია ქარიყლაპია, მხოლოდ პატარა ოკუნებს ვიჭერ ხოლმე კუს ტბაზე, სხვათაშორის მიკროჯიგით (რა თქმა უნდა ისევ ვუშვებ). დიდი მადლობა.


  • Dentist and ლიფსიტა-ს მოეწონა ეს

#9 smekosmeko

smekosmeko

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 649 posts

პოსტი დაწერილია 02 03 2015 - 20:22

salmo hornet  და    yo-zuri l-minnow 44-ის შეძენას შევძლებ აქ ჩვენთან სადმე მაღაზიაში?



#10 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 02 03 2015 - 21:10

მეეჭვება.



#11 miga

miga

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 50 posts

პოსტი დაწერილია 02 03 2015 - 21:12

მთის ჩქარ მდინარეებში რა ტიპის და ზომის სატყუარაა ყველაზე გამართლებული?



#12 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 07 03 2015 - 12:37

miga

გააჩნია რაზე თევზაობ და რამოდენა სიღრმეზე.



#13 miga

miga

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 50 posts

პოსტი დაწერილია 07 03 2015 - 19:22

miga

გააჩნია რაზე თევზაობ და რამოდენა სიღრმეზე.

 

ქაშაპზე,

სიღრმე ალბათ 0.3-1.3. მდე 



#14 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 08 03 2015 - 15:01

http://sportfishing....авль-სპინინგით/



#15 Qobela

Qobela

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 48 posts

პოსტი დაწერილია 06 05 2015 - 10:04

გამარჯობათ, ვობლერებზე მინდა სამკავების შეცვლა და რომელს მირჩევთ და საიდან გამოვიწერო?

 

 

მადლობა წინასწარ



#16 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 06 05 2015 - 11:58

owner-ი ან გამაკაცუ.საუკეთესო სამკავები აქვთ,#4 ოპტიმალური.ამაზონი და ებაი.



#17 Qobela

Qobela

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 48 posts

პოსტი დაწერილია 06 05 2015 - 12:57

owner-ი ან გამაკაცუ.საუკეთესო სამკავები აქვთ,#4 ოპტიმალური.ამაზონი და ებაი.

მადლობა



#18 Qobela

Qobela

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 48 posts

პოსტი დაწერილია 06 05 2015 - 13:01

owner-ი ან გამაკაცუ.საუკეთესო სამკავები აქვთ,#4 ოპტიმალური.ამაზონი და ებაიკი

კიდე ერთი შეკითხვა მაქ ეწ #4 ზომა დაახლოებით რამხელაა ხომ ვერ მეტყვი. Smith camionis ხელა ვობლერისთვის მინდა ანუ ქაშაპისთვის



#19 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

პოსტი დაწერილია 06 05 2015 - 13:16

მაგენისთვის დიდია 4 ზომა.ალბად 6 ნომერი იქნება ოფტიმალური


  • Dentist and Qobela-ს მოეწონა ეს

#20 KAA

KAA

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 474 posts

პოსტი დაწერილია 07 05 2015 - 09:32

კიდე ერთი შეკითხვა მაქ ეწ #4 ზომა დაახლოებით რამხელაა ხომ ვერ მეტყვი. Smith camionis ხელა ვობლერისთვის მინდა ანუ ქაშაპისთვის

 

მაგენისთვის დიდია 4 ზომა.ალბად 6 ნომერი იქნება ოფტიმალური

ზაზ, უბრალო Smith-ის Camion-ისთვის მაკსიმალური სამკავის ზომა არის #12 (ჯობია #14).. ორი ცალი #4 და #6 მაგას ჩაძირავენ ;)
თუ ერთ კავს დატოვებ, შეიძლება #10 დაყენებაც







მიმაგრებული თეგები: ვობლერი, სპინინგი