Jump to content


ფოტო

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფიდერით თევზჭერაში 2015 [ეტაპი 1]

ფიდერი ჩემპიონატი

  • ეს თემა დაკეტილია ეს თემა დაკეტილია
372 პასუხი ამ თემაზე

#1 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 03 2015 - 00:14

post-3-0-02441700-1428059431.jpg
 

 

ყურადღება მეგობრებო!

საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია

აცხადებს მზადებას ჩვენი ქვეყნის პირველი ეროვნული ჩემპიონატისთვის ფიდერით სპორტულ თევზჭრაში!

  ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპი ჩატარდება 18 აპრილს

 

მაშ ასე, ჩვეულ სტილში:

 

ტურნირის ორგანიზატორი: "საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია"

 

მხარდაჭერა: საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია, ფედერაციის ოფოციალური ვებსაიტი SportFishing.ge

axali logoi.jpg  6_sportfishinglogo.png  

 

ტურნირის ოფიციალური სახელწოდება: "2015 წლის ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპი ფიდერით თევზჭერაში"

 

ტურნირის ჩატარების თარიღი: 18 აპრილი

 

ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა:      ნადარბაზევის ტბა  

 

ტურნირის სტატუსი: ღია შეჯიბრება ფიდერით თევზჭერაში, რეიტინგული ტურნირი მოქმედი სპორტსმენებისათვის

 

ტურნირის მიზანი: ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და მოქმედი სპორტსმენების პროფესიონალური რეიტინგის განსაზღვრა

 

შეჯიბრება ჩატარდება საქართველოს ფიდერის სპორტული თევზჭერის ფედერაციის მიერ დამტკიცებული წესებით. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ფიდერით დაინტერესებულმა პირმა

 

ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:

 

1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით. სხვა ტიპის სიგნალიზატორები, მათ შორის ელექტრონული, აკრძალულია;

2. შეჯიბრზე თევზჭერის ზონა დაიყოფა სექტორებად მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად;

3. თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი;

4. შეჯიბრი წარმოადგენს გუნდურ პირველობას და ამიტომ სატურნირო სანაპირო ზოლი დაიყოფა 3 ზონად (შესაძლებელია მოხდეს დაყოფა ნახევარზონებად), ზონები კი სექტორებად. თითოეულ ზონაში მოხვდება ყოველი გუნდის თითო წევრი. სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა);

5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი ან მეტი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში;

6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია;

7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით;

8. თევზჭერის დროს დასაშვებია მხოლოდ სპორტული ინ–ლაინ მონტაჟი;

9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები. მაქსიმალური რაოდენობა 12 ლიტრი. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ საკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია.

10. დასაშვებია ნებისმიერი ცხოველური ან მარცვლეული სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. ნემსკავზე გასაკეთებლად აკრძალულია ცომისებური სატყუარები, თევზის ლიფსიტა, თევზის ნაწილები ან ქვირითი. თმიანი მონტაჟი აკრძალულია. აკრძალულია პოპაპ საშუალებები, მაგალითად პენოპლასტის ბურთულები.

11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები სიგრძით არანაკლებ 2 მეტრისა. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.

12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.

13. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს.

 

ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს მოახდინოს მონაწილეს დისკვალიფიკაცია ტურნირიდან და ბათილად სცნოს მისი მონაწილეობის შედეგი

 

ეროვნული ჩემოპიონატის პირველი ეტაპის ჩატარების განრიგი:

ტურნირი ჩატარდება 18 აპრილს, შაბათს

5:30 შეკრება თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე (აქ გამოცხადება თბილისელებისთვის სავალდებულოა!)
6:00 გასვლა ტბის მიმართულებით
7:15 – 8:00 კენჭისყრა
8:00 სექტორში შესვლა – ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას!!!
სექტორსი შესვლის ------ დროს მიმდინარეობს დასაკვების მომზადება, აღჭურვილობის გაშლა, ფსკერის გამოკვლევა სიმძიმით, მარკირება აკრძალულია, საკვებურის წყალში გადაგდება აკრძალულია და ისჯება დისკვალიფიკაციით, მსაჯის მოთხოვნის თანავე მეთევზე ვალდებულია წარმოადგინოს სათევზაო მონტაჟი შესამოწმებლად, ასაევე სიგნალამდე "დაკვების სტარტი" მსაჯთა ბრიგადა შეამოწმებს დასაკვების რაოდენობას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 12 ლიტრს. მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს დასაკვები სპეციალურ დანაყოფიან სათლში)
8:50 დაკვების სტარტი
9:00 შეჯიბრების სტარტი
16:00 შეჯიბრების ფინიში
16:00 – 17:00 აწონვა და შედეგების დათვლა (შედეგები დაითვლება ფიდერის საერთაშორისო წესების მიხედვით)
17:00 დაჯილდოვება

პ.ს. საშეჯიბრო თითო ტურის ხანგრძლივობა ფიდერის საერთაშორისო წესებით არ აღემატება 5 საათს. რეიტინგული ტურნირები ტარდება 2 ტურად. მაგრამ ვინაიდან ჩვენი ტურნირებიდან მხოლოდ საქართველოს თასი გახლავთ ორტურიანი, ერთურიან შეჯიბრბებზე საასპარეზო დრო გაზრდილი გვაქვს და შეადგენს 7 საათს.
შეჯიბრების განრიგი ასევე განთავსებული იქნება ამ თემის პირველ გვერდზე

 

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შემოიტანონ სარეგისტრაციო მოსაკრებელი 30 ლარი  TBC ბანკში შემდეგ ანგარიშზე:

 

საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია

 

საბანკო კოდი: TBCBGE22

ანგარიში: GE32TB7601436080100003

 

თანხის შეტანის ბოლო ვადა 14 აპრილი

 

აქვე შეგახსენებთ მეგობრებო, რომ ფედერაციის წევრებმა უკვე უნდა იზრუნოთ 2015 წლის საწევრო გადასახადზე (წლიური 50 ლარი), რათა მოესწროს ახალი წევრობის ბარათების დამზადება, რომლებიც დაგირიგდებათ შეჯიბრების შემდეგ.

 

ყველას გისურვებთ წარმატებას, დიდი შერკინება იწყებააა!!! 

 

მონაწილე გუნდები:

1. "Soft Sweeps" - თენგო ბინიაშვილი (Dentist) +, გია ჩიტაიშვილი (Gia Chit ) +, გიგა ბაინდურაშვილი (Giga-Bai) +;

2.  "profisher" – ანდრო სიარგი (Andro) +, ბესო კაკულია (Beso) +, დავით ბროძელი (Glaxuna) +  ;

3. "Smart Feeder" - მალხაზ მახარაშვილი (maxo06) +, გიგა გაბრიაძე (GigaG) +, ზურა ჩაქალოვი (zura-chakalovi) +;

4. "Murena "  - მიშა ხიზანიშვილი + ,გიგა ამაშუკელი + ,კახა ფანჩულიძე +

5. "მეკობრეები" - ლევან ნიაური + ,ლევან დვალი + , აკაკი წიტაიშვილი +

6. "FishFinders"  - არტურ ვართარეზოვი +,დიმიტრი ჯარიაშვილი + ,ლაშა დარჩიაშვილი +

7. "FeederMania"  - ირაკლი თალაკვაძე +,გიორგი ქუფარაშვილი + ,ლევან ბაქრაძე +

8. "Only Feeders" -მამუკა გეგეჭკორი +,ბადრი ხოსრუაშვილი + ,ვლადიმერ ზარკალიანი

9. "ქვივერი"- დავით ბერაია(kvipriane) + ,გოგიტა გიგაური +, ოთარი ქორიძე.(don04) +

10. "Gorillaz" - გიორგი ლაფაჩი +, ლექსო ავლოხაშვილი +, ნიკა ლომსაძე +

11. "ALLIGATORS" – იოსებ დალაქიშვილი (RANGER64) + ,დავით იაკობიძე + დავით დალაქიშვილი (DADA74) +

12."ფიდერის სპეცები"- დავით დევდარიანი +, ვანო მეხრიშვილი +, გიორგი კოხრეიძე

13. "Kings of fishing" - ბარსეგ ასატუროვი + , ზაზა ხორნაული +სერგო კურგინიანი (KURGENA)+

14. "Three Fishers" – ბაჩო ბერძენიშვილი + , გიორგი ხუტაშვილი, კოტე გრძელიძე +

15. "HOOKS" - ვასილი ბუთხუზი(vasilich) +, მიშა ყეინაშვილი (mishka)+ , ივანე მურადელი +

16. "GOODFELLAS"ბექა ბაშინურიძე +, მიხეილ ხიდირბეგიშვილი + ,დავით მარინაშვილი +

17.№17"ირაკლი ვარაზი + ,გოგა მარღანია +, კაკო რეხვიაშვილი +

18. "Fun Team"-  გერბერტ ვალაბუევი +,მაქსიმ ვალაბუევი +,ალექს გალაჩი +

19. "Feeder Fishers " -  გიორგი ბიძინაშვილი +, დავით ორდენიძე +, ნოდო ბერძენიშვილი +.

20. "Feederholics " გიორგი მაჭარაშვილი +ნიკოლოზ ნიჟარაძე +, კახა ელიზბარაშვილი +

 

პირადი :

1.  პავლე ზედგინიძე

2.  მიშა ფხაკაძე

3.  

4. 

5.

მიმაგრებული მინიატურები

  • a86ac2f125ec.jpg

  • Gia Chit 74, nika, ლიფსიტა -ს და 12 სხვებს მოგეწონათ ეს

#2 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 03 2015 - 00:20

Soft Sweeps 


  • ლიფსიტა likes this

#3 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 03 2015 - 00:23

SMART FEEDER


  • ლიფსიტა likes this

#4 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 03 2015 - 01:09

დაიწყოოოოოოოოო!!!!! 


  • ლიფსიტა likes this

#5 misha

misha

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1290 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 03 2015 - 01:35

გუნდი MURENA


  • giga65 and ლიფსიტა-ს მოეწონა ეს

#6 შოთა

შოთა

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 478 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 03 2015 - 08:09

მე როგორც მსაჯი თქვენთან ვარ
  • Gia Chit 74 and maxo06-ს მოეწონა ეს

#7 giga_bai

giga_bai

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 154 posts
  • ადგილმდებარეობა
    Tbilisi

პოსტი დაწერილია 25 03 2015 - 11:32

დადადადაააააააან !!!!!  :)



#8 David_D

David_D

    აქტიური წევრი

  • Ultimate_Fishing_Moderator
  • 1594 posts

პოსტი დაწერილია 25 03 2015 - 11:45

დავით დევდარიანი.    ჯერჯერობით პირადი ჩათვლა.  

თუ აღვადგინე კარგი შემადგენოლიბით "ფიდერის სპეცები"  მასინ გამოვალ გუნდის შემადგენლობაში. 

ნუ ან რომელიმე სტაბილურ გუნდს შევუერთდე, ვნახოთ. 

თანხას  30+50 ვრიცხავ. 


  • ლიფსიტა likes this

#9 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 03 2015 - 13:06

ბიჭებო ,ერთი თხოვნაა .

 

როცა  ჩავრიცხავთ ფედერაციის საწევროს -ბანკში მივუთითოთ  " ფედერაციის საწევრო"   .

 

ტურნირზე  - " ტურნირზე მონაწილეობისათვის"

 

 

შემოწირულობა ,საწევრო ,გადასახადი , სახელი და ასე შემდეგ გთხოვთ ნუ მიუთითებთ


  • maxo06 likes this

#10 artnightman

artnightman

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 537 posts

პოსტი დაწერილია 25 03 2015 - 14:37

FishFinders!


  • Gia Chit 74 and ლიფსიტა-ს მოეწონა ეს

#11 gio_kupara

gio_kupara

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 184 posts

პოსტი დაწერილია 25 03 2015 - 14:47

გამარჯობათ, პირველ რიგში გილოცავთ ყველას სეზონის დაწყებას, ყველას გისურვებთ შედეგიან სეზონს. 

 

გთხოვთ დაგვამატათ გუნდი "FeederMania" უცვლელი შემადგენლობით. 


  • ლიფსიტა likes this

#12 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1603 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 26 03 2015 - 00:00

bodishi rom ucxoenaze vwer mara am ertxel mapatiet mets agar vizam chagvweret gundi only feeders 

mamuka gegechkori

badri xosruashvili

vladimer zarkaliani


  • ლიფსიტა and BABUKA_17-ს მოეწონა ეს

#13 DARCHO

DARCHO

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 260 posts
  • ადგილმდებარეობა
    რუსთავი

პოსტი დაწერილია 26 03 2015 - 00:45

ქვივერები ალესეთ ფიდერმენებოოო  :ph34r:  :ph34r:  :ph34r:  :ph34r:  :ph34r:

 

 

 

 

აქვე მინდა ვთქვა რომ ჭორის დონეზე გავიგე რომ კუმისი მოკვდაო და სამდძიმარზე ხომ არ წავალთ?!  ნადარბაზევს Like 


  • Dentist, maxo06 და beso-ს მოეწონა ეს

#14 don04

don04

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1034 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 26 03 2015 - 09:17

როცა  ჩავრიცხავთ ფედერაციის საწევროს -ბანკში მივუთითოთ  " ფედერაციის საწევრო"   .

 

ფუუუ შემირცხვეს ცხვირი, სულ დამავიწყდა ამ თანხის შემოტანა.იმ კვირაში აუცილებლად დავრიცხვ  :)

 

მონაწილე გუნდები:

1"Soft Sweeps" - თენგო ბინიაშვილი (Dentist), გია ჩიტაიშვილი (Gia Chit ), გიგა ბაინდურაშვილი (Giga-Bai);

2."ProFisher" – ანდრო სიარგი (Andro), ბესო კაკულია (Beso), დავით ბროძელი (Glaxuna);

3. "Smart Feeder" - მალხაზ მახარაშვილი (maxo06), გიგა გაბრიაძე (GigaG), ზურა ჩაქალოვი (zura-chakalovi);

4. "Murena "  - მიშა ხიზანიშვილი ,გიგა ამაშუკელი ,კახა ფანჩულიძე

5. "მეკობრეები" - ირაკლი ვარაზი,გოგა მარღანია ,ლევან ნიაური

6. "FishFinders"  - არტურ ვართარეზოვი,დიმიტრი ჯარიაშვილი,ლაშა დარჩიაშვილი

7. "FeederMania"  - ირაკლი თალაკვაძე,გიორგი ქუფარაშვილი ,ლევან ბაქრაძე

8. "Only Feeders" -მამუკა გეგეჭკორი,ბადრი ხოსრუაშვილი ,ვლადიმერ ზარკალიანი 

9."ქვივერი"- დავით ბერაია(kvipriane) გოგიტა გიგაური, ოთარი ქორიძე.(don04)


  • ლიფსიტა likes this

#15 Irakli_Sportfishing

Irakli_Sportfishing

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 354 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 26 03 2015 - 12:50

ქვივერები ალესეთ ფიდერმენებოოო  :ph34r:  :ph34r:  :ph34r:  :ph34r:  :ph34r:

 

 

 

 

აქვე მინდა ვთქვა რომ ჭორის დონეზე გავიგე რომ კუმისი მოკვდაო და სამდძიმარზე ხომ არ წავალთ?!  ნადარბაზევს Like 

 

ლაშა, ეს ამბავი ყოველი წელი გვესმის :) კუმისზე სქელშუბლა იხოცება ხოლმე მასიურად რომელსაც არ ვიჭერთ. კარჩხანას, საზანს და ამურს ეს უბედურება არ ეხება........



#16 leva

leva

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 82 posts

პოსტი დაწერილია 26 03 2015 - 15:58

ავოეეეეე როდისსს მოვა ეხლა 18 აპრილი დამაწყდა ნერვები ბლინ ბლინსკი !!!!


  • Dentist and maxo06-ს მოეწონა ეს

#17 გიორგი ლაფაჩი

გიორგი ლაფაჩი

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 97 posts

პოსტი დაწერილია 26 03 2015 - 22:08

"Gorillaz" - გიორგი ლაფაჩი, ლექსო ავლოხაშვილი, ნიკა ლომსაძე


  • Dentist and ლიფსიტა-ს მოეწონა ეს

#18 avloxa

avloxa
  • Members
  • 6 posts

პოსტი დაწერილია 26 03 2015 - 22:21

"Gorillaz" B) 



#19 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 26 03 2015 - 23:14

პატივცემულებო, შიდა ქართლის, გორის  კლუბ "ალიგატორებიდან":

1. გუნდი "ALLIGATORS": იოსებ დალაქიშვილი (RANGER64) დავით იაკობიძე (ALIGATORI) დავით დალაქიშვილი (DADA74)

2. "Gorillaz" - გიორგი ლაფაჩი, ლექსო ავლოხაშვილი, ნიკა ლომსაძე

 

პ.ს. მესამე გუნდი უახლოეს დღეებში დასახელდება სავარაუდოდ "ALLIGATORS"-2 სახელს გადაირქმევს ან დაიტოვებს. ასევე შესაძლებელია მე-4 გუნდი შეიკრას, მაგრამ მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. რაც შეეხება გორილებს რეკომენდაციას ვუწევ ;)



#20 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 26 03 2015 - 23:43

იმდენს იზამთ გორელები, მალე გორის შიდა ჩემპიონატებს ჩაატარებთ) ეგრე გააგრძელე სოსო!







მიმაგრებული თეგები: ფიდერი, ჩემპიონატი