Jump to content


ფოტო

თბილისის ზღვა

თბილისის ზღვა საზანი კობრი

  • Please log in to reply
1621 პასუხი ამ თემაზე

#1 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 02 01 2014 - 00:57

თბილისის ზღვა

 
med_gallery_4_13_64432.jpg

თბილისის წყალსაცავი, „თბილისის ზღვა“, სამგორის წყალსაცავი, წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ივრის ზეგანზე, . თბილისის ჩრდილოაღმოსავლეთით. შეიქმნა მლაშე ტბებისავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ადგილას. ვრცელდება ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ექსპლუატაციაშია 1953 წლიდან. ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში განიერია, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენვიწრო. სიგრძე — 8,75 კმ, უდიდესი სიგანე 1,85 კმ. ფართობი 11,6 კმ2. წყლის მოცულობა 308 მლნ. ³. უდიდესი სიღრმე 45 . საშუალო სიღრმე 26,6 . წყალსაცავის დონე გაზაფხულზე მატულობს, ზაფხულსა და შემოდგომაზე, სარწყავად წყლის ინტენსიური გამოყენების გამო, კლებულობს 7-10 -ით.

წყლის ზედაპირული ფენის საშუალო ტემპერატურა ნაპირთან მერყეობს 3,7°C-იდან (იანვარი-თებერვალი) 21,6°C-მდე (აგვისტო), მაქსიმალური ტემპერატურა 26,2°C. წყალსაცავზე უმეტეს შემთხვევაში ჰომოთერმიაა დამყარებული. ზოგჯერ ზამთრობით, წყნარ ამინდში სუსტად გამოსახული შებრუნებული ტემპერატურული სტრაფიკაცია, ხოლო ზაფხულობითკარგად გამოსახული პირდაპირი სტრატიფიკაცია.

ყინულსაფარი წყალსაცავზე არ ჩნდება, ცივ ზამთარში წარმოიქმნება ყინულნაპირისი და თოში. ხშირი ქარის გამო იცის ღელვა. წყლის მინერალიზაცია 300-500 მგ/ შეადგენს. თბილისის წყალსაცავი ოლიგოტროფული წყალსატევია. საზრდოობს მდინარე ივრის წყლით, რომელიც მასში სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხით ჩადის. თბილისის წყალსაცავის წყალს იყენებენ სარწყავად, თბილისის წყალმომარაგებისათვის, თევზის სარეწად, წყლის სპორტისათვის. წყალსაცავიდან წყალი გადის სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალური არხითა და ღრმაღელის მაგისტრალური არხით.

თბილისის ზღვაზე განვითარებულია სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა. თევზებიდან გავრცელებულია კობრი, კარჩხანა, ნაფოტა, ლოქო, შამაია, კალმახი.

 
 
თბილისის ზღვასთან დაკავშირებული მნიშნელოვანი პოსტები:
 


#2 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 14 02 2014 - 00:52

რა ადგილებში შეიძლება კობრზე თევზაობა თბილისის ზღვაზე , დაწერეთ ვისაც რაიმე გამოცდილება გაქვთ ამ ზღვაზე თევზაობის 



#3 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 14 02 2014 - 01:16

uchinski

თბილისის ზღვაზე თევზაობა ძალიან სპეციფიურია,შეიძლება 3 დღეღამე გაათენო და ერთი ჩარტყმაც არ გქონდეს,მაგრამ შეიძლება ერთ ღამეში დაიჭირო რამოდენიმე დიდი ზომის საზანი(ეს უფრო ძალიან იშვიათად,მაგრამ მ ომხდარა),არის რამოდენიმე გამოცდილი მოთევზავე,რომელის გამიზნულად დიდ თევზზე თევზაობს ზღვაზე,მათი რჩევები ასეთია დაახლოებით--უნდა იყოს ქარიანი და მზიანი ამინდი,თევზაობენ პატარა და დიდი ზღვის შესართავთან,ყველაზე გამართლებულ სატყუარად მიიჩნევა---ბუღლუჯი,ჭიაყელის ბუკეტი,კალია,იშვიათად სიმინდი--საზანზე,   ჭიაყელის ბუკეტი,მცირე ზომის ბაყაყი,ღვიძლის ნაჭერი---ლოქოზე.უფრო ხშირად მოდის ღამით და გამთენიისას,თუმცა საღამოს პირასაც დაუჭერიათ დიდი თევზი.


  • nika and ვარაზი-ს მოეწონა ეს

#4 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 14 02 2014 - 13:39

ქარზე მეც გამიგია ისიც ვიცი რომ თბილისის ზღვა მართლაც რომ სპეციფიურია მაგრამ ცდას რაღა უდგას წინ :) მითუმეტეს რომ ვარკეთილელი ვარ:) მაგრამ რატომგაც არასოდეს გამჩენია სურვილი მანდ თევზაობის ამ დრომდე



#5 obexe3

obexe3

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 70 posts

პოსტი დაწერილია 15 02 2014 - 17:34

ძალიამ მძიმე ხასიათის წყალსაცავია. თუ ხასიათზე არ არის გინდა იცეკვე :)  დიდ თევზზე არა, მაგრა მქონდა შემთხვევა, ზაფხულში, იდეალურ ამინდში დილის 7-დან დღის 12 საათამდე ერთ კონკრეტულ ადგილას დავიჭირე 27 ცალი კარგი ზომის კარჩხანები და ვობლები (კასპიური ნაფოტა ;)) (ჩაასწორეთ აღარ მახსოვს სახელი  :wub: ). მეორე დღეს იგივე დროს , იგივე ადგილზე, ზუსტად ისივე ამინდში ვერ დავიჭირე კი არა , ჩარტყმაც კი არ მქონია.  ოჩოპინტრე გამიწყრა ალბათ  :D  :D



#6 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 24 02 2014 - 19:33

ვნახავ ვნახავ აბა რა იქნება :D



#7 გლახუნა

გლახუნა

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 216 posts
  • ადგილმდებარეობა
    TBILISI

პოსტი დაწერილია 24 02 2014 - 19:57

მოგესალმებით მეგობრებო, თბილისის ზღვა მართლაც რომ თავისებური და იდუმალი წყალსაცავია თევზის ჭერის მხრივ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ახსნა, ამ მხრივ ყველაზე დიდი პრაქტიკული გამოცდილება ბატონ სოსოს გააჩნია, იმედია არ დაგვზარდება და ორიოდე სიტყვით შეგვეწევა ამ წყალსატევის თავისებურებების გარკვევაში.



#8 sos049

sos049

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 79 posts

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 00:51

დღეს ვიყავი პატარა ზღვაზე 3 ჯოხით და ერთი ცალი, მტკაველიანი ნაფოტა ძლივს დავიჭირე(გავუშვი უკან...)

ამ ზამთარს, რამოდენიმეჯერ ავედით მე და ნადირა,მაგრამ ვერაფერი :( .ეს, პირველია წელს... :)

საერთოდ,მარტიდან დავდივართ ნაფოტა შამაიაზე.უფრო მოგვიანებით კარჩხანაც იჭირება.

დიდი თევზი–აპრილის ბოლო რიცხვებიდან :D

 

d90943edcd1a.jpg


  • Dentist, Gia Chit 74 და salamandra-ს მოეწონა ეს

#9 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 09:34

vw რა უყავით სოსო ბატონო? ოხ ერთი მაგ ნაფოტის გასაღები მომაძებნინა, მეტი არ მინდა :)



#10 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 09:48

მშვიდობაში ახალი მანქანა ბატონო სოსო ,მაგარია .ნაფოტა და კარჩხანაც მშვენიერი ,და დიდი თქვენებური ღლავები ხომ საერთოდ  მაგარი :) .ერთი მაგ ტბას ვერ მოვარგე მართლა რომ გასაღები ,სულ პანღურით მისტუმრებს უკან :)



#11 გლახუნა

გლახუნა

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 216 posts
  • ადგილმდებარეობა
    TBILISI

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 12:04

მე ვთვლი რომ ეს ძალიან აქტუალურია ჩვენთვის, თუ მოვინდომებთ და ერთობლივი ძალებით შევუტევთ დარწმუნებული ვარ მაგ გასაღებსაც მოვუძებნით, მე მგონი ფიდერის ტურნირებისთვის მაგაზე კარგ ადგილს ვერც ვინატრებთ.



#12 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 13:07

ვა რა მაგარი მანქანაა სოსო! :) დელიკა შეუცვლელია შენნაირი კაცისთვის :) ამასწინათ მეც რამის ვცდუნდი და ვიყიდე დელიკა, მაგრამ რო წარმოვიდგინე ამხელა მანქანით ჩემს სამსახურთან ყოველდღიური პარკინგი, საკუთარ თავთან დიდი ბრძოლის შემდეგ უარი ვთქვი. სულ კაი ამბებში და მაგარ თევზაობებში გაგეცვითოს :)

სოსოს პოსტმა მეგობრებო ერთი იდეა შთამაგონა – ჩვენ ოფიციალურ შეკრებამდე (30 მარტამდე) ხომ არ მოვაწყოთ ერთი საერთო ფიდერული გასვლა ნაფოტაზე თბილის ზღვაზე? დავარქვათ ამას სადაზვერვო ოპერაცია. სოსოც დაგვხვდება ალბათ და მასტერკლასს ჩაგვიტარებს ამ თევზის ჭერაში.



#13 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 13:15

კარგი იდეაა ,და ცოტა ძვლებსაც გავშლით :)



#14 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 14:32

მშვენიერი იდეაა.  :)  ;)



#15 bombora

bombora

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 13 posts

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 14:47

ავიდეთ და ვასწავლოთ ჭკუა ნაფოტას :)



#16 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 20:31

დღეს ვიყავი პატარა ზღვაზე 3 ჯოხით და ერთი ცალი, მტკაველიანი ნაფოტა ძლივს დავიჭირე(გავუშვი უკან...)

ამ ზამთარს, რამოდენიმეჯერ ავედით მე და ნადირა,მაგრამ ვერაფერი :( .ეს, პირველია წელს... :)

საერთოდ,მარტიდან დავდივართ ნაფოტა შამაიაზე.უფრო მოგვიანებით კარჩხანაც იჭირება.

დიდი თევზი–აპრილის ბოლო რიცხვებიდან 

საზანზე თევზაობა როგორ ამინდში სჯობს?



#17 sos049

sos049

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 79 posts

პოსტი დაწერილია 25 02 2014 - 21:11

vw რა უყავით სოსო ბატონო? ოხ ერთი მაგ ნაფოტის გასაღები მომაძებნინა, მეტი არ მინდა :)

ჯანზეა ბებერი vw გიგა ;)

 რამის ვცდუნდი და ვიყიდე დელიკა, მაგრამ რო წარმოვიდგინე ამხელა მანქანით ჩემს სამსახურთან ყოველდღიური პარკინგი, საკუთარ თავთან დიდი ბრძოლის შემდეგ უარი ვთქვი

 

თენგო ზურგს უკან თუ დიდი სალონი ჩანს,არ იფიქრო,რომ "ამხელა მანქანაა" :)

უბრალოდ უფრო წინ ზის მძღოლი... :D 

 

საზანზე თევზაობა როგორ ამინდში სჯობს?

მე,ჩრდილო დასავლეთის,ანუ როგორც ეძახიან "ყაზბეგის ქარზე" ვთევზაობ ხოლმე.

რა ვიცი,წყნარშიც დამიჭერია რამოდენიმე,მაგრამ ქარში უკეთესად იჭირება ასე მგონია... :)


  • beso likes this

#18 BABUKA_17

BABUKA_17

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 614 posts

პოსტი დაწერილია 26 02 2014 - 01:24

მშვენიერი აზრია.სიამოვნებით შემოგიერტდებით თქვენს გვერდით მიგულეთ დღე თუ ღამე სულერთია



#19 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 26 02 2014 - 11:19

მეგობრებო, ამინდს ჩავხედე და მგონი 1 მარტი საუკეთესო დღეა თბილისის ზღვაზე ერთობლივი გასვლისათვის, თან შაბათია :) 

ყოველშემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ გასვლას "დასაზვერად", თუ ვინმე შემოგვიერთდებით ან თუ ამ დღეს აირჩევთ ყველანი ძალიან გაგვეხარდება :)

ჩვენ : - ორი ფიდერი და ერთიც ტივტივა - ბოლონეზი, დასაკვებები მაქვს საკმაოზე მეტი რაოდენობა, კოღოს მატლს (მოტილი) რაც შეეხება არ გვაქვს, იქნებ ამ კუთხით დაგვეხმაროთ, მხოლოდ დიღმის ბაზარშია რამდენადაც ვიცი და ერთ კაცს აქვს მარტო. 



#20 sos049

sos049

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 79 posts

პოსტი დაწერილია 26 02 2014 - 12:17

მეგობრებო, ამინდს ჩავხედე და მგონი 1 მარტი საუკეთესო დღეა თბილისის ზღვაზე ერთობლივი გასვლისათვის, თან შაბათია :)

ყოველშემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ გასვლას "დასაზვერად", თუ ვინმე შემოგვიერთდებით ან თუ ამ დღეს აირჩევთ ყველანი ძალიან გაგვეხარდება :)

ჩვენ : - ორი ფიდერი და ერთიც ტივტივა - ბოლონეზი, დასაკვებები მაქვს საკმაოზე მეტი რაოდენობა, კოღოს მატლს (მოტილი) რაც შეეხება არ გვაქვს, იქნებ ამ კუთხით დაგვეხმაროთ, მხოლოდ დიღმის ბაზარშია რამდენადაც ვიცი და ერთ კაცს აქვს მარტო. 

დავით ბ–ნო! ჯობია ცოტა გადავწიოთ თარიღი,რომ კარგად ამოძრავდეს თევზი.

ცოდოები ვიქნებით 1–2ცალის იმედზე. :)

მე,პერიოდულად ავალ ხოლმე,მოვსინჯავ და აუცილებლად გაგაგებინებთ თუ რა მდგომარეობაა ზღვაზე ;)


  • Gia Chit 74 likes this





მიმაგრებული თეგები: თბილისის ზღვა, საზანი, კობრი