Jump to content


Photo

გუწუ (Tinca Tinca)


  • Please log in to reply
14 replies to this topic

#1 salamandra

salamandra

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 743 posts
  • ადგილმდებარეობა
    რუსეთი

Posted 03 03 2016 - 16:47

გუწუ (Tinca Tinca)

 

 

გუწუ ანუ ლოქორია  (Tinca Tinca)  კობრისებრთა ოჯახის თევზია.გუწუს მაღალი , სქელი, ლორწოს სქელი ფენით და წვრილი ქერცლით დაფარული სხეული აქვს,მუქი მწვანე ზურგი და ზეთისხილისფერი გვერდები  რომელთაც ოქროს ელფერი დაჰკრავს, პირის კუთხეებში — თითო პატარა ულვაში. გუწუ ევრაზიის მდგარ და ნელა მდინარე მკნარ წყალსატევებში ბინადრობს. საქართველოში ძირითადად შავი ზღვის აუზის მტკნარ წყლებში გვხვდება.ზრდის ტემპით ჩამოუვარდება კობრს მაგრამ კარჩხანაზე გაცილებით მალე იზრდება .მისი წონა შეიძლება 7 კოლოს აღწევდეს.დიდი ბრიტანეთის რეკორდული გუწუ 2001 წლის ივნისში იქნა დაჭერილი და 6,91 kg. შეადგენდა

ბოლო ხანს ამ თევზს დიდი ყურადღება ექცევა ევროპაში არა მარტო როგორც სპორტული თევზჭერის საინტერესო ობიექტს ასევე როგორც მშვენიერი გასტრონომიული მონაცემების მქონე თევზსაც .იქტიოლოგების მიერ 20 წლიანი სისტემატიური სელექციური მუშაობის შედეგად კომერციული წყალსატევებისათვის  გამოყვანილ იქნა სწრაფად მზარდი გუწუ რომელსაც კვოლსდორფის გუწუ დაარქვეს .მას შეუძლია ორი წლის ასაკში  170 გრ.წონას მიაღწიოს 

 

4f393f396d07.jpg


  • Gia Chit 74, RANGER64, MDavid and 2 others like this

#2 Bioturbo

Bioturbo

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 220 posts

Posted 03 03 2016 - 19:29

ბოლოს ვინ დაიჭირა ჩვენთან ეს თევზი??? არსებობს კიდევ?



#3 salamandra

salamandra

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 743 posts
  • ადგილმდებარეობა
    რუსეთი

Posted 03 03 2016 - 20:02

ბოლოს ვინ დაიჭირა ჩვენთან ეს თევზი??? არსებობს კიდევ?

დასავლეთში ბლომადაა ახლაც.აღმოსავლეთ საქართველოში არც არასდროს ყოფილა.ისე კი აუცილებლად უნდა იქნას ეს თევზი აღმოსავლეთის ტბებში გაშვებული.ძალიან ბევრი დადებითი აქვს როგორც სპორტული ჭერის ობიექტს ასევე  გასტრონომიული თვალსაზრისითაც


  • Bioturbo likes this

#4 maxo

maxo

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 156 posts
  • ადგილმდებარეობა
    qutaisi

Posted 03 03 2016 - 22:28

ვეთანხმები სალამანდრას ნამდვლად არსებობს, არის განსაკუთრებით სამეგრელო- და გურიის მხარეში შლამიან ტბებში სადაც ბალახი და ხავსი არის  ველურ წყალსაცავებზე მე მინახავს ტივტივით იჭერდნენ..ორმა დაიჭირა ადგილობრივები იყვნენ.  გურიაში  მე ფიდერით მაგრამ   ვერაფელი ჩემი გამოუცდელობის ამბავია ძან მაინტერესებდა რაზე დაიჭირეს ვაპირებდი მისვლას, ერთმანეთს ყურში ეუბნებოდნენ- როდაინახა წავედი და დავანებე თავი წელს მომზადებული წავალ .. ბრაკონიერები არაკლებენ ხელს  მაგრამ სირღმის გამო ბოლომდე ვერ ანადგურებენ  სხვათა შორის ქარიყლაპია ბევრია კარგი სასპინინგე ადგილებია ფოტოებსაც დავდებ მალე 



#5 Bioturbo

Bioturbo

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 220 posts

Posted 05 03 2016 - 14:00

ძააალიან ბევრ ტივტივის ვიდეოებში მაქვს ნანახი და ტივტივისტებისთვის ძალიან საინტერესო სანადირო ობიექტათ ითვლება...



#6 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3,286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

Posted 05 03 2016 - 14:27

a5c9616e851e.jpg

 

ეს თევზი,ბადე და ნავი გუშინ ჩამოართვეს ყულევში ბრაკებს,ხოდა აგერ გუწუც რამხელებია :)

 

https://www.facebook...?type=3


  • Dentist, salamandra, ვანო მეხრიშვილი and 5 others like this

#7 maxo

maxo

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 156 posts
  • ადგილმდებარეობა
    qutaisi

Posted 05 03 2016 - 22:33

ძააალიან ბევრ ტივტივის ვიდეოებში მაქვს ნანახი და ტივტივისტებისთვის ძალიან საინტერესო სანადირო ობიექტათ ითვლე

bioturbo ჯიგარო ფიდერმენებიც კარგათ იჭერენ გუწუს  მაგრამ გამოცდილება ჭირდება.


  • Bioturbo likes this

#8 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2,126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

Posted 05 03 2016 - 23:35

ძალიან კარგი ფილმია და კარგად ხსნის ეს მეთევზე ყველაფერს ,მე ბევრი რამე გავიგე გუწუზე .


  • Dentist, maxo06, salamandra and 6 others like this

#9 ლიფსიტა

ლიფსიტა

    აქტიური წევრი

  • Spinning_Moderator
  • 624 posts

Posted 06 03 2016 - 13:51

თებგომ გამოთქვა ინტერესი ფბ-ზე ამ თევზთან დაკავშირებით.ვიცი რამოდენიმე კარგი ადგილი მისი ბინადრობის,აი დაჭერა არ ვიცი მაგის.ბავშვობას ტივტივაზე მყავს ნაჭერი.თუ გადაწყვიტავთ,ადგილზე მე მიგიყვანთ,შემდეგ დაჭერა თქვენზეა.

960b44ced32d.jpg
 
49b90df9f9b2.jpg
 
4712700b92b8.jpg

  • Gia Chit 74, salamandra, RANGER64 and 2 others like this

#10 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2,126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

Posted 06 03 2016 - 15:38

ჩავატაროთ ერთი გასვლა ზაზა მაგ საქმისთვის .ოპერაცია "გუწუ" .ნადარბაზევს არ აწყენს გუწუს კომპანია;)


  • salamandra, ლიფსიტა and ვარაზი like this

#11 salamandra

salamandra

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 743 posts
  • ადგილმდებარეობა
    რუსეთი

Posted 06 03 2016 - 15:45

ბოლო ხანს გუწუს დიდი ყურადღება ექცევა ევროპაში არა მარტო როგორც სპორტული თევზჭერის საინტერესო ობიექტს ასევე როგორც მშვენიერი გასტრონომიული მონაცემების მქონე თევზსაც .იქტიოლოგების მიერ 20 წლიანი სისტემატიური სელექციური მუშაობის შედეგად კომერციული წყალსატევებისათვის  გამოყვანილ იქნა სწრაფად მზარდი გუწუ რომელსაც კვოლსდორფის გუწუ დაარქვეს .მას შეუძლია ორი წლის ასაკში  170 გრ.წონას მიაღწიოს 


  • ლიფსიტა likes this

#12 salamandra

salamandra

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 743 posts
  • ადგილმდებარეობა
    რუსეთი

Posted 06 03 2016 - 15:54

ჩავატაროთ ერთი გასვლა ზაზა მაგ საქმისთვის .ოპერაცია "გუწუ" .ნადარბაზევს არ აწყენს გუწუს კომპანია ;)

მერე ნადარბაზევის ნამატი აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელდეს...


  • Gia Chit 74 and RANGER64 like this

#13 maxo

maxo

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 156 posts
  • ადგილმდებარეობა
    qutaisi

Posted 09 03 2016 - 22:15

ლიფსიტა გაიხარე კერძო ტბები თუ იცი დასავლეთში სადც გუწუ ყავთ გაშვებული უნდა ჩაუჯდე ერთი კარგათ ჩემი აზრით ველურ წყალსაცავებზე იმიტო არის იშვიათათ იჭირება. რაც მინახავს ჩვენთან დაჭერილი გუწუ. ორი სამკილოიანები ვიცი ბევრზე ანკესები გაუტეხიათ



#14 mishka

mishka

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 101 posts

Posted 14 03 2016 - 21:45


  • Gia Chit 74 likes this

#15 mishka

mishka

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 101 posts

Posted 14 03 2016 - 21:47

:)