Jump to content


ფოტო

ბაზალეთის ტბა

ბაზალეთის ტბა

  • Please log in to reply
29 პასუხი ამ თემაზე

#1 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 15 01 2014 - 22:16

ბაზალეთის ტბა

1

ბაზალეთის ტბატბა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ დუშეთის სამხრეთით 5 კმ-ზე. ზღვის დონიდან 879 . ზედაპირის ფართობი 1,22 კმ², მაქსიმალური სიღრმე 7 , წყლის მოცულობა დაახლოებით 4 მლნ. ³. ტბის ქვაბული წარმოიშვა ბაზალეთის ვაკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის მულდისებრი გაღუნვის შედეგად.

საზრდოობს ატმოსფერული ნალექებითა და დროებითი ნაკადებით. მაქსიმალური დონე - ივნისში, მინიმალური - ოქტომბერში. იანვარსა და თებერვალში ტბა დაფარულია ყინულით, რომლის სისქე ზამთარში 0,5 -მდე აღწევს. ივლისში წყლის ტემპერატურა 25 °C-მდეა. წყალი მომწვანო-მურა ფერისაა. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში იზრდება ლელქაში და სხვა წყლის მცენარეულობა; 5-6 სიღრმემდე დუმფარა. ბევრია პლანქტონი. ტბაში ბინადრობს ქაშაპი და ნაფოტა, მოშენებულია ხრამული, წვერა და კობრი. ტბა სპორტული და სამომხმარებლო თევზჭერის ობიექტია. ტბის ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიდან გაყვანილია მცირე სარწყავი არხი.

 



#2 obexe3

obexe3

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 70 posts

პოსტი დაწერილია 20 03 2014 - 11:05

ნიკა ბატონო შენ ხარ ამ ტბის სპეციალისტი და როდის ღირს აქ წასვლა და თუ ღირს საერთოდ? :)



#3 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 20 03 2014 - 11:42

ნიკა ბატონო შენ ხარ ამ ტბის სპეციალისტი და როდის ღირს აქ წასვლა და თუ ღირს საერთოდ? :)

იმედა აპრილიდან შეიძლება, ამინდებს გააჩნია, შარშან გაზაფხულზე კარგად დავიჭერე კარჩხანა, შემდეგ რამოდენიმე უშედეგო გასვლა მქონდა კარპზე/საზანზე, საქმე იმაშია რომ ძალიან არის შემცირებული ამ ტბაშიც თევზის რაოდენობა, არადა მართლაც მაგარი ტბა იყო, თევზიც ჩინებული ყავდა.

წელსაც ვესტუმრები აუცილებლად ფიდერით, იმედია კარჩხანას დავიჭერ, საზნის/ამურის იმედი სიმართლე გითხრა ნაკლებად მაქვს



#4 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 20 03 2014 - 18:36

nika

შარშან მე და გია მარტის ბოლოს ვიყავით,პატარა ვიმბას გარდა არაფერი მოსულა,კარჩხანა საერთოდ არ გაკარებია,არმისული პლაჟთან ვიდექით.მერე გვითხრეს მოპირდაპირე მხარეს ლელქაშებისკენ უნდა წასულიყავითო,ანუ როგორც ყველგან მანდაც ადგილის ცოდნა უნდა ეტყობა :)



#5 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 20 03 2014 - 18:56

მახო ადგილებს ნამდვილად უნდა ცოდნა, პლაჟის მხარეს უფრო ქვიანი ნაპირია და მანდ ვიმბა მოდის უფრო, თუმცა შეჭრილი ყურე რომ არის, დიდი მილები სადაც არის წყალში მოქცეული, აი მანდ მარჯვენა მხარეს მშვენიერი საკარჩხანე ადგილებია, ტივტივით და ფიდერით შეიძლება გართობა

 

საერთოდ მანდ კარჩხანა ძალიან ბევრი იყო, მაგრამ შარშან ერთი ლტოლვილი გავიცანი თევზაობისას და ასეთი რამ მითხრა, რომ ძალიან დაიკლო კარჩხანის რაოდენობამო, როგორც ჩანს დენით მუშაობენ მანდაც. იმ თევზაობისას კარპფიშერების კლუბიდანაც იყვნენ ბიჭები ერთი 15 ანკესით მაინც ვთევზაობდით კობრზე, ნავითაც დავკორმეთ ერთი დიდი ყურე, მაგრამ ვერაფერი დავიჭირეთ, ჩარტყმაც კი არ ყოფილა, არადა ბაზალეთის ტბა კლასიკური კარპ ფიშინგის ტბაა.



#6 maxo06

maxo06

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 3286 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 20 03 2014 - 20:02

გუგლიდან ისე ჩანს რომ იქეთა ნაპირზე მხოლოდ 130 მეტრიანი მონაკვეთია სათევზაოდ,დანარჩენი სულ კამიშები ჩანს,გუგლი გვატყუებს თუ მართლა ეგრეა?? მოკლედ მე მაინც ავალ სეზონზე :)



#7 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 20 03 2014 - 20:24

ბაზალეთიდან თანამშრომელი მყავს ,ტბასთან ახლოს სოფელში ცხოვრობს და იქედან დადის სამსახურშისი  .მოკლედ ,მამამისი და თავად ეს ბიჭი თევზაობენ ,მაგრამ მაგათი თევზაობა შედგება დიდი ბადის გაშლით და მეორე დღეს ნადავლის ამოყვანით (თუ გაება რასაკვირველია) . ასე თევზაობს მანდ უმეტესობა ,გათვლა აქვთ სქელშუბლაზე და კობრზე  და ალბათ კარცხანაზეც არ იძახიან უარს .



#8 obexe3

obexe3

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 70 posts

პოსტი დაწერილია 20 03 2014 - 20:39

აშკარად "ვანა" უნდა გავავსო რააა

 

რამდენჯერაც თევზაობა მოგინდება კაცს წალკაში ხო არ წახვალ, ახლო ხომ უნდა იყოს რაიმე ნორმალური


  • maxo06 likes this

#9 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 21 03 2014 - 13:46

რამე ტბა ვიყიდოთ კაცო, რა გახდა ??  :)



#10 GigaG

GigaG

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 3261 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 21 03 2014 - 14:22

რამე ტბა ვიყიდოთ კაცო, რა გახდა ??  :)

ფული გააქვს? ფული გააქვს? ფული გააქვს? :D



#11 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 21 03 2014 - 15:55

ფული გააქვს ? ფული გააქვს ? ფული გააქვს ?  :D

ჰე, ჰეეე  :D   გიგა,  თუ ფული გვაქვს ჩვენია ტბა, თუ არა და სხვისიააააა ??????   :D  (ეს ხუმრობით რათქმაუნდა)

ხოლო სერიოზულად თუ მივუდგებით ასეა : ალაზანზე უმრავლესობა კერძო ტბებია, ანუ სარფიანი საქმეა ტბა და თევზი, თუკი იქნება ბიზნეს გეგმა, რომლის მიხედვითაც სპონსორი თანხას არათუ დაკარგავს , არამედ მოგებაზეც კი გავა, რატომაც არა მაქვს ?! ;) მე თუ არა, აგერ მეგობარს აქვს, იმის მეგობარს და ასე (ივო, ივო, ივო ატეც ვაევალ-ო, ხომ გაგიგია ? ;) ) სარფიანი საქმისათვის სპონსორის პოვნა ძნელი საქმე სულაც არ არის, მითუმეტეს რომ თენგომ იცის რა თევზი უნდა იყოს ტბაში, ბოლო-ბოლო ამ საქმის სპეციალისტები არსებობენ და მათი კონსულტაციით მშვენიერი სარეწაო-სათევზაო ტბა შეიძლება გამოგვივიდეს, თანაც ისეთი, რომელზედაც შემდგომ მსოფლიო დონის ტურნირების მოწყობაც შესაძლებელი იქნება. ამას ენთუზიასტი ადამიანების დაინტერესება, სირბილი, ყველაფრის გაგება, ინფორმაციის მოპოვება, მოკლედ დიდი ძალისხმევა ჭირდება. მაგრამ თუ კაცი მოინდომებს, უფლისგან შემოქმედების და შეუპოვრობის ნიჭი გვაქვს ნაბოძები ქართველებს და წინ რაღა დაგვიდგება ? (мужество залог победы, когда войн отважен !). ამდენი ხალხი ვართ გაერთიანებული, ჩამოვირიგოთ და გავინაწილოთ გასაგეთებელი საქმეები რაც არის, ნელ-ნელა მივყვეთ და არ ვამბობ 1 თვეში-მეთქი, მაგრამ 2 წელში ხომ გვექნება უკვე რაღაც ???? ვიაროთ მერე აზერებში, ჩამოვიყვანოთ კარგი ჯიშის თევზები, ვამრავლოთ, ვრეწოთ, ვითევზაოთ და თან ისე, რომ ბიზნესიც წინ წავიდეს და ჩვენი ჰობიც მოვიკლათ :)  


  • maxo06 likes this

#12 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 21 03 2014 - 16:24

ჰე, ჰეეე  :D   გიგა,  თუ ფული გვაქვს ჩვენია ტბა, თუ არა და სხვისიააააა ??????   :D  (ეს ხუმრობით რათქმაუნდა)

ხოლო სერიოზულად თუ მივუდგებით ასეა : ალაზანზე უმრავლესობა კერძო ტბებია, ანუ სარფიანი საქმეა ტბა და თევზი, თუკი იქნება ბიზნეს გეგმა, რომლის მიხედვითაც სპონსორი თანხას არათუ დაკარგავს , არამედ მოგებაზეც კი გავა, რატომაც არა მაქვს ?! ;) მე თუ არა, აგერ მეგობარს აქვს, იმის მეგობარს და ასე (ივო, ივო, ივო ატეც ვაევალ-ო, ხომ გაგიგია ? ;) ) სარფიანი საქმისათვის სპონსორის პოვნა ძნელი საქმე სულაც არ არის, მითუმეტეს რომ თენგომ იცის რა თევზი უნდა იყოს ტბაში, ბოლო-ბოლო ამ საქმის სპეციალისტები არსებობენ და მათი კონსულტაციით მშვენიერი სარეწაო-სათევზაო ტბა შეიძლება გამოგვივიდეს, თანაც ისეთი, რომელზედაც შემდგომ მსოფლიო დონის ტურნირების მოწყობაც შესაძლებელი იქნება. ამას ენთუზიასტი ადამიანების დაინტერესება, სირბილი, ყველაფრის გაგება, ინფორმაციის მოპოვება, მოკლედ დიდი ძალისხმევა ჭირდება. მაგრამ თუ კაცი მოინდომებს, უფლისგან შემოქმედების და შეუპოვრობის ნიჭი გვაქვს ნაბოძები ქართველებს და წინ რაღა დაგვიდგება ? (мужество залог победы, когда войн отважен !). ამდენი ხალხი ვართ გაერთიანებული, ჩამოვირიგოთ და გავინაწილოთ გასაგეთებელი საქმეები რაც არის, ნელ-ნელა მივყვეთ და არ ვამბობ 1 თვეში-მეთქი, მაგრამ 2 წელში ხომ გვექნება უკვე რაღაც ???? ვიაროთ მერე აზერებში, ჩამოვიყვანოთ კარგი ჯიშის თევზები, ვამრავლოთ, ვრეწოთ, ვითევზაოთ და თან ისე, რომ ბიზნესიც წინ წავიდეს და ჩვენი ჰობიც მოვიკლათ :)

მე მაქვს დათვლილი მსგავსი საინვესტიციო პროექტი, მოკლე დასკვნა ასეთია: თუ ტბას სარეწაო ფუნქცია არ ექნება, ანუ ყოველწლიურად არ გაყიდი თევზს, თან საკმაო რაოდენობის, მაშინ ჩადებული თანხის უკან ამოღებას ძააააალიან დიდი ხანი უნდა, შეიძლება ვერც ამოიღო :D ამის პარალელურად მიწა გინდა კიდევ რომ მოიყვანო სასოფლო სამეურნეო პროდუქცია, მაგალითად, ხახვი, კარტოფილი, ბადრიჯანი და სხვა ბოსტნეული, რომ მათი რეალიზაციით გარვეული სარგებელიც მიიღო. მოკლედ მხოლოდ სპორტული მიზნებისთვის ტბის გაკეთება კომერციულად არამომგებიანი პროექტია. რაც შეეხება სოფლის მეურნებაში ფულის ინვესტირებას ახლა ყველაზე კარგი დროა, + მიწა ძალიან იაფია და სწორედ ეხლა მიწაა საყიდელი მე თუ მკითხავს კაცი :D



#13 Gia Chit 74

Gia Chit 74

    აქტიური წევრი

  • Super_Moderator
  • 2126 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 21 03 2014 - 17:00

:) სადაა მასეთი  მიწა ,სადაც გვერძე  კარგი მთის მდინარე მორაკრაკებს (რომელიც შემდგომში არ გაიყინება ) ,სადაც კარგი ბუნებაა ,სადაც ტბის მოწყობა -გაკეთება არც თუ ისე დიდი ფინანსური დანახარჯებით იქნება შესაძლებელი ,სადაც მერე დაგუბებულ ტბაში მოიყრის თავს  ბუნებრივი თევზის საკვებიც .+ გვერძე სასოფლო სამეურნეო მიწაც იქნება ისეთი,რომელიც უხვ მოსავალს მოგვცემს :) ? მასეთი თუ არის  კუკური ბიძიას იქნება ,ან თუ ყიდის კუკური ბიძია ბევრო ნოლები ახლავს წინა რამოდენიმე ციფრს .მაგრამ მაინც უნდა მოვაბათ რამეს თავი ,თორემ უკომპასო გემივით ვივლით ყოველთვის ;)



#14 kvipriane

kvipriane

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1615 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი, სიღნაღი.

პოსტი დაწერილია 21 03 2014 - 17:32

ნიკა რომ ამბობს მასეთი ადგილი აუცილებლად იქნება საქართველოში, კარგად უნდა "მოჩხრეკვა", ... მოკლედ, შეკრებაზე დავსვათ ეს საკითხიც, ვიმსჯელოთ, ყველა თავისას იტყვის და პროდუქტიულ აზრამდეც მივალთ. აბა ბრაკონიერებს ჩვენ ვერ მოვერევით, და გაგვინადგურდებება თევზიც, თევზაობას ვიდეოში დავუწყებთ ყურებას და ეს ნაყიდი ანკესები და ბევრ-ბევრი რაღაცეებიც ოხრად დაგვრჩება მალე :( 



#15 nika

nika

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 1304 posts

პოსტი დაწერილია 21 03 2014 - 19:23

ნიკა რომ ამბობს მასეთი ადგილი აუცილებლად იქნება საქართველოში, კარგად უნდა "მოჩხრეკვა", ... მოკლედ, შეკრებაზე დავსვათ ეს საკითხიც, ვიმსჯელოთ, ყველა თავისას იტყვის და პროდუქტიულ აზრამდეც მივალთ. აბა ბრაკონიერებს ჩვენ ვერ მოვერევით, და გაგვინადგურდებება თევზიც, თევზაობას ვიდეოში დავუწყებთ ყურებას და ეს ნაყიდი ანკესები და ბევრ-ბევრი რაღაცეებიც ოხრად დაგვრჩება მალე :(

კახეთში არის მასეთი ადგილები, იგივე წნორში, ალაზნის ჭალებთან ახლოს მაგარი მიწებია ახლოს მდინარესთან. მიწა უნდა იყიდო და მერე მდინარიდან პატარა არხი შეიყვანო,

მაგალითისთვის იგივე ისაევის ტბების ვარიანტი გამოდგება, ასევე ნამყოფი ვარ ხათაბალას ტბებზე, მანდაც იგივე ვარიანტია,

ისე თემას ვაოფებთ და მოდერატორმა იქნება ცალკე თემა გახსნას, ან ეს პოსტები სხვაგან გადასატანია



#16 RANGER64

RANGER64

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 2346 posts
  • ადგილმდებარეობა
    Gori, Georgia

პოსტი დაწერილია 22 03 2014 - 23:19

ეჰ მასეთი ადგილი და ტბა კია გორთან ახლოს ”ნაჭარმაგევის” ტბა არ აგერიოთ ნადარბაზევში, სულ წყაროს სუფთა და კამკამა წყლებით და არხებით ივსება, წყალი სუფთდა და კამკამა, ადგილი ტრასასთან ახლოს, ნაპირები თანაბარი, მარა რააა ვიღაცას აქვს აღებული თუ შესყიდეული, თევზს არ უშვებს და არც აინტერესებს, და ამიტომაც ტბაში მხოლოდ მცირე რაოდენობით ქაშაპი ბინადრობს ეგ არის და ეგ.



#17 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 22 03 2014 - 23:54

მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ეს ბაზალეთის ტბის თემაა :)



#18 nadsan

nadsan
  • Members
  • 8 posts

პოსტი დაწერილია 21 07 2014 - 10:51

გუშინ ოჯახის გაყვანა მოვინდომე ქალაქგარეთ. მოკლედ გადავწყვიტეთ ბაზალეთზე  ასვლა. რათქმა უნდა ანკესებიც გავამზადე და დილით უკვე გაშლილი მქონდა აღჭურვილობა. ვთევზაობდი ბოძები რომაა წყალში მაგათსა და კამიშებს შორის პერიმეტრზე. ვითევზავე 15 საათამდე.  მხოლოდ ერთი ჩაკვრა იყო მთელ პერიოდში. ვთევზაობდი დაკვებით......მეთოდით, ე.წ ,,სოსკით", კოპტონით, თეთრი ჭია, ნაკელის ჭიანაკელის ჭია, სიმინდი.   შედეგი 1 ცალი შამაია მეთოდზე. ირგვლივ სულ ,,პაპლავოჩნიკები" იდგნენ. ერთ მათგან ყავდა მხოლოდ 2 ცალი კარასი, ისიც პატარა დაჭერილი. (ისე არ მეგონა შამაია თუ ფსკერიდან აიღებდა). მოკლედ ძალზედ იმედგაცრუებული წამოვედი. არადა 2000-2001 წლებში ხშირად ავდიოდით ხოლმე და ნუ  გადასარევი თევზაობა არა მარა ხელცარიელი არასოდეს წამოვსულვარ.  ჩემთვის პირადად ბაზალეთი როგორც სათევზაო ადგილი აღარ არსებობს :(



#19 Alex_357

Alex_357

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 100 posts

პოსტი დაწერილია 28 08 2014 - 15:34

მოგესალმებით მეგობრებო!

პირველ რიგში გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს.

გუშინ საღამოს უკვე ვიყავი ბაზალეთის ტბაზე, და წარმოიდგინეთ 3 ანკესი, ვიჭერდით ნაკლის ჭიაზე და სიმინდზე... მაგრამ თითქმის მარტო დილით დაჯდა ერთი შამაია და ეგ იყო.  :wacko: შორკში ვარ! შარშან სულ სხვა სიტუწია იყო, ამ წელს მე მგონი თევზი საერთოთ აღარ დარჩა... სიმართლე რომ გითხრათ მართლა არ ვიცი სადღა წავიდე სათევზაოთ. :(

ასევე გადავიღე ვიდეო, შეგიძლიათ ნახოთ რა ადგილას ვიყავი.



#20 uchinski

uchinski

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 503 posts

პოსტი დაწერილია 29 08 2014 - 19:49

დაა ხლოებით 2 კვირის წინ მამაჩემის ბიძამ ბაზალეთზე დაიჭირა 7.5 კილოიანი საზანი, ეგრედ წოდებულ შნურზე სქეელი ლისკაზე დიდი კავი მქონდაო და პურის გული შევაზილეო მუჭის ხელაზეო მინდოდა კამიშებთან ჩამეგდო მაგრამ რომ ვისროლე კამიშებში ჩავარდაო, ისიც წყალში არ ჩაეცაო დაახლოებით 15-20 სანტიმეტრზე გაჩერდა წყლის ზედაპირიდანო და დამეზარა გამოტანა პური მოზვრებოდა და გავანებე თავიო, მოხუცი კაცია, ისეთი ამოხტა და ჩაიტაცა გამიკვირდაო, კამიშებში ატრევდაო და არ მეშინოდა გაწყვეტის და ვქაჩავდი და ვქაჩავდიო მოკლედ 7.5 კილოიანი საზანი ამოაგდო მოხუცმა პაპამ და რავიცი აბა, არადა ხშირად დავდივართ ერტად მე და ეგ კაცი მაგან შემაყვარე თევზაობა და მე ნამდვილად მჯერავს  :)


  • Gia Chit 74, salamandra, ვანო მეხრიშვილი -ს და 2 სხვებს მოგეწონათ ეს