Jump to content


ფოტო

ფესტივალი ტივტივით სპორტულ თევზჭერაში 'ლოჭინის ტბები 2023"


  • Please log in to reply
ამ თემას პასუხები არ აქვს

#1 N1Fishing

N1Fishing

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 632 posts

პოსტი დაწერილია 20 04 2023 - 17:56

ფესტივალი ტივტივით სპორტულ თევზჭერაში "ლოჭინის ტბები 2023"
 საქართველოს ტივტივით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია აცხადებს ფესტივალს
 
ტივტივით სპორტულ თევზჭერაში! (ლოჭინის ტბები 2023)
 
 

ტურნირის ოფიციალური სახელწოდება: ფესტივალი ლოჭინის ტბები 2023
ტურნირის ჩატარების თარიღი: 30 აპრილი (კვირა)

ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: ლოჭინის ტბები
მხარდაჭერასაქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია,
საქართველოს მეთევზეთა ფორუმი  SportFishing.ge                                                                                                                          საქართველოს ტივტივის ფედერაციის ვებგვერდი  floatfederation.ge                    
ტურნირის მიზანიტივტივით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში.

     შეჯიბრი ჩატარდება საქართველოს ტივტივით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაციის მიერ დამტკიცებული წესებით.

 

ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან პიროვნებასასევე არასრულწლოვან მეთევზეებს 14 წლის ასაკიდანვინმე სრულწლოვან პასუხმგებელი პირთან ერთადიმ შემთხვევაშითუ პასუხისმგებელი პირი ვერ ახერხებს ტურნირზე დასწრებასაუცილებელია არასრულწლოვანმა მონაწილემ ხელი მოაწერინოს მშობელს განცხადებაზერომელიც თან ერთვის წინამდებარე დებულებას (იხილეთ პოსტის ბოლოშიდა ხელმოწერილი განხადება წარმოადგინოს ტურნირის დღეს შეკრებისას.
 

     ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:

1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ტივტივის ანკესითრომელიც აღჭურვილია ტივტივის მონტაჟით. სხვა ტიპის  სიგნალიზატორებიმათ შორის ელექტრონულიაკრძალულია;
2. შეჯიბრზე თევზჭერის ზონები დაიყოფა სექტორებად მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად;
3. აკრძალულია ფიდერისკარპის და სპინიგის ჯოხებით თევზაობა.

4. შეჯიბრი ჩატარდება მხოლოდ ინდივიდულურ ჩათვლაში
5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესითმეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი ან მეტი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში,რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში;
6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია;
7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავითმ.
8. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვებიმაქსიმალური რაოდენობა 15 ლიტრიდაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ ხელით და შურდულით, დაკვება აკრძალულია სხვა დანარჩენი საშუალებებით.
9. დასაშვებია ნებისმიერი ცხოველური ან მარცვლეული სატყუარარომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზეაკრძალულია  ცომისებური სატყუარებითევზის ლიფსიტათევზის ნაწილები ან ქვირითითმიანი მონტაჟი აკრძალულიააკრძალულია პოპაპ საშუალებები,მაგალითად პენოპლასტის ბურთულები.
10. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები სიგრძით არანაკლებ 2 მეტრისალითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.
11. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.
12. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს.

13.აუცილებელია ყველა მონაწილეს თან ქონდეს თევზის ამოსაყვანი ბადე (ჩოგანბადე) 

    ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება შესაბამისი საჯარიმო სანქციები.

 

    ფესტივალის ჩატარების განრიგი;

ტურნირი ჩატარდება 30 აპრილს კვირას,  ტურნირის ხანგრძლივობა 5 საათი.
 06.00 შეკრება
 06.30 კენჭისყრა.
 07:00 სექტორებში შესვლა (სექტორებში შესვლამდე დაშვებულია მხოლოდ დასაკვების მომზადება).
სექტორებში შესვლა - (მთავარი მსაჯის სიგნალის შემდეგ) – ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას!!!
სექტორში შესვლის ------ დროს მიმდინარეობს დასაკვების მომზადებააღჭურვილობის გაშლაფსკერის გამოკვლევააკრძალულია ნემსკავიანი მონტაჟის წყალში გადაგდება. დამრღვევი სპორტსმენი დაისჯება დისკვალიფიკაციით. მსაჯის მოთხოვნის თანავე მეთევზე ვალდებულია წარმოადგინოს სათევზაო მონტაჟი შესამოწმებლადასაევე სიგნალამდე "დაკვების სტარტიმსაჯთა ბრიგადა შეამოწმებს დასაკვების რაოდენობასრომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 ლიტრს                 

 07.30  დასაკვების შემოწმება 

 07.50  დაკვების სტარტი 
 08.00 შეჯიბრების სტარტი 

 13.00 შეჯიბრების ფინიში 

 13.00 - 14.00  აწონვა და შედეგების დათვლა 
 14.30 დაჯილდოვება 

 

       ტურნირის საპრიზო ფონდი
ტურნირის საპრიზო ფონდი შედგება შემდეგი წყაროებიდან:
მონაწილეთა შენატანი
სპონსორების მიერ დანიშნული პრიზები.

მონაწილეები დაჯილდოვდებიან შემდეგ ნომინაციევბში:
1. ადგილი
2. ადგილი
3. ადგილი

4. BIG Fish

 

შეჯიბრებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შემოიტანონ სარეგისტრაციო მოსაკრებელი 30 ლარის ოდენობით TBC ბანკის შემდეგ

ანგარიშზე: მიხეილ ფხაკაძე
ანგარიშის ნომერიGE19TB7017145061100074
ჩარიცხვის დროს დანიშნულებაში აუცილებლათ მიუთითეთ თქვენი სახელი-გვარი და ლოჭინის ტბები 2023

მოსაკრებლის შემოტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 27 აპრილი 18:00სთ.

ორგანიზატორები მიესალმებიან კერძო ან იურიდიული პირების მიერ
ნებისმიერი წამახალისებელი ნომინაციის და პრიზის დაწესებას
.


          ყველას გისურვებთ წარმატებას!

     ზუსტი ადგილმდებარეობა რუკაზე: https://www.google.c...zVCAkdF&g_st=ic

 

      სპონსორები

N1Fish.ge

N1Fishing

 

 

       მონაწილეთა ოფიციალური სია: 

 

1.ლუკა ანდღულაძე + 

2. თომა ხაბეიშვილი +

 
 


 

მიმაგრებული ფაილები


  • nokion95 likes this