Jump to content


ფოტო

ღია ტურნირი "თბილისის ზღვა 2024"


  • Please log in to reply
15 პასუხი ამ თემაზე

#1 თასო

თასო

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 201 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 20 04 2024 - 21:32

                                             ღია  ტურნირი "თბილისის ზღვა 2024"                 

 

 

ტურნირის ორგანიზატორი: საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაცია
ტურნირის სახელწოდება:  "ღია  ტურნირი თბილისის ზღვა 2024"

ტურნირის ჩატარების თარიღი: 27 აპრილი 2024 წელი
ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: საქართველო, "თბილისის ზღვა".
შეკრებისა და ტურნირის ზუსტი ადგილი გამოქვეყნდება ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე

ტურნირის მიზნები:

· სპინინგით თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში,
· დაიჭირე-გაუშვი“-ს პრინციპით სპორტული და რეკრეაციული თევზჭერის დანერგვა და განვითარება.
· მონაწილეთა ოსტატობის ამაღლება, გამოცდილების მიღება და საუკეთესო მეთევზე-სპორტსმენების გამოვლენა.
· ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის და ბუნებაზე ზრუნვის პროპაგანდა,
· მეთევზე სპორტსმენებს შორის საერთაშორისო, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება/გამყარება
 

 

დებულება ტურნირის შესახებ:

ტურნირი ჩატარდება 2  ტურად ერთი დღის განმავლობაში.

 

შეკრების ადგილის და ტურნირის ლოკაცია:  112 -ის მიმდებარე ტერიტორია.

 

 

რეგლამენტი:


06:30 სთ-მდე შეკრება დანიშნულების ადგილას. 

06:30 - 07;10 - ინსტრუქტაჟი (წესების შეხსენება და სხვა...) კენჭისყრა/მომზადება.
07:10 – 07:40 – ზონებში შესვლა.
08:00 - პირველი ტურის სტარტი
10:00 - პირველი ტურის ფინიში
10:00 – 11:00 - შესაბამის ზონებში გადანაცვლება
11:00 - მეორე ტურის სტარტი
13:00 - მეორე ტურის ფინიში.  შეკრება საწყის ადგილას.

 

2. ტურნირში მონაწილეობა

2.1 ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან პიროვნებას,
განურჩევლად სქესის, მოქალაქეობისა და აღმსარებლობისა,
 ასევე არასრულწლოვან მონაწილეებს ვინმე სრულწლოვან პასუხისმგებელ პირთან ერთად;

იმ შემთხვევაში, თუ პასუხისმგებელი პირი ვერ ახერხებს ტურნირზე დასწრებას, აუცილებელია არასრულწლოვანი  მონაწილე წარსდგეს მშობლის მიერ ხელმოწერილი განცხადებით.

ტურნირში მონაწილეობა ეკრძალებათ ბელორუსისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს.  გამონაკლისის უფლებას იტოვებს ფედერაციის საბჭო.

 
3. რეგისტრაცია

3.1 ტურნირში მონაწილეობის მიღების მსურველებმა განაცხადი უნდა გააკეთონ ფორუმზე
(sportfishing.ge)
3.2 რეგისტრაციის გაკეთების შემდგომ უნდა შემოიტანონ/გადმორიცხონ ტურნირში
მონაწილეობისათვის დაწესებული მოსაკრებელი.
3.3 მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში მონაწილე ტურნირზე არ დაიშვება.


4. ტურნირში მონაწილეობის მოსაკრებელი

4.1 ტურნირში მონაწილეობისთვის დაწესებულია მოსაკრებელი: 35 ლარი

4.2 მოსაკრებელი აუცილებლად უნდა ჩაირიცხოს მითითებულ ანგარიშის ნომერზე 2024 წლის 26 აპრილის 18:00 საათამდე.
4.3 მიმღების ბანკითიბისი ბანკი
მიმღები: ლევან თასოშვილი .
ანგარიშის ნომერიGE70TB7856845063600026
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: "თბ. ზ. სახელი და გვარი".
4.4 თანხის გადმორიცხვის შემდგომ თუ მონაწილე ვერ გამოცხადდება ტურნირზე, თანხა უკან აღარ დაუბრუნდება.

 

5. ტურნირის წესები

5.1 ნებადართულია მხოლოდ სპინინგის მეთოდით თევზაობა.
5.2 
ნებადართულია მუხლამდე წყალში შესვლა.
5.3 
მონაწილეს შეუძლია თან ატაროს შეუზღუდავი რაოდენობის სასპინინგე ჯოხიამასთან ჯოხის პარამეტრები შეზღუდული არ არის.
5.4 
ზონებში თევზაობისას მინიმალური დისტანციარაც უნდა დაიცვას ყველა სპორტსმენმა მეორე სპორტსმენის მიმართარის 10 მეტრიან წესის დარღვევა გამოიწვევს მსაჯის შეხედულებისამებრ გადაწყვეტილებას.
5.5 წყალსატევზე მონაწილე უნდა გადაადგილდებოდეს შეძლებისდაგვარად უხმაუროდ და თავისი ქმედებებით ხელს არ უნდა უშლიდეს შეჯიბრის სხვა მონაწილეებსამ წესის დარღვევა გამოიწვევს მსაჯის შეხედულებისამებრ გადაწყვეტილებას.
5.6. ამინდის მკვეთრად გაუარესების შემთხვევაში, მთავარი მსაჯი გადაწყვეტს ტურნის გაგრძელების, დროებით შეჩერების ანდა გადადების საკითხს. შესაძლოა გამოიყენოს მონაწილეების ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილება.
5.7 წესების დარღვევის შემთხვევაში მთავარ მსაჯს ან მსაჯთა კოლეგიას შეუძლია გამოიყენოს შემდეგი სახის სანქციები:

* სიტყვიერი გაფრთხილება
* დისკვალიფიკაცია
* შეჯიბრიდან მოხსნა
* ქულების ანულირება
* დაჯარიმება





6. მონაწილეს ეკრძალება

6.1 იმ ზონის ფარგლებს გარეთ თევზაობარომელიც არის განსაზღვრული და მონიშნული/მითითებული.
სანქციამიმდინარე შედეგის ანულირება
6.2 თევზჭერის ზონის დატოვება.
სანქციაშეჯიბრიდან მოხსნა
6.3 სხვა სპორტსმენებისგან რაიმე სახის დახმარების მიღება (მათ შორის რჩევის სახითაცთუ მეწყვილე არაა)
სანქციაგაფრთხილება, განმეორებაზე -30 ქულა (ორივე სპორტსმენს)
6.4 სტარტამდე და ფინიშის შემდგომ თევზაობა
სანქცია: -100 ქულა
6.5 ხელოვნურად ნაქსოვი მწერის იმიტაციების გამოყენება
სანქციაშეჯიბრიდან მოხსნა
6.6 ძუის დამძიმება თუ სიმძიმე უშუალოდ სატყუარას არ ებმის
სანქცია: -50 ქულა
6.7 ტურნირის მსვლელობისას უცხო პირთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა
სანქციაგაფრთხილება, განმეორებაზე -30 ქულა
6.8 სექტორის შეცვლისას თავისი პირადი ნივთების მიტოვება
სანქციაგაფრთხილება, განმეორებაზე -30 ქულა
6.9 ნებისმიერი სახის მოსაჩვევის გამოყენება
სანქციაშეჯიბრიდან მოხსნა
6.10 ალკოჰოლური სასმელისან სხვა გამარბუებელი საშუალების მიღება ტურნირის ოფიციალურ დახურვამდე.
სანქციაშეჯიბრიდან მოხსნა

6.11 წესების დარღვევის შემთხვევაში მთავარ მსაჯს ან მსაჯთა კოლეგიას შეუძლია გამოიყენოს შემდეგი სახის სანქციები:

* სიტყვიერი გაფრთხილება
* დისკვალიფიკაცია
* შეჯიბრიდან მოხსნა
* ქულების ანულირება
* ქულების დაკლება
* დაჯარიმება

 

 

7ნადავლის ჩათვლა

7.1 ჩასათვლელად მიიღება მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალი თევზი.
7.2 ჩასათვლელად მიიღება მხოლოდ შემდეგი ჯიშის თევზები ქორჩილა და ფარგა.
7.3 ნადავლის გაზომვა მოხდება მხოლოდ სიგრძის მიხედვით ტურნირის მსვლელობის დროს შემდეგი წესების დაცვით:
თევზის დაჭერისთანავე სპორტსმენი მას ათავსებს თევზის შესანახ ბადეშიროდესაც ტურნირის ერთ-ერთი მსაჯი შემოვლისას მასთან ახლოს მოხვდებასპორტსმენს უფლება აქვს უხმოს მას ნადავლის გასაზომადნადავლის გაზომვის წესი შემდეგიასპორტსმენი ვალდებულია თავად ამოიყვანოს თევზი ბადიდან და ნაპირზე მიაწოდოს იგი მსაჯსრომელიც უზრუნველყოფს მის გაზომვას სპეციალური საზომითმას შემდეგრაც თევზი გაიზომებამსაჯი სპორტსმენის თანდასწრებით შეიტანს ჩანაწერს ჟურნალშისადაც აღნიშნული იქნება ნადავლის სახეობა და მისი ზომა.
აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ მსაჯის თანხლებით და მისი უშუალო მითითებით თევზი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გაშვებული უკან წყალსატევში.
თუ სპორტსმენს თევზი ჰყავს შესანახ ბადეშირომელიც ჯერ არ გაზომილა და ამ დროს მოუსწრებს ფინიშიიგი ვალდებულია შეწყვიტოს თევზაობათუმცა თევზის შესანახი ბადე დატოვოს წყალში და დაელოდოს მსაჯსრომელიც მოვა და გაზომავს მის ნადავლს.
7.4 შეჯიბრის დროს დაჭერილი თევზი უნდა ინახებოდეს ძაფისგან მოქსოვილ თევზის შესანახ ბადეში.
7.5 ჩასათვლელად წარმოდგენილი თევზის მინიმალური ზომებია:

• ქორჩილა - 15 სმ;
• 
წერი - 30 სმ.

7.6 ნადავლის შეფასება მოხდება ქულათა სისტემითშეფასება იწარმოებს ნადავლის სიგრძის გაზომვით და შესაბამისი ქულების მინიჭებით:


• ქორჭილა 15-30 სანტიმეტრამდე  1 სმ = 1 ქულა .

• ქორჭილა 30 სანტიმეტრიდან  1 სმ = 2 ქულა .
• წერი 1 სმ = 2 ქულა.

 

7.7 თევზის სიგრძე იზომება 1 სმ-იანი სიზუსტითიმ შემთხვევაშითუ თევზის სიგრძე არა მთელი რიცხვიამრგვალდება ნაკლები მნიშვნელობისკენმაგალითად თუ თევზის სიგრძე უდრის 18,9 სმის დამრგვალდება ნაკლები მნიშვნელობისკენ და დაიწერება 18 სმ.

 

8გამარჯვებულის გამოვლენა

8.1  შეჯიბრის გამარჯვებული არის ის გუნდი, რომელმაც მიიღო სპორტსმენების მიერ დაკავებული ადგილების ყველაზე ცოტა ჯამი ყველა ტურის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუკი ორ ან მეტ გუნდს თანაბარი რაოდენობის ადგილების ჯამი აქვს, გამარჯვებულად ითვლება ის გუნდი, რომელსაც აქვს უფრო მეტი ქულათა ჯამური რაოდენობა ყველა ტურის განმავლობაში. თუკი ეს მაჩვენებელიც თანაბარია, გამარჯვებულად ითვლება ის გუნდი, რომლის მიერ დაგროვილი ქულათა რაოდენობაც უფრო მეტია ბოლო ტურის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუკი ეს მაჩვენებელიც თანაბარია, ინიშნება ერთნაირი ადგილები.

8.2  ტურნირის გამარჯვებული პირად ჩათვლაში არის ის სპორტსმენი, რომელმაც მოაგროვა ყველაზე ცოტა ადგილების ჯამი ყველა ტურის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუკი ორ ან მეტ სპორტსმენს თანაბარი რაოდენობის ადგილების ჯამი აქვს, გამარჯვებულად ითვლება ის სპორტსმენი, რომელსაც ყველა ტურში დაგროვებული ქულათა ჯამი აღემატება მოწინააღმდეგის ქულათა ჯამს, თუკი ეს მაჩვენებელიც თანაბარია, გამარჯვებულად ითვლება ის სპორტსმენი, რომლის მიერ დაჭერილი ყველაზე დიდი თევზი მოწინააღმდეგის მიერ დაჭერილ ყველაზე დიდ თევზზე დიდია. იმ შემთხვევაში, თუკი ეს მაჩვენებელიც თანაბარია, მაშინ შედარდება მეორე ყველაზე დიდი თევზი და ასე შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ყველა ეს პარამეტრი ტოლი იქნება, ინიშნება ერთნაირი ადგილები.

8.3  ყოველ ტურში ადგილის დასაკავებლად გამოიყენება F.I.P.S.E.D.-ის მიერ დამტკიცებული და მოქმედი წესები: სპორტსმენები, რომლებიც დაიჭერენ თევზს, ტურში დაიკავებენ ადგილს შესაბამისი ქულების მიხედვით, ხოლო იმ სპორტსმენებს, რომლებიც დარჩებიან უთევზოდ, დაეწერებათ უთევზოდ დარჩენილი სპორტსმენების საშუალო არითმეტიკულის ტოლი ქულა. მაგალითად, ტურში მონაწილეობს 24 სპორტსმენი. აქედან მხოლოდ 17-მა მონაწილემ დაიჭირა თევზი და გაინაწილა ადგილები 1-დან 17-მდე, უთევზოდ  დარჩენილი 7 სპორტსმენი მიიღებს დარჩენილი ადგილების  საშუალო არითმეტიკულ ტოლ ქულას: ანუ(18+24):2=21. თუკი 24 სპორტსმენიდან ერთი დარჩა უთევზოდ, იგი მიიღებს ბოლო ადგილის ტოლ ქულას ანუ 24.  თუკი რომელიმე სპორტსმენმა გამოტოვა ტური იგი ასევე მიიღებს ბოლო ადგილის ტოლ ქულას 24 -ს.

 

ურნირის სპონსორებია :

იაპონური ონლაინ მაღაზია   DIGITAKA

უკრაინული კომპანია               favorite

 

იაპონური ონლაინ მაღაზია   zenmarket



კენჭისყრის დროსგათამაშდება სასპინინგე კოჭა SHIMANO SAHARA C2000 S .


საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაცია მიესალმება კერძო ან იურიდიული პირებისგან დაწესებულ პრიზებს, რადგან ნებისმიერი წამახალისებელი ფაქტი დიდ სტიმულს აძლევს თითოეულ სპორტსმენს.

 

მონაწილეთა სია:

 

1. ვახტანგ მუსხელიშვილი

2. ანდრო აბაშიძე

3. ბაჩო ადამია

4. გიორგი ლეკიაშვილი

5. აჩი კორღალიძე

6. ზურაბ გრანდელი

7. ლევან გოგორიშვილი

8. ზურა ბაბუნაშვილი

9. ლევან ლეკიაშვილი

10. გუგა ჭიჭიკოშვილი

11. გიორგი ჩოხელი

12. გიორგი ტურაშვილი

13. გიორგი ხიზანიშვილი

14.  ბადრი ეზუგბაია

15. რომა გორგოშიძე
16. ბაჩი ჯინჭარაძე
17.  შოშიაშვილი საბა

18. რევაზ გუბელიძე

19. ლაშა ჩაჩუა

20. დავით ავლოხაშვილი

21. გიორგი ოთინაშვილი

22. თენგიზ ფუხაშვილი

23. ნიკოლოზ ანსიანი

24. ილია ურიგაშვილი

25. გიორგი შავლაძე

26. ნიკა ტოგონიძე

27. ნიკა აბესაძე

28. ირაკლი საჯაია

29. ლევან გიორგაძე

30. ლუკა გიორგაძე


  • ვანო მეხრიშვილი and Roman Tsindeliani-ს მოეწონა ეს

#2 CRAZY TEAM

CRAZY TEAM

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 22 posts

პოსტი დაწერილია 20 04 2024 - 21:50

ბაჩო ადამია
ლევან გოგორიშვილი
  • თასო likes this

#3 saba gogua

saba gogua

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 65 posts

პოსტი დაწერილია 21 04 2024 - 13:52

Steeelhead team :

Saba Gogua 

Giorgi Usanetashvili 


  • თასო likes this

#4 El Padre

El Padre

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 11 posts

პოსტი დაწერილია 21 04 2024 - 16:58

Morior Invictus
ვახტანგ მუსხელიშვილი
გიორგი ლეკიაშვილი
  • თასო and El Padre-ს მოეწონა ეს

#5 romagorgoshidze

romagorgoshidze
  • Members
  • 5 posts

პოსტი დაწერილია 21 04 2024 - 20:47

რომა გორგოშიძე


  • თასო likes this

#6 Zura83

Zura83

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 27 posts

პოსტი დაწერილია 22 04 2024 - 10:14

ზურა დარსაველიძე
ზურა ბაბუნაშვილი
  • თასო likes this

#7 აჩი კორღალიძე

აჩი კორღალიძე
  • Members
  • 7 posts

პოსტი დაწერილია 22 04 2024 - 11:03

აჩი კორღალიძე 

ლევან მინდელი 


  • თასო likes this

#8 აჩი კორღალიძე

აჩი კორღალიძე
  • Members
  • 7 posts

პოსტი დაწერილია 22 04 2024 - 20:23

გუგა ჭიჭიკოშვილი (შუკა) 


  • თასო likes this

#9 CRAZY TEAM

CRAZY TEAM

    ახალი წევრი

  • Members
  • Pip
  • 22 posts

პოსტი დაწერილია 23 04 2024 - 10:01

გუგა ჭიჭიკოშვილი (შუკა)

ინვაზიურია?

#10 gogat86

gogat86

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 55 posts

პოსტი დაწერილია 23 04 2024 - 10:48

გოგა ტურაშვილი


  • თასო likes this

#11 N1Fishing

N1Fishing

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 632 posts

პოსტი დაწერილია 23 04 2024 - 13:35

1.გიორგი ხიზანიშვილი

2. ლევან გიორგაძე 


  • თასო likes this

#12 tura

tura

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 102 posts

პოსტი დაწერილია 23 04 2024 - 17:24

თემო დანელია
  • თასო likes this

#13 თასო

თასო

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 201 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 23 04 2024 - 22:29

ინვაზიურია?

:D  :D  :D  :D  :D



#14 STARLING

STARLING
  • Members
  • 1 posts

პოსტი დაწერილია 24 04 2024 - 22:36

საბა შოშიაშვილი

#15 TOGO

TOGO
  • Members
  • 1 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 26 04 2024 - 13:25

ნიკა ტოგონიძე

#16 თასო

თასო

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 201 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 29 04 2024 - 11:58

შედეგები

მიმაგრებული მინიატურები

  • p1hshnlinn59d30511f11jb37ba4-0.jpg
  • IMG-20240427-WA0000.jpg
  • IMG-20240427-WA0006.jpg
  • 20240427_105656.jpg

  • ვანო მეხრიშვილი likes this