Jump to content


ფოტო

წყლის მწვანე ხავსი


  • Please log in to reply
1 პასუხი ამ თემაზე

#1 Dentist

Dentist

    აქტიური წევრი

  • Administrator
  • 1731 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 20 12 2013 - 22:39

მეგობრებო, ამ თემაში განვიხილავთ ერთობ ეგზოტიკურ, მაგრამ საქართველოში ძალიან პოპულარულ სატყუარას – წყლის მწვანე ხავსს.

გავუზიაროთ ინფორმაცია ერთმანეთს მისი თავისებურებების შესახებ. 

ასევე განყოფილებაში "თევზჭერის ორიგინალური მეთოდები" შექმნილია თემა "თევზაობა გატარებით, ანუ თევზაობა ხავსით"

 

წყლის მწვანე ხავსი

 

1.jpg  27521f7958.jpg

მწვანე წყლის ხავსი - ღია მწვანე ფერის ძაფისებრი წყალმცენარე, რომელიც უწვრილესი აბრეშუმის ნართს მოგვაგონებს. მწვანე წყლის ხავსი იზრდება წყალში (სუსტი და ზომიერი დინებისას) ქვებზე, ხიმინჯებზე, ჩაძირულ ხეებსა და კუნძებზე, ჰიდროტექნიკური ნაგებობების წყალქვეშა ნაწილებზე. ის ჩვეულებრივ, ბუნებრივ საკვებს წარმოადგენს ისეთი თევზებისთვის, როგორიცაა ხრამული, ნაფოტა, ქაშაპი. 

სატყუარასთვის ირჩევენ ნორჩ, მოკლე მცენარეებს. მოწყვეტის შემდეგ მათ ჩამორეცხავენ და ასუფთავებენ ლორწოსა და ლამისაგან ისე, რომ არ მოაშორონ ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც მიმაგრებულია ხავსის ძაფებზე. 

წყალმცენარეების შესანახად თევზაობისას ისინი უნდა შეკრათ მცირე ზომის კონებად   და გამძლე ძაფით ჩავუშვათ წყალში, ნაპირთან ახლოს სუსტ დინებაზე. ქორფა წყალმცენარეებს ნემსკავზე შემდეგნაირად ჩამოაცმევენ: იღებენ 6-8 სმ სიგრძის, ასანთის ღეროს სისქის  ძაფის კონას , დაგრეხავენ მას და  რვიანის ფორმით ჩამოაცვამენნ ნემსკავზე და ნემსკავიის წვერზე გამონასკვავენ.

 

image105.gif  grin_R0807_06.jpg

ნემსკავის წვერი ღია რჩება. წყალმცენარეების მეტისმეტად  გრძელ, ჩამოშვებულ ბოლოებს აჭრიან - ჩამოშვებული  კონის სიგრძე 2 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ჩვეულებრივ, გამოიყენება №3-4 ნემსკავი. ამ სატყუარათი თევზაობენ დინებაზე იმ ადგილებში, სადაც იზრდება მწვანე წყლის ხავსი.


  • ldimka likes this

#2 iasona

iasona

    აქტიური წევრი

  • Float_Moderator
  • 1603 posts
  • ადგილმდებარეობა
    tbilisi

პოსტი დაწერილია 27 02 2014 - 22:26

ხავსი უმჯობესია იყოს ღია ფერის სალათის ფერში უნდა გადადიოდეს  კარგია თუ ხავსს მოვიპოვებთ იმ მდინარეში სადაც უშუალოდ ვაპირებთ თევზაობას,მაგრამ ხანდახან ხდება ისეც რომ არ არის იმ ადგილებში ხავსი, მაგალითად სათევზაოდ წავსულვარ მტკვარზე  და ხავსი მომიპოვებია ლოჭინზე ან არაგვზე, შედეგს რაც შეეხება ყოველთვის ადგილობრივი ხავსით დაჭერილი თევზი ჭარბობს


  • Dentist, mate_g და nodo70-ს მოეწონა ეს