ყურადღება მეგობრებო!
საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია
აცხადებს მზადებას 2020 წლის ეროვნული ჩემპიონატისთვის ფიდერით სპორტულ თევზჭრაში!
( ეტაპი 1)
ტურნირის ოფიციალური სახელწოდება: "ეროვნული ჩემპიონატი ფიდერით სპორტულ თევზჭერაში 2020, ეტაპი 1"
ტურნირის ჩატარების თარიღი: 30-31 მაისი
ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: ლისის ტბა
ტურნირის სტატუსი: რეიტინგული ტურნირი მოქმედი სპორტსმენებისათვის
ტურნირის მიზანი: ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და მოქმედი სპორტსმენების პროფესიონალური რეიტინგის განსაზღვრა
შეჯიბრება ჩატარდება საქართველოს ფიდერის სპორტული თევზჭერის ფედერაციის მიერ დამტკიცებული წესებით. ტურნირზე დაიშვებიან მხოლოდ ფედერაციაში გაწევრიანებული სპორტსმენები.
ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:
1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით. სხვა ტიპისსიგნალიზატორები, მათ შორის ელექტრონული, აკრძალულია;
2. შეჯიბრზე თევზჭერის ზონა დაიყოფა სექტორებად მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად;
3. თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი;
4. შეჯიბრი წარმოადგენს გუნდურ პირველობას და ამიტომ სატურნირო სანაპირო ზოლი დაიყოფა 3 ზონად (შესაძლებელია მოხდეს დაყოფა ნახევარზონებად), ზონები კი სექტორებად. თითოეულზონაში მოხვდება ყოველიგუნდის თითო წევრი. სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია(მსაჯების გარდა);
5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი ან მეტი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში,რომელიც უნდა იყოს მოთავსებულისექტორისფარგლებში;
6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია;
7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავითმ, სადავეს სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 50 სანტიმეტრისა, საკვებურის ძირიდან;
8. თევზჭერის დროს დასაშვებია მხოლოდ სპორტული ინ–ლაინ მონტაჟი;
9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები. მაქსიმალური რაოდენობა 12 ლიტრი. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდსაკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია.
10. დასაშვებია ნებისმიერი ცხოველური ან მარცვლეული სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე გარდა კაღოს მატლის (მატილის). აკრძალულია კოღოს მატლის (მატილის) სატყუარად ან დამატებით საკვებში გამოყენება. ნემსკავზე გასაკეთებლად აკრძალულია ცომისებური სატყუარები, თევზის ლიფსიტა, თევზის ნაწილები ან ქვირითი. თმიანი მონტაჟი აკრძალულია. აკრძალულიაპოპ–აპ საშუალებები,მაგალითად პენოპლასტისბურთულები.
11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები სიგრძითარანაკლებ 3 მეტრისა. ლითონის ბადეებიკატეგორიულადაკრძალულია.
12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.
13. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირისმსვლელობის დროს.
ყველა სპორტსმენმა უნდა იქონიოს სპორტული პლატფორმა ან სკამი (ვედრო, ქვა და ფეხზე დგომა სამოყვარულო თევზჭერაში )
პლატფორმის / სკამის განთავსების წესი: მინიმუმ უკანა საყრდენი 2 ფეხი უნდა იყოს ნაპირზე!
ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება შესაბამისი საჯარიმო სანქციები (იხილეთ წესდება)
ეროვნული ჩემოპიონატის პირველი ეტაპის ჩატარების განრიგი:
ტურნირი ჩატარდება 2 ტურად, 30-31 მაისი, შაბათ - კვირას, თითო ტურის ხანგრძლივობა 5 საათი.
6:30 შეკრება ტბაზე.
6:45 – 7:30 კენჭისყრა
7:30 - ზონებში შესვლა, (სექტორებში შესვლამდე დაშვებულია მხოლოდ დასაკვების მომზადება).
სექტორებში შესვლა - (მთავარი მსაჯის სიგნალის შემდეგ) – ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას!!!
სექტორში შესვლის ------ დროს მიმდინარეობს დასაკვების მომზადება, აღჭურვილობის გაშლა, ფსკერის გამოკვლევა სიმძიმით, მარკირებააკრძალულია, საკვებურის წყალში გადაგდება აკრძალულიადაისჯებადისკვალიფიკაციით, მსაჯის მოთხოვნის თანავე მეთევზევალდებულია წარმოადგინოს სათევზაო მონტაჟი შესამოწმებლად, ასაევე სიგნალამდე "დაკვების სტარტი" მსაჯთაბრიგადაშეამოწმებსდასაკვების რაოდენობას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 12 ლიტრს. მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს დასაკვები სპეციალურ დანაყოფიან სათლში)
9:20 დაკვების სტარტი
9:30 შეჯიბრების სტარტი
14:30 შეჯიბრების ფინიში
14:30 – 15:30 აწონვა და შედეგების დათვლა (შედეგები დაითვლება ფიდერის საერთაშორისო წესების მიხედვით)
16:00 დაჯილდოვება
შეჯიბრში მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა უნდა შემოიტანონ სარეგისტრაციო მოსაკრებელი 150 ლარი, ხოლო პირადში გამოსვლის მსურველმა სპორტსმენებმა 50 ლარი, TBC ბანკში შემდეგ ანგარიშზე:
საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია
საბანკო კოდი: TBCBGE22
ანგარიში: GE56TB7639236080100009
რეგისტრაციის და თანხის შეტანის ბოლო ვადა 27 მაისი
ყველას გისურვებთ წარმატებას!
მონაწილე გუნდები:
- Smart Feeder - მალხაზ მახარაშვილი © , ზურა მერეკლიშვილი , გიგა გაბრიაძე . კოორდინატორი: გურამ წითელაშვილი, გიორგი გოგალაძე, ბესო ბერიძე
- Soft Sweeps- თ ენგო ბინიაშვილი, გია ჩიტაიშვილი, ლევან დვალი, კოორდინატორები: ვაჩე ბინიაშვილი, დათუნა თევდორაშვილი
- Paradox- ნიკოლოზ ჯანაშია, ზაზა ხუციშვილი, გიორგი კოპალიანი. კოორდინატორები: ნიკოლოზ ხუციშვილი, დემე ბესელია, სანდრო ჯორკოშვილი.
- ქვივერი: დავით ორდენიძე, ნოდარ ბერძენიშვილი, ლევან თაბუაშვილი, კოორდინატორები: ზაზა ხორნაული, ზურაბ პეტრიაშვილი, სერჟიკ კურგენიანი, ნიკოლოზ ორდენიძე და სხვანი.....
-
N17 ირაკლი ვარაზი, გიორგი ლაფაჩი, მიშა ხიზანიშვილი
-
Only feeders - მამუკა გეგეჭკორი, ვლადიმერ ზარკალიანი, ბადრი ხოსრუაშვილი
-
?