ტურნირის შესახებ / About Tournament
- საქართველოს თასი ჩატარდება 4 ერთდღიან ტურად (იხილეთ კალენდარი)
- ყოველ ტურში, მონაწილეები ქვეჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით დააგროვებენ შესაბამის ქულებს. მაგ: 1 ადგილი – 5 ქულა, 2 ადგილი – 4 ქულა და ა.შ
- ყოველი ტურის წინ მონაწილეები ონლაინ კენჭისყრის შედეგად გადანაწილდებიან 5 კაციან ქვეჯგუფებში (ზონებში)
- ოთხი ტურის შემდეგ, ქულების ჯამის მიხედვით გამოვლინდება საქართველოს თასის მფლობელი (ოქრო)
- თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ჯამურ წონას
- თანაბარი ჯამური წონების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება 4 ტურიდან საუკეთესო წონას
- ასევე, 4 ტურის შემდეგ საუკეთესო შედეგის მქონე 10 საუკეთესო სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას 7-8 ოქტომბერს საქართველოს სუპერ თასის ტურნირზე
-
- მონაწილეობისთვის აუცილებელია ფიდერის აღჭურვილობის ქონა და მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილება (თევზის შესანახი 3 მეტრიანი რბილი ბადე, ფიდერის ანკესი, სპორტული თევზაობის პრინციპების ცოდნა)
- რეგისტრაცია არაუგვიანეს 15 აპრილისა 2023.
- რეგისტრაციისთვის მსურველმა სახელი, გვარი და ფოტო უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: dvalilevani@gmail.com
- მსურველებმა უნდა შემოიტანონ ფედერაციის საწევრო 50 ლარი და ტურნირის მოსაკრებელი 100 ლარი (თასის 4 ივე ტური) ფედერაციის ანგარიშზესაქართველოს ფიდერით სპორტული თევჭერის ეროვნული ფედერაცია
საბანკო კოდი: TBCBGE22
ანგარიში: GE32TB7601436080100003დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ 2023 წლის საწევრო – სახელი და გვარი - დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ფეისბუქ ჯგუფში: SportFishing.ge – Feeder – ფიდერით სპორტული თევზჭერა
რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ თქვენი სახელი და გვარი აისახება ამავე გვერდზე
- საქართველოს თასში დაგროვილი თანხა მთლიანად ხმარდება ტურნირის საორგანიზაციო ხარჯებს და საპრიზო ფონდს.
- სპონსორებისთვის!
- საქართველოში საშუალოდ ყოველი მე5 მამაკაცი თევზაობს
- მათი უმრავლესობა თვალს ადევნებს ჩვენს ტურნირებს სოციალურ ქსელში
- გინდა რომ მათ შენი კომპანია ან ბრენდი გააცნო?
ფიდერის ფედერაცია მზადაა სხვადასხვა კომპანიებთან სასპონსორო პარტნიორობისათვის. დეტლებისთის გადადით შემდეგ ბმულზე – https://sportfishing.ge/spnsorship/