ტურნირის შესახებ / About Tournament

  • საქართველოს თასი ჩატარდება 3 ერთდღიან ტურად (იხილეთ კალენდარი)
  • ყოველ ტურში, მონაწილეები ქვეჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით დააგროვებენ შესაბამის ქულებს. მაგ: 1 ადგილი – 7 ქულა, 2 ადგილი – 6 ქულა და ა.შ
  • ყოველი ტურის წინ მონაწილეები ონლაინ კენჭისყრის შედეგად გადანაწილდებიან 5 (მაქსიმუმ 6) კაციან ქვეჯგუფებში (ზონებში)
    სამი ტურის შემდეგ, ქულების ჯამის მიხედვით გამოვლინდება საქართველოს თასის მფლობელი, 1ლი, მე2 და მე3 ადგილი
  • თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ჯამურ წონას
  • თანაბარი ჯამური წონების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება 3 ტურიდან საუკეთესო წონას
  • 10 ყველაზე რეიტინგული მონაწილე მოიპოვებს უფლებას იბრძოლოს საქართველოს სუპერთასისთვის, რომელიც ჩატარდება 2 ტურად და სადაც პრიზიორებზე გადანაწილდება სოლიდური საპრიზო ფონდი
  • საქართველოს თასის გამარჯვებული ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო სპორტსმენებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას ფიდერი vs ტივტივა-ს შერკინებაში
  • მონაწილეობისთვის აუცილებელია ფიდერის აღჭურვილობის ქონა და მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილება (თევზის შესანახი 3 მეტრიანი რბილი ბადე, ფიდერის ანკესი, სპორტული თევზაობის პრინციპების ცოდნა)
  • საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ფედერაციაში გაწევრიანება არაუგვიანეს 1 მარტისა 2021.
  • წევრობის მსურველებმა უნდა შემოიტანონ 50 ლარი ფედერაციის ანგარიშზე და დანიშნულებაში მიუთითონ 2021 წლის საწევრო, სახელი და გვარი
    ასევე, ტურნირის მოსაკრებელი 100 ლარი (საქართველოს თასის 3 ტურნირი + სუპერთასი)
  • ფედერაციის ანგარიში:
    • საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია
      საბანკო კოდი: TBCBGE22
    • ანგარიში: GE56TB7639236080100009
    • აუცილებლად მიუთითეთ დანიშნულება და სახელი და გვარი
  • დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ფეისბუქ ჯგუფში:
    SportFishing.ge – Feeder – ფიდერით სპორტული თევზჭერა

საქართველოს თასის მოსაკრებელი ხმარდება ტურნირის ორგანიზებას და სუპერთასის საპრიზო ფონდს
საპრიზო ფონდის ბიუჯეტის კიდევ მეტად გაზრდა შესაძლებელია სპონსორების დახმარებით

სპონსორებისთვის!

  • საქართველოში საშუალოდ ყოველი მე5 მამაკაცი თევზაობს
  • მათი უმრავლესობა თვალს ადევნებს ჩვენს ტურნირებს სოციალურ ქსელში
  • გინდა რომ მათ შენი კომპანია გააცნო?

ფიდერის ფედერაცია მზადაა სხვადასხვა კომპანიებთან სასპონსორო პარტნიორობისათვის. ფედერაცია გთავაზობთ შემდეგ პაკეტებს:

  • საპრიზო ფონდი 500 ლარიდან 1,000 ლარამდე: სარეკლამო ბანერი sportfishing.ge ს ტურნირების სარეიტინგო ცხრილების გვერდზე
  • საპრიზო ფონდი 1,000 ლარიდან 1,500 ლარამდე: სარეკლამო ბანერი sportfishing.ge ს ტურნირების სარეიტინგო ცხრილების გვერდზე + 1 დროშა ტურნირის მსვლელობისას და დაჯილდოვებისას
  • საპრიზო ფონდი 1,500 ლარიდან 2,000 ლარამდე: სარეკლამო ბანერი sportfishing.ge ს ტურნირების სარეიტინგო ცხრილების გვერდზე + 2 დროშა ტურნირის მსვლელობისას და დაჯილდოვებისას
  • საპრიზო ფონდი 2,000 ლარიდან 2,500 ლარამდე: სარეკლამო ბანერი sportfishing.ge ს ტურნირების სარეიტინგო ცხრილების გვერდზე + 3 დროშა ტურნირის მსვლელობისას და დაჯილდოვებისას

სარეკლამო ბანერისთვის აუცილებელია თქვენი კომპანიის ლოგო და თქვენთვის სასურველი ტექსტი. დროშები შეგიძლიათ დაამზადოთ თქვენი სასურველი დიზაინით და მოგვაწოდოთ სეზონის განმავლობაში. ფიდერის ფედერაცია დიდ მადლობას უხდის ყველა სპონსორს თანადგომისთვის. ერთად სპორტული ფიდერის განვითარებისთვის!

ფედერაციის სპონსორები 2021 / Sponsors of Federation 2021

საქართველოს თასი & SuperCUP 2021

Share