Jump to content


ფოტო

საქართველოს თასის 2024 წლის სეზონის ჩემპიონატში მონაწილეთა რეგისტრაცია

ფიდერი თევზაობა სპორტული თევზაობა საქართველოს თასი ფიდერის ფედერაცია

  • Please log in to reply
3 პასუხი ამ თემაზე

#1 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • Super_Moderator
  • 905 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 26 02 2024 - 17:11

მოგესალმებით ყველა ფიდერის და არამარტო ფიდერის მოყვარულ ჭეშმარიტ მეთევზეს. დაიწყო 2024 წლის სეზონის საქართველოს თასის მონაწილეთა რეგისტრაცია...

   მოგეხსენებათ, გასული წლების სპორტულ სეზონზე საქართველოს თასის ფორმატმა საკმაოდ დიდი დადებითი რეზონანსი გამოიწვია ფიდერით თევზაობის მოყვარულთა რიგებში. მონაწილეობა მიიღეს თევზაობის სხვადასხვა სტილის, კლუბებისა თუ ფედერაციების წევრებმა. ბევრმა მათგანმა გვაჩვენა, რომ ამ ტურნირზე წარმატებისათვის და ღირსეული შედეგის დასადებად  არ არის აუცილებელი მრავალწლიანი  ფიდერით სპორტული თევზჭერის გამოცდილება. ეროვნული ფედერაცია წელსაც წარმოგიდგენთ ამ ტურნირს, ოდნავ შეცვლილი ფორმატით.

  • საქართველოს თასი ჩატარდება 4 ერთდღიან ტურად (იხილეთ კალენდარი)
  • ყოველ ტურში, მონაწილეები ქვეჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით დააგროვებენ შესაბამის ქულებს. მაგ: 1 ადგილი – 5 ქულა, 2 ადგილი – 4 ქულა და ა.შ
  • ყოველი ტურის წინ მონაწილეები ონლაინ კენჭისყრის შედეგად გადანაწილდებიან 5 კაციან ქვეჯგუფებში (ზონებში)
  • ოთხი ტურის შემდეგ, ქულების ჯამის მიხედვით გამოვლინდება საქართველოს თასის მფლობელი.
    • თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ჯამურ წონას
    • თანაბარი ჯამური წონების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება 4 ტურიდან საუკეთესო წონას
  • ასევე, საქართველოს თასზე მონაწილე 10 საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სუპერ თასის ტურნირზე.

რეგისტრაცია და მონაწილეობა

  • მონაწილეობისთვის აუცილებელია ფიდერის აღჭურვილობის ქონა და მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილება (თევზის შესანახი 3 მეტრიანი რბილი ბადე, ფიდერის ანკესი, სპორტული თევზაობის პრინციპების ცოდნა)
  • რეგისტრაცია არაუგვიანეს 15 აპრილისა 2024.
  • რეგისტრაციისთვის მსურველმა სახელი, გვარი და ფოტო უნდა გამოაგზავნოს  ელექტრონულ ფოსტაზე: dvalilevani@gmail.com
  • მსურველებმა უნდა შემოიტანონ ფედერაციის საწევრო 100 ლარი და  ტურნირის მოსაკრებელი 100 ლარი                                                                                                       ფედერაციის ანგარიშზესაქართველოს ფიდერით სპორტული თევჭერის ეროვნული ფედერაცია
    საბანკო კოდი: TBCBGE22
    ანგარიში: GE32TB7601436080100003
      დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ 2023 წლის საწევრო – სახელი და გვარი
  • დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ფეისბუქ ჯგუფში: SportFishing.ge – Feeder – ფიდერით სპორტული თევზჭერა

რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ თქვენი სახელი და გვარი აისახება ამავე გვერდზე

საპრიზო ფონდი

  • საქართველოს თასში დაგროვილი თანხა მთლიანად ხმარდება ტურნირის საორგანიზაციო ხარჯებს და საპრიზო ფონდს.

 

რეგისტრირებული პირები:
1. ლევან დვალი
2. დავით სამსონიძე
3. ბესო ბერიძე
4. ნიკოლოზ ჯავახიშვილი
5. გია ჩიტაიშვილი
6. დავით ორდენიძე
7. მიშა ხიზანიშვილი
8. გოგა ხიკლანძე
9. მამუკა გეგეჭკორი
10. მალხაზ მახარაშივილი
11. ზაზა ხორნაული .
12. ზურა პეტრიაშვილი
13. ლაშა აბულაშვილი
14. იან ჰიკმანი
15. ზურა მერეკლიშვილი
16. გიორგი ლაფაჩი
17. გიგა გაბრიაძე
18. ალექსანდრე უხურგუნაშვილი
19. გიორგი მიშელაძე
20. ვლადიმერ ზარკალიანი
21. ვეფხვია ქობალია
22. გიორგი მატუაშვილი
23. ლაშა დარჩიაშვილი
24. ლაშა ჯანაშია
25. იოსებ პატატიშვილი
26

  • Gogkhik likes this

#2 ლევანიკა

ლევანიკა

    Carp Fisher

  • Super_Moderator
  • 905 posts
  • ადგილმდებარეობა
    თბილისი

პოსტი დაწერილია 26 02 2024 - 17:50

ლევან დვალი  ;)



#3 ბესო ბერიძე

ბესო ბერიძე

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 74 posts
  • ადგილმდებარეობა
    საქართველო, თბილისი

პოსტი დაწერილია 26 02 2024 - 22:55

ბესო ბერიძე
  • ლევანიკა likes this

#4 ნიკოლოზ ჯავახიშვილი

ნიკოლოზ ჯავახიშვილი
  • Members
  • 3 posts

პოსტი დაწერილია 26 02 2024 - 23:35

ნიკოლოზ ჯავახიშვილი





მიმაგრებული თეგები: ფიდერი, თევზაობა, სპორტული თევზაობა, საქართველოს თასი, ფიდერის ფედერაცია