Jump to content


ფოტო

,,არეა ჩემპიონები 2024"

არეა თევზაობა

  • Please log in to reply
7 პასუხი ამ თემაზე

#1 George

George

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 77 posts

პოსტი დაწერილია 09 04 2024 - 20:24

ტურნირი ტარდება მხოლოდ მყარი სატყუარები (hard baits) გამოყენებით

 

ტურნირის ორგანიზატორი: სათევზაო ინვენტარის მაღაზია პირანია და სპინინგით თევზჭერის კლუბი ქუთაისი 
ტურნირის სახელწოდება: 
,,არეა ჩემპიონები 2024"
ტურნირის ჩატარების თარიღი: 21 აპრილი 2024 წელი
ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: ცაგერის რაიონი, ქულბაქი მწვანე ტბა


ტურნირის მიზნები:
· სპინინგით თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში,
· დაიჭირე-გაუშვი“-ს პრინციპით სპორტული და რეკრეაციული თევზჭერის დანერგვა და განვითარება.
· მონაწილეთა ოსტატობის ამაღლება, გამოცდილების მიღება და საუკეთესო მეთევზე-სპორტსმენების გამოვლენა.
· ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის და ბუნებაზე ზრუნვის პროპაგანდა,
· მეთევზე სპორტსმენებს შორის საერთაშორისო, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება/გამყარება


დებულება ტურნირის შესახებ:

შეჯიბრი ჩატარდება 8 ტურად ერთი დღის განმავლობაში.

1. რეგლამენტი:

ტურნირის განრიგი
06:00 - შეკრება დანიშნულების ადგილას.
06:30 - კენჭისყრა, ინსტრუქტაჟი, წესების შეხსენება.
07:30 პირველი ტურის სტარტი ....

2. ტურნირში მონაწილეობა
2.1 ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან პიროვნებას,
განურჩევლად სქესის, მოქალაქეობისა 
(გარდა რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიისადა აღმსარებლობისა . ასევე არასრულწლოვან მეთევზეებს ვინმე სრულწლოვან პასუხისმგებელ პირთან ერთად; იმ შემთხვევაში, თუ პასუხისმგებელი პირი ვერ ახერხებს ტურნირზე დასწრებას, აუცილებელია არასრულწლოვანმა მონაწილემ ხელი მოაწერინოს მშობელს შესაბამის განცხადებაზე.

3. რეგისტრაცია

3.1 ტურნირში მონაწილეობის მიღების მსურველებმა განაცხადი უნდა გააკეთონ ფორუმზე

(sportfishing.ge)
3.2 რეგისტრაციის გაკეთების შემდგომ უნდა შემოიტანონ/გადმორიცხონ ტურნირში
მონაწილეობისათვის დაწესებული მოსაკრებელი.
3.3 მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში მონაწილე ტურნირზე არ დაიშვება.


4. ტურნირში მონაწილეობის მოსაკრებელი
4.1 ტურნირში მონაწილეობისთვის დაწესებულია მოსაკრებელი: 35 ლარი
4.2 მოსაკრებელი აუცილებლად უნდა ჩაირიცხოს მითითებულ ანგარიშის ნომერზე 2024 წლის 19 აპრილის 18:00 საათამდე
4.3 მიმღები ბანკი: საქართველოს ბანკი
მიმღები: ბესიკ სვანიძე

ანგარიშის ნომერი:  GE11BG0000000651996200 გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: სახელი და გვარი-არეა ჩემპიონები 2024.

4.4 თანხის გადმორიცხვის შემდგომ თუ მონაწილე ვერ გამოცხადდება ტურნირზე, თანხა უკან აღარ დაუბრუნდება.

5. ტურნირის წესები
5.1 ტურნირის ძირითადი ეტაპი ჩატარდება 12 ტურად. თითოეული ტური იქნება 20 წუთიანი.
წყალსატევი დაიყოფა იმდენ სექტორად, რამდენი მონაწილე წყვილიც იქნება. სექტორებში
სპორტსმენთა განლაგება მოხდება კენჭისყრის მეშვეობით. თითო სექტორში იასპარეზებს 2
სპორტსმენი.10 წუთში ხმოვანი სიგნალისას, ერთერთი მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში სპორტსმენები ერთმანეთს უცვლიან ადგილებს.
5.2 აკრძალულია მეზობელ სექტორში თევზაობა, თუ სპორტსმენს შემთხვევით გადაუვარდა სატყუარა მეზობელ სექტორში, მან სასწრაფოდ უნდა ამოახვიოს ძუა.
5.3 თუკი მონაწილის მიერ დაჭერილი თევზი გადაება მის სექტორში მყოფი მეტოქის ძუას და თევზი წესების დაცვით დაფიქსირდა ჩოგანბადეში, თევზი ჩათვლადია. თუკი თევზი გადაება სხვა
სექტორის მონაწილის ძუას, თევზის დაჭერა არ დაფიქსირდება.
5.4 ნებადართულია მეზობელი სექტორიდან თევზის გამოყვანა თუკი ის დაჯდა სპორტსმენის სექტორში, თუმცა ამან ხელი არ უნდა შეუშალოს მეზობელ სექტორში მოასპარეზე სპორტსმენს.
5.5 ნებადართულია მხოლოდ სპინინგის მეთოდით თევზაობა.
5.6 ერთზე მეტი სატყუარის ერთდროულად გამოყენება აკრძალულია.

სანქცია: განისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.
5.7 მომდევნო ეტაპზე გადასული სპორტსმენების განსაზღვრა მოხდება 8 ტურის შეჯამებული ქულების მიხედვით.
5.8 მონაწილეს ეკრძალება:
* იმ სექტორის ფარგლებს გარეთ თევზაობა, რომელშიც არის განთავსებული

სანქცია: განისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.
* თევზჭერის ზონის დატოვება
სანქცია: განისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.
* სხვა სპორტსმენებისგან რაიმე სახის დახმარების მიღება
სანქცია: განისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.
* სექტორის შეცვლისას თავისი პირადი ნივთების მიტოვება
სანქცია: განისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.
* ჩოგან-ბადის გარეშე თევზაობა
სანქცია: განისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.
* ჩოგან-ბადის თევზთან ერთად ძირს დადება
სანქცია: განისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.
* თევზის ამოყვანა წყლიდან ჩოგან-ბადის გარეშე
სანქცია: განისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.
* ორკავის, სამკავის ან ენიანი ერთკავის გამოყენება. (დაშვებულია მხოლოდ უენო ერთკავი)
სანქცია: განისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.
* ნებისმიერი სახის ბეწვეულით აღკაზმული ნემსკავების გამოყენება.
სანქცია: განისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.
* ყანყალების ან ტრიალების სილიკონით აღჭურვა. ასევე ერთზე მეტი ნემსკავით აღკაზმვა.
სანქცია: განისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.
* ნებისმიერი სახის მოსაჩვევის გამოყენება ( მათ შორის ქვიშისა და კენჭებისა)
სანქცია: განისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.
* დაუშვებელია ნებისმიერი ტიპის სილიკონის სატყუარის გამოყენება.

სანქცია: განისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.

* აკრძალულია ნებისმიერი ტიპის სატყუარის გამოყენება რომლის სიგრძეც ნაკლებია 18 მმ-ზე
* აკრძალულია სატყარა ე.წ "სტიკები"
* აკრძალულია სატყუარა ე.წ "სპირალი"

5.9 წესების დარღვევის შემთხვევაში მთავარ მსაჯს ან მსაჯთა კოლეგიას შეუძლია გამოიყენოს შემდეგი სახის სანქციები:
* დისკვალიფიკაცია
* შეჯიბრიდან მოხსნა
* ქულების ანულირება
* დაჯარიმება

5.10 გამარჯვებულის გამოვლენა

5.10.1 ტურნირის მონაწილეებს ყოველი 20 წუთიანი ტურის დამთავრებისას ენიჭებათ შესაბამისი ქულები.
5.10.2 თუ სპორტსმენმა წააგო ტური , მას მიენიჭება 0 ქულა.
5.10.3 ნულოვანი ფრეს (0-0) შემთხვევაში ორივე სპორტსმენს ენიჭება 1-1 ქულა.
5.10.4 დადებითი 
შედეგის ფრეს შემთხვევაში (4-4, ან 5-5) ორივე სპორტსმენს ენიჭება 2 ქულა.

5.10.5 ტურის მოგების შემთხვევაში გამარჯვებულ სპორტსმენს ენიჭება 3 ქულა.
5.10.6 12 ტურის დამთავრების შემდეგ ვლინდება გამარჯვებული 4 მეოთხედფინალისტი. გამოვლენა ხდება ყველა ტურში მოგროვებული ქულების დაჯამებით ვისაც მეტი ქულა აქვს იკავებს მაღალ ადგილს ცხრილში. იმ შემთხვევაში, თუ ქულათა თანაფარდობაა, იმარჯვებს ის სპორტსმენი, ვინც მეტი თევზი დაიჭირა ყველა ტურის განმავლობაში, თუკი ეს მაჩვენებელიც თანაბარია იმარჯვებს ის სპორტსმენი რომელმაც ბოლო მე
-8 ტურში დაიჭირა მეტი თევზი. ამ მაჩვენებლების თანხვედრის შემთხვევაში იმარჯვებს ის ვინც მეტი თევზი დაიჭირა მე-7 ტურში და ა.შ.
5.10.7 ნახევარფინალში ერთმანეთს ხვდებიან გამარჯვებული სპორტსმენები შემდეგი პრინციპით: 1 ადგილზე გასული ხვდება მე-2 ადგილზე გასულს, მე-3 ადგილზე გასული მე-4 ადგილზე გასულს.
5.10.8 საფინალო დუელებში ქულების მინიჭებისას მოქმედებს იგივე წესები, რაც ძირითად ტურებში, ხოლო მომდევნო ეტაპზე (ნახევარფინალში და ფინალში) გადადის მხოლოდ გამარჯვებული სპორტსმენი. მეოთხედფინალში ფრეს შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ სპორტსმენს, რომელსაც თავდაპირველ სიაში უფრო მაღალი ადგილი ეკავა. მაგალითად, ერთმანეთს ხვდება მე-4 და მე-5 ადგილზე გასული სპორტსმენები, ფრეს შემთხვევაში ასპარეზობას გამოეთიშება მე-5 ადგილოსანი, ხოლო მომდევნო ეტაპზე გადავა მე-4 ადგილზე მყოფი.
5.10.9  ნახევარფინალშიც ფრეს შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ სპორტსმენს, რომელსაც თავდაპირველ სიაში უფრო მაღალი ადგილი ეკავა.
5.10.10 
ფინალში და მე3 ადგილისთვის შეჯიბრში ფრეს შემთხვევაში გამარჯვებულის გამოსავლენად ინიშნება დამატებითი (10 წუთიანი) რაუნდი. თუ 3 რაუნდის შემდეგაც შენარჩუნდა ფრე, 
თამაში გრძელდება პირველ ჩათვლადი თევზის (ოქროს თევზის) დაჭერამდე.


6. ნადავლის ჩათვლა
6.1 ჩასათვლელად მიიღება მხოლოდ კალმახი. ტურნირი იმართება „დაიჭირე-გაუშვი“ს პრინციპის დაცვით. ჩათვლა ფიქსირდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც თევზი იქნება დაფიქსირებული ჩოგანბადეში და უკან წყალსატევში გაშვებული. როდესაც თევზს დაიჭერს მონაწილე, იგი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი ნადავლის აღწერა მოხდა მსაჯის მიერ. მსაჯი, თავის მხრივ, ყურადღებით აკვირდება თევზჭერის პროცესს და თევზის დაჭერას აფიქსირებს შესაბამისი ჩანაწერით ოქმში. იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენს თევზი ამოუვარდება ჩოგან-ბადედან და იგი ძირს/მიწაზე დაეცემა, მისი დაჭერა არ დაფიქსირდება და იქნება ანულირებული. დაჭერილი თევზი ისე უნდა იქნას ნემსკავისგან გათავისუფლებული და გაშვებული უკან წყალსატევში, რომ არ მოხდეს მისი ჩოგან-ბადიდან ამოყვანა. ჩოგან-ბადეში მოთავსებული თევზის ხელში აყვანა დაუშვებელია.
მნიშვნელოვანი ნიუანსითევზი ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩოგანბადეში მისი დაფიქსირება მოხდა ტურის საფინალო სიგნალამდე, ხოლო მისი გაშვება წესების დაცვით შესაძლებელია სიგნალის შემდეგაც!
6.2 თევზი ჩათვლადია იმ შემთხვევაში, თუკი მონაწილე აფიქსირებს თევზს თავისივე ჩოგანბადეში. თევზის ამოყვანის და გაშვების დროს ჩოგანბადის რკალი აუცილებელი ეხებოდეს წყალს, წინააღმდეგ შემთხვევაში თევზი არ ჩაითვლება.
6.3 იმ შემთხვევაში, თუკი ნემსკავისგან განთავისუფლებისას თევზი დაზიანდა, მონაწილე ვალდებულია: აცნობოს მსაჯს თევზის ამოღების შესახებ, გაათავისუფლოს ნემსკავისგან, მოათავსოს წინასწარ გამზადებულ პარკში და ჩააბაროს მსაჯს. მხოლოდ ამის მერე განაგრძოს თევზაობა.
6.4 
ტურნირის განმავლობაში ჩათვლადია 3 დაზიანებული / მკვდარი თევზი. ყოველი შემდეგი არ ჩაითვლება. ამასთან, სპორტსმენი ანაზღაურებს მკვდარი თევზის საფასურს.
6.5 თევზი ჩათვლადიათუკი ნემსკავი დაფიქსირებულია პირში ან თავის მიდამოებშითავის საზღვარი ითვლება ლაყუჩის ჩათვლით.
6.6 
თუკი თევზს დაჭერისას პირში ან თავის მიდამოებზე აქვს 2 ან მეტი სპორტსმენის სატყუარის ნემსკავითევზი არ ითვლებახოლო თუკი 1 ნემსკავი პირში/თავის მიდამოში ხოლო მეორე ტანზე/ფარფლებზეთევზი ეთვლება სპორტსმენს რომლის სატყუარის ნემსკავიც არის დაფიქსირებული პირში/თავის მიდამოში.

7. ტურნირის ზოგადი წესები:
7.1 კენჭისყრაში მონაწილეობის რიგითობა განისაზღვრება რეგისტრაციის ძირითადი სიის მიხედვითრომელიც მოცემული იქნება ფორუმზე შესაბამის თემაში
7.2 წყალში შესვლა აკრძალულია
სანქციაგანისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.
7.3 
თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ხელოვნური სატყუარების გამოყენებითხელოვნურად ნაქსოვი მწერის იმიტაციების გამოყენება აკრძალულია.
სანქციაგანისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.
7.5 
იკრძალება ნემსკავის მიმაგრება სატყუარაზე დამატებითი ძაფით.ასისტით.
სანქციაგანისაზღვრება მსაჯთა კოლეგიის მიერ.
7.6 
სპორტსმენს შეუძლია თან ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სპინინგირომელიც უნდა განათავსოს იმ სექტორშირომელშიც თევზაობს.
7.7 
დაუშვებელია შეჯიბრის მსვლელობისას სპორტსმენს თან ახლდეს გარეშე პირი - მხოლოდ მსაჯს აქვს უფლება მიუახლოვდეს მონაწილეს.
7.8 დაუშვებელია ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება, ან მისი ზემოქმედების ქვეშ გამოცხადება ტურნირზე. სანქცია: ტურნირიდან მოხსნა04,ზ
7.9 იმ შემთხვევაში როცა მონაწილეთა რაოდენობა არის კენტი, კენჭისყრის შედეგად დადგინდება ყოველ ტურში რომელი მონაწილე აღმოჩნდება მეტოქის გარეშე. „კენტი სპორტსმენის“ მეტოქედ ჩაითვლება მის მარჯვნივ სექტორში, ტურის დაწყებისას მის მხარეს მდგომი სპორტსმენი და მისი შედეგები შეფასდება იმ სპორტსმენთან მიმართებაში. სექტორი, რომელშიც მოხვდება „კენტი სპორტსმენი“, გაიყოფა შუაში. სპორტსმენს თევზაობის არეალი შეეზღუდება სექტორის იმ ნახევრით, რომელშიც სურვილისამებრ დაიწყებს ტურს. 10 წუთის შემდეგ იგი მოახდენს მხარის შეცვლას სექტორში (აუცილებელია). ტურის დასრულების შემდეგ „კენტი სპორტსმენი“ აღრიცხვის ბლანკში შესაბამისი გრაფის მონიშვნით დააფიქსირებს რომ იგი ასპარეზობდა კენტად და შეავსებს საკუთარ შედეგს, ზემოთ აღნიშნული წესით განსაზღვრულ მეტოქის შედეგთან ერთად.

8მსაჯობა
8.1 მსაჯის ფუნქციებს ითავსებენ თვითონ ტურნირის მონაწილეებიმონაწილე წყვილები აკონტროლებენ ერთმანეთში წესების დაცვას და აღრიცხავენ ერთნმანეთის დაჭერილ თევზებს.
8.2 თევზის დაზიანების შემთხვევაში მონაწილე ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მეტოქესმიიღოს თანხმობა მისგან და ამოიღოს თევზი წესების დაცვით.
8.3 ამოღებული თევზის რაოდენობა აუცილებლად ფიქსირდება ბილეთის შესაბამის გრაფაში.
8.4 შესარჩევი ტურნირის დამთავრების შემდეგტბის ადმინისტრაციას გადაეცემა მონაწილეთა სია ამოღებული თევზის რაოდენობითმონაწილე ვალდებულია აანაზღაუროს ღირებულება ტბის ადმინისტრაციის ტარიფის შესაბამისად.
8.5 ტურის დროს წარმოქმნილი სადავე საკითხის შემთხვევაში მონაწილეები არ წყვეტენ თევზჭერასტურის დამთავრების შემდეგ ისინი მიმართავენ მთავარ მსაჯს გადაწყვეტილების მისაღებადმთავარი მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

9სხვადსხვა
9.1 მონაწილეები და მაყურებლები თვითონ იღებენ პასუხისმგებლობას უსაფრთხოებისწესრიგისპირადი ნივთების და ჯანმრთელობის დაცვაზე.
9.2 ტურნირი შეიძლება გადაიდოს ან შეჩერდეს ამინდის ან სხვა მიზეზების გამო რომლებიც არ იძლევიან ტურნირის ჩატარების/გაგრძელებიის საშუალებას.
9.3 ტურნირის შეწყვეტის ან გადადების შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს ტურნირის ორგანიზატორები.

 

ტურნირზე საპრიზოდ დაწესებული იქნება საინტერესო სასპინინგე ინვენტარი მაღაზია პირანიისაგან.
ტურნირზე ბესიკ სვანიძის მიერ დაწესებულია სპეციალური პრიზი Shimano Sahara.
ტურნირზე შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ტბის მოსაკრებელს და პრიზებს. 

 


  • ვანო მეხრიშვილი likes this

#2 George

George

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 77 posts

პოსტი დაწერილია 09 04 2024 - 20:43

1. გიორგი ჭოლაძე



#3 tura

tura

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 102 posts

პოსტი დაწერილია 17 04 2024 - 12:20

დიმა ტურაბელიძე

#4 George

George

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 77 posts

პოსტი დაწერილია 17 04 2024 - 20:58

ბესიკ სვანიძე
ზურა კაპანაძე
მიშა კაპანაძე
ზურა კუხიანიძე

ლევან ფაცაცია



#5 smekosmeko

smekosmeko

    აქტიური წევრი

  • Members
  • PipPipPip
  • 649 posts

პოსტი დაწერილია 18 04 2024 - 14:53

მერაბ კაჭარავა
თორნიკე ნუცუბიძე
თემო დანელია
კახა კიკალიშვილი

#6 George

George

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 77 posts

პოსტი დაწერილია 18 04 2024 - 17:52

ზაზა ჩანქსელიანი



#7 saba gogua

saba gogua

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 65 posts

პოსტი დაწერილია 18 04 2024 - 22:32

Alexander Yaremchuk
Egor Druzhko

#8 fisherman

fisherman

    წევრი

  • Members
  • PipPip
  • 52 posts

პოსტი დაწერილია 19 04 2024 - 13:42

ერიმ კარა







მიმაგრებული თეგები: არეა, თევზაობა