სანამ მთავარზე გადავალთ, მინდა მოგიყვეთ თუ როგორ გამიტაცა სპინინგმა და რამ განაპირობა ეს.

თებერვლის პირველი რიცხვები იყო და ფოთში გახლდით.მაშინ ვირტუალურად ნაცნობმა და დღეს უკვე ჩემმა მეგობარმა გამომიარა, რათა სათევზაოდ წავეყვანე და თანაც ერთმანეთს კარგად გავიცნობდით.

ვიცოდი სპინინგით იყო გატაცებული. მე კი ზურგს უკან ფსკერულით და ტივტივით თევზაობის 22 წლიანი სტაჟი მქონდა. ეს სპინინგი კი რაღაც ზღაპარი მეგონა. ვერ წარმომედგინა თუ როგორ შეიძლება ეგრე თევზი დაიჭირო?! ჯერ უნდა დაკვებო, მოეწყო, ჩაუჯდე , სიმინდი და ჭია მოიმარჯვო და მერე დაიჭერ! ასე ვიჭერდი 22 წელიწადი . ხოდა გადავიკიდე მხარზე ჩემი ფსკერული სიგრძით 3.30 და ტესტით 50-100, ზედ კოჭა 4000-იანი და წავედით. როდესაც მივედით,რაღაც წკეპლა ანკესი რო გააძრო გამეღიმა. ჩემი კი იყო მასთან როგორც ნაგაზი ჩიხუახუასთან, დიდი და მძლავრი. გავაწყვეთ სადავე,რაღაც სატყუარა ზედ. გადააგდე და დაატრიალეო.

რამოდენიმე მცდელობის შემდეგ ჩინური ვობლერი დავამაგრე. ვისვრი და ვატრიალებ ყოველგვარი იმედის გარეშე. ერთი ტყორცნის შემდეგ დავინახე რაღაცამ წყალი შეარხია და ამ ჩემ სათამაშო თევზს გამოეკიდა! ვაიმე თქო ვიფიქრე და უნებლიედ აუჩქარე მაქოს ტრიალს არ დაეწიოსმეთქი)). დაეწია!

1

2

გაკვირვებისგან გაოგნებული რამოდენიმე წუთი ვიდექი და ვიაზრებდი თუ რა მოხდა! ვერ ვიჯერებდი. როგორ კაცო? რკინაზე თევზი იჭირება??რაღაც სათამაშოზე??

 პირველს მეორე მოყვა, მეორეს მესამე, მესამეს კი მეექვსე )!

4

5

ალბათ ერთი 3 დღე მტკიოდა მარჯვენა ხელი ამხელა ჯოხის ქნევისგან. იმ დღეს მიღებული ემოციებმი კი გაცილებით დიდხანს გამყვა. ყოველი დეტალი მიელვებდა მეხსიერებაში. თუ როგორ გამოეკიდებოდა ხოლმე გაუმაძღარი ქარიყლაპია სატყუარას, როგორ თავგანწირვით იქნევდა თავს და მეჭიდავებოდა .როგორ უნდოდა წაერთვა ჩემთვის ჩემი პლასტმასის თევზი.

ხოდა მეგობრებო, ყელაფერი ეს რისთვის მოგიყევით? სპინინგით თევზაობის ნომერ პირველი წესია – სწორად შერჩეული აღჭურვილობა. ის ამ ემოციებს ასმაგათ გაგიმრავლებთ!

 მაშ ასე.დავიწყოთ!

 თვით სიტყვა სპინინგი, ინგლისური სიტყვაა, (spinning) რომელიც სწრაფ ბრუნვას,ტრიალს ნიშნავს.

ეს მეთოდი ითვალისწინებს ხელოვნური სატყუარის გატარებით თევზაობას. გატარების უამრავი მეთოდი არსებობს, მაგრამ ამაზე მერე. ეხლა კი ჯოხების კლასიფიკაციაზე ვისაუბროთ.

სპინინგის ჯოხს, გარდა სიგრძისა, გააჩნია სხვა დამატებითი მახასიათებლები. ასეთებია ტესტი და წყობა.

სპინინგის ტესტი განსაზღვრავს ოპტიმალური სატყუარის წონას. თუ რა წონის სატყუარით შეგვიძლია ვითევზაოთ ისე, რომ არ დავაზიანოთ ჯოხი.ასევე თუ რა წონის სატყუარა შეიძლება რომ მივაწოდოთ მაქსიმალურ დისტანციაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნაპირიდან თევზაობისას.ზოგიერთი მწარმოებლის სპინინგის ბლანკებზე სიტყვა TEST-ის ნაცვლად გამოიყენება აღნიშვნა cast weight, რაც ქართულად გასატყორცნ წონას ნიშნავს.

 ტესტების მიხედვით სპინინგის ჯოხები შემდეგნაირად იყოფა:

  • EXTRA ULTRALIGHT (XUL) 2 — 2,5 გრამამდე;
  • SUPER ULTRALIGHT (SUL) 3 — 3,5 გრამამდე;
  • ULTRALIGHT (UL) 5 გრამამდე.

ესეთი ტესტის მქონე სპინინგები შეგვიძლია გამოვიყენოთ პატარა მტაცებელზე სათევზაოთ. ქორჭილა, ქაშაპი, კალმახი. ამ ტესტის მქონე ჯოხით დაჭერილი პატარა აგრესორიც კი ძალიან დიდ წინააღმდეგობას გაგიწევთ და დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ მასთან ჭიდილით.ულტრალაითი გამოიყენება მიკროსატყუარებით ჭერისათვის ვიწრო და შეზღუდულ არემარეში.

7

LIGHT 2–3 დან 15 მდე

ლაითის გამოყენების დიაპაზონი გაცილებით ფართეა ვიდრე ულტრალაითის.ლაითით შეგვიძლია მოვისროლოთ თითქმის ყველა ტრიალა,მსუბუქი მერყევები,მცირე და საშუალო ვობლერები,და ასევე მცირე და საშუალო ჯიგ–თავები.თუ თქვენ გეგმავთ დაიჭიროთ თევზი წონით 1–1.5კგ არც თუ ისე რღმა და ფართე მდინარეებზე ნელი დინებით,ლაითი თქვენთვის საუკეთესო მეგზურია.

8 

შემდეგ მიდის უფრო მძიმე არტილერია:

  • MEDIUM-LIGHT 5-20 გრამამდე;
  • MEDIUM 10-30 გრამამდე;
  • MEDIUM-HEAVY 15-40 გრამამდე;
  • HEAVY 20-50 გრამამდე და ზემოთ.

სპინინგები ასეთი ტესტით უკვე შეიძლება გამოვიყენოთ დიდ მტაცებელზე (ქარიყლაპია, ორაგული და სხვა).

9

ძალიან მნიშვნელოვანია სპინინგის არჩევისას გავამახვილოთ ყურადღება შემდეგ თვისებებზე.ის უნდა იყოს მოკლე,ჩქარი,ხისტი,მსუბუქი და უბრალოდ მოსახერხებელი.არსებობს აზრი რომ ჯოხის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 240სმ.ზოგი ეთანხმება ამ აზრს,ზოგიც არა.ჩემი პირადი აზრია რომ უმჯობესია შემოვიფარგლოთ 1.9–2.4 სიგრძეზე ვინაიდან მეტი გრძელი ჯოხი სიხისტეს კარგავს რაც უარყოფითად აისახება სატყუარის თამაშზე

მოგეხსენებად გრძელ სპინინგებს შესაბამისად გრძელი სახელური აქვთ რაც თვიჩინგობისას ერთგვარ დისკომფორტს ქმნის.

ეხლა კი ვისაუბროთ სპინინგის წყობაზე. წყობის მიხედვით ანკესის შერჩევას განაპირობებს ის, თუ რომელ კონკრეტულ სატყუარას ვანიჭებთ უპირატესობას.მაგალითად, ჯიგ-სატყუარით თევზაობისას ირჩევენ Fast, ანუ სწრაფი წყობის ჯოხებს. იგივეს ვაკეთებთ პოპერით თევზაობისას, რაც ტვიჩინგს, ამოკვრით გატარებას, უკეთესად ახორციელებს. სრაფი წყობა გვაძლევს საშუალებას უფრო ძალისმიერი, უხეში გატარებები განვახორციელოთ.

Slow-ნელი წყობა. ამ წყობის მქონე ანკესს უფრო პატარა მტაცებლებზე იყენებენ. ისეთზე, როგორიცაა ქაშაპი და ქორჭილა.სწრაფ წყობასთან შედარებით, ამ უკანასკნელს მეტი ამორტიზაცია აქვს.

წყობის რამოდენიმე კლასი არსებობს. რაც უფრო ნელი წყობის არის სპინინგი, მით უფრო დრეკადია ის. ანუ მისი დრეკადობის დიაპაზონი მთელ ჯოხზე ვრცელდება, ხოლო სწრაფი წყობისას ძირითადი დატვირთვა ჯოხის წვერზე მოდის.

10

სპინინგის არჩევისას გაითვალისწინეთ რომ, ის თქვენი ხელის გაგრძელება უნდა იყოს. მიაქციეთ ყურადღება მის სიმსუბუქეს, ვინაიდან თქვენი ხელი მუდმივ მოძრაობაშია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მან თქვენ მაქსიმალური კომფორტი უნდა მოგანიჭოთ.

წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო!

ავტორი: ზაზა ლალიაშვილი

Share