მოსაქნევი ანკესი, არის ტელესკოპური სათევზაო ჯოხი. იგი უნიკალური იმ მხრივ, რომ მას არ გააჩნია არც გამტარი რგოლები და არც კოჭა უყენდება. ეს ანკესი შეიძლება იყოს სხვადასხვა სიგრძის და სხვადასხვა მასალით დამზადებული.

თანამედროვე მოსაქნევი ანკესი ჯოხებმა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში სერიოზული წინსვლა განიცადეს. მათ დასამზადებლად უკვე იყენებენ კარბონს, რომელიც დღეს ყველაზე მსუბუქ მასალად ითვლება. ასე მაგალითად ეს იაპონური ჯოხი 6.3 მეტრია და იწონის მხოლოდ 241 გრამს.

1

ამ სიგრძის და ასეთი წონის ჯოხი, არაჩვეულებრივ სიამოვნებას მოგანიჭებთ თევზაობის დროს. პრაქტიკულად შეიძლება მთელი დღე დაუღლელად გეჭიროთ ხელში. ერთი „ცუდი” მომენტია; რაც უფრო მაღალი ხარისხის გარაფიტია ნახმარი, მით უფრო მსუბუქია ჯოხი, მაგრამ ფასიც უფრო მაღალია! მიუხედავად ამისა, მე მაინც ყველას ვურჩევ შეიძინოს მაღალი კლასის ჯოხი, იმდენად დიდია შემდგომ ხმარების დროს მიღებული სიამოვნება.

ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ რამოდენიმე ფაქტორი, კერძოთ, ეცადეთ შეარჩიოთ გრძელ მუხლიანი ჯოხი, ვინაიდან რაც უფრო მეტია მუხლების რაოდენობა, მით მეტია აქვს ჯოხს წონა და წყობაც ასეთ დროს უარესია. ასევე დააკვირდით ჯოხის სულ ქვედა მუხლს ის უნდა იყოს რაც შეიძლება წვრილი ე.ი. უფრო ხარისხიანია და მსუბუქი. ასევე ნუ შეგეშინდებათ წვრილი წვერის, ის ადვილად არ ტყდება და თევზის გამოყვანის დროს მნივნელოვნად ამუხრუჭებს მის გაკვრებს, აგრეთვე საშუალებას მოგცემთ შორს გადააგდოთ მსუბუქი ტივტივა. მოკლედ ჯოხი რაც შეიძლება წვრილი უნდა იყოს და მუხლები უნდა ჰქონდეს გრძელი.

ბევრი მეთევზე თავის მოსქნევ ჯოხს უყენებს სპეციალურ ამორტიზატორს, რომელიც საშუალებას აძლევს შედარებით წვრილი ძუით გამოიყვანოს დიდი თევზები. ასეთ დროს, რიგ შემთხევაში, საჭიროა მუხლის დამოკლება, რაც ანკესს ხდის უფრო ხისტს, ეს კი, თავის მხრივ, ართულებს მსუბუქი ტივტივის მონტაჟის შორს გადაგდებას. ამიტომ, მე არ გირჩევთ, განსაკუთრებით ახალბედა მეთევზეებს, ამორტიზატორის დაყენებას.

ძირითადი ძუა მოსაქნევ ჯოხზე მაგრდება პლასტიკური კონექტორის საშუალებით, რომელიც შიდა დიამეტრის ზომით უნდა მიესადაგებოდეს ჯოხის წვერის დიამეტრს.

 3

კონექტორი სუპერ წებოთი უნდა დაწეპდეს და აუცილებლად დაელოდეთ მის გაშრობას. ძუას რომელსაც ჩამოაცმევთ, ეცადეთ საიმედო მარყუჟი გაუკეთოთ.

ასევე შეიძლება შეგვხვდეთ წვერზე დაწებებული წვრილი, ნაჭრის, პატარა თოკი. ასეთ შემთხვევაში ამ თოკს ბოლოში ნასკვს უკეთებთ და უკვე ამ ნასკვს გამოდებთ ძუის მარყუჟს, რომელიც ისე უნდა განასკვოთ, რომ დაჭიმვის დროს პირიქით ნასკვი უფრო მოეჭიროს.

რაც შეეხება ჯოხზე ტივტივის მონტაჟს, თქვენ შეგიძლიათ თქვენითაც ააწყოთ ყველაფერი და ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ უკვე გამზადებული მონტაჟები.

5

ისე მე გირჩევთ თქვენს მიერ აწყობილი მონტაჟებიც ზემო სურათზე მოყვანილ სპეციალურ, დასახვევებზე დაახვიოთ და ისე შეინახოთ, ვინაიდან თევზაობის დროს მონტაჟის შეცვლა თუ დაგჭირდათ, ამაზე დრო აღარ დაგეკარგებათ.

მოსაქნევი ანკესი ზუსტად აკონტროლებს თევზაობის მანძილს. ძუის მიშვება არ შეიძლება ვინაიდან შეიძლება ამოკვრის მომენტი გამოგეპაროთ. არ დაგავიწყდეთ სიღრმის განსაზვღრაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი თევზის გამოყვანის დროს არ უნდა აჩქარდეთ, ვინაიდან თქვენს ანკესს არ ააქვს კოჭა და შესაბამისად ფრიქციონს ვერ იყენებთ. ასეთ დროს გრძელი ჩოგანბადე შეუცვლელი ხდება მეთევზისათვის. ტივტივის დამძიმება ხდება იმისდამიხედვით თუ როგორ პირობებში გიწევთ თევზაობა. შეიძლება საჭირო გახდეს ტყვიის ბურთულების ერთად დაყენება, შეიძლება პირიქით ძუაზე განაწილება.

წარმატებულ თევზაობას გისურვებთ.

 პატივისცემით: გიგა ამაშუკელი

Share