TWITCH-კრუნჩხვა; ძრობა, გლეჯა

1

თვიჩინგი სატყუარის გატარების სპეციალური ტექნიკაა,რომელიც ითვალისწინებს სატყუარის მოკლე გამოკვრებით გატარებას.

ვთვიჩინგობთ უშუალოდ სპინინგით,და უშუალოდ მტაცებელზე.

თვიჩინგი შეგვიძლია სხვა და სხვა სიჩქარით,სხვა და სხვა პაუზების პერიოდულობით,ეს უშუალოდ ჩვენზეა დამოკიდებული თუ როგორი გატარების ტემპი მოგვცემს შედეგს.ყველას ინდივიდუალური მიდგომა აქვს ამ საკითხთან.ზედაპირული სატყუარებით თვიჩინგს,თავისი ხიბლი აქვს,ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა თვალყური ვადევნოდ ყველაპერს.თუ როგორ დაიძრება მტაცებელი ჩვენი სატყუარისაკენ,უცაბედი იერიში საფარიდან.ეს შეუდარებელი სანახაობაა!

2 ხშირად,ქარიყლაპია ნლ-ნელა მოყვება სატყუარას და არ კიდებს მას პირს,უბრალოდ მოაცილებს ხოლმე,ფრთხილობს.არ იქნება ურიგო თუ ესეთ შემთხვევაში ცოტახანს შეუჩერებთ სატყუარას,ანუ პაუზა გატარების ჩვეულზე მეტი იქნება.არაერთხელ მას სწორეთ გაჩერებულ სატყუარაზე მიუტანია იერიში.

ასევე ხშირად ამართლებს უხეში თვიჩინგი.რომელსაც ძირითადად პოპპერების გამოყენებისას ვიყენებთ.თუ კი ჩვეულებრივსამებრ ჩვენ ვატრიალებთ კოჭას,და პერიოდულად ვაკეთებთ მცირე წამორტყმებს,რომელსაც ჩვენ ვოლკერის,ყანყალების და ზედაპირული ვობლერების გატარებისას ვაკეთებთ,უხეში თვიჩინგისას კი მხოლოდ ძლიერ წამორტყმებს ვანხორციელებთ.ანუ,წამორტყმა,ძუის დაჭიმვა,და ისევ წამორტყმა,პაუზების პერიოდულობის გათვალისწინებით.

ჩვეულებრივსამებრ ვტვიჩინგობთ მცირე პაუზებით მაჯის მოკლე და ხისტი მოძრაობით.სათვიჩინგო არეალი არის ისეთი ადგილები სადაც წესით წყლის სირღმე არ აღემატება 1–2 მეტრს.ეს უკვე სატყუარების შერჩევის საკითხია.პატარა სირღმის მქონე წყალსე,სადაც უხვად ხარობს მცენარეულობა წესისამებრ სატყუარად ვიყენებთ პოპერებს და მოტივტივე ვობლერებს,ტვიჩინგისას პოპერი წყლის ზედაპირზე მოძრაობს და თავისი ამოტიფრული პირის ღრუს გამო,დღლაფუნით თევზის ყურადღებას იბყრობს.

3

4

 

ქარიყლაპიის იერიში პოპერზე

[youtube_sc url=”http://www.youtube.com/watch?v=sRHnWVhx7lw”]

ვოკერი კი მოტივტივე,უტუჩო სატყუარაა,რომელსაც ასევე უშუალოდ თვიჩინგით ვატარებთ

5

 

ქარიყლაპია ვოლკერზე.

[youtube_sc url=”http://www.youtube.com/watch?v=YSyzpKtsCeA”]

თუ კი წყალსაცავს გამჭირვალე ფსკერი აქვს,ჩვენ საშუალო მყვინვადობის სატყუარას ვიყენებთ და გვაქვს საშუალება საკმარისი დაძირვის დრო მივცეთ მას რის შემდეგაც ისევ მაჯის თამაშით ვხიბლავთ თევზს.სატვიჩინგო სატყუარების ასორტიმენტს კი პოპპერები,ვოლკერები და ვობლერები შეადგენენ.(თუმცა ყანყალის თვიჩინგსაც მოაქვს კარგი შედეგები)

6

რაც შეეხება ძუას.სასურველია გამოვიყენოთ მცირე ზომის წნული,მას მაღალი ტვირთამწეობა აქვს,მისი არადრეკადობა დადებითად აისახება სატყუარის თამაშზე.ასევე დაბალია სატყუარის დაკარგვის ალბათობაც.

7

კოჭის არჩევისას უნდა მივაქციოთ ყურადღება თუ როგორ ალაგებს ის ძუას მაქოზე,ის მაქოზე თანაბრად უნდა ალაგებდეს ძუას,ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია ვინაიდან ვტვიჩინგობთ დაუჭიმავი ძუით და თავიდან ავიცილოთ მისი დაბურდვა.კოჭა რა თქმა უნდა უინერციო უნდა იყოს.ან მულტიპლიკატორული,მაგრამ ეგ უკვე სხვა თემაა.

ასევე,ყველა კლასის,ანუ ტესტის მქონე სპინინგს,შესაბამისი ზომის კოჭა ესაჭიროება.

როგორაც სპინინგს,ასევე კოჭასაც თავის ზომის დამახასიათებელი აქვს,რომელიც 4 ნიშნა ციფრით არის გამოსახული მაქოზე.

1000-მსუბუქი,2500-საშუალო,3000-და ზევით მძიმე.

შესაბამისად

  • Ultra Light-Light=1000-1500 მაქო
  • Medium=2000-2500 მაქო
  • Heavy=3000 და ზევით

8

 

by ზაზა ლალიაშვილი.

Share