Shtekeri_1

რა არის შტეკერი? მისი სიგრძე შეიძლება მერყეობდეს 8-დან 16 მეტრამდე, თუმცაღა არსებობს უფრო გრძელი და უფრო მოკლე მოდელები, მაგრამ ეს უფრო გამონაკლისია ვედრე წესი. შტეკერების მაქსიმალური სიგრძე აღწევს 18-20 მეტრს, რომლისგანაც ყოველთვის შეიძლება უფრო მოკლეს გაკეთება რამოდენიმე მუხლის მოხსნის ხარჯზე. შტეკერის ჯოხი შედგება ძირითადი ნაწილისგან და ერთი ან რამოდენიმე დაბოლოებისაგან „ კიტი“-სგან. დაბალოებებს შეიძლება ჰქონდენ სხვადასხვა სიგრძე და კონსტრუქცია შეიძლება იყოს ნაწილობრივ ტელესკოპური და ნაწილობრივ შტეკერული. ძირითადად ტელესკოპური არის პირველი ორი მუხლი და იშვიათად სამი. ძირითადად ერთი კომპლექტაციაში შედის ორი ან სამი სამ, ოთხ მეტრიანი დაბოლოება „კიტი“.

საჭიროების შემთხვევასი დაბოლოებების შეძენა ცალკეც არის შესაძლებელი. ასევე ზოგიერთ მოდელისათვის შესაძლებელია ძირითადი მუხლების შეძენა, რომელიც იძლევა 1,5-2.5 მეტრით დაგრძელების სახუალებას. შტეკერის დამზადების ტექნოლოგია და მასალები საგრძნობლად განსხვავდება ჩვენთვის ცნობილი მოსაქნევი ჯოხების დამზედების ტექნოლოგიისაგან. ძირითადი განსხვავება მეტი სიხისტეა, რაც მის ძირითად ღირებულებად უნდა ჩაითვალოს. შტეკერი პრინციპულად არ უნდა იღუნებოდეს თევზის სიმძიმისაგან. რაც უფრო ნაკლებად იღუნება , მით უკეთესია.მეორე მაჩვენებელია ჯოხის წონა. მაგალითისათვის საკმაოდ ძვირადღირებულია 14.5 მეტრიანი ჯოხი, წონით 950 გრ, საშუალო ხარისხის ჯოხი 14,5 მეტრი 1100 გრ და ნაკლებად ხარისხიანი 14.5 მერტი 1300 გრ .

არჩევისას უნდა იყოს გათვალისწინებული ორი რამ. არსებობს ეგრეთ წოდებული კარპის შტეკერები, რომლების ხარისხის შენარჩუნებისას აქვთ მცირეოდენ მეტი წონა, ვიდრე ჩვეულებრივ შტეკერებს, უბრალოდ ეს ჯოხები უფრო სკელკედლიანია და გამძლე, არის კიდევ ერთი მომენტი. სტატისტიკურად უფრო ხშირად ტყდება ძვირადღირებული ჯოხები, რადგან ისინი უფრო მსუბუქი და თხელკედლიანებია, 200-300 დოლარიანი ჯოხის გატეხვა საკმაოდ ძნელია, როდესაც 3ჯერ და 4 ჯერ უფრო ძვირი ჯოხი შეიძლება გატყდეს რაიმე მყარ საგანზე მირტყმითაც.

 Shtekeri_2

შტეკერის მოწყობილობა.

 ინტერესს წარმოადგენს დაბოლოების მოწყობილობა, რადგან თვითონ ძირითადი ნაწილი არის მსუბუქი მილების ნაკრები, რომლების ჯდება ერთმანეთში. დაბოლოება წარმოადგენს 2,3 ტესესკოპური და რამოდენიმე შტეკერული მუხლის ნაკრებს, რომლის მოლო მუხლიც უერთდება ძირითდ ჯოხს, დაბოლოების შიგნით თავსდება ამოტრიზატორი რეზინი სიგრძით 40 სმ დან 2,3 მეტრამდე, ეს არის სპეციალური შტეკერის რეზინი, რომელიც გაწელვისას სიგრძეში 5-6 ჯერ მატულობს და რაც იძლევა ძლიერი კენკვის ჩაქრობის საშუალებას. რეზინი საკმაოდ გამძლეა. იყიდება ცალკე 5 მეტრიანი ხვეულებით. სხვადასხვა ზომის თევზისათვის საჭიროა სხვადასხვა დიამეტრის რეზინი (რეზინის ნომერი)

რეზინის ბოლო მაგრდება პირველ, მეორე ან მესამე მუხლზე (ათვლა იწყება წვერიდან) სპაციალური სამაგრით.

Shtekeri_3

სამაგრი

 სამაგრები არსებობს სამი ტიპის. ყველაზე მარტივია 2-4 სმ სიგრძის პატარა პლასტმასის კონუსი. რეზინის ბოლო მაგრდება სპეციალურ ყურზე. ესეთი კონუსი უბრალოდ იჭედება დაბოლოების გარკვეულ ადგილას (კონუსუს დიამეტრის მიხედვით შეიძლება გაიჭედის პირველ, მეორე ან მესამე მუხლში). მეორე ვარიანტი ისევე კონუსია, მაგრამ ცვლადი დიამეტრით, დიამერი ცვლა შესაძლებელია ხრახნიანი გამაფართიებლით (სოლის პრინციპი). მისი საშუალებით შესაძლებელია რეზინის როგორც დაჭიმულობის ასევე სიგრძის ცვლილება. მესამე ვარიანტი ისევ კონუსია, რომელსაც შიგნით აქვს რეზინის დასახვევი მოწყობილობა, ასეტი ტიპი იძლევა რეზინის მხოლოდ დაჭიმულობის ცვლილების საშუალებას.

რეზინის მეორე ბოლო მაგრდება პლასტმასის 1-2 სმ მცირე ზომის სამაგის სპეციალურ ყურზე და ამავე სამაგრის მეორე მოლოზე მაგრდება უკვე ძუა.

რეზინის დაჭიმულობა დამოკიდებული მოსალოდნელ ნადავლზე. საშუალო თევზისათვის (200-300 გრ) რეზინის სიგრძე უნდა იყოს ორი მუხლის სიგრძე (დაახლოებით 1,2 მერტი) ვაყენებთ რეზინს დაუჭიმავ მდგომარეობაში და ვწელავთ 10-20 სმ-ით. ესეთი დაჭიმულობა უზრუნველყოფ ნორმალურ ამოკვრას. რეზინი რომ არ გაცვდეს დაბოლოების თავიდან გამოსვლის ადგილში მას უფინებენ ფტოროპლასტის წვრილ ტრუბკას. ასეთ შემთხვევაში რეზინი აღარ ეხება თვითონ ჯოხს არამედ გადის პრიალა მილში, რომლის დიამეტრიც ცოტათი მცირეა დაბოლოების წვერში გამომავალი ნახვრეტის ზომაზე.

Shtekeri_4

 

მონტაჟი.

შტეკერის მონტაჟი პრაქტიკულად არ განსხვავდება ჩვეულებრივი სასროლი ჯოხის მოწყობილობისაგან. ძირითადი ძუის სიგრძე მკაცრად არის დამოკიდებული თევზის ჭერის სიღრმეზე და არ აღემატება მას 0,5-1 მეტრით. ჩვეულებრივი ტივტივის მონტაჟისაგან შტეკერი გამოირჩევა მინიატურულობით და ზოგიერთ შემთხვევაში ტვირთის განაწილებით. გამოიყენება უფრო წვრილი ძუები და მცირე ტვირთამწეობის ტივტივები. იმის გათვალიწინებით, რომ ამორტიზატორი, რომელიც ჯოხის შიგნით არის მოთავსებული (რეზინი) ბევრად უკეთესად აქრობს ტევზის დარტყმებს გამოიყენება წვრილი ძუები. თვისუფლად შესაძლებელია თითქმის კილოგრამიანი თევზის 0,06 მმ. სისქის ძუით გამოყვანა. უფრო მსუბუქი ტივტივების გამოყენება განპირობებულია იმით, რომ როგორც ეგეთი მოქნევა არ გამოიყენება. მონტაჟ უბრალოდ გადაადგილდება ჯიხის საშუალებით თევჭერის ადგილას. წვრილი ძუა და პატარა ტივტივა კი ყოველთვის უპირატესობაა.

Shtekeri_5

დამატებითი მოწყობილობები.

 გასაგორებელი როლიკი

თევზის გამოყვანა წარმოებს არა ჯოხის ვერტიკალურად აწევით, არამედჯოხის ნაპირისკენ ჰორიზონტალურად გამოწევით. საწყის რამოდენიმე მერტს ვწევთ მხოლოდ ხელების გადანაცვლებით და შემდეგ ვდებთ ჯოხს როლიკზე და ვაგრძელებთ გამოწევას სასურველ ადგილამდე. როლიკის ზედაპირი უნდა იყოს რბილი, რათა დავიცვათ ჯოხი დაზიანებისაგან.

როდესაც ძირითადი ჯოხი მთლიანად თქვენს უკანაა, სიმძიმემ შეიძლება გადაძალოს და დაბოლოების მომარების ადგილი აღმოჩნდეს საკმაოდ მაღლა. სიმარტივისათვის აუცილებელია ძირითადი ჯოხის წინა ნაწილი განვათავსოთ დგარში, რომელსაც გააჩნია მომჭერი. თვითონ მომჭერი შეიძლება იყოს ელასტიური პლასტმასისგან ან რბილი მასალით დაფარული მავთულისაგან.

ჯოხის დამჭერი

ეს მოწყობილობა საჭიროა ჯოხის მუშა მდგომარეობაში გასაჩერებლად, როდესაც ის ხელში არ გვიჭირავს. დამჭერები უნდა იყოს საკმაოდ მყარი. წინა დამჭერს აქვს U-ს ფორმა, ხოლო უკანას П-ს ფორმა. დამჭერებს უნდა ჰქონდეს სიმაღლის რეგულირების საშუალება, რათა ჯოხი განლაგებული იყოს მაქსიმალურად წყლის პარალელურად. სამაგრები ძირითადად გამოიყენება ჯოხის დასაჭერად დაკვების მომენტში და სხვა ოპერაციების შესრულების დროს.

დაბოლოებების „კიტების“ დასადგმელი

Shtekeri_6

აქ შეიძლება გამოვიყენოთ სტანდარტული ანკესის სადგამები. მაგრამ ერთი მაინც არ იქნება საკმარისი, რადგან მიწაზე დადებისას შეიძლება შეყვეს ჭუჭყი და ქვიშა და შესაბამისად ძირითად ჯოხზე წამოგებისას დავაზიანით შეერთების ადგილი. ჭუჭყი და ქვიშა არიან შტეკერის ძირითადი მტრები !!!!

 სკამი.

Shtekeri_7

ასეთ აგრეგატთან მუშაობისას აუცილებელი მყარად მდგომი დიდი სკამი. საუკეთესოა გამოსავალია პლათფორმა მასზე დამაგრებული საჯდომი ყუთით.

 თვითოთ ჭერის პრინციპებს განვიხილავთ შემდეგ ნაწილში.

 

სტატიის ავტორი: ლევან ბაქრაძე

Share