Loading...

მსოფლიო კლუბურ ჩემპიონატზე მონწილეობის დეტალები

2023 წლიდან, მსოფლიო ჩემპიონატზე კლუბებს შორის მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდი.
რაც ნიშნავს შემდეგს:
  • კლუბურ მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა შეუძლია საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულ გუნდ(ებ)ს (1,2 და 3 ადგილი)
  • კლუბურ მსოფლიო ჩემპიონატზე დაშვებულია ქვეყნიდან მაქსიმუმ 2 გუნდის დაშვება.
  • ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს უპირატესობა ენიჭებათ დაკავებული ადგილის მიხედვით.
  • კლუბურ მსოფლიო ჩემპიონატზე წასასვლელად გუნდმა უნდა წარადგინოს განაცხადი ფედერაციაში საკლუბი მსოფლიო ჩემპიონატის რეგისტრაციამდე. თარიღს ადგენს FIPSED
    • განაცხადში უნდა იყოს წარმოდგენილი მინიმუმ 5 სპორტსმენი.
    • ქედან მინიმუმ 2 უნდა წარმოადგენდეს აღნიშნული გუნდის შემადგენლობაში დარეგისტრირებულ სპორტსმენებს.
    • აქედან მინიმუმ 3 წევრი უნდა იყოს ფიდერის ფედერაციის წევრი
    • გუნდს აქვს უფლება დაიმატოს ნებისმიერი ფედერაციის არაწევრი და/ან არა საქართველოს მოქალაქე 2 სპორტსმენი საასპარეზოდ, თუ ისინი ბოლო 2 წლის მანძილზე არ მონაწილეობდნენ კლუბურ მსოფლიო ჩემპიონატზე სხვა კლუბის შემადგენლობაში.
  • გუნდის ასპარეზობაზე ზრუნავს თვითონ გუნდი, რაც გულისხმობს გამგზავრების, სასტუმროს და ლოჯისტიკის უზრუნველყოფას.
  • თუ განცხადის გაკეთების შემდეგ, გუნდის მიზეზით გუნდი უარს იტყვის საკლუბო ჩემპიონატზე გამგზავრებაზე, მომავალ წელს მისი წასვლა არ წავლის საკითხს განიხილვს ფედერაცია, თუ გუნდი წარადგენს შესაბამის ახსნა განმარტებით განცხადებას და დაასაბუთებს მის არ გამგზავრებას
  • თუ გამარჯვებული გუნდებიდან განაცხადი არ გააკეთა ორმა გუნდმა, მაშინ მეორე გუნდად ფედერაციას შეუძლია დაარეგისტრიროს საქართველოს ეროვნული ნაკრები.
Share